გამოიწერეთ ბიულეტენი

მთავარი რისკები აშშ-დან გარბენით ავტომობილის შეძენისას

მთავარი რისკები აშშ-დან გარბენით ავტომობილის შეძენისას

აშშ-დან და კანადიდან ავტომობილის ჩამოყვანა არის მეორადი ავტომობილის შეძენის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ვარიანტი. მაგრამა არავინ არის დაზღვეული შეცდომისაგან, რომელმაც შეიძლება ნულამდე დაიყვანოს დაგეგმილი ფინანსური მოგება. განვიხილოთ მთავარი საფრთხეები ამერიკაში გარბენით მანქანის შეძენისას.

1. ავტომობილის შეძენა «საეჭვო» დილერებთან

პირველი შეცდომა, რომელსაც უშვებენ ახალბედები ამერიკის საავტომობილო აუქციონზე - ავტომობილის შეძენა არაკეთილსინდისიერ გამყიდველთან, რომელმაც შეიძლება დამალოს ავტომობილის კრიტიკული დეფექტები.

აშშ-ში ნამდვილად მომგებიანად ავტომობილის შესაძენად კომპანია Columbus გირჩევთ პირველ რიგში ყურადღება მიაქციოთ სადაზღვევო კომპანიების ლოტებს. როგორც წესი, ეს არის მსხვილი ორგანიზაციები, რომლებისთვისაც არ არის მომგებიანი ნებისმიერი მოქმედება, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ რეპუტაციას.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში არსებობს რიგი "სადაზღვევო" აუქციონი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში დაზიანებული ან სადაზღვეო კომპანიების მიერ სხვა მიზეზით ჩამოწერილი ავტომობილების ვრცელი პარკით.

მათგან ყველაზე აქტიურია:

  • Copart;
  • Insurance Auto Auction (IAAI);
  • Manheim.

პირველ ორ მოედანზე წარმოდგენილია მეორადი/დაზიანებული ავტომობილები. მათზე წვდომა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა მსურველმა. ფიზიკური პირებისათვის აუქციონში მონაწილეობა უფრო ძვირია, ვიდრე იურიდიული პირის შემთხვევაში. Manheim – დახურული აუქციონია, ანუ განკუთვნილი მხოლოდ ექსპლუატაციაში მყოფი (მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე) ავტომობილების საბითუმო შემძენი მსხვილი გამყიდველებისთვის.

ყველა ჩამოთვლილ სავაჭრო მოედანზე Columbus-ის კლიენტებს შეუძლიათ კომპანიის სადილერო ანგარიშის გამოყენებით შეიძინონ ავტომობილები ფასდაკლებით. მათთვის აუქციონის საკომისიო შეადგენს ლოტის ღირებულების სულ რაღაც 4% ნაცვლად 12%, რომელსაც იხდის ჩვეულებრივი მყიდველი თავისი საკრედიტო ბარათიდან.

2. მოქმედებების არათანამიმდევრობა

ახალბედები, რომლებმაც არასათანადოდ შეისწავლეს ამერიკული სადაზღვევო კომპანიები მოქმედებენ არათანამიმდევრულად. შედეგად კი ჭიანურდება ავტომობილის შეძენისა და მიწოდების ვადები, უწევთ არასავალდებულო დამატებითი ხარჯების გაწევა.

აშშ-ში მეორადი ავტომობილის შეძენის პირველი ეტაპი უნდა შეიცავდეს:

1. შესაფერისი ლოტის მოძიებას, ავტომობილის მოგებას.

თუთქოს რა არის ამაზე მარტივი - დააჭირე ღილაკს, მოიგე ავტომობილი. თუმცა საჭიროა მდიდარი გამოცდილება, რომ შეარჩიო მანქანა ფარული დაზიანების გარეშე, განსაზღვრო ვარიანტი, რომელიც არ საჭიროებს მნიშვნელოვან ხარჯებს შეკეთებაზე, შენიშნო ავტომობილი უკეთესი კომპლექტაციით, რომელიც შეიძლება შემდეგ უფრო მომგებიანად გაყიდო.

Columbus-ის სპეციალისტები დაგეხმარებიან უშეცდომო არჩევანის გაკეთებაში: შეარჩევენ ავტომობილს მინიმალური დაზიანებით, შეამოწმებენ მისი ფასის აქტუალურობას სპეციალიზებულ სერვისებში (Kelly Blue Book, NADA და სხვ.), შეაფასებენ გადაყიდვის პერსპექტივებს. ხოლო მყიდველის სრული დარწმუნებისთვის პირდაპირ ავტომობილის შეძენის ადგილზე ჩაატარებენ მის ტექნიკურ დათვალიერებას.

2. მანქანის ისტორიის შესწავლა (გამოშვების წელი, მფლობელების რაოდენობა, გარბენი, ინფორმაცია ტექნიკური დათვალიერებისა და ავარიების შესახებ).

3. საგზაო-ტექნიკური შემთხვევის შედეგების, მომავალი შეკეთების, სათადარიგო ნაწილების ღირებულების შეფასება.

ასეთი მიდგომის გარეშე რთულია მომგებიანი წინადადების გაკეთება. სათანადო გამოცდილების არარსებობისას უმჯობესია კომპეტენტური სპეციალისტის მოწვევა.
Columbus-ის მენეჯერები შეუკვეთავენ ავტომობილის ისტორიის შემოწმებას სპეციალიზებულ ამერიკულ ვებ-სერვისებში, გააკეთებენ ავტომობილის შეკეთების დანახარჯების წინასწარ ხარჯთაღრიცხვას, დაგეხმარებიან მისაღებ ფასად სათადარიგო ნაწილების შედენას აშშ-ში და მესამე ქვეყნების საწყობებში.

3. ლოტის ისტორიის იგნორირება

ზოგიერთი სადილერო ცენტრი და აუქციონი წარმოადგენს გასაყიდი მანქანების ტექნიკური მომსახურების ანგარიშებს, მაგრამ მანქანის "ბიოგრაფიის" შემოწმების ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ავტომობილის შესახებ ანგარიშის შეკვეთა სპეციალიზებული ვებ-სერვისებზე. ზოგიერთი მათგანი უფასოა, როგორიცაა მაგალითად, ეროვნული სადაზღვევო ბიურო VINCheck. თქვენ მხოლოდ უნდა შეიყვანოთ მანქანის VIN-კოდი მონაცემთა ბაზაში.

თუმცა, თუ დაგჭირდებათ დეტალური ინფორმაცია მანქანის წარსულის შესახებ, მაგალითად, მისი მფლობელების რაოდენობის, ოდომეტრის დაფიქსირებული ჩვენებების, ავტომობილის მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მისი მომსახურების შესახებ, უმჯობესია მიმართოთ Сolumbus-ს. კომპანიის სპეციალისტები დაგეხმარებიან ავტომობილის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ იგი, თუ გსურთ ნამდვილად მომგებიანი შესყიდვა.

4. გადახდების არასწორი გაანგარიშება

აშშ-ის მეორეულ ბაზარზე წარმოდგენილია არამხოლოდ ავტომობილები, რომელთა შემოტანა საქართველოში მომგებიანია. მაგრამ ამის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ ავტომობილის შეძენის ფასის, მისი მიწოდების, შეკეთების, საბაჟო და სხვა თანმხლები გადახდების გადახდის სწორად გაანგარიშების შემდეგ.

მიმართეთ Columbus-ის მენეჯერებს და ისინი ზუსტად გამოთვლიან მომგებიანია თუ არა კონკრეტული ავტომობილის საქართველოში მიწოდება. კომპანიის პარტნიორებს აქვთ წვდომა ელექტრონულ პერსონალურ კაბინეტთან, რომელიც საშუალებას გაძლევთ აწარმოოთ სატრანსპორტო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის აღრიცხვა, ქართული ავტო ვაჭრობის სფეროში საუკეთესო კალკულატორის გამოყენებით.

5. მიწოდება არასანდო ლოგისტიკური კომპანიის მეშვეობით

მცირე ლოგისტიკურ კომპანიებს აქვთ შეთანხმება გარკვეულ პორტებთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შეძენილი მანქანა იმყოფება ამ ნავსადგურებიდან მოშორებით, მას მიიყვანენ სწორედ „პარტნიორ პორტში“. ასეთ შემთხვევაში მიწოდების ეკონომია საუბარიც კი არ შეიძლება.

უმსხვილეს ამერიკელ გადამზიდავებთან პარტნიორობის წყალობით, კომპანია Columbus აგზავნის მანქანებს აშშ-ს 5 პორტიდან: ნიუარკი, სავანა, ჰიუსტონი, ლოს-ანჯელესი, ინდიანაპოლისი, რაც საშუალებას გაძლევთ ააგოთ ტვირთის ოპტიმალური ლოგისტიკა.

პორტების დიდი არჩევის გარდა ჩვენი ამერიკელი პარტნიორები:

  • აკეთებენ ავტომობილის დამატებით ფოტოს გემზე ჩატვირთვამდე,
  • ფუთავეს დემონტირებულ სათადარიგო ნაწილებს;
  • ათავსებენ აბსორბენტს, რომელიც ისრუტავს ტენს მანქანის სალონში, რათა ავტომობილის ზღვით ტრანსპორტირებისას თავიდან იქნას აცილებული სოკოსა და ობის განვითარება.

6. უცოდინარი მიდგომა განბაჟებისადმი

დამატებითი ხარჯების კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი არის ახალბედების ზედმეტი ოპტიმიზმი ტვირთის განბაჟების ფორმალურ პროცედურებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.

მცოდნე ექსპედიტორი სწრაფად მოახდენს კონტეინერის ჩამოტვირთვის ორგანიზებას, პროფესიონალ ბროკერს სულ რაღაც 2-9 დღე დასჭირდება განბაჟებაზე. მაგრამ თუკი თქვენ არ გყავთ გამოცდილი სპეციალისტები, პროცესი შეიძლება გაიწელოს რამდენიმე კვირით და ეს საკმაოდ დაარტყამს ჯიბეს.

ტვირთების მიწოდების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით Columbus სწრაფად გადაჭრის ამ პრობლემას. კომპანიის მენეჯერები გირჩევენ გამოცდილ სპეციალისტებს და დაგეხმარებიან გაუმართლებელი ხარჯების თავიდან აცილებაში.

7. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება/შეძენა ზეწოლის ქვეშ

არასოდეს შეიძინოთ მანქანა ზეწოლის ქვეშ. მაგალითად, იმის შიშით, რომ თქვენ გადაგასწრებენ, ვინმე სხვა იყიდის მანქანას და მოგება დაიკარგება. ავტომობილის შეძენა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ამავდროულად, CNBC-ის შეფასებით, აშშ-შიც საშუალო მომხმარებელიც კი იყენებს მანქანას 11,5 წლის განმავლობაში.

მანქანის შეძენისას ფორიაქი ნამდვილად არ არის საჭირო! თუ გსურთ დარწმუნებული იყოთ, ენდეთ Columbus-ის პროფესიონალების გამოცდილებას, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ შეცდომების თავიდან აცილებაში ავტომოყვარულებს, რომლებიც იძენენ მანქანებს ამერიკაში.

(162)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge