გამოიწერეთ ბიულეტენი

უკან ევროპაში! რომელი «გერმანელები» წამოვიყვანოთ ამერიკიდან?

უკან ევროპაში! რომელი «გერმანელები» წამოვიყვანოთ ამერიკიდან?

გერმანული ავტომობილები ითვლებიან მსოფლიოში ყველაზე ხარისხიან და პრესტიჟულ ავტომობილებად. ამერიკაშიც კი. ეს უცნაურია, მაგრამ გერმანული ავტომობილის ამერიკიდან წამოყვანა ხშირად უფრო იაფი და სანდოა, ვიდრე ასეთივე ავტომობილის გერმანიაში ყიდვა. და რომელი ავტომობილები უნდა შევიძინოთ აშშ-ში, რათა ეკონომია მაქსიმალური იყოს?

Columbus-ის სპეციალისტებმა შეარჩიეს გერმანული ბრენდების 5 ყველაზე საიმედო ავტომობილი, რომელთა ამერიკიდან ჩამოყვანაზე შეგიძლიათ კარგად დაზოგოთ/იშოვოთ ფული, ვინაიდან ასეთივე ავტომობილების საქართველოში “ხელზე“ ყიდვა 20-30% უფრო ძვირი ჯდება.

ტრადიციულად ჩვენ განვიხილავთ 2024 წელს საბაჟოსთვის ყველაზე მისაღებ ავტომობილებს: ასაკი 3-5 წელი, მინიმალური დაზიანებითა და ფასის მითითებით, რომელშიც უკვე შეყვანილია მიწოდებისა და განბაჟების ღირებულება.

1. VOLKSWAGEN JETTA S (2020)

  • ძრავა: 1,4 ლ, 147 ცხ.ძ.: 

  • გადაცემათა კოლოფი: მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: წინა

  • საწვავის ხარჯი: 5,9 - 7,8 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)

  • საიმედოობის რეიტინგი: 85/100 (შესანიშნავი)



Volkswagen Jetta ითვლება საუკეთესო არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს პატარა, საიმედო სედანს არც ისე პატარა სალონით და საწვავის მცირე ხარჯით. ეს არის გერმანული ავტომრეწველობის ტიპური წარმომადგენელი, რომელსაც, მართალია, გერმანიასთან მხოლოდ პირობითი კავშირი აქვს, რადგან Jetta-ს მეშვიდე თაობას აწყობენ მექსიკაში. ქალაქ პუებლოში მდებარეობს VW-ის ჩვეულებრივი საწარმო კი არა, არამედ ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი, სიდიდით მეორე ქარხანა, რომელიც ამარაგებს ორი ამერიკის ბაზარს VW-ის ისეთი მოდელებით, როგორიცაა Jetta, Taos (Tiguan-ის უმცროსი ძმა), თავად Tiguan და T-Roc.

უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკური აწყობა არ ახდენს გავლენას მანქანების ხარისხზე: გერმანელებმა შეძლეს წარმოების აწყობა ისე, როგორც მხოლოდ მათ შეუძლიათ. ამაზე, კერძოდ, მოწმობენ პუებლოს კონვეიერიდან გადმოსული პროდუქციის საიმედოობის მაღალი შეფასება. JD Power-ის (აშშ-ში გლობალური მარკეტინგულ-საინფორმაციო ანალიზის შემსრულებელი კომპანია) შკალით მექსიკური აწყობის სედანი Jetta-ს აქვს საიმედოობის 100-დან 85 ქულიანი მაჩვენებელი, რაც შესანიშნავ შედეგად ითვლება.

რა თქმა უნდა, ავტომობილს ვერ უწოდებ სპორტულს, როგორც ზოგიერთ მის კონკურენტს, მაგრამ კონსტრუქტორების წინაშე არც იდგა სპორტული ავტომობილის შექმნის ამოცანა. ეს არის სპორტული, გარკვეული შარმის მქონე ავტომობილი “ა“ წერტილიდან “ბ“ წერტილში გადაადგილებისათვის - ღირსეული კომფორტით მძღოლისა და მგზავრებისათვის. შიგნიდან და გარედან ყველაფერი ხარისხიანი, ლამაზი და გერმანულად საფუძვლიანია. 

იმის მიუხედავად, რომ Jetta არის Volkswagen-ის ხაზის ყველაზე იაფი ავტომობილი, მის დიზაინზე კორპორატიული ძმობილის - Audi А3-ის გავლენა შეუიარაღებელი თვალით ჩანს. მაგალითად, Jetta-ის ერთ-ერთი ჩამონტაჟებული ელემენტი – ციფრული ხელსაწყოების პანელის Digital Cockpit-ის დებიუტი ადრე Audi TT-ს მოდელში Virtual Cockpit-ის სახელწოდებით შედგა.

ავტომობილს ნებისმიერი გემოვნების შესაფერისი, მთელი 7 კომპლექტაცია: S, SE, R-Line, SEL, SEL Premium, GLI S და GLI Autobahn აქვს.

ამასთანავე უმარტივესი S მოდელიც კი, როგორც ეს ხდება ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი მანქანების შემთხვევაში, გამოირჩევა აღჭურვილობის კარგი დონით. 

147-ძალური 4-ცილინდრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავა (1,4 ლ) შეიძლება დაკომპლექტდეს ან 6-საფეხურიანი ​​მექანიკური ან 8-საფეხურიანი ​​ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

სხვა სტანდარტული ფუნქციები, მათ შორის სალონის ნაჭრის მოპირკეთება, 60/40 შეფარდებით დასაკეცი უკანა სავარძლები, საინფორმაციო-გასართობი სისტემის 6,5-დუიმიანი სენსორული ეკრანი, აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით, Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერა, Bluetooth, Wi-Fi წვდომის წერტილი, 2 USB პორტი და უკანა ხედის კამერა.

1,4-ლიტრიანი ტურბოძრავის წყალობით ამერიკული Jetta-ს აქვს თავისი კლასისთვის იდეალური საწვავის ხარჯი  (ამასთანავე აბსოლუტურად ერთნაირი მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მანქანებისათვის – 5,9 ლ გზატკეცილზე და 7,8 ლ – ქალაქის რეჟიმში მოძრაობისას).

ფასი აშშ-დან ჩამოყვანისა და განბაჟებით: $12 500-დან


2. VOLKSWAGEN TIGUAN (2021)

  • ძრავა: 2,0 ლ, 184 ცხ.ძ.: 

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 8,4 - 18,1 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)

  • საიმედოობის რეიტინგი: 76/100 (კარგი)


ბოლო წლებში ამერიკელებს სულ უფრო იზიდავენ ყველგანმავლები, ასე რომ კომპაქტური კროსოვერი Tiguan აშშ-ს და კანადის ბაზარზე ძალიან შესაფერისი აღმოჩნდა. 

უპირველეს ყოვლისა მანქანა შთაბეჭდილებას ახდენს თავისი მაღალტექნოლოგიური სალონით და პრემიუმ-ხარისხის მოპირკეთების მასალებით. გარდა ამისა ის მიეკუთვნება პატარა ყველგანმავლების რიცხვს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სავარძლების მესამე რიგი. ასეთი ადგილობრივი საავტომობილო ჯუნგლებში მხოლოდ ოთხია – კორეელი Kia Sorento, იაპონელი Mitsubishi Outlander და ამერიკელი Dodge Journey. მაგრამ ყველა მათგანი გერმანელზე გაცილებით უფრო დიდია. 

მოკრძალებული გარეგნული გაბარიტების პირობებში Tiguan სთავაზობს შთამბეჭდავ შიდა სივრცეს, სადაც შეიძლება განთავსდეს 7-მდე მგზავრი (იმ პირობით, რომ მესამე რიგი ბავშვებს უკავია).

მანქანა საკმაოდ პრაქტიკულია. დიდი კარის ღიობი იძლევა შედარებით მარტივად დაჯდომისა და სალონიდან გამოსვლის შესაძლებლობას მესამე რიგირ მგზავრებისთვისაც კი. ფანჯრების დიდი ფართობისა და კომპაქტური სადგამების წყალობით მძღოლს აქვს შესანიშნავი ხილვადობა.

2021 წლის Tiguan გამოიშვებოდა ხუთ კომპლექტაციაში: S, SE, SE R-Line Black, SEL და SEL Premium R-Line. ყველა მათგანს აქვს ერთი და იგივე 2-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც მუშაობს 8-საფეხურიან ​​ავტომატური გადაცემათა კოლოფთან წყვილში. პირველი 4 აწყობა შეიძლება იყოს როგორც წინა, აგრეთვე სრული ამძრავით. ამასთანავე ყველა წინა ამძრავიან მოდელს აქვს მესამე რიგის სავარძლები (სრული ამძრავის შემთხვევაში – სურვილისამებრ).

საბაზო კომპლექტაცია S კარგად აღჭურვილია: 6,5-დუიმიანი სენსორული ეკრანი, აუდიოსისტემა 6 დინამიკით, Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერა, Bluetooth, USB პორტი, Wi-Fi წვდომის წერტილი, გასაღების გარეშე წვდომა და აქტიური უსაფრთხოების რამდენიმე საბაზო სისტემა.

მაგრამ SE გამოიყურება უფრო ოპტიმალურად – ქსოვილით მოპირკეთება ამ მოდელში ჩანაცვლებულია ეკო-ტყავით, სენსორული ეკრანი გაზრდილია 8 დუიმამდე, ზემოაღნიშნულ აკრებს დაემატა წინა სავარძლები გათბობით, მძღოლის სავარძელი ელექტროამძრავით, თანამგზავრის რადიო, HD-რადიო, 2 დამატებითი USB პორტი, გასაღების გარეშე წვდომა, ძრავის დაქოქვა ღილაკის მეშვეობით და ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი.

უფრო ძვირადღირებულ მოდელებს აქვთ ნატურალური ტყავით მოპირკეთებული სალონი, ციფრული ხელსაწყოების პანელი, პანორამული ლუქი სახურავში, პარკირების გადამწოდები და აქტიური უსაფრთხოების სისტემის უფრო თანამედროვე ნაკრებები.

184 ცხ.ძ. სიმძლავრის ორლიტრიანი ძრავა საკმარისია ავტომობილის გამოყენების ნებისმიერი სცენარისთვის. რასაკვირველია, საუბარია ავტომობილის გონივრულ გამოყენებაზე, “მოჩქარეს მოუგვიანდეს“ პრინციპთან შესაბამისად.

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, Tiguan არის მაღალტექნოლოგიური, მოდური და მოხერხებული საოჯახო კროსოვერია.

ფასი აშშ-დან ჩამოყვანისა და განბაჟებით: $20 900-დან



3. VOLKSWAGEN E-GOLF SE (2019)

  • ძრავა: ელექტრო, 134 ცხ. ძ.: 

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: წინა

  • გარბენის მანძილი: 180-190 კმ-მდე (ერთი დამუხტვით)

  • საიმედოობის რეიტინგი: 75/100 (კარგი)

თუ გინდათ გარშემომყოფებს კიდევ ერთხელ აჩვენოთ, რომ ხართ ელექტრომობილის საჭესთან, მაშინ Volkswagen e-Golf… თქვენი ვარიანტი არ არის! VW-ის ინჟინრებმა, პირიქით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოპულარული ჰეჩბეკის Golf-ის ელექტრიფიცირებულმა ვარიანტმა შეინარჩუნოს არამხოლოდ ჩვეული ექსტერიერი და ინტერიერი, არამედ   «ბენზინის» ჩვევები. e-Golf-ის ეს “ნორმალურობა“ – მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. 

სამწუხაროდ, 2019 წელი გახდა ავტომობილების ამერიკული ბაზრისთვის წარმოების ბოლო წელი - მანქანა მექსიკაში კონვეიერზე მხოლოდ 4 წელი იყო. ასე რომ, 5-წლიანზე ახალგაზრდას დღეს თქვენ ვერ ნახავთ - ნუ, თუ ვერ მოახერხებთ დრეზდენისა და ვოლსბურგის ქარხნებში 2020 წლის ბოლომდე აწყობილი “სუფთა სისხლის ევროპელის“ აღმოჩენას.

ამავდროულად e-Golf-ის აღჭურვილობა და მოპირკეთება იყო ჩვეულებრივ Golf-ზე მდიდრული. ავტომობილი გამოდიოდა თანამედროვე საინფორმაციო-გასართობი სისტემით Volkswagen Discover Pro, 8 დინამიკიანი აუდიოსისტემით და ორზონიანი კლიმატ-კონტროლით. გარდა ამისა, 2019 წლის მოდელებში SE-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედიოდა დასამუხტი მოწყობილობა.

ახალი ავტომობილის სვლის მარაგი – 175 მილამდე (~200 კმ). იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრომობილების აკუმულატორები კარგავენ წელიწადში სვლის 1-2%, 5-წლიანი e-Golf უპრობლემოდ გადალახავს არანაკლებ 180 კმ ერთი დამუხტვით. მწარმოებლის გარანტია აკუმულატორზე შეადგენს 8 წელს.

აღსანიშნავია, რომ Golf-ის ბენზინის ვერსიიდან განსხვავებით, e-Golf SE-ს საბაზო კომპლექტაციაში არ იყო მძღოლის დახმარების რაიმე ფუნქცია გარდა ამერიკული კანონით სავალდებულო უკანა ხედის კამერისა. სამაგიეროდ სურვილისამებრ ხელმისაწვდომი იყო უსაფრთხოების სისტემების ფართო არჩევანი - ადაპტიური კრუიზ-კონტროლიდან და ბრმა ზონების კონტროლიდან პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილების, ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენის, ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭებისა და ასე შემდეგ სისტემებამდე.

Volkswagen e-Golf-ს ჰქონდა აგრეთვე მაქსიმალური კომპლექტაცია SEL Premium, с 9,2-დუიმიანი სენსორული ეკრანით, ნავიგაციით და 12,3-დუიმიანი ციფრული ხელსაწყოთა პანელით. ის ნაგულისხმევად მოიცავდა აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების ყველა შესაძლო სისტემას, თუმცა ის იშვიათობაა, რადგან ჰქონდა უფრო მაღალი ფასი (ამასთანავე არ იყო აღჭურვილი სწრაფი დამუხტვის სისტემით).

ფასი აშშ-დან მიწოდებითა და განბაჟებით: $14 600-დან


4. BMW X3 XDRIVE30I (2021)

  • ძრავა: 2,0 ლ, 248 ცხ.ძ.: 

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: სრული

  • საწვავის ხარჯი: 8,1 - 10,2 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)

  • საიმედოობის რეიტინგი: 81/100 (შესანიშნავი)


კომპაქტური მდიდრული ყველგანმავალი Х3 ყოველმხრივ კარგია: პრაქტიკული, უსაფრთხო, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებით და მაღალი წარმადობით. ეს არის BMW -ს Х-ხაზის ყველაზე დაბალანსებული მოდელი, რომელიც აძლევს მის მფლობელს მეტ შიდა სივრცეს ვიდრე X1 და X2, და ამასთანავე ინარჩუნებს გონივრულ ფასს (უფრო გაბარიტულ X5-თან შედარებით). 

Х3 მექსიკელებს ჯერ არ ანდეს –Х-ხაზის აწყობა წარმოებს აშშ-ში,  BMW-ს ქარხანაში სამხრეთ კაროლინაში.

Х3-ის სალონი არამარტო მდიდრულად გამოიყურება, არამედ კარგად დაგეგმილია. მასში საკმარისი ადგილია მგზავრებისა და ბარგისთვის, ასე რომ სუპერმარკეტში წასვლა ან მოგზაურობა უამრავი საოჯახო ნივთებით მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას. X3-ის მართვა აერთიანებს კომფორტსა და სპორტულობას, 2-ლიტრიანი საბაზო ტურბოძრავი საკმარისია ასფალტზე ნებისმიერი მანევრის შესრულებისთვის (გაქანება ასამდე – 6 წამში!), ხოლო xDrive სრული ამძრავით – უგზოობაზეც.

X3-ის უპირატესობებს შეიძლება მივაკუთვნოთ გამოყენებაში მარტივი საინფორმაციო-გასართობი სისტემა და საიმედოობის შესანიშნავი მაჩვენებლები JD Power-ის შკალით (81 ქულა შესაძლო 100-დან).

2021 წელს X3-მა მიიღო მეტი სტანდარტული ფუნქცია ყველა კომპლექტაციაში (მას ის ოთხი ჰქონდა – 30i, 30e, M40i და M). მაგალითად, ხელმისაწვდომი გახდა Android Auto მხარდაჭერა და აქტიური უსაფრთხოების სისტემების ახალი პაკეტი.

სრული ამძრავიანი კომპლექტაცია xDrive30i აღჭურვილობით არ განსხვავდება უკანაამძრავიანისაგან, მათ შორის სხვაობა ამ უკანასკნელის საწვავის ოდნავ მეტ ხარჯშია. 

ორივე აღჭურვილია 248-ძალური ძრავით და 8-საფეხურიანი ​​ავტომატური გადაცემათა კოლოფით, საინფორმაციო-გასართობი სისტემით iDrive 10,2-დუიმიანი სენსორული ეკრანით, სანავიგაციო სისტემით, Bluetooth, USB 2 პორტით, HD-რადიოთი, თანამგზავრის რადიოთი, სტერეოსისტემით 12 დინამიკით და Wi-Fi წვდომის წერტილით.

სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის გასაღების გარე„შე წვდომა, ღილაკით ძრავის დაქოქვა, სამზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, SensaTec-ს სინთეტიკური ტყავით მოპირკეთება, წინა სავარძლები 10-პოზიციანი ელექტრო დარეგულირებით, საბარგულის კარის ელექტროამძრავი, ორი პარკტრონიკი, უკანა ხედის კამერა, შუქდიოდის ფარები და 18-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკოები.

აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დახმარების სისტემების პაკეტი მდიდარია პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილების, ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭების, ბრმა ზონების მონიტორინგისა და სვლის ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილების სისტემებით. 

ფართოა ხელმისაწვდომი პარამეტრების სიაც: აქ არის სალონისა და სავარძლების ტყავის მოპირკეთება, წინა და უკანა სავარძლების ვენტილაცია/გათბობა, საჭის გათბობა, პანორამული ლუქი სახურავში, 12,3-დუიმიანი ციფრული ხელსაწყოების პანელი, სტერეოსისტემა Harman Kardon 16 დინამიკით. და კიდევ ბევრი რამ, მათ შორის პარკირებისას დახმარების სისტემა და ადაპტიური საკისარი. 

ფასი აშშ-დან ჩამოყვანისა და განბაჟებით: $30 000-დან


5. AUDI A4 PREMIUM (2020)

  • ძრავა: 2,0 ლ, 188-248 ცხ. ძ.: 

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 6,7 - 8,7 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)

  • საიმედოობის რეიტინგი: 74/100 (კარგი)


2020 სამოდელო წელს Audi-მ განაახლა პოპულარული მოდელი A4, აჩვენა სიმდიდრისა და ტექნოლოგიების შთამბეჭდავი კომბინაცია. მანქანაში გაჩნდა საინფორმაციო-გასართობი სისტემა MMI მაღალი გარჩევადობის დიდი 10,1-დუიმიანი სენსორული ეკრანით, შეიცვალა ავტომობილის გარეგნული იერი (ძალა გახდა კიდევ უფრო წვეთისებრი), სალონიდან გაქრა მექანიკური გადაცემათა კოლოფის გადართვის სახელური. 

2020წ. A4-თვის დამახასიათებელია დაბალანსებული სვლა, მძლავრი და პრემიუმ კლასისთვის საკმაოდ ეკონომიური ძრავა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქებენ საბაზო 188 ცხ.ძ. სიმძლავრის 2-ლიტრიან აგრეგატს:  7-საფეხურიან ავტომატური გადაცემათა კოლოფთან წყვილში (ორმაგი გადაბმულობით) ის ავითარებს ასამდე სიჩქარეს 7,1 წამში. ჩვეულებრივ რეჟიმში ავტომობილი მუშაობს მდორედ და ჩუმად, გადაცემათა გადართვა პრაქტიკულად შეუმჩნეველია, ხოლო ხარჯი ქალაში (საბაზო წინა ამძრავით) არ აღემატება 8,7 ლ/100 კმ. 

სედანები Audi A4 გამოიშვება სამ კომპლექტაციაში: Premium, Premium Plus და Prestige. პირველი არის საბაზო და ალბათ ოპტიმალური – მას ალბათ მხოლოდ უსაფრთხოების აქტიური სისტემების სრული პაკეტი არ ჰყოფნის. თუმცა, საბაზო სისტემები ხელმისაწვდომია, ხოლო გაუმჯობესებული მონტაჟდებოდა მხოლოდ Premium-ზე და ისიც მხოლოდ დამატებითი პარამეტრის სახით, ასე რომ ნუ ჩქარობთ გულის წყვეტას.

Premium-ის სტანდარტული კომპლექტაცია იყო აღჭურვილი 2-ლიტრიანი 188-ძალური ძრავით (სურვილისამებრ ხელმისაწვდომია 248-ძალური ძრავა და სრული ამძრავი Quattro). 

ძირითადი აღჭურვილობისათვის დამახასიათებელია სალონის ტყავის მოპირკეთება, წინა სავარძლების ელექტრო რეგულირება და გათბობა, ძრავის დაქოქვა ღილაკით, გასაღების გარეშე წვდომა, სამზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, ლუქი სახურავში, უკანა ხედის კამერა, აქტიური უსაფრთხოების სისტემების პაკეტები Audi Pre Sense City/Audi Pre Sense Basic, სტერეოსისტემა 10 დინამიკით, Android Auto და Apple CarPlay მხარდაჭერა, 2 USB პორტი, Bluetooth და HD Radio.

ავტომობილის საკისარი შედარებით ხისტია, სამაგიეროდ შესანიშნავად შეიძლება მისი მართვა, ხოლო მუხრუჭებს ამერიკელი საავტომობილო ჟურნალისტები უწოდებენ კლასში ერთ-ერთ საუკეთესოს. ზოგადად, A4 – ავტომობილია, რომელსაც რთულად თუ დაიწუნებთ. ეს ღირსეული შენაძენია სხვა, უფრო ძვირადღირებული კონკურენტების ფონზე.

ფასი აშშ-დან ჩამოყვანისა და განბაჟებით: $19 500-დან


წყაროები: Cars.usnews.com, Edmunds.com

(78)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge