გამოიწერეთ ბიულეტენი

რომელი ჰიბრიდი შევარჩიოთ: Toyota Prius Prime თუ Honda Clarity?

რომელი ჰიბრიდი შევარჩიოთ: Toyota Prius Prime თუ Honda Clarity?

იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი ავტომობილის შეძენისას მყიდველების უმეტესობას არ უჩნდება პრობლემები, ექსპლუატაციაში მყოფი ჰიბრიდის შემთხვევაში ყველაფერი არც ისე მარტივია. ვცადოთ ორი PHEV-ის მაგალითზე განვიხილოთ ასეთი მანქანების შეძენის დეტალები.

შედარებისთვის ავიღოთ ხუთწლიანი ავტომობილები  Toyota Prius Prime (2017–2022 გამოშვების წლის) და Honda Clarity (2018–2021). ეს ჰიბრიდული მოდელები არიან პირდაპირი კონკურენტები როგორც პირველად, აგრეთვე მეორეულ ბაზარზე.

ორივე ავტომობილი წინაამძრავიანია, აღჭურვილია  4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავით და დამატებითი ელექტროძრავით, რომელიც იძლევა საწვავის მნიშვნელოვნად დაზოგვის შესაძლებლობას. ყოველდღიური ღამის დამუხტვის შემდეგ მანქანა გაძლევთ სამსახურამდე და სამსახურიდან წამოსვლის და აგრეთვე წვრილმან საქმეებზე მხოლოდ ელექტრო წევაზე გადაადგილების შესაძლებლობას.

Toyota Prius Prime (2017 – 2022)

  • ბენზინის ძრავის მოცულობა: 1,8 ლ

  • ძალური დანადგარის სიმძლავრე: 121 ცხ.ძ.

  • გადაცემათა კოლოფი: CVT 

  • ამძრავი: წინა   

  • ადგილების რაოდენობა: 4 

  • საწვავის ხარჯი: 1,8 ლ/100 კმ

  • გარბენის მანძილი ელექტროწევაზე: 40 კმ

  • კომპლექტაციების რაოდენობა: 3


с 2017 სამოდელო წლიდან წარმოებაში არსებულ Toyota Prius Prime-ს შეუძლია 1000 კმ-ზე მეტის გავლა შერეულ ციკლში გზატკეცილი/ქალაქი, საწვავის ავსებული ავზითა და სრულად დამუხტული აკუმულატორით  (ამ უკანასკნელის დამუხტვა ორ საათზე ოდნავ მეტს იკავებს).

ავტომობილის ჰიბრიდული ტრანსმისია შედგენა 1,8-ლიტრიანი ბენზინის ძრავისა და 121 ცხ. ძ.  საერთო სიმძლავრის ორი ელექტრო ძრავისგან, რომლებიც მუშაობენ ჩვეულებრივ ვარიატორთან წყვილში. 

გაითვალისწინეთ, რომ Prius Prime არის უფრო ადრეული მიერთებული PHEV (Plug-in Hybrid Electro Vechicle) Prius-ის მემკვიდრე, რომელიც შექმნილია 2012 წელს ამავე სახელწოდების ბენზინის მოდელის ბაზაზე. Prime დაბოლოების მქონე ჰიბრიდის მეორე თაობისათვის განაახლეს არამხოლოდ ექსტერიერი და ინტერიერი, არამედ ძალური დანადგარი აკუმულატორით. ამან გავლენა მოახდინა მანქანის სვლის მარაგზე. მაშინ, როდესაც ჰიბრიდის პირველ თაობას შეეძლო გაევლო ელექტრო წევაზე მხოლოდ 25 კმ (Toyota-ს კვლევებმა აჩვენა, რომ ქალაქის მაცხოვრებლები მგზავრობის 90% შეადენს სწორედ ასეთი მანძილი) არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, მეორეს ეს მაჩვენებელი 35-40 კილომეტრით უფრო მარალი ჰქონდა. ამავდროულად მანქანის სიჩქარე გაიზარდა 135 კმ/სთ-მდე. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ Prius Prime ხარჯავს მხოლოდ ბენზინს, მას აქვს საწვავის ხარჯვის ფენომენალური მაჩვენებელი  – სულ რაღაც 4,4 ლ/100 კმ!

ავტომობილის პლიუსები: განსაკუთრებული ეკონომიურობა, უამრავი უსაფრთხოების სისტემა, ხარისხიანად მოპირკეთებული სალონი. 

ავტომობილის მინუსები: ცუდი, განსაკუთრებით გზატკეცილზე, დინამიკა, საინფორმაციო-გასართობი სისტემის მოცულობითი დისპლეი.

 

Honda Clarity (2018 – 2022)

  • ბენზინის ძრავის მოცულობა: 1,5 ლ

  • ძალური დანადგარის სიმძლავრე: 212 ცხ.ძ.

  • გადაცემათა კოლოფი: CVT 

  • ამძრავი: წინა   

  • ადგილების რაოდენობა: 4 

  • საწვავის ხარჯი: 2,1 ლ/100 კმ

  • გარბენის მანძილი ელექტროწევაზე: 75 კმ

  • კომპლექტაციების რაოდენობა: 2


Honda Clarity-ს დებიუტი შედგა Prius Prime-ზე ერთი წლით მოგვიანებით –2018სამოდელო წელს და არის ყველაზე დიდი და მძლავრი ავტომობილი Toyota-ს Prius-თან შედარებით. თუმცა Honda-ს ბენზინის ძრავი უფრო მოკრძალებულია მუსა მოცულობის მიხედვით (1,5 ლ Prime-ის1,8 ლ შედარებით), საერთო ძალური დანადგარის სიმძლავრე თითქმის ორჯერ უფრო მაღალია – 212 ცხ.ძ.

მანქანა აჩვენებს კარგ დინამიკას. ამასთანავე მისი საწვავის ხარჯი თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრა უფრო მაღალია კონკურენტთან შედარებით – 2,1 ლ/100 კმ შერეულ რეჟიმში (და 5,6 ლ/100 კმ მხოლოდ ბენზინზე გადაადგილებისას). უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქალაქში სიარულისას ხარჯი შეადგენს 1,9 ლ; გზატკეცილზე ის იზრდება 2,3 ლ/100 კმ-მდე.

Honda Clarity-ს ძრავი და ელექტრო ძრავი ასევე, როგორც Prius-ის შემთხვევაში აგრეგირებულია ჩვეულებრივ ვარიატორთან. ამასთანავე Clarity-ს გააჩნია სვლის უფრო მნიშვნელოვანი მარაგი ვიდრე Prime-ის შემთხვევაში. ავტომობილის სრულად დამუხტული ბატარეა (220-ვოლტიანი დენცქვიტიდან დამუხტვის დრო შეადგენს 3 საათამდე) უზრუნველყოფს ერთ აკუმულატორზე 75 კმ მეტი მანძილის გავლას. ეს მეტია, ვიდრე Toyota-ს და ჩრდილოეთ ამერიკულ ბაზარზე წარმოდგენილ  PHEV-ის უმეტესი სხვა მოდელების შემთხვევაში. გამონაკლისს შეადგენს ალბათ მხოლოდ ჰიბრიდი Chevrolet Volt – 85 კმ.

Clarity სჯობნის Prius-ს გაბარიტებშიც: ეს არის სრულფასოვანი საშუალო ზომის სედანი, მაშინ, როდესაც Prime ითვლება მცირელიტრაჟიანი ავტომობილად. შესაბამისად, მასში ნაკლები ადგილია - როგორც სალონში, აგრეთვე საბარგულში. 

ავტომობილის პლიუსები: ეკონომიური ძალური დანადგარი, კომფორტული საკისარი, ფართო სალონი და საბარგული, ინტერიერის ხარისხიანი მოპირკეთება.

ავტომობილის მინუსები: საშუალო მანევრულობა, არა ინფორმატიული საჭის მართვა, მოუხერხებელი და «ნელი»საინფორმაციო-გასართობი სისტემა HondaLink.

როგორ შევამოწმოთ PHEV: 5 აუცილებელი ნაბიჯი


აშშ-ში გარბენიანი მიერთებადი ჰიბრიდის შეძენამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ შემდეგი მოქმედებების შესრულების შესაძლებლობა.

ნაბიჯი №1

• ავტომობილის გაყიდვის წინა ინსპექტირების გავლა (PPI) ტექნიკური მომსახურების სადგურზე (იდეალურ შემთხვევაში – დილერის) PHEV-ს სპეციალისტებთან. ამ ბოლო დროს ასეთ შემოწმებას, კერძოდ, ბატარეის მდგომარეობის შემოწმებას აწარმოებს რიგი მსხვილი საავტომობილო აუქციონი. ის შეიძლება ღირდეს $150-დან $250-მდე, მაგრამ დაგეხმარებათ თქვენი ჯიბის დაცვაში მანქანის დაუგეგმავი შეკეთებისთვის უფრო მსხვილი ხარჯებისაგან.

ნაბიჯი №2

• გააკონტროლეთ მანქანის რეგულარული ტექნიკური მომსახურების არსებობა სერვისის წიგნაკში არსებული ჩანაწერების მიხედვით (ორივე მოდელში ის წარმოადგენს მომხმარებლის სახელმძღვანელოს დანართს). ჰიბრიდზე ტექნიკური მომსახურების გაჭიანურებამ შესაძლოა ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, ისეთი ოპერაციების, როგორიცაა მაღალი ძაბვის ბატარეის ფილტრის გაქრევის/გამოცვლის (ტარდება სულ მცირე 30 ათ. კმ. ერთხელ) გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა აკუმულატორში და გაფრთხილება «მაღალი ძაბვის იზოლაციის გარღვევა» შემდგომი ძვირადღირებული შეკეთებით.

ნაბიჯი №3

• შეფასდეს ავტომობილთან კომპლექტში მიწოდებული დამუხტვის სადენის ან გზის დასამუხტი მოწყობილობის მდგომარეობა. იზოლაციის ჩამოტეხა ან გაგლეჯვა, დაზიანებული კონტაქტები, მიწვის ან დნობის ხილული კვალი არის იმის მანიშნებელი, რომ საჭიროა სადენის გამოცვლა. შეგახსენებთ, რომ დაზიანებული დასამუხტი მოწყობილობის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის ელექტრონული სისტემების მწყობრიდან გამოსვლა.

• შემოწმდეს ავტომობილის დასამუხტი პორტის მუშაობის სისწორე. დარწმუნდით, რომ იგი სათანადოდ იხურება, სადები უპრობლემოდ თავსდება დასაჯდომ ადგილზე, ყველა საკეტი ნორმალურად მუშაობს.

• სასურველია ბატარეის სრული დამუხტვის ჩატარება საშტატო დასამუხტი მოწყობილობის დახმარებით და კრიტიკული შეცდომების თაობაზე ხელსაწყოების პანელზე შეტყობინების არსებობა.

• სამომავლოდ ნუ შეიძენთ დამუხტვის იაფფასიან სადენებს ან უცნობი ბრენდის საგზაო დასამუხტ მოწყობილობებს, ვინაიდან უხარისხო (ხშირ შემთხვევაში ყალბი) დასამუხტი მოწყობილობის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტრო მომჭერის ნაადრევი ცვეთა/დნობა.

ნაბიჯი №4

• შემოწმდეს აკუმულატორის დამუხტვა. მარალი ძაბვის წევის ბატარეის გარდა Prius Prime-ც და Honda Clarity-ც დაკომპლექტებულია ჩვეულებრივი 12-ვოლტიანი აკუმულატორებით ბორტის სისტემების კვებისთვის. ბევრი მფლობელი ჩივის, რომ ასეთი ბატარეები ჰიბრიდებში ვერ “ცოცხლობენ“ დიდხანს. ამავდროულად მათი განმუხტვამ PHEV-ზე შეიძლება გამოიწვიოს მეტი უსიამოვნება, ვიდრე შიდა წვის ძრავის მქონე ჩვეულებრივი ავტომობილების შემთხვევაში.

ნაბიჯი №5

• დაათვალიერეთ სამუხრუჭო დისკური მუხრუჭის კავი და დისკოები ჟანგის, არათანაბარი ცვეთის ან დაზიანების საგანზე, შემდეგ გამოსცადეთ  მუხრუჭი ტესტ-დრაივის დროს. ზედმეტი ჟანგი, ნაკაწრები ან მუხრუჭის მუშაობის არათანაბრობა წარმოადგენს საყურადღებო ნიშანს. გახსოვდეთ – მუხრუჭი ჰიბრიდებში არ მუშაობს ისე ინტენსიურად, როგორც ჩვეულებრივ ავტომობილებში და უფრო განიცდის კოროზიას. სათანადო ტექნიკური მომსახურება და რეგულარული სიარული არის მსგავსი პრობლემების პროფილაქტიკის საუკეთესო გადაწყვეტილება.

Toyota Prius Prime-ს დათვალიერების თავისებურებანი

აშშ-ში Prius Prime არაერთხელ იქნა გამოთხოვილი ფარული დეფექტების (კერძოდ ელექტრომოწყობილობებში, სამუხრუჭო სისტემასა და ტრანსმისიაში) უფასო აღმოფხვრის მიზნით. ბევრი მათგანი აღმოიფხვრა არა ფიზიკურად (ანუ მოწყობილობის გამოცვლის გზით), არამედ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით. 

ამ მიზეზით ურიგო არ იქნება გაარკვიოთ კონკრეტული ეგზემპლიარის ყველა შესაძლო შეცდომა, მისი VIN-კოდის Toyota-ს ამერიკული საიტის Lookup Safety Recalls & Service Campaigns-ის ქვეთავში შეყვანის გზით.

თუ თქვენს მიერ შესაძენად შერჩეული Prius Prime რეგულარულად გადიოდა მომსახურებას დილერთან, სავარაუდოდ ის წესრიგშია. 

Prius Prime-ის სხვა თავისებურებებიდან აღსანიშნავია საქარე მინის დათვალიერება ნაპრალების არსებობის საგანზე. დაზიანებული საქარე მინა არამხოლოდ არაესთეტიკურად გამოიყურება, არამედ შესაძლოა გავლენა მოახდინოს უსაფრთხოების გარკვეული ფიქციების გამართულობაზე, რომლებითაც გაჯერებულია Toyota-ს მანქანა.

აუცილებლად ჩაიხედეთ საბარგულში და მის ქვეშ - ხომ არ არის გაჟონვა. თუ აღმოაჩენთ ტენს, ესე იგი არსებობს უკანა მინის ან საბარგულის სახურავის მამჭიდროებელთან დაკავშირებული პრობლემა.

Honda Clarity-ს დათვალიერების თავისებურებანი


Honda Clarity-ს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წარმოშობილ პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა სასიგნალო ნათურების უეცარი და როგორც გგონიათ შემთხვევითი ჩართვა/ხელსაწყოთა პანელზე სერვის შეტყობინებების გამოჩენა. ეს არის პროგრამული ამოვარდნის შედეგი, რომელიც ჩვეულებრივ ხდება კრუიზ-კონტროლის მწყობრიდან გამოსვლის ან ძრავის სიმძლავრის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოშობისას.

ამ პრობლემის პრევენცია ხდება ახალი 12-ვოლტიანი აკუმულატორის დაყენება, ხოლო რადიკალურად წყვეტენ შესაბამისი სისტემების გადატვირთვით და ავტომობილის კომპიუტერის “ტვინის“ განახლებით.

დიდი ყურადღება მიაქციეთ Clarity-ის კონდიციონერის მუშაობაზე ტესტ-დრაივის დროს – ცივი ჰაერი უნდა მიეწოდებოდეს შეყოვნების გარეშე და მუდმივი წნევით.

აუცილებლად მიაერთეთ Clarity მე-2 დონის ცვლადი დენის დასამუხტ მოწყობილობასთან (7 კვტ-მდე სიმძლავრით) და შეამოწმეთ თავსებადია თუ არა მასთან შერჩეული მოდელი. საქმე იმაშია, რომ ცალკეული ავტომობილების მფლობელები ამტკიცებენ, რომ მათი Clarity არ იწყებს დამუხტვას ან არ იმუხტება სრულად ამ ტიპის დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთებისას.

ჩვეულებრივ, ასეთი «ავადმყოფობა» დამახასიათებელია პირველი, 2018 წლის გამოშვების მანქანებისთვის. მას ასევე მკურნალობენ ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით.

გარდა ამისა, Clarity-ის დათვალიერებისას უნდა შემოწმდეს ბატარეების მდგომარეობა ბრელოკში. განმუხტულ მდგომარეობაში ის იწვევს ამოვარდნას ანთების კლიტეს მუშაობაში.

წყაროები: Driving.ca, Havecars.com

(71)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge