გამოიწერეთ ბიულეტენი

BidFax: სასარგებლო უფასო სერვისი აშშ-დან ავტომობილის ისტორიის შემოწმებისთვის

BidFax: სასარგებლო უფასო სერვისი აშშ-დან ავტომობილის ისტორიის შემოწმებისთვის

ამერიკიდან გარბენით ავტომობილების შეძენა სულ უფრო პოპულარული ხდება. ამასთანავე იზრდება ინტერესი სასარგებლო ონლაინ-სერვისების მიმართ, რომლებიც იძლევიან შენაძენის უფრო დამაჯერებლად განხორციელების შესაძლებლობას. Bidfax.info – ერთ-ერთი საიტი, რომელზეც შესაძლებელია ავტოაუქციონის ლოტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

საიტი შედარებით ცოტა ხნის წინ წელს შეიქმნა, თუმცა უკვე გახდა წამყვანი რესურსი, რომელზეც მყიდველს შეუძლია შეიტყოს სარწმუნო და სასარგებლო ინფორმაცია ლოტის შესახებ. მონაცემთა შეგროვება და დამუშავება მხოლოდ ორი აუქციონიდან: Insurance Auto Auctions (IAAI) და Copart ხდება.

თუ თქვენ გინდათ შეიძინოთ ამერიკული ავტომობილი, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული თუ რომელ ფასთა კატეგორიაში იმყოფება ესა თუ ის მანქანა, შეგიძლიათ შეამოწმოთ BidFax-ის დახმარებით მისი გაყიდვების ისტორია, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წელი, გარბენი, დაზიანების ხარისხი. ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც ავტომობილის VIN-კოდით, აგრეთვე აუქციონის ლოტის ნომრით, თან სრულიად უფასოდ.


მაშ ასე, BidFax გაძლევთ შესაძლებლობას შეამოწმოთ:

  • სატრანსპორტო საშუალების გაყიდვების ისტორია - რამდენჯერ და როდის გაიყიდა მანქანა;

  • ავტომობილის ღირებულების დიაპაზონი;

  • მანქანის ტექნიკური მდგომარეობა აუქციონზე მოხვედრის მომენტში;

  • ინფორმაცია აშშ-ში შეძენისას ავტომობილის მდგომარეობის შესახებ;

  • ინფორმაცია Timed Auctions, Buy Now-ის და სხვა სავაჭრო მოედნების მიერ გაყიდულ ლოტებზე.

მომხმარებელთა კომფორტისა და მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის ავტომობილის მოდელები საიტზე აღინიშნება სხვადასხვა ფერად: IAAI-დან – წითლად, Copart-დან – ლურჯად. დახარისხების ფილტრი უფრო მარტივია ვიდრე, მაგალითად AutoAstat-ზე: შეგიძლიათ მიუთითოთ ავტომობილის მხოლოდ მარკა და მოდელი. თუმცა საიტთან მუშაობის მოხერხებულობაზე ეს არანაირად არ აისახება.


მოედნის ოფიციალური საიტი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა. BidFax-ის ტრაფიკის მოცულობა არის დაახლოებით 8 500 უნიკალური ვიზიტორი დღეში და გვერდის 37 716 ნახვა, რაც არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი. ვიზიტორების უმეტესობა არის აღმოსავლეთი ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან.

Bidfax info-ს რესურსის მნიშვნელოვანი პლუსი მდგომარეობს იმაში, რომ მანქანის ფოტო შეგიძლიათ დაათვალიეროთ პირდაპირ სმარტფონზე - ეს მნიშვნელოვანია დროისა და ნერვების დაზოგვისთვის, არ აფრის საჭირო ყოველ ჯერზე გადახვიდეთ თქვენთვის საინტერესო ლოტის გვერდზე, შემდეგ კი დაბრუნდეთ ძიებაში. 

საიტის მინუსებიდან ალბათ არის გაუგებრობა გარბენთან დაკავშირებით. Bidfax-ში ინფორმაცია მანქანის გარბენის შესახებ აისახება მილებში, იმის მიუხედავად, რომ გარბენის აღრიცხვა კანადაში წარმოებს კილომეტრებში. დასანანი მომენტია, მაგრამ თუკი იცით მის შესახებ, მარტივად შეგიძლიათ დაიანგარიშოთ კილომეტრაჟი.

BidFax არ გამორიცხავს საიტზე სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად დამატების შესაძლებლობას. თუმცა ამისთვის მომხმარებელმა უნდა ოფიციალურად დაადასტუროს ინფორმაცია აუქციონიდან.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საავტომობილო აუქციონებიდან ავტომობილის შერჩევის, გამოსყიდვისა და მიწოდების ორგანიზებაში თქვენ დაგეხმარებიან პროფესიონალები კომპანია Сolumbus-დან. დაიცავით თავი ზედმეტი რისკებისა და უამრავი ნერვიულობისაგან!

(3 149)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge