ვყიდულობთ გარბენიან ავტომობილს აშშ-ში: რამდენი მილი უნდა იყოს ოდომეტრზე?
მეორეული ავტომობილის შეძენისას თითოეულ ჩვენგანს უნდა, რომ მან გაიაროს ათობით ათასი კილომეტრი შეკეთების გარეშე. ჯანსაღი აზრი გვკარნახობს: რაც უფრო ნაკლებია მაჩვენებელი ოდომეტრზე, მით უფრო დიდხანს გემსახურებათ ავტომობილი. მაგრამ გაზრდილი ფასები მეორეულ ავტომობილებზე სულ უფრო ხშირად გვაფიქრებს: ხომ არ ღირს უფრო მეტი გარბენით ავტომობილის შეძენა? ეს ხომ ბიუჯეტის სერიოზული დაზოგვაა!
საკითხი შეიძლება სხვაგვარადაც დაისვას: არის კი დაუწერელი კანონი მტკიცება «რაც უფრო ნაკლები გარბენი აქვს ავტომობილს, მით უკეთესია», რომელიც სულ უნდა დავიცვათ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია.
იმისათვის, რომ ავტომობილის მფლობელებმა სრული წარმოდგენა შეიქმნან იმაზე თუ როგორი გარბენი შეიძლება დასახელდეს იდეალურად და რატომ ეს არის გაზომვისათვის რთული მაჩვენებელი, ამერიკულმა საავტომობილო საძიებო სისტემა Iseecars-მა ჩაატარა სპეციალური კვლევა. ვიმედოვნებთ, რომ მისი დასკვნები თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.
ორი უკიდურესობის შორის
ყველა ავტომობილი დადის, მაგრამ ზღვარი აქტიურ ექსპლუატაციაში მყოფ ავტომობილებსა და იმ ავტომობილებს შორის, რომლებიც მხოლოდ დროდადრო მოძრაობენ - ცხადია. ზოგიერთი მფლობელი ფანატიკურად ინახავს ყოველ ჩეკს, რომელიც დაკავშირებულია მის ავტომობილთან, არ აქვს მნიშვნელობა რაზეა საუბარი - ზეთის გამოცვლაზე თუ მსხვილ შეკეთებაზე. ზოგმა იცის მისი “მერნის“ მომსახურების საჭიროების თაობაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელსაწყოების პანელზე ინთება ინდიკატორი, რომელიც აფრთხილებს პრობლემის შესახებ.
ავტომოყვარულთა უმეტესობა იმყოფება ამ ორ უკიდურესობის შორის არსებულ მონაკვეთში. "მაგრამ როდესაც თქვენ წინაშეა ორი ერთნაირი ავტომობილი სხვადასხვა გარბენით, თქვენ უნდა აირჩიოთ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკეთეს მდგომარეობაშია და არა ავტომობილი ნაკლები გარბენით ", – ურჩევს Iseecars.
მიმართეთ ისტორიას
რასაკვირველია, ასეთ ლოგიკასაც აქვს საზღვარი – ავტომობილი 30 000 მილის გარბენით* დიდი ალბათობით აჯობებს ავტომობილს, რომლის გარბენიც არის 300 000 მილი. მაგრამ თუკი სხვაობა გარბენში შეადგენს მხოლოდ ათ ან ოც ათასს, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას: "დაღლილ" მანქანას ნაკლები გარბენით თუ მოვლილს, მაგრამ მეტი გარბენით? რასაკვირველია იმას, რომელზეც უკეთ ზრუნავდნენ, კითხვა მხოლოდ იმაშია თუ როგორ გაარკვიოთ ეს.
აშშ-ში ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შესახებ ინფორმაციის საუკეთესო წყაროს წარმოადგენენ გაწეული მომსახურების ქვითრები ან ჩანაწერები შესრულებული შეკეთების ჟურნალში. თუ ეს მიუწვდომელია, ეს კი არ არის იშვიათობა, უნდა მიმართოთ საინფორმაციო სამსახურების ანგარიშებს სატრანსპორტო საშუალების ისტორიის შესახებ, როგორიცაა CARFAX ან AutoСheck. ეს უკანასკნელი ინახავს თავის მონაცემთა ბაზაში ავტომობილის მომსახურების მთელ “ლეგალურ“ ისტორიას. ონლაინ-სამსახურების ანგარიშებში დაფიქსირებულია სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით მომხდარი ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები.
"რა თქმა უნდა, სერიოზული ავარიის შემდგომ აღდგენილ ავტომობილების უნდა ერიდოთ. ავტომობილის უნაკლო ისტორია შეიძლება იყოს ნებისმიერ სხვა ფაქტორზე (მათ შორის ოდომეტრის მინიმალური მაჩვენებელი) უფრო მნიშვნელოვანი ", – გვატყობინებს Iseecars.
აღსანიშნავია, რომ კომპანია InterCargo ეხმარება თავის კლიენტებს CARFAX და AutoСheck-ის ვებ-სერვისებში ავტომობილების ეფექტურად შემოწმებაში. ამასთან ერთად შეიძლება ჩატარდეს კომპლექსური შემოწმება სადაზღვევო სამართალდარღვევათა ეროვნულ ბიუროში (NICB), რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ საიტებზე VehicleHistory.com, iSeeCars.com/VIN, DMVDesk და სხვები.
ჩაიხედეთ კაპოტის ქვეშ
უნდა მიიღოთ მხედველობაში ძრავის განყოფილების ჩვეულებრივი დათვალიერებაც, რომელიც საშუალებას იძლევა შეაფასოთ ავტომობილის მდგომარეობა. მუქი და ამღვრეული ზეთი საცეცზე ნიშნავს, რომ ავტომობილს ცუდად უვლიდნენ. აირგამანაწილებელი მექანიზმის დამსკდარი ღვედი და შლანგები, ამღვრეული მაცივებელი სითხე მიუთითებენ ავტომობილის ძლიერ ცვეთაზე და ახლო მომავალში სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დამატებით თავის ტკივილზე (თუ თქვენ გესაჭიროებათ მეორეული ავტომობილის დათვალიერების უფრო დეტალური სახელმძღვანელო, გაეცანით ჩვენს მასალას მთავარი რისკები აშშ-დან გარბენიანი ავტომობილის შეძენისას).
შეგახსენებთ, რომ InterCargo-ს კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია მექანიკოსის მომსახურება, რომელიც ატარებს ავტომობილის დათვალიერებას მისი გაყიდვის ადგილზე. იმის გათვალისწინებით, რომ არ შეიძლება 100% ენდოთ აუქციონის მონაცემებსა და მით უმეტეს ვაჭრობაზე გამოტანილი ავტომობილის კერძო გამყიდველის მონაცემებს, გირჩევთ ისარგებლოთ ამ სერვისით.
ჩაატარეთ დიაგნოსტიკა
ხანდახან ისეც ხდება, რომ ავტომობილი პრაქტიკულად არ გამოიყენება და ცხოვრების უმეტეს ნაწილს იმტვერება ფარეხში. ბოლოსდაბოლოს ავტომობილი აღმოჩნდება ბაზარზე და მფლობელი მოსალოდნელად ითხოვს მასში მაქსიმალურ თანხას.
ერთი შეხედვით, წარმოებიდან დიდი ხნის მოხსნილი ავტომობილის თითქმის ახალი ეგზემპლარი იმსახურებს ყურადღებას. მათთვის, ვინც ენდობა კონკრეტულ ბრენდს, მაგალითად Lincoln Town Car-ის თაყვანისმცემლებს ასეთი მანქანა განძად ეჩვენებათ.
მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი. როდესაც ავტომობილის ექსპლუატაცია არ ხორციელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ზოგიერთ აგრეგატი უბრალოდ გამოდის მწყობრიდან. ასეთი გაჩერებისგან განსაკუთრებით ზიანდება სხვადასხვა რეზინები, მამჭიდროებლები, შუასადებები. დროთა განმავლობაში ისინი კარგავენ ელასტიკურობას, ხდებიან მყიფე. ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილი უჩვეულო მცირე გარბენით იწყებს ტექნიკური სითხეების ლიტრობით დაღვრას მათი “გაღვიძების“ მცდელობის შემდეგ.
"ირონია მდგომარეობს იმაში, რომ ავტომობილის რეგულარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მსგავსი გართულება არ მოხდებოდა: თბური გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესი მომუშავე ძრავას შემთხვევაში, დეტალების რეგულარული დაპოხვა ნამდვილად გაზრდიდა დეტალების ექსპლუატაციის ვადას ", – აღნიშნავს Iseecars.
სხვათა შორის, ეს პრობლემა აქტუალურია არამხოლოდ საავტომობილო "დინოზავრებისათვის". წარმოიდგინეთ ათწლიანი ავტომობილი გარბენით მხოლოდ 30 000 (ან ნაკლები) მილი.
თუ თქვენ განიცდით სენტიმენტებს გარკვეული მარკის ან მოდელის მიმართ, შესაძლოა, ღირს მისი შეძენა. მაგრამ ფრთხილად იყავით და სკრუპულოზურად ჩაატარეთ ასეთი მანქანის დიაგნოსტიკა! – აფრთხილებს ამერიკული საძიებო სისტემა.
დაფიქრდით ხარჯებზე
უნდა ფრთხილად იყოთ შედარებით ახალ ავტომობილთან, რომლის გარბენიც მნიშვნელოვნად აჭარბებს ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (12 000 –15 000 მილი/წელიწადში). "ჭარბი" მილები ოდომეტრზე ნიშნავენ, რომ ავტომობილს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი მომსახურება.
უდავოდ, თქვენ შეიძლება უფრო დაბალ ფასად შეარჩიოთ ავტომობილი დიდი გარბენით. მაგრამ ამავდროულად, თქვენ მალევე დაგჭირდებათ აირგამანაწილებელი მექანიზმის ღვედების გამოცვლა, მაგრილებელი სისტემის მომსახურება, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა და სხვა, ნაკლებად პროგნოზირებადი სარემონტო სამუშაოები.
"ასეთი ხარჯები შეიძლება გადაიდოს, თუკი თქვენ შეიძენთ ავტომობილს ზომიერი გარბენით ", – სამართლიანად აღნიშნავს Iseecars.
რა ასაკია ზღვრული?
მაშ ასე, ტიპური ავტომობილის საშუალო წლიური გარბენი შეადგენს 12 000–15 000 მილს წელიწადში. სავარაუდოდ ხუთწლიანი ავტომობილი გაივლის 60 000–75 000 მილს; ათწლიანი – 120 000–150 000 მილს.
უბედურება იმაშია, რომ ავტომობილის ექსპლუატაციის გარკვეულ მომენტში სულ უფრო ხშირად ხდება მოულოდნელი დაზიანებები. არ არსებობს გარკვეული ასაკი ან გარბენი, რომლის დროსაც ეს ხდება. მაგრამ ყველაზე ხშირად ეს ხდება როდესაც ავტომობილი არის 8-10 წლის და აჭარბებს 100 000-120 000 მილის ზღვარს. ვერაფერს იზამ, ინჟინრებმა ვერ ისწავლეს ისეთი ავტომობილების შექმნა, რომლებიც მუდამ გემსახურებიან.
"თუკი არსებობს ავტომობილი, რომელსაც ცალსახად უნდა ერიდოთ, ეს არის ათწლიანი ავტომობილი ოდომეტრის ექვსნიშნა მაჩვენებლებით ", – ამტკიცებს Iseecars.
ავტომობილის ასაკი და გარბენი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ არ არსებობს ერთადერთი სწორი პასუხი თუ რომელი ასაკი ითვლება საუკეთესოდ მეორეული ავტომობილისთვის.
"აიღეთ რაც შეიძლება ახალი ავტომობილი იმ ფასად, რომლის გადახდის საშუალებაც გაქვთ. ბუნებრივია, თუ არსებობს ავტომობილი, რომელიც ერთი-ორი წლით თქვენთვის სასურველ ავტომობილზე უფროსია, მაგრამ იგი კარგ მდგომარეობაშია და არასდროს მოხვედრილა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში, უმჯობესია იყიდოთ იგი, ვიდრე უფრო ახალგაზრდა, მაგრამ ავარიის შემდგომ", – გვირჩევენ Iseecars.
მილები გზატკეცილზე თუ მილები ქალაქში?
კიდევ ერთი პარამეტრი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ავტომობილის შერჩევისას არის ავტომობილის გარბენის ტიპი. მაგალითად, ნიუ-იორკში ან გარეუბანში გაყიდულ ავტომობილს ელის გაცილებით უფრო მკაცრი ცხოვრება, ვიდრე იგივე ავტომობილს არიზონას ტერიტორიაზე. რატომ? ნიუ-იორკის ავტომობილი ივლის დაზიანებულ ასფალტზე, აჩქარდება შუქნიშნიდან შუქნიშნამდე, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს საცობი. ხოლო არიზონაში კი ავტომობილი, დიდი ალბათობით ივლის უდაბნოში გაყვანილ სწორ ასფალტზე.
მანქანა სოფლის რეგიონში გაივლის მეტ მილს ვიდრე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, მაგრამ გზა შესახვევებისა და შუქნიშნების გარეშე - ყველაზე ნაკლებად სტრესული სცენარია ავტომობილისთვის.
"ქალაქის მანქანები (თუ მათი ექსპლუატაცია არ ხდება ტაქსის სერვისის ან იჯარით), სავარაუდოდ გაივლიან აშშ-ში საშუალო წლიურ მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებ მანძილს რომელიც შეადგენს 12 000 მილს/წელიწადში. მაგრამ იგი უფრო სწრაფად ცვდება მეგაპოლისში მოძრაობის თავისებურებების გამო ", – ასკვნის Iseecars.
შეიძინეთ გააზრებულად
შეიძინეთ საუკეთესო მანქანა, რომელსაც მოიძიებთ და მიიღეთ სიამოვნება ტარებისაგან!
თუ ამერიკის აუქციონებზე ავტომობილის შეძენისას გეშინიათ შეცდომის დაშვება, არ ხართ დარწმუნებული, რომ შეძლებთ სატრანსპორტო საშუალების შესაძლო გაუმართაობის გამოვლენას, მისი მიწოდებისა და შეკეთების გაანგარიშებას, მიმართეთ Columbus-ს. კომპანიის სპეციალისტები გარბენიანი ავტომობილების ამერიკულ ბაზარზე მუშაობის ათ წელზე მეტი გამოცდილებით მოგცემენ რჩევებს ნებებსმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ში და კანადაში ავტომობილის შეძენასთან, მისი ტექნიკური მდგომარეობის, ექსპლუატაციის ისტორიის შემოწმებასთან, დაგეხმარებიან მანქანის წარმატებული განბაჟებისთვის აუცილებელი დოკუმენტების შეგროვებაში/აღდგენაში, შემოგთავაზებენ დილერის ანგარიშს ავტომობილის უფრო დაბალ ფასად შესაძენად.
Columbus – როდესაც გჭირდებათ სანდოდ და მომგებიანად ავტომობილის შეძენა, რომელიც გაგახარებთ მრავალი წლის განმავლობაში!
--------
*ამერიკული მილი – დაახლოებით 1,6 კმ.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში