ტოპ-10 საუკეთესო ავტომობილი გარბენით კანადიდან
გეგმავთ ავტომობილის შეძენას და მიწოდებას ამერიკიდან? მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა გაეცნოთ კანადაში ფასი/ხარისხის შეფარდებით ტოპ-10 საუკეთესო ავტომობილს, რომელიც იყიდება კანადაში - საოჯახო სედანებიდან და მინივენებიდან პრემიუმ კლასის ლიმუზინებამდე.
შესაძლოა თქვენ გაგაკვირვებთ ეს, მაგრამ ახალი ავტომობილის ფლობის აშკარა პლუსების მიუხედავად კანადაში უპირატესობას მეორეულ ავტომობილებს ანიჭებენ. მართალია, არჩევანიც დიდია, არ არის მოდელის თვეების განმავლობაში ლოდინის აუცილებლობა, ხოლო გარბენიანი ავტომობილების ფასებმა კი დაიწყეს დაწევა.
კანადაში მეორეული ავტომობილების ბაზარი აშშ-ზე ნაკლებად არ არის განვითარებული. როგორც იტყვიან, მოდელების ასორტიმენტი დიდია და ამავდროულად, მათი მდგომარეობა ხშირად უკეთესია, ვიდრე “შტატებში“.
შესაბამისად, პირველ ადგილზე გამოდის ავტომობილის სწორი არჩევანი - რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომატებული მოთხოვნის პირობებში.
და როგორ არ წააგოთ საუკეთესო მოდელის შერჩევისას? Columbus-მა მიმართა ორ წყაროს, რომლის მონაცემებსაც შეგიძლიათ ენდოთ.
ვინ და როგორ შეარჩია 10 საუკეთესო
კანადურმა საიტებმა Carpages-მა (ავტომობილების გაყიდვის პოპულარული რესურსი) და Moneysense-მა (პირადი ფინანსების პორტალი) შეადგინეს ფასი-ხარისხის შეფარდებით 5 წლამდე ასაკის მეორეული საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი.
ათეულის შერჩევისას ასობით ავტომობილის ტესტირების გამოცდილების მქონე საავტომობილო ჟურნალისტები ითვალისწინებდნენ მათ საიმედოობას, საწვავის ხარჯვის ეკონომიურობას და “დრაივს დრაივისგან“ (სხვაგვარად რომ ვთქვათ - ტარებით მინიჭებულ სიამოვნებას). ამ ფაქტორების ჯამმა განსაზღვრა ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალების ზოგადი რეიტინგი კონკურენტებთან შედარებით.
გარდა ამისა, მხედველობაში მიიღებოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – კანადის საავტომობილო ჟურნალისტების ასოციაციის (AJAC) ჯილდოს არსებობა, რომელსაც ყოველწლიურად აძლევენ კანადის საერთაშორისო ავტოსალონზე ტორონტოში.
საუკეთესო საოჯახო ავტომობილი: Honda Accord
- ძრავები: 1,5 ლ (192 ცხ.ძ.), 2,0 ლ (168 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური გადაცემათა კოლოფი , ავტომატური გადაცემათა კოლოფი, CVT
- ამძრავი: წინა
- ადგილების რაოდენობა: 5
- საწვავის ხარჯი: 6,2-7,8 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
Carpages-ის ჟურნალისტები ხუმრობენ: თუკი ყველა ივლიდა Honda Accord-ით - სამყარო უკეთესი გახდებოდა. ეს შედანი შემიჭრა კანადის საავტომობილო ბაზარზე 1970-იანი წლების ბოლოს და მას შემდეგ რჩება გაყიდვების ჰიტი. Accord-ს აფასებენ დროით ნაცადი ხარისხის, საიმედოობისა და ტარებისაგან მიღებული სიამოვნების მაღალი დონის გამო.
2018 წელს ავტომობილმა დაიმსახურა AJAC ჯილდო "წლის ავტომობილი" კანადაში. ტევადი, უსაფრთხო, მძლავრი და ეკონომიური, სალონით, სადაც ხუთი მგზავრი თავსდება - გზების დიდი განფენილობის ქვეყანაში Accord-ის ამ თვისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
მანქანას ტრანსმისიების ფართო არჩევანი აქვს; არსებობს ჰიბრიდული ვარიანტიც. «სახელურის» მოყვარულებს ხიბლავს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მდორე და მკაფიო მუშაობა და აგრეთვე კლასში საწვავის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი, –«მექანიკით» და საბაზო 1,5-ლიტრიანი ტურბოძრავით ის შეადგენს 6,2-დან (გზატკეცილი) 7,8 ლ/100 კმ-მდე.
საუკეთესო კომპაქტური სედანი: Toyota Corolla
- ძრავა: 1,8 ლ (132 ცხ.ძ.), 2,0 ლ (139 და 168 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: CVT, მექანიკური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- ადგილების რაოდენობა: 5
- საწვავის ხარჯი: 5,6-8,7 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
იცით თუ არა თუ რომელი ავტომობილია მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში? Toyota Corolla, რომლის 50 მლნ ეგზემპლარი გამოვიდა იაპონური მწარმოებლის ქარხნიდან 1966 წელს მოდელის გამოშვების მომენტიდან! შედარებისთვის: კანადის ამჟამინდელი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 38 მლნ. კაცს.
2017 წლიდან ჩრდილოეთ ამერიკაში (მათ შორის უშუალოდ კანადაში) დაიწყო სედანების უკვე მეთორმეტე თაობის წარმოება. 2019 წელს Corolla-ს ოჯახს შეუერთდა ჰეჩბეკი.
მოდური ექსტერიერი და ინტერიერი, ბასრი საჭის მართვა, საიმედო და ეკონომიური ატმოსფერული ძრავები (მართალია, არც ისე მძლავრი სედანებში – სულ რაღაც 132-139 ცხ.ძ.), დამატებითი აღჭურვილობის შთამბეჭდავი სია - ის რაც ხდის Corolla-ს ავტომობილს მომხიბვლელად მილიონობით მძღოლის თვალში.
ვფიქრობთ, ეს მანქანა გათვალისწინებულია მათთვის, ვინც განიხილავს მას, როგორც გადაადგილების საშუალებას და არა ფუფუნებას. დროულად ჩაასხით ბენზინი, გამოცვალეთ ზეთი, ფილტრები, ჩაატარეთ სხვა სარეგლამენტო სამუშაოები და ის დიდი ხნის განმავლობაში გემსახურებათ.
საუკეთესო ჰიბრიდი: Ford Escape
- ძრავა: 2,5 ლ + ელექტროძრავა (198 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: CVT
- ამძრავი: წინა, სრული
- ადგილების რაოდენობა: 5
- საწვავის ხარჯი: 5,3-6,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
და თქვენ იფიქრეთ, რომ Toyota Prius? დიახ, ეს ავტომობილი დაკავშირებულია კანადაში ჰიბრიდების პოპულარობის ზრდასთან, მაგრამ ტრანსპორტის ევოლუცია ად დგას ერთ ადგილზე.
მეორეული ჰიბრიდის სახით ახალი Ford Escape Hybrid (გამოიშვება 2020 სამოდელო წლიდან) საუკეთესო არჩევანია. და საამისოდ წონადი მიზეზი არსებობს. ამ მოდელის საიმედოობა Toyota-თან ერთ დონეზეა; ამავდროულად კროსოვერის ძარა გაცილებით უფრო სასურველია მყიდველების უმეტესობისათვის კომპაქტური სედანის ძარასთან შედარებით.
გარდა ამისა, კანადელები ხშირად იძენენ/ყიდიან Ford Escape Hybrid სრული ამძრავით, რომელიც იდეალურად გამოდგება კანადის თოვლიან გზებზე სიარულისთვის.
ნებისმიერს, ვინც ღელავს , Ford-ის ამ მოდელების სიცოცხლისუნარიანობის თაობაზე, შეუძლია შეისწავლოს მეზობელი აშშ-ს გამოცდილება - ტაქსის სახით ნიუ-იორკში გამოყენებული Escape Hybrid-ის მზარდი რაოდენობა თავად მეტყველებს ამაზე.
საუკეთესო კომპაქტური კროსოვერი: Kia Soul
- ძრავა: 2,0 ლ (147 ცხ.ძ.), 1,6 ლ (201 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: CVT, მექანიკური გადაცემათა კოლოფი , ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- ადგილების რაოდენობა: 5
- საწვავის ხარჯი: 7,1-9,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
Kia Soul – კომპაქტური კროსოვერების კატეგორიაში კანადის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი. Soul-ის კვადრატული ძარა არასტანდარტულად გამოიყურება, განსაკუთრებით მესამე თაობის მოდელში, რომელიც გამოჩნდა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 2020 წელს. Kia-ს დიზაინერებმა მოახერხეს ამ პატარა და ტექნიკური მახასიათებლებით ზოგადად, საკმაოდ საშუალო მანქანის იერში აგრესიის შემოტანა. ჩვენს წინაშე – ბულდოგია, ოღონდ ავტომობილების სამყაროდან.
მანქანის ინტერიერი ნაკლებად ბრუტალურია, ვიდრე მისი გარეგნობა და ასახავს საბაზო 2-ლიტრიანი ძრავიანი ავტომობილის მშვიდ ხასიათს. მანქანა საკმაოდ ფართო და მოხერხებულია შიგნით; მარტივი საინფორმაციო-გასართობი სისტემა ინტუიციურად უფრო გასაგებია ვიდრე ანალოგიური კლასის კონკურენტების მოდელებში.
Soul-ის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ არ არის წარმოდგენილი სრული ამძრავით. მაგრამ კანადის მკაცრ ამინდის პირობებშიც კი (და მით უმეტეს ჩვენს პირობებში) - ზამთრის საბურავების კარგი კომპლექტი გამოასწორებს მწარმოებლის ამ შეცდომას.
საუკეთესო სრული ზომის ყველგანმავალი: Chevrolet Suburban/GMC Yukon XL
- ძრავა: 3,0 ლ (277 ცხ.ძ.), 5,3 ლ (355 ცხ.ძ.), 6,2 ლ (420 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: უკანა, სრული
- ადგილების რაოდენობა: 7-8
- საწვავის ხარჯი: 11,8-18,1 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
თავდაპირველად Chevrolet Suburban – უნივერსალი, გადაკეთებული 193 წელს სატვირთო მანქანიდან აშშ-ს ეროვნული გვარდიის საჭიროებებისათვის. მოგვიანებით ის იქცა სრულფასოვან ყველგანმავლად, რომელიც თავის კორპორაციულ «ტყუპისცალ» GMC Yukon-თან ერთად არის ყველაზე დიდი მსოფლიოში (სიგრძე – 5690 მმ). 2019 წელს მე-13 თაობის "შევიმ" მიიღო ახალი დიზაინი დამოუკიდებელი უკანა საკისარით (ზოგიერთ კომპლექტაციაში ხელმისაწვდომია რეგულირებადი პნევმატიკური) და 650 ლიტრით გაზრდილი საბარგულის მოცულობით. ახლა ის უდრის 2171 ლ (მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ამერიკულ მანქანებში საბარგულის მოცულობა იზომება ჭერამდე და არა თარომდე, როგორც ევროპული მანქანების შემთხვევაში).
277-დან 420 ცხ. ძ.-მდე სიმძლავრის და 10-საფეხურიანი и 10- ავტომატური გადაცემათა კოლოფით მანქანა - ნამდვილი მხეცია, თან ძალიან გაუმაძღარი, რომელიც “ჭამს“ არანაკლებ 16-18 ლ საწვავს ას კილომეტრზე ქალაქში და დაახლოებით 12-13 ლ – გზატკეცილზე.
თუმცა, Suburban-ის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამას შეიძლება შეეგუოთ, რადგან მანქანის სალონში ეტევა 8 მგზავრამდე, ხოლო მოცულობით საბარგულში - უამრავი აღჭურვილობა.
Chevrolet მარტივად ბუქსირებს მრავალტონიან მისაბმელებს (3,4-დან 3,7 ტონამდე). სრული ამძრავი, მძლავრი ძრავები, შეკვეცილი ბამპერები და 203 მმ საგზაო ღრეჩო ანიშნებს, რომ ამ "კრეისერს" არ აშინებს არავითარი უგზოობა.
საუკეთესო სპორტული მანქანა: Mazda MX-5
- ძრავა: 2,0 ლ (181 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: უკანა
- ადგილების რაოდენობა: 2
- საწვავის ხარჯი: 6,7-9 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
ბევრ კანადელს უყვარს გზებზე სწრაფად სიარული, ასე რომ ქვეყანაში მყარი მოთხოვნაა სპორტული ხასიათის მქონე ავტომობილებზე. რადგან Porsche არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი (თუმცა, მათზეც კი კანადის მეორეულ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნაა), აღმოჩნდა მისი "ხალხური" ჩანაცვლება – Mazda MX-5, რომელიც მოჩხუბარი ხასიათი ბევრისთვის ნაცნობია მოდელის 1989 წელს პირველი გამოჩენის მომენტიდან.
კომპაქტური MХ-5 სთავაზობს მფლობელს აწყობის მაღალ ხარისხს, აგრეგატების საიმედოობას, ბასრ საჭის მართვას, მცირე გახრას მოსახვევში და მისი წონისთვის საკმარისს სიმძლავრეს, რათა უბრალოდ კი არ მიაღწიოთ დანიშნულების წერტილამდე, არამედ მიფრინდეთ. არ არის გასაკვირი, რომ AJAC-ში Mazda MX-5-ს უწოდეს 2019 წლის საუკეთესო სპორტული ავტომობილი.
საუკეთესო მინივენი: Dodge Grand Caravan
- ძრავა: 3,6 ლ (283 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- ადგილების რაოდენობა: 7
- საწვავის ხარჯი: 9,4-13,8 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
კიდევ ერთი იდეალური საოჯახო ავტომობილი მრავალშვილიანებისათვის. გრძელ Grand Caravan-ს, რომელმაც ცვლილების გარეშე გაძლო ბაზარზე 2011 წლიდან 2020 წლამდე, აქვს შესანიშნავი ფუნქცია – მეორე და მესამე რიგის სავარძლები ბერკეტის ერთი დაჭერით (სისტემა Stow n' Go) იკეცება იატაკში და შლის საბარგულის სწორ სივრცეს, რომელიც იზრდება 886-დან 3973 ლიტრამდე. Grand Caravan-ის პატრონს არ უწევს ისეთი კითხვის დასმა საკუთარი თავისთვის: «გამოდგება თუ არა ის …გადასატანად» – შემთხვევების 99,9% გამოდგება.
2020 წლის შემდეგ Grand Caravan-მა დაუთმო ლიდერის პოზიცია მინივენების სეგმენტში Chrysler Pacifica მოდელს, რის გამოც მისი ფასი დაიწია. ამავდროულად მანქანა საიმედოა, უპრეტენზიო და შეუძლია დიდხანს ემსახუროს ახალ მეპატრონეს. რადგან Grand Caravan გამოიშვებოდა მრავალი წლის განმავლობაში, მისი სათადარიგო ნაწილების “იაფად“ შოვნა არ წარმოადგენს პრობლემას.
საუკეთესო პიკაპი: Ford F-150
- ძრავა: 2,7 ლ (325 ცხ.ძ.), 3.0 ლ (250 ცხ.ძ.), 3,3 ლ (290 ცხ.ძ.), 3,5 ლ (400-430 ცხ.ძ.), 5,0 ლ (400 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: უკანა, სრული
- ადგილების რაოდენობა: 3-6
- საწვავის ხარჯი: 5,6-8,7 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
F-სერიის პიკაპები – ოდითგანვე ჰიტია ამერიკულ-კანადური საზღვრის ორივე მხარეს. უფრო ზუსტად, 1948 წლიდან, როდესაც გაჩნდა Ford-ის ყველაზე პირველი F-პიკაპი (კანადაში ის იყიდებოდა Mercury-ის ნიშნის ქვეშ). მას შემდეგ გაიყიდა F-სერიის 27 მილიონ მანქანაზე მეტი. 2011 წლიდან წარმოებული მეცამეტე თაობის F-150 მოდელის წარმატების გათვალისწინებით ეს არ არის ზღვარი.
საინტერესო ფაქტი: იმ შემთხვევაშიც კი, თუკი Ford გაყიდდა მხოლოდ F-150 მოდელს და უარს იტყოდა თავისი პროდუქციის დანარჩენ ნაწილზე, ის მაინც დარჩებოდა, Fortune 500-ის სიის წარმატებული ავტომწარმოებელი (მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგი), რადგან წლიდან წლამდე F ხვდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული ავტომობილების სიის თავში.
F-150-ს აქვს ძარების, კომპლექტაციების და ტრანსმისიების ფართო არჩევანი - თითოეულს შეუძლია შეარჩიოს მანქანა საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით. მანქანა გამოირჩევა აწყობის მაღალი ხარისხით; საიმედოობა აგრეთვე არ იწვევს კითხვებს. მფლობელები აღფრთოვანებულები არიან, რადგან მიეჩვივნენ თავისი სატვირთო მანქანების ხისტ ექსპლუატაციას. განსაკუთრებით აქებენ 2015 წლის შემდეგ გამოშვებულ მანქანებს, როდესაც Ford გადავიდა ძარების სამხედრო სტანდარტით ალუმინიდან წარმოებაზე.
პრემიუმ კლასის საუკეთესო კომპაქტური სედანი: Lexus ES
- ძრავა: 3,5 ლ (302 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა, სრული
- ადგილების რაოდენობა: 5
- საწვავის ხარჯი: 7,4-10,7 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
1989 წელს დებიუტის შემდეგ, Toyota-ს ქვებრენდმა – Lexus-მა – გააოცა კონკურენტები თავისი მოდელების გონივრული ფასის, საიმედოობისა და სტილის კომბინაციით. გავიდა წლები, მოდელი დაიხვეწა და გახდა მოდის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრემიუმ კლასის ავტომობილების სეგმენტში.
მოდელი ES არის Lexus-ის პორტფოლიოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც აძლევს მყიდველებს შესაძლებლობას გახდნენ მდიდრული ავტომობილის მფლობელები და ამასთანავე არ გადაიხადონ ზედმეტი (განსაკუთრებით, თუ იძენთ გარბენიან მანქანას).
ES-ს, რომლის ბოლო განახლება შედგა 2021 წელს აქვს ძრავის მხოლოდ ერთი ვარიანტი, მაგრამ ამასთანავე - ტრასმისიების კარგი არჩევანი (მათ შორის ჰიბრიდული). ავტომობილები კარგად აღჭურვილია და ხარისხიანად აწყობილია, მათ გააჩნიათ მოცულობითი საბარგული და ფართო, თითქმის ხმაშეუღწევი სალონი.
კიდევ ერთი პუნქტი ES-ის სასარგებლოდ მოდელისათვის 2018 წელს მინიჭებული AJAC-ის ჯილდო აქტიური უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო ინოვაციისათვის (კერძოდ, მგზავრების აღმ`ჩენის სისტემის დანერგვისათვის).
პრემიუმ კლასის სრული ზომის საუკეთესო სედანი: Genesis G90
- ძრავა: 1,8 ლ (132 ცხ.ძ.)
- გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა, სრული
- ადგილების რაოდენობა: 5
- საწვავის ხარჯი: 5,6-8,7 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)
მანქანა იწარმოება 2017 წლიდან და ჩაანაცვლა Hyundai Equus. შეიძლება ითქვას, რომ G90-ში ორგანულად შეირწყმა სტილი და პრაქტიკულობა. მძლავრი ტურბოჩაბერვიანი V8 და V6 ძრავები და სრული ამძრავი HTRAC (კანადაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია) იძლევა გზაზე ბატონად შეგრძნების შესაძლებლობას.
მანქანა მშვიდი, კომფორტული საკისარით, რომელიც მარტივად «ჭამს» გზების უსწორობას. მოდური და ხარისხიანი სალონი სთავაზობს მოხერხებული სავარძლების ორ რიგს და უამრავ მაღალტექნოლოგიურ პარამეტრებს. G90-ის საიმედოობის რეიტინგი ერთ-ერთი საუკეთესოა კლასში - ეს ავტომობილი დახვეწილად ბერდება და არ უქმნის მფლობელს სერიოზულ პრობლემებს.
წყარო: Carpages.ca, Moneysense.ca
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში