გამოიწერეთ ბიულეტენი

ტოპ-10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი აშშ-დან

ტოპ-10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი აშშ-დან

მანქანებს აშშ-დან და კანადიდან ბევრი თვლის “გაუმაძღარს“, მაგრამ ეს მხოლოდ მითია. ამერიკელებმა კარგად იციან ფულის თვლა და შტატებში საკმარისზე მეტია მანქანები “საწვავის ზომიერი ხარჯვით“. ადგილობრივ ბაზარზე პოპულარული მანქანების ტექნიკური მანქანების შესწავლისას Columbus-ს ექსპერტებმა მათგან 10 ყველაზე ეკონომიური შეარჩიეს. 

უპირველეს ყოვლისა თვალში გხვდებათ მონაცემები ჰიბრიდების მიერ საწვავის მინიმალური ხარჯვის შესახებ, მაგრამ ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს შორის არის მოდელები, რომლებიც არ აცარიელებენ თქვენს ჯიბეს.

5 წლამდე ასაკის ტოპ-10 ასეთი მანქანა ჩვენ დავაწყვეთ უკუსვლით, მათი საწვავის მადის შემცირების მიხედვით. თან აღნიშნეს საინტერესო ფაქტი: ბოლო 4-5 წლის განმავლობაში "ყველაზე ეკონომიური" ავტომობილი პრაქტიკულად არ შეიცვალა. მხოლოდ ხანდახან მასში ხვდებოდნენ Ford, Nissan და Toyota-ს მანქანები.


10. СHEVROLET SPARK

  • ძრავა: 1,4 ლ, 98 ცხ.ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი
  • ამძრავი: წინა 
  • ადგილების რაოდენობა: 4
  • საწვავის ხარჯი: 6,2-7,8 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი)


Spark გამოჩნდა აშშ-ს ბაზარზე 2012 წელს – უფრო ზუსტად, შეიქმნა ევროპელებისათვის ცნობილი კორეული მცირელიტრაჟიანი ავტომობილის Daewoo Matiz-ის ბაზაზე. ის სახელგანთქმული იყო არა მხოლოდ მოკრძალებული გაბარიტებით და ძრავით, არამედ საწვავის მცირე ხარჯით. ამერიკისათვის ძრავის მუშა მოცულობა გაზარდეს 1,4 ლ-მდე (84 ცხ.ძ.; 2016 წელს "ძრავა" გაზარდეს 98 ცხ.ძ.-მდე). მას შემდეგ მანქანა თითქმის არ შეცვლილა, რჩებოდა მოხერხებულ და იაფფასიან ქალაქის ჰეჩბეგად, რომელიც არ არის ზედმეტად მომთხოვნი ბენზინის ხარისხის მიმართ. და დავამატებთ, ყველაზე იაფფასიან ახალ ავტომობილად, რომელიც შეიძლება იყიდოთ ამერიკაში –$14 595-დან (საბაზო კომპლექტაციაში), $17 000-მდე (მაქსიმალურ კომპლექტაციაში).

მცირე გაბარიტები და ბენზინის ხარჯი – 7,1 ლ/100 კმ კომბინირებულ ციკლში თითქმის ათწლეული აწყობდათ ამერიკელებს. მაგრამ 2021 წელს პატარამ დაიწყო პოზიციების დაკარგვა: გამყიდვლები გადაერთვნენ კროსოვერებზე, რომელთა ეკონომიურობა ახალი მოდელების გამოსვლისთანავე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2021 წელს სულ გაიყიდა 24 459 ავტომობილი Spark, რაც 26,9% ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე. 2022 წლის დასაწყისში Chevrolet-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხსნიან "ნაპერწკალს" კონვეიერიდან. 

 

9. VOLKSWAGEN JETTA 

  • ძრავა: 1,4 ლ, 147 ცხ. ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი   
  • ამძრავი: წინა 
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • საწვავის ხარჯი: 5,9-7,8 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი)


ევროპაში კომპაქტური სედანი Volkswagen Jetta «დასრულდა» მეექვსე თაობაში (2018 წ.). ამის მიუხედავად, მეშვიდე თაობამ ნახა დღის სინათლე – მისი გამოშვება ააწყეს მექსიკაში. მანქანის რეალიზება А7 ინდექსით დაიწყეს ჩრდილოეთ ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებზე. თან როგორც ცალკე მოდელი და არა VW Golf-ის დაგრძელებული მოდელი, რაც დამახასიათებელი იყო წინა თაობებისთვის.

2021 წლამდე მანქანა საბაზო მოდელში გამოიშვებოდა 1,4-ლიტრიანი ტურბიანიანი ძრავით და 6-საფეხურიანი "მექანიკით", რაც უზრუნველყო საწვავის ხარჯი 5,9 ლ/100 კმ (გზატკეცილზე) და 7,8 ლ/100 კმ (ქალაქის ციკლი) დონეზე.

2021 სამოდელო წელს ავტომობილმა მიიღო ახალი 1,5--ლიტრიანი 158 ცხ.ძ. სიმძლავრის ტურბოძრავით – სწორედ ისეთი, როგორც კონცერნის ახალი მოდელის - კომპაქტური კროსოვერის VW Taos-ის შემთხვევაში. ამ ძრავის საწვავის ხარჯის მაჩვენებლები შემცირდა 5,5 ლ/100 კმ-მდე ქალაქ გარეთ მგზავრობის ციკლში.

ავტომატური გადაცემათა კოლოფით ახალი ძრავის მადა გახდა 5,7 – 7,6 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი ან 6,7 ლ/100 კმ კომბინირებულ რეჟიმში), რაც მართლაც შთამბეჭდავი შედეგია «ავტომატიანი» მანქანებისთვის. ქალაქი რეჟიმში ექსპლუატაციისას ავტომატური გადაცემათა კოლოფმა მთელი ნახევარი ლიტრი საწვავი მოუგო მექანიკურ გადაცემათა კოლოფა!

ახალი Jetta S საბაზო კომპლექტაციაში 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ღირს $21 990-დან.

   

8. KIA FORTE

  • ძრავა: 2,0 ლ, 147 ცხ.ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: CVT
  • ამძრავი: წინა
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • საწვავის ხარჯი:  5,7-7,6 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი)


პატარა სედანი Kia Forte, ცნობილი ევროპაში Cerato-ს სახელით, გამოჩნდა ამერიკულ ბაზარზე 2009 წელს. მას შემდეგ შეიცვალა მოდელის რამდენიმე თაობა.

ყველაზე კარგი აღმოჩნდა 2018 წლიდან წარმოებული მეოთხე თაობის Forte. კერძოდ, მან სახელი გაითქვა 2-ლიტრიანი ძრავის ვარიატორთან კარგი ბმით, რამაც საწვავის მნიშვნელოვანი დაზოგვის შესაძლებლობა მისცა. 

147-ძალური ძრავის ბენზინის ხარჯი შეადგენს 5,7 ლ/100 კმ გზატკეცილზე და 7,6 ლ/100 კმ ქალაქში (ან 6,7 ლ/100 კმ კომბინირებულ რეჟიმში). მწარმოებლის მიერ FE  საბაზო კომპლექტაციის $19 090-დან რეკომენდირებულ საცალო ფასთან ერთად გახადა მანქანა ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და ხელმისაწვდომი თავის კლასში.

გაითვალისწინეთ, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფით ბენზინის ხარჯი ამ  2-ლიტრიან ძრავს ოდნავ მეტი აქვს – 6 ლ/100 კმ-დან გზატკეცილზე 8,1 ლ/100 კმ-მდე ქალაქში.

 

7. NISSAN VERSA

  • ძრავა: 1,6 ლ, 122 ცხ.ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: CVT
  • ამძრავი: წინა 
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • საწვავის ხარჯი: 5,9 - 7,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი)


Versa – ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი Nissan Almera-ს “გადაბრუნებულლი“ სედანების სახელწოდება. 2020 წლამდე ეს მანქანები აღჭურვილი იყო 109 ცხ.ძ. სიმძლავრის 1,6-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით, რომელიც 5-საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად ხარჯავდა  6,5-8,7 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი).CVT-ით მაჩვენებლები უფრო უკეთესია: 6-7,6 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი) 

2020 წელს მოდელის რესტაილინგის შედეგად ძრავს დაუმატეს 13 “მერანი“. მოდერნიზაცია სასიკეთოდ აისახა ავტომობილის ეკონომიურობაზე. მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი Versa-ს საწვავის ხარჯი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო CVT-ით ცამოვარდა 5,9-7,4 ლ/100 კმ-მდე (ან 6,7 ლ/100 კმ კომბინირებულ რეჟიმში).

ახალი Nissan Versa S Xtronic ღირებულება აშშ-ს საავტომობილო სალონებში იწყება $17 875-დან.
 

6. TOYOTA COROLLA

  • ძრავა: 2,0 ლ, 168 ცხ.ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: CVT
  • ამძრავი: წინა 
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • საწვავის ხარჯი: 5,7 - 7,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი)


Toyota Corolla არის ცნობილი იაპონური მწაროებლის ერთ-ერთი უძველესი მოდელი. კონვეიერზე ის 50 წელზე მეტია; ამ დროის განმავლობაში შეიცვალა ავტომობილის 12 თაობა. 

ამჟამინდელი, Corolla-ს კომპაქტური სედანის მე-12 თაობა გამოიშვება 2018 წლიდან. 2019 წლიდან სედანს აშშ-ში შეუერთდა ეკონომიური ჰეჩბეგი, აღჭურვილი 168 ცხ.ძ. სიმძლავრის 2-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით და უსაფეხურო ვარიატორიანით. ავტომობილი ხარჯავს 5,7-7,4 ლ საწვავს 100 კმ (შესაბამისად, გზატკეცილზე და ქალაქში ან 6,7 ლ/100 კმ კომბინირებულ რეჟიმში), რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ ანალოგიურ სედანს უფრო სუსტი 139 ცხ.ძ. სიმძლავრის 1,8-ლიტრიანი ძრავით ოდნავ მეტი ხარჯი აქვს – 6,2-7,8 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი) . 

ახალი ჰეჩბეკი Toyota Corolla კომპლექტაციაში 2,0 ლ ძრავით და ვარიატორით ღირს აშშ-ში $23 040-დან.

 
5.  KIA RIO

  • ძრავა: 1,6 ლ, 120  ცხ.ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: CVT
  • ამძრავი: წინა 
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • საწვავის ხარჯი: 5,7 – 7,1 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი)


2018 წლიდან წარმოებული მეოთხე თაობის Kia Rio არის ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი ამერიკულ ბაზარზე კომპანიის სამოდელო ხაზში. მანქანა აღჭურვილია 130 ცხ.ძ. სიმძლავრის 1,6-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით (2020 წლამდე) ან 120 ცხ.ძ. (2020 წლიდან), რომელიც მუშაობს უსაფეხურო ვაიატორთან წყვილში.

ამ მოდელზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მონტაჟი შეწყვიტეს  2019 წლიდან, ხოლო ძრავის მოდერნიზება მოხდა 2020 წ. სწორედ მეტი ეკონომიურობისათვის. ამასთანავე დათმე ათი "მერანი". სიმძლავრის დაკარგვამ გამოიწვია საწვავის ხარჯის შემცირება 1,3 ლიტრით ქალაქში (ახლა ის შეადგენს 7,1 ლ/100 კმ ძველი ძრავის 8,4 ლ/100 კმ შედარებით), და 0,7 ლიტრით გზატკეცილზე – 6,4 ლიტრიდან 5,7 ლ/100 კმ-მდე. კომბინირებულ რეჟიმში ახალი ძრავის ბენზინის ხარჯი შეადგენს 6,5 ლ/100 კმ.

 
4. HYUNDAI ACCENT

  • ძრავა: 1,6 ლ, 120 ცხ.ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: CVT
  • ამძრავი: წინა 
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • საწვავის ხარჯი: 5,7-7,1 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი)


KIA Rio-ს ტყუპისცალი სედანი Hyundai Accent შექმნილია მათთვის, ვისაც უნდა იგივე, ოღონდ ოდნავ განსხვავებულ ვითარებაში. 1,6-ლიტრიანი 120-ძალური ვარიატორიანი ძრავით აღჭურვილი ის თითქმის ისეთივეა, როგორც Rio-ს შემთხვევაში, საწვავის ხარჯი (6 ლ/100 კმ-მდე გზატკეცილზე და  8 ლ/100 კმ-მდე ქალაქში). მაგრამ ის ოდნავ ძვირი ღირს - $17 690-დან «საბაზო მოდელში».

KIA Rio-ს აქვს რამდენიმე უპირატესობა Hyundai-თან შედარებით: ავტომობილი ხელმისაწვდომია როგორც სედანის, აგრეთვე ჰეჩბეკის ძარაში (მართალია, არ არის წარმოდგენილი საბაზო კომპლექტაციაში). გარდა ამისა, მას უფრო დახვეწილი საინფორმაციო-გასართობი სისტემა აქვს დიდი სენსორული ეკრანით.

 
3. HONDA CIVIC

  • ძრავა: 1,5 ლ, 180 ცხ.ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: CVT
  • ამძრავი: წინა 
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • საწვავის ხარჯი: 5,6-7,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი) 


მე-11 თაობის Civic კონვეიერზე 2021 წლის ზაფხულიდან არის, იწარმოება ძარას სამ ვარიანტში (სედანი, ჰეჩბეკი, კუპე). გამოიყურება ასკეტურად (წინა თაობის ზოგიერთ სხვა მოდელთან შედარებით). ახარებს გააზრებული ინტერიერით და ეკონომიური 1,5-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელსაც საკმაოდ შთამბეჭდავი  – 180 ცხ.ძ სიმძლავრე აქვს. 

თუმცა, მოდელისათვის სტანდარტული არის 158 ცხ.ძ. უჩაბერვო 2-ლიტრიანი ძრავა (1,5-ლიტრიანი მონტაჟდება სურვილისებრ მხოლოდ EX კომპლექტაციიდან, ღირებულებით $26 365-დან).

1,5-ლიტრიანი ძრავის საწვავის ხარჯი კომბინირებულ რეჟიმში – 6,5 ლ/100 კმ.

 

2. HYUNDAI ELANTRA

  • ძრავა: 2,0 ლ, 147 ცხ.ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: CVT
  • ამძრავი: წინა 
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • საწვავის ხარჯი: 5,5-7,1 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი)

ფაქტობრივად, სედანი Hyundai Elantra არის Accent-ის გაზრდილი ვერსია და ეს განაპირობებს მანქანის ყველა ძირითად უპირატესობას – ფართო სალონი მოხერხებული საბარგულით, მოცულობითი საბარგული, სივრცე უკან მჯდომი მგზავრების ფეხისათვის.

Elantra გამოიშვება როგორც სედანის, აგრეთვე ჰეჩბეკის ძარას ვარიანტში. ორივე ვერსიაში დაყენებულია ეკონომიური 147 ცხ.ძ. 2-ლიტრიანი ძრავა.  

მყიდველებს სთავაზობენ ტრანსმისიის სამ ვარიანტს – მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი და CVT. ძრავთან ბმაში ყველაზე ეკონომიურია ბოლო ვარიანტი, რომელიც ხარჯავს 6,4-6,7 ლ საწვავს 100 კილომეტრზე კომბინირებულ რეჟიმში.

Elantra-ს საბაზო SE საბაზო კომპლექტაციის ფასები აშშ-ში იწყება $20 995-დან. 

 

1. MITSUBISHI MIRAGE

  • ძრავა: 2,0 ლ, 168 ცხ.ძ.
  • გადაცემათა კოლოფი: CVT
  • ამძრავი: წინა 
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • საწვავის ხარჯი: 5,5-6,5 ლ/100 კმ (გზატკეცილი–ქალაქი)  


აი უკვე 10 წელია საწვავის დაზოგვის მთავარი რეკორდსმენი აშშ-ში არის ჰეჩბეკი Mitsubishi Mirage, ცნობილი დანარჩენი მსოფლიოსთვის Mitsubishi Space Star-ის სახელით. 

2013 წელს ამერიკულ ბაზარზე გამოსული მოდელის მეექვსე თაობამ მიიღო 1,2-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავა MIVEC სულ რაღაც 78 ცხ.ძ. სიმძლავრით და ტრანსმისიის ორი ვარიანტი – 5-საფეხურიანი «მექანიკა» და უსაფეხურო ვარიატორი. საწვავის ხარჯვის ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვს ამ ძრავის ბმას CVT-თან – 6 ლ/100 კმ კომბინირებულ რეჟიმში.

2022 წელს წარმოებიდან მოხსნის შემდეგ Chevrolet Spark, Mirage ცნობილია როგორც არამხოლოდ ყველაზე ეკონომიური, არამედ აშშ-ში გაყიდვადი ყველაზე იაფფასიანი სერიული ავტომობილი. 

საბაზო ავტომობილის ფასი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ES კომპლექტაციაში იწყება $14 645-დან. ვარიატორში მოგიწევთ $1300 დამატება. მეტნაკლებად დაკომპლექტებული Mirage დაგიჯდება $16 990 და მეტი.

სხვათა შორის, წელს Mitsubishi Mirage-მა შეძლება დაკარგოს მისი ლიდერობა. საქმე იმაშია, რომ 2023 სამოდელო წლიდან ვარიატორის დაყენება მანქანაში შეუძლებელია, ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომლის შემთხვევაშიც საწვავის ხარჯი საგრძნობლად მეტია. თუმცა, მწარმოებელი არწმუნებს, რომ ჰეჩბეკისთვის ეს მაჩვენებელი ძველ დონეზე დარჩა.

(160)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge