დიზელის საწვავიანი რომელი მანქანების შეძენაა შესაძლებელი აშშ-ში?
დიზელის საწვავიან მანქანებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. აშშ-ში სიტუაცია საპირისპიროა: დიზელი ამ ქვეყანაში ვერ დამკვიდრდა მკაცრი ეკოლოგიური ნორმების გამო. ამის მიუხედავად ცალკეული მწარმოებლები აყენებენ დიზელის ძრავს თავის პიკაპებზე და ყველგანმავლებზე, რადგან ითვალისწინებენ მათ სამომხმარებლო თვისებებსა და საექსპორტო პერსპექტივებს. Columbus წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს, რომელიც ყველაზე ხშირად შემოდის ევროპაში.
ავტომობილები დიზელის ძრავით პრაქტიკულად წავიდა აშშ-ს ბაზრიდან. მიზეზი რამდენიმეა – დიზელის საწვავის მაღალი ღირებულება აშშ-ში, კანონმდებლობის თავისებურებანი, რომლებიც მკაცრად ზღუდავენ СО2-ს გამონაბოლქვს, ავტოტრანსპორტის ტოტალურ ელექტრიფიკაციაზე გადასვლა. და მაინც ამერიკის დიზელის "ლანდშაფტში" შენარჩუნდა სხვადასხვა მწარმოებლის რამდენიმე განსხვავებული მანქანა, რომელთა გამო არ შერცხვებოდა თავად რუდოლფ დიზელსაც კი. ზოგიერთი მათგანი მრავალი წელია იწარმოება აშშ-ში და ფართოდ არის წარმოდგენილი მეორეულ ბაზარზე. ზოგიერთი –სულ ახლახან ჩამოვიდა კონტეინერიდან, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში გარდაუვლად აღმოჩნდებიან ავტოაუქციონებზე.
Ford
2021 წლის ივლისში Ford-მა უარი განაცხადა 3,0-ლიტრიან დიზელის V-6 ძრავზე მისი მეგა პოპულარულიპიკაპი F-150 პიკაპისთვის და გადაერთვნენ იმავე ინდექსის ჰიბრიდებისა და “ელექტრომობილების“ წარმოებაზე. მაგრამ ზემძლავრ Super Duty-ზე კვლავინდებურად მონტაჟდება ტურბოდიზელის 6,7-ლიტრიანი V-8 ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 475 ცხ.ძ. და 1423 ნმ მაბრუნი მომენტით. Diesel Technology Forum – სავაჭრო ჯგუფი, რომელიც იცავს დიზელის მრეწველობის ინტერესებს აშშ-ში - ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ სრული ზომის Bronco და Expedition აგრეთვე მიიღებენ დიზელის ძრავს.
დიზელის პიკაპები Ford
-
6.2 ლ. Raptor, 411 ცხ.ძ
-
6,7 Super Duty, 475 ცხ.ძ
-
3.5 F-150, 294 ცხ.ძ
Jeep და Ram Trucks
როგორც ცნობილია, ეს ორი ბრენდი იმყოფება ტრანსნაციონალური კორპორაცია Stellantis-ის ფრთის ქვეშ, რომლის პოზიციებიც ევროპაში ძალიან მყარია. მათ შორის ამ მიზეზით Jeep Gladiator და ოთხკარიანი ყველგანმავალი Wrangler Unlimited კვლავინდებურად აღჭურვილია 3,0-ლიტრიანი 260 ცხ. ძ. EcoDiesel V-6 ძრავით 599 ნმ მაბრუნი მომენტით. საწვავის ხარჯი “ეკოძრავის“ შერეულ ციკლში შეადგენს 9,4 ლ/100 კმ. დამოუკიდებელი გარემოდამცველი სააგენტო EPA-ის შეფასებით, ეს არის ყველგანმავალზე დაყენებული ძალური ბენზინის ძრავების შერეულ ციკლში ხარჯის მაჩვენებელზე ოდნავ ნაკლები. ამასთანავე, მიერთებული ჰიბრიდი Wrangler 4xe გთავაზობთ სრულიად ელექტრო სვლის 33 კმ.
სტანდარტული პიკაპი Ram 1500 აგრეთვე შეიძლება იყოს აღჭურვილი EcoDiesel V-6 ძრავით და ავითარებს იგივე 260 ცხ.ძ., მაგრამ 650 ნმ მაბრუნი მომენტით. ეს აძლევს Ram-ს საშუალებას ზემოდან უყუროს, მაგალითად GM-ის, "სამლიტრიან" პიკაპებს. Ram 1500-ის მაქსიმალური ბუქსირების უნარი შეადგენს 5 ტონას, საწვავის ხარჯი –9,05 ლ/100 კმ-დან.
ზემძლავრი პიკაპები Ram 2500 და 3500 სტავაზობენ две версии 6,7-ლიტრიანი ტურბოდიზელის რიგის ummins ძრავის ორ ვერსიას. სტანდარტული ვერსია 2500 გამოიმუშავებს 370 ცხ.ძ. და 1152 ნმ, მაშინ, როდესაც "გაუმჯობესებული" 3500-ე – 420 ცხ.ძ. და მაბრუნი მომენტის შეუდარებელ 1075 ფუნტ-ფუტს (1457 ნმ).
დიზელის SUV Jeep
-
2.2 ლ. Rubicon, 200 ცხ.ძ
-
2.2 ლ. Sahara, 200 ცხ.ძ
-
2.8 ლ. Sport, 174 ცხ.ძ
-
2.8 ლ. Sahara, 197 ცხ.ძ
-
3.0 Wrangler Unlimited, 260 ცხ.ძ
დიზელის პიკაპები Ram
-
5.9 Rumble Bee, Daytona, Hemi Sport, Power Wagon, 300 ცხ.ძ
-
6.7 ლ. Ram 2500 და 3500, 370 ცხ.ძ
Cadillac, Chevrolet და GMC
GM, автопроизводитель Cadillac, Chevrolet და GMC-ს მწარმოებელი GM სთავაზობდა სამ ძრავს თავისი პიკაპებისთვის (ასეთივე მონტაჟდება ახალ) და სრული ზომის ყველგანმავლებზე.
მონათესავე პიკაპები Chevrolet Silverado 1500 და Sierra 1500 აღჭურვილია 3,0-ლიტრიანი რიგიანი ექვს ცილინდრიანი GM ტურბო დიზელით, რომელიც ავითარებს 277 ცხ.ძ. და 623 ნმ მაბრუნი მომენტს.
2023 წლის სასიამოვნო სიურპრიზი – ამ ძრავით მაქსიმალური ბუქსირების უნარის გაზრდა 1,8 ტონით. პაკეტი Max Trailering Package ზრდის ბუქსირების მაქსიმალურ მნიშვნელობას 6 ტონამდე (Silverado) ან 5,9 ტონამდე (Sierra) – უკანაამძრავიანი ვერსიებისათვის "ორმაგი" კაბინით და 20-დუიმიანი თვლებით.
შეგახსენებთ, 2021 წელს GM-მ მოახდინა სტანდარტული და გაზრდილი ვერსიის თავისი ყველგანმავლების — Chevrolet Tahoe და Suburban, GMC Yukon и Yukon XL-ს, და აგრეთვე Cadillac Escalade და Escalade ESV-ს ვერსიები — ისინი შექმნილია ერთიან პლატფორმაზე და განსხვავდებიან კომპლექტაციის დეტალებითა და მოპირკეთებით. ყველა მანქანა აღჭურვილია Silverado და Sierra პიკაპების 3,0-ლიტრიანი რიგითი ექსვცილინდრიანი ძრავით.
და რა აზრი აქვს ამას? მაგალითად, EPA-ს რეიტინგით საბაზო ბენზინის ძრავით და უკანა ამძრავით Escalade საშუალოდ ხარჯავს დაახლოებით 12 ლ/100 კმ. სრული ამძრავით აღჭურვისას ციფრები მნიშვნელოვნად იცვლება. მოდელები დიზელის ძრავით აჩვენებენ გაცილებით უკეთ მაჩვენებლებს: 9.8 ლ/100 კმ.
ყველგანმავლები Chevy და GMC-თვის დიზელის ძრავი არის საშუალო ფასის ვარიანტი საბაზო 5,3-ლიტრიან V-8 და 6,2-ლიტრიან V-8 ძრავს შორის. V-8-თან შედარებით, როლისთვისაც მოითხოვება პრემიუმ-ხარისხის საწვავი, დიზელის საწვავის ღირებულება იძლება დაზოგვის შესაძლებლობას.
საშუალო ზომის პიკაპებზე Chevrolet Colorado და GMC Canyon მონტაჟდება 2,8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოდიზელი სიმძლავრით 181 ცხ.ძ. და 500 ნმ მაბრუნი მომენტით; EPAს დაკვირვებიოთ, ავტომობილი (4WD) ხარჯავს 12,4 ლ/100 კმ ქალაქში და 10 ლ/100 კმ გზატკეცილზე. ეს მაჩვენებლები ოდნავ მაღალია ვიდრე 2,5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი და 3,6-ლიტრიანი V-6 ბენზინის ძრავის შემთხვევაში.
სრული ზომის GM Silverado და Sierra-ს პკაპების ზემძლავრი ვერსიები 2500 და 3500 ხელმისაწვდომია 6,6-ლიტრიანი ტურბოდიზელის V-8 GM Duramax ძრავით. 10-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფთან კომბინაციაში ის ავითარებს 445 ცხ. ძ. სიმძლავრეს. რასაკვირველია,ამ შემთხვევაში საწვავის დაზოგვაზე საუბარი უადგილოა.
დიზელის პიკაპები Chevrolet
-
3.0 Silverado 1500, Sierra 1500, Tahoe, Suburban, GMC Yukon/Yukon XL, 277 ცხ.ძ
-
6.6 Silverado 2500 და 3500, 445 ცხ.ძ
-
2.8 Colorado, Canyon, 181 ცხ.ძ
დიზელის SUV Cadillac
-
3.0 Escalade, 277 ცხ.ძ
-
6.2 Escalade, 426 ცხ.ძ
დიზელის პიკაპები GMC
-
2.8 Canyon,181 ცხ.ძ
-
6.6 Sierra 2500/3500 HD, 445 ცხ.ძ
ყველაზე ეკონომიურები
სიაში წარმოდგენილი ავტომობილები ხარჯავენ ყველაზე ნაკლებ საწვავს 100 კმ (გზატკეცილზე).
დიზელის ყველგანმავლები (სრული ზომის)
-
Ford Expedition: 12,38 ლ.(იშვიათი მოდელები Power Stroke ძრავით)
-
Lincoln Navigator: 12 ლ.
დიზელის
-
Chevrolet Silverado 1500 Diesel: 8,71 ლ.
-
GMC Sierra 1500 Diesel: 9,05 ლ.
-
Ram 1500: 9,05 ლ.
-
Ford F-150 Diesel: 9,41 ლ.
-
Chevrolet Colorado Diesel: 10,23 ლ.
-
GMC Canyon Diesel: 10,23 ლ.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში