გამოიწერეთ ბიულეტენი

რით სჯობს აშშ-ში შეძენილი ავტომობილები ევროპიდან ჩამოტანილ ავტომობილებს?

რით სჯობს აშშ-ში შეძენილი ავტომობილები ევროპიდან ჩამოტანილ ავტომობილებს?

რაოდენ მდიდარი არ არის თქვენი ფანტაზია, არსებობს ხარისხიანი ავტომობილის შეძენის მხოლოდ რამდენიმე ხერხი. პირველი დაკავშირებულია ახალი სატრანსპორტო საშუალების შეძენასთან, თუკი ამის შესაძლებლობას ბიუჯეტი გაძლევთ. მეორე - უალტერნატივოა - გარბენით მანქანის შეძენა. ამასთანავე ის, ვინც იცის ფულის ანგარიში, სულ უფრო ხშირად აქცევს ყურადღებას მეორეულ ავტომანქანებს ამერიკიდან.

რასაკვირველია, არამხოლოდ აშშ-ს ან კანადის აუქციონზეა შესაძლებელი მცირე გარბენის ან მცირედი შეკეთების საჭიროების მქონე ავტომობილის შეძენა, ევროპული ბაზარიც უამრავ ვარიანტს გთავაზობთ. და რომელი ავტომობილისთვის სჯობს უპირატესობის მინიჭება - ამერიკაში თუ ევროპაში აწყობილ ავტომობილს? ვცადოთ ამერიკიდან ავტომობილების მიწოდებაზე სპეციალიზებული კომპანია Columbus-ის სპეციალისტების დახმარებით გარკვევა ამაში.

უპირველესყოვლისა:  აშშ-სა და ევროპის ბაზრისთვის წარმოებულ ერთი და იგივე მოდელს შეიძლება ჰქონდეს განსხვავება. ეს განპირობებულია ორი გლობალური რეგულატორის -აშშ ტრანსპორტის ფედერალური დეპარტამენტის  (United States Department of Transportation, DOT) და ევროკავშირში მისი ანალოგი სამსახურის განსხვავებული მოთხოვნებით.


სხვაობა ამერიკისა და ევროპისთვის განკუთვნილ მოდელებს შორის

ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ ამერიკელებისა და ევროპელების საავტომობილო უპირატესობანი განსხვავებულია. აშშ-ს მოქალაქეთა ავტომობილები მათი ცხოვრების წესის შესანიშნავი ილუსტრაციაა, ხოლო ევროპელები განიხილავენ ავტომობილს უფრო როგორც გადაადგილების საშუალებას.  

ყველაზე ზოგადი ტენდენციები შემდეგნაირია: ამერიკელები უპირატესობას ანიჭებენ მყარ, გაბარიტულ და კომფორტულ ავტომობილებს, ხოლო ევროპელები ამაყობენ თავისი მანქანების დიზაინით, თუმცა არ ივიწყებენ მათ პრაქტიკულობას და უპირატესობას ანიჭებენ კომპაქტურ ავტომობილებს, რომლებიც მარტივად შეიძლება გაჩერდეს ძველი სამყაროს ქალაქების ვიწრო ქუჩებში.  

სწორედ ა მიზეზით აშშ-ში თითქმის არ შემოაქვთ А და В კლასის ევროპული ავტომობილები. თქვენ ვერ ნახავთ აშშ-ში ეკონომიურ Audi A1, VW Polo, B კლასის Mercedes, ნებისმიერ Opel, BMW 1-ს 1, 2 – 1,4 ლიტრიანი ძრავით.  ასეთი "ხოჭოები" უბრალოდ არ შეესაბამება ამერიკელების წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მანქანა, თანაც ამერიკაში არ არიან მიჩვეულნი ბენზინის დაზოგვას.

გარდა ამისა, ამერიკელები არ არიან უნივერსალების მსხვილი მყიდველები, მაშინ როდესაც ევროპაში უნივერსალი Passat სედანზე ორჯერ უკეთ იყიდება. მიზეზი - ამერიკაში საკმარისია ტევადი ავტომობილები, რომლებიც კომფორტით აჭარბებენ “უცნაურ“ მანქანებს დამატებითი უკანა კარით.

აშშ-ში უკვე დიდი ხანია გადავიდნენ ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე, ვინაიდან ავტომატიკა მძღოლისგან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ევროპაში კი განაგრძობენ  "მექანიკის", წარმოებას, ვინაიდან ითვლება, რომ იგი უზრუნველყოფს მეტ გარბენს.

როგორც წესი, "ევროპელები" უფრო ჩქაროსნულებია. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ევროკავშირის ავტობანებზე ნებადართულია ავტომობილის 130 კმ/სთ ან სულაც «No Limits» სიჩქარით მოძრაობა, მაშინ, როდესაც ამერიკული კანონები ზღუდავენ სიჩქარეს 120 კმ/სთ-მდე. მაგალითად, აშშ-ში ქალაქგარეთ გზებზე, ჩქაროსნულ გზატკეცილებზე (highway) სიჩქარის შეზღუდვა შეადგენს 55 მილი/სთ (88 კმ/სთ), მაგრამ შეიძლება 65 მილი/სთ (104 კმ/სთ) იყოს. ჩქაროსნული ავტოსტრადაზე (freeway), შეიძლება არაუმეტეს 70 და 75 მილი/სთ-მდე (112 და 120 კმ/სთ) სიჩქარის გაზრდა.

ამასთანავე, "ამერიკელები" უფრო მძლავრია. 250 ცხ. ძ. ძრავით (როგორც წესი, ატმოსფერული და, შესაბამისად, საიმედო) აშშ-ში ვერავის გააკვირვებთ.


დეტალური განსხვავებები

აშშ-ს და ევროპის წესები განათების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამონაბოლქვის კონტროლის მოწყობილობებთან მიმართებაში არ არის იდენტური. ვნახოთ, როგორ აისახება ეს ავტომობილის კომპლექტაციაზე. 

1. შეერთებულ შტატებში არ მოითხოვება მოხვევის ყვითელი ციმციმა.

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებულ ავტომობილებზე მოხვევის ციმციმა წითელი ფერისაა, ხოლო გაბარიტული მაშუქი - ყვითელი. ევროპაში მიღებულია სხვა სტანდარტი: წინა გაბარიტული მაშუქის ფერი უნდა იყოს თეთრი, ხოლო უკანას - წითელი.

უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები სავალდებულოა ევროპაში, მაგრამ არ მონტაჟდება ავტომობილზე აშშ-ში.

ამიტომ, აშშ-დან ავტომობილის შემოყვანისას უნდა მოიყვანოთ ავტომობილის გარე განათების მოწყობილობები ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ წარმოიშვება, თუკი სერტიფიცირების ან შეკეთების ნებისმიერ ეტაპზე თქვენ მიმართავთ დახმარებისთვის Соlumbus-ის სპეციალისტებს.


2. "ამერიკელების" სპიდომეტრებსა და ოდომეტრებზე გამოიყენება აშშ-ში მიღებული განზომილების ერთეულები.

გარბენა და სიჩქარე აისახება მილებში და არა კილომეტრებში, ხოლო ტემპერატურა მითითებულია ფარენჰეიტის და არა ცელსიუსის გრადუსებში. თუმცა, ახალ ავტომობილებში ამ მონაცემების კონვერტირებისთვის საკმარისია ღილაკზე ერთი დაჭერა.


3. ასფერული გვრდითი სარკეები მონტაჟდება ევროპულ მანქანებზე, მაგრამ აკრძალულია აშშ-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მიერ.

დასაშვებია მხოლოდ ოდნავ ამოზნექილი გვერდითი სარკეები მარჯვენა მხრიდან. სურვილის შემთხვევაში შეიძლება მათი გამოცვლა ევროკავშირში.

4. იყო დრო, როდესაც აშშ ავტომობილებზე მონტაჟდებოდა მხოლოდ მოწინავე “ორსაფეხურიანი“ უსაფრთხოების ბალიში. დღეს ეს უკვე არ არის აქტუალური.

გარდა ამისა ამერიკულ მანქანებზე აყენებენ DOT-ის სტანდარტის შესაბამის საბურავებს, რომელიც არაფერს ნიშნავს ევროკავშირში (თუმცა, ნამდვილი ამერიკული რეზინა ფასობს დიდი ყველგანმავლის მფლობელების მიერ მთელს მსოფლიოში).

5. ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მავნე ნივთიერებების გადმოფრქვევის დასაშვებ ნორმებს აშშ-ში განსაზღვრას «კალიფორნიული ეკოლოგიური სტანდარტი » (როგორც ყველაზე მკაცრი).

ზოგადად ის ემთხვევა ევრო-5-ის სტანდარტებს, რის გამოც ამერიკული ავტომობილები უპრობლემოდ გადიან ყველა ევროპულ ეკო-ტესტს. 

მეტიც: სწორედ ევროპული ავტომობილების იმპორტიორები იძულებულნი გახდნენ მოერგოთ მათი ავტომობილები აშშ-ს მკაცრ საკანონმდებლო ნორმებთან. მაგალითად, ევროპისათვის წარმოებული Alfa Romeo 4C, იწონის 895 კგ, ხოლო აშშ-სთვის წარმოებული ვერსია – 1050 კგ, ვინაიდან მასზე დამონტაჟებულია შიდა წვის ძრავის და გამონაბოლქვი სისტემის ეკოლოგიური მახასიათებლების გასაუმჯობესებელი დამატებითი მოწყობილობები.

აშშ-ში დიზელის ეკოლოგიურობის სტანდარტი გაცილებით უფრო მკაცრია ვიდრე ევროკავშირში. ამ მიზეზით ამერიკაში პრაქტიკულად არ არის ასეთი ტიპის ძრავით აღჭურვილი ავტომობილები. 

6. მოთხოვნები ავტომობილის პასიური უსაფრთხოების მიმართ ამერიკაში აგრეთვე უფრო მკაცრია ვიდრე ევროპაში.

კერძოდ, სავალდებულოა ავარიისას დარტყმის შთანთქმისთვის განკუთვნილი ელემენტების - კარში ორტესებრი კოჭის, განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებისთვის მონტაჟი, რომელიც აფერხებს სახურავის ჩამოვარდნას გადაბრუნების და ა. შ. შემთხვევაში.

როგორც ხედავთ, ზოგ შემთხვევაში აშშ-ს საკანონმდებლო მოთხოვნები ავტომობილის მიმართ უფრო მკაცრია, ვიდრე ევროპაში, ზოგში კი - უფრო მსუბუქი. ერთი შეგვიძლიათ ვთქვათ დანამდვილებით: ჩვეულებრივ, ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანები გარბენით გაცილებით უკეთესია ყველა საკითხში, რაც დაკავშირებულია კომფორტთან და სალონის მოპირკეთების ხარისხთან, სხვადასხვა დამატებით აქსესუარებთან, რომლებსაც სიამოვნებით ამონტაჟებენ ავტომობილის მფლობელები – განსაკუთრებული აკუსტიკა, მდიდრული დისკები, ავტომობილის აეროდინამიკური თვისებების ექსკლუზიური გაუმჯობესება.

Соlumbus – როდესაც საჭიროა კონსულტაცია

სხვა განსხვავებები "ამერიკულ" და "ევროპულ" ავტომობილებს შორის თანდათან რბილდება. ეს არ არის გასაკვირი. მაგალითად, VW Golf იწარმოება არამხოლოდ გერმანიაში, არამედ მექსიკაშიც.  Honda Accord – ავტომობილი ამერიკული სათადარიგო ნაწილების ყველაზე მაღალი შემცველობით. მის სავარძლებს კერავენ ოჰაიოს შტატის ისტ-ლიბერთიში, საკიდარს - ინდიანას შტატის გრინსბურგში. 

ევროპისათვის წარმოებულ მანქანას შეიძლება ჰქონდეს უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემა და "ვირტუალური კაბინა", მაგრამ წააგოს სალონის მოპირკეთების ხარისხში ან ძარას ფოლადის მარკაში.

ნებისმიერ შემთხვევაში განსახილველია აუქციონზე გასაყიდად შემოთავაზებული კონკრეტული ავტომობილი. მისი ღირსებისა და დეფექტების სწორად შეფასებაში თქვენ დაგეხმარებიან ავტომობილების მსოფლიო ბაზარზე მეორეულ ავტომობილებთან მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კომპანია Columbus-ის სპეციალისტები.

რასაკვირველია, უპირველესყოვლისა ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას ავტომობილის გარეგნულ იერსა და მის ტექნიკურ მახასიათებლებს. ამის შემდეგ იწყება მანქანის ექსპლუატაციის ისტორიის, მისი გარბენის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობის შემოწმების სკურპულოზური სამუშაო. შემდეგ შეისწავლება დაზიანება (არსებობისას) და ანგარიშდება ავტომობილის შეკეთების, მისი მიწოდების, განბაჟების, სერტიფიცირების ღირებულება.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვრწმუნდებით მისი შეძენის მომგებიანობაში, ჩვენ ვურჩევთ მას ჩვენს კლიენტებს.

(157)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge