200 000 კმ მეტი გარბენით: ყველაზე საიმედო საშუალო და სრული ზომის პიკაპები
იმის განსაზღვრისთვის, თუ რომელი პიკაპი არის ყველაზე საიმედო ამერიკულმა ავტო საძიებო სისტემა iSeeCars-მა გააანალიზა მონაცემები აშშ-ს ტერიტორიაზე 2020 წელს გაყიდული 11,8 მლნ მეტი მეორეული ავტომობილის შეახებ. კომპანიის სპეციალისტებმა დაადგინეს ამ ავტომობილების თუ რა პროცენტმა რამდენიმე წელიწადში გაიარა 200 000 მილზე ნაკლები. ავტომობილები ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით დასახელებულია ულტიმატუმად საიმედოდ.
ექვსი სრული ზომის პიკაპი მეტი ალბათობით დაძლევს 200 000 მილს, ვიდრე საშუალო ფურგონი. აი მათგან ყველაზე საიმედო:
1. Toyota Tundra
Toyota მთელს მსოფლიოში სარგებლობს პატივისცემით, როგორც მყარი პიკაპების მწარმოებელი, რომლებიც სერიოზულ დატვირთვას უძლევენ. არ არის გასაკვირი, რომ მისი პოპულარული სრული ზომის ავტომობილი Tundra – სიაში ყველაზე საიმედოა. არსებითი ცვლილებები ამ მანქანაში არ შესულა 2007 წლიდან (თუმცა, ის სრულად უნდა გადამუშავდეს 2022 სამოდელო წელს). თუმცა Tundra არც ისე თანამედროვეა, როგორც მისი კონკურენტები, მაგრამ ის აღემატება მათ გრძელვადიანი საიმედოობის თვალსაზრისით და სთავაზობს მეტ სტანდარტულ ფუნქციას, პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილების, ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენის, მოძრაობის ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილებისა და შური ნათების ფარების ავტომატური ჩართვის ფუნქციის ჩათვლით. პიკაპი მიეწოდება მძლავრი 5,7-ლიტრიანი V8 ძრავით და შეუძლია 10 200 ფუნტამდე (4, 6 ტონა) ბუქსირება. თავისი კონკურენტებისაგან განსხვავებით მას გააჩნია დაყენებული ძრავის მხოლოდ ერთი.
-
ახალი Toyota Tundra ღირს $38 470-დან $56 920-მდე, სამწლიანი მეორეული –$29 998-დან $46 660-მდე. კიდევ უფრო იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილი დაზიანებებით ავტო აუქციონზე.
iSeeCars-ს საიმედოობის შეფასება: 8,2 (10-დან).
2. Chevrolet Silverado 1500
iSeeCars-ს სიაში მოხვედრილი პირველი ამერიკული " საწევარი" გახდა სრული ზომის პიკაპი Chevrolet Silverado 1500. Silverado — მუშა რაშია, რომელსაც შეუძლია 13 300 ფუნტამდე (6 ტონა) ბუქსირება და 2 280 ფუნტამდე (1 ტონა) გადაადგილება. სტანდარტულ კომპლექტაციაში მანქანა მიეწოდება 4,3-ლიტრიანი V6 ძრავით, მაგრამ არსებობს კომპლექტაციის კიდევ ოთხი ვარიანტი: 5,3-ლიტრიანი V8 ძრავით, 2,7-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავით, 6,2-ლიტრიანიV8 და 3,0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ტურბოდიზელით. საბაზო ძრავი მოხერხებულია ყოველდღიურობაში, ვარიანტები V8 და ტურბოჩაბერვიანი ძრავით შესაფერისია სერიოზულ დატვირთვასთან მუშაობისთვის. Silverado-ს აქვს ფართო სალონი ყველაზე გავრცელებული ფუნქციებით, მაგრამ ეს საწევარი არ არის ისეთი “დერზკი“, როგორც მისი კონკურენტები, მაგრამ ამ საწევარს აქვს უფრო დაბალი სასტარტო ფასი.
-
ახალი Chevrolet Silverado 1500 ღირს $32 730-დან $58 970 დოლარამდე, სამწლიანი მეორეული ვერსია –$27 189-დან $43 406 დოლარამდე.
iSeeCars-ს საიმედოობის შეფასება: 7,8.
3. Ford F-150
ორი ამერიკის ფავორიტი – Ford F-150 – პროგნოზირებად მოხვდა iSeeCars-ის სიაში. ოთხ ათწლეულზე მეტი ყველაზე გაყიდვადი პიკაპი აშშ-ში თავისი უნივერსალურობისა და ფართო შესაძლებლობების წყალობით რჩება ისეთივე პოპულარული, როგორც უწინ. ამჟამად მანქანაზე მონტაჟდება ექვსი სხვადასხვა ძალური აგრეგატი. გარდა ამისა ივარაუდება სალონის მოპირკეთების შვიდი დონე, ძარას სიგრძის და კაბინას კონსტრუქციის სამი ვარიანტი. 150-ის საბაზო ძრავი — 3,3-ლიტრიანი V6 ძრავი სიმძლავრით 290 ცხ.ძ. და 265 ფუნტ-ფუტის (359 Hм) მაბრუნი მომენტით; ყველაზე მძლავრი ვარიანტი — 3,5-ლიტრიანიEcoBoost V6 ძრავით ორმაგი ტურბოჩაბერვით და 430 ცხ.ძ. ელექტროძრავით და 570 ფუნტ-ფუტის (772 Hм) მაბრუნი მომენტით. მას შეუძლია 14 000 ფუნტამდე (6,3 ტონა) ტვირთის ბუქსირება, რაც ხდის მას ყველაზე მძლავ საწევარად თავის კლასში.
-
ახალი Ford F-150 ღირს $32 986-დან $68 973-მდე, სამწლიანი მეორეული –$26 999-დან $52 893-მდე.
iSeeCars-ს საიმედოობის შეფასება: 7,8
4. Nissan Titan
სრული ზომის Nissan Titan — მეოთხე საიმედოობის თვალსაზრისით სრული ზომის პიკაპი. ის საკმაოდ კომფორტულად დადის და სწორი აღჭურვილობის შემთხვევაში შეიძლია 9 310 ფუნტამდე ტვირთის ბუქსირება. Titan-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ძრავის ერთი ვარიანტი — მძლავრი 5,6-ლიტრიანი V8 ძრავი. მანქანა მიეწოდება ხუთწლიანი გარანტიით "ბამოერიდან ბამპერამდე", რაც წარმოადგენს საუკეთესო წინადადებას თავის კლასში. Titan-ის სალონში დამონტაჟებულია 8-დუიმიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემა სენსორული ეკრანით - მოხერხებული და ინტუიტურად გასაგები.
-
ახალი Nissan Titan ღირს 37 429-დან 61 380 დოლარამდე, ხოლო სამწლიანი მეორეული Nissan Titan – 26 454-დან 39 999 დოლარამდე.
iSeeCars-ს საიმედოობის შეფასება: 7,8.
5. GMC Sierra 1500
GMC Sierra 1500 — მეხუთი სიცოცხლის ხანგრძლივობით სრული ზომის პიკაპი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარბენის მაჩვენებლები საშუალოზე გაცილებით ნაკლებია, ის მაინც საიმედოა. Sierra ყოფს პლატფორმას Silverado 1500-თან, რომელმაც დაიკავა მეორე ადგილი, მაგრამ არის უფრო მაღალი კლასის მანქანა. მწარმოებელი სთავაზობს მისთვის ისეთივე არჩევანს, როგორც Silverado-ს შემთხვევაში. თუმცა მოპირკეთების ხარისხიანი მასალები სძენენ GMS Sierra-ს სალონს უფრო პრემიალურ იერს. არსებობს განსაკუთრებული კომპლექტაციებიც – მაგალითად, მაღალი კლასის Denali-ს ვერსია, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ფუნქციებით (ტელეფონის უსადენო დამუხტვა, პარკირების გადამწოდები, ბრმა ზონების მონიტორინგი, გაფრთხილება უკნიდან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ და განახლებული საინფორმაციო-გასართობი სისტემა).
-
ახალი GMC Sierra ღირს $40 853-დან $68 878-მდე. სამწლიანი მეორეული GMC Sierra 1500 ღირს $29 498-დან $48 614-მდე.
iSeeCars-ს საიმედოობის შეფასება: 7,7.
6. Ram Pickup 1500
სრული ზომის პიკაპი Ram Pickup 1500 ასრულებს ყველაზე საიმედო სრული ზომის "საწევარების" სიას. ის სრულად არ შეესაბამება საიმედოობის გრძელვადიან სტანდარტებს, მაგრამ, სავარაუდოდ ეს ასახავს Ram-ის უფრო მაღალ პოზიციას ბაზარზე, ანალოგიური GMC Sierra (სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამდენიმე წელიწადში ეს მანქანა ვერ მოასწრებს გარბენის იმდენივე მილის დაგროვებას, როგორც “მუშათა“ კლასს მიკუთვნებული მისი კოლეგები).
სინამდვილეში, Ram უფრო მდიდრულია, ვიდრე Ford და Chevy. დიზაინერებმა შესძინეს მას სტილი: ინტერიერი ავსებულია სხვადასხვა "დამატებითი" და მაღალი კლასის ფუნქციებით, სალონის მასალები პრემიუმ ხარისხისაა. ტოპ კომპლექტაციაში მძღოლს შეუძლია შეაფასოს მდიდრული ავტომობილის ყველა უპირატესობა პიკაპის შესაძლებლობებთან კომბინაციაში.
2021 წ. მწარმოებელმა დაამატა მაღალი წარმადობის კომპლექტაცია TRX (702 ცხ.ძ.). ისეთივე V8 ჩაბერვით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ Dodge Challenger-ში და Dodge Charger-ში. ძრავის სხვა ვარიანტები: საბაზო V6 სიმძლავრით 305 ცხ.ძ., დიზელის V6 სიმძლავრით 260 ცხ.ძ.და ორი V8 სიმძლავრით 395 ცხ.ძ., რომელთაგან ერთი არის რბილი ჰიბრიდი. მანქანის საბუქსირე უნარი შეადგენს 6 250-დან 12 750 ფუნტამდე (2, 8 – 5,7 ტონა), რაც სხვა “წლინახევრის“ პიკაპებთან თითქმის იგივე დონეზეა.
-
ახალი Ram 1500 ღირს $36 581-დან $66 062-მდე, მეორეული –$23 898-დან $39 997-მდე.
iSeeCars-ს საიმედოობის შეფასება: 7,5
საშუალო ზომის სამმა პიკაპმა დაიმსახურა ყველაზე საიმედო პიკაპის წოდება თავის კლასში.
1. Honda Ridgeline
პიკაპი Honda დიდი ხანია ცნობილია თავისი საიმედოობით. ძარას მთლიანი კონსტრუქციის წყალობით მისი მართვა ყველგანმავალზე რთული არ არის. ამასთანავე მანქანა უზრუნველყოს მეტ საწვავის ეკონომიას ვიდრე სტანდარტული პიკაპი ძარით ჩარჩოზე.
თუმცა Ridgeline არც ისე ხშირად ბუქსირებს, როგორც მისი “ჩარჩოიანი“ კონკურენტები, ის უსწრებს მათ მგზავრებისათვის განკუთვნილი კომფორტით. მანქანას აგრეთვე გააჩნია ორმაგი მოქმედების უნიკალური უკანა კარი: ის შეგიძლიათ ჩამოუშვათ როგორც სტანდარტული უკანა კარი, ან გახსნათ ჩატვირთვის გასაადვილებლად.
ძრავა Ridgeline V6 ხარჯავს 19 მილს გალონზე ქალაქში მოძრაობისას (12,3 ლ/100 კმ) და 26 მილს გალონზე (9,05 ლ/100 кмკმ გზატკეცილზე მოძრაობისას, რაც საშუალაზო ოდნავ მაღალია.
თუ თქვენ გესაჭიროებათ საიმედო და მოხერხებული პიკაპი და არ გესაჭიროებათ მძიმე (5000 ფუნტზე, ან 2,2 ტოაზე მეტი) Honda Ridgeline — შესანიშნავი არჩევანა.
-
ახალი Honda Ridgeline ღირს $34 611-დან $44 619 დოლარამდე, ხოლო სამწლიანი მეორეული – от $25 995-დან $36 069-მდე.
iSeeCars-ს საიმედოობის შეფასება: 8,2.
2. Toyota Tacoma
Toyota Tacoma – საშუალო ზომის მეორე პიკაპი საიმედოობის თვალსაზრისით. მანქანა გამოიშვება სხვადასხვა კონფიგურაციით; ის უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას, რომელსაც განსაკუთრებით აფასებენ ისინი, ვისაც დიდხანს უწევს საჭესთან ყოფნა. შეუძლია 6800 ფუნტამდე (3 ტონა) წონის ტვირთის გადატანა. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 2,7-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი; უფრო მძლავრი 4,0-ლიტრიანი V6 ძრავით აღჭურვილია შედარებით უფრო ძვირადღირებული მანქანები.
Honda Ridgeline-თან შედარებით Tacoma უფრო ხელმისაწვდომია და არ გააჩნია ამდენი სტანდარტული ფუნქცია. მაგრამ ეს ავტომობილი - შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც დადის დასერილ ადგილზე.
-
ახალი Toyota Tacoma ღირს $28 173-დან $45 412-მდე, ხოლო სამწლიანი მეორეულ –$24 689-დან $38 995-მდე.
iSeeCars-ს საიმედოობის შეფასება: 8,0.
3. Jeep Gladiator
"გლადიატორის" დებიუტი შედგა 2020 სამოდელო წელს და მან არ გაიარა საკმარისი კილომეტრები საიმედოობის რეიტინგში მოსახვედრად. შეიძლება ითქვას, რომ ეს "თამამი" პიკაპი ჩარჩოთ ძარაზე ძალიან ჰგავს Jeep Wrangler-ს და სრული ზომის Ram 1500-ს. Gladiator – სეგმენტში ერთადერთი პიკაპია გადასაშლელი სახურავით (ამერიკელი მწარმოებლის Haartz-ს რბილი სახურავი). მანქანა გამოგება აქტიური დასვენების მოყვარულებისათვის, რომლებსაც ერთდროულად სჭირდებათ Jeep-ის ლეგენდარული ყველგანმავალი თვისებები და პიკაპის შესაძლებლობები.
-
ახალი Jeep Gladiator ღირს $33 565-დან $51 520-მდე, ხოლო მეორეული – (საშუალოდ) $53 954.
iSeeCars-ს საიმედოობის შეფასება: 7, 9.
iSeeCars-მა აგრეთვე განსაზღვრა დიდი ტვირთამწეობის ყველაზე საიმედო პიკაპები (ფასისა და საიმედოობის ინდექსის მითითების გარეშე).
Ram Pickup 3500
პიკაპი Ram Pickup 3500 – ყველაზე საიმედოა მძიმე პირობებში ექსპლუატაციისათვის. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის მძლავრი 6,4-ლიტრიანი ბენზინის ძრავა, მაგრამ სახელი აგრეთვე გაითქვა მოდერნიზებულმა ტურბოდიზელის ძრავამ Cummins 1075 ფუნტ-ფუტამდე (1457 Нм) მაბრუნებელი მომენტით. ამ "მონსტრს შეუძლია კოლოსალური 37 000 ფუნქტი (16,7 ტონა) ბუქსირება.
Chevrolet Silverado 2500 HD
Chevrolet იკავებს მეორე ადგილს სამედო ზემძლავრი პიკაპების სიაში მისი Chevrolet Silverado 2500-ით. iSeeCars-ის მიერ აღნიშნული 2500-იანის მაღალი წილი დიდი გარბენით с შეიძლება (ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ) იყოს დაკავშირებული ამ მძიმე საწევარაზე დაყენებულ Duramax-ის დიზელის ძრავთან. ისევე როგორც Cummins, Duramax წარმოადგენს ძვირადღირებულ მოდერნიზაციას, მაგრამ სატვირთო მანქანების მყიდველები პატივს სცემენ მას ხანგამძლეობისა და სიმძლავრის გამო.
Ford F-350 Super Duty
ამერიკული საძიებო სისტემის სიის მესამე ადგილს იკავებს Ford F-350 Super Duty. ვინაიდან Ram-ს აქვს Cummins, ხოლო Chevy-ს Duramax, Ford აღჭურვა მისი გოლიათი PowerStroke-ის ზემძლავრი ძრავით. ისევე, როგორც სიაში ნახსენები სხვა ძრავებს გააჩნია ხანგამძლეს რეპუტაცია, და შეუძლია 30 000 ფუნტამდე (13,6 ტონა) ბუქსირება. iSeeCars-მა განსაზღვრა Super Duty-თვის მესამე ადგილი სუპერ საწევარების თავის სიაში.
N.B. აღსანიშნავია, რომ ისეთი კომპაქტური პიკაპები, როგორიცაა Nissan Frontier, Chevrolet Colorado, GMC Canyon და Ford Ranger, ვერ მოხვდნენ iSeeCars-ის საიმედო ავტომობილების სიაში. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ორ-სამ წელიწადში ვერ გადიამ იმდენს, რამდენსაც გადიან სრული ზომის პიკაპები.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში