გამოიწერეთ ბიულეტენი

ყიდულობთ ავტომობილს გარბენით ? დარწმუნდით, რომ არ იყო "დატბორილი"

ყიდულობთ ავტომობილს გარბენით ? დარწმუნდით, რომ არ იყო "დატბორილი"

წყალდიდობები გახდა სევდიანი რეალობა აშშ-ს ბევრ შტატში. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ამერიკაში ავტომობილი წარწერით «იყიდება» სულ მცირე წყალშია ნამყოფი. მყიდველები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ!

Carfax-ის შეფასებით, 212 000-მდე ავტომობილი აშშ-ში მნიშვნელოვნად დაზიანდა შარშანდელი ქარიშხალი იდას შედეგად, ამასთანავე სტიქიით გამოცდილი კიდევ 378 000 მანქანა დაბრუნდა გზებზე.  

თუ გამყიდველი პატიოსნად გატყობინებთ, რომ ავტომობილი იმყოფებოდა წყალში და გთავაზობთ მნიშვნელოვან ფასდაკლებას, ეს, როგორც ამბობენ ამერიკაში "შეიძლება ღირდეს თქვენს დროის დახარჯვად". მაგრამ ბევრი გამყიდველი მალავს, რომ ავტომობილი მოყვა წყალდიდობაში და ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ.

აი რამდენიმე ხერხი თუ როგორ დაადგინოთ გაიცნო თუ არა თქვენთვის საინტერესო ავტომობილმა ზღვის ბინადრები.

1. შეიხედეთ, შეეხეთ, უსუნეთ.


იმის მიუხედავად თუ რამდენად გულმოდგინედ ცდილობდა გამყიდველი წყალში ნამყოფი მანქანის გაშრობას, ალაგ-ალაგ ნესტი აუცილებლად დარჩა. გამოიკვლიეთ ზედაპირები მუხრუჭის და გაზის პედალების ქვეშ. გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ ძველი მანქანა ახალი ხალიჩებით შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ გამყიდველმა მალავს წყალდიდობის კვალს. შეიხედეთ ხალიჩის ქვეშ, ჩართეთ თქვენი ყნოსვა - ხომ არ გცემთ ობის სუნი? შეამოწმეთ საბარგული — აწიეთ დამცავი საგები, ამოიღეთ სათადარიგო საბურავი, ხელი მოუსვით ნიშებს. თუ ყველაფერი მშრალია, ეს პლუსი იქნება.

2. დარწმუნდით, რომ ავტომობილის სდექ-სიგნალები/ /ფარები/აუდიო სისტემა/ხმოვანი სიგნალი მწყობრშია.


ცნობილია, რომ წყალი ანადგურებს ელექტრო აღჭურვილობას, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება შეამოწმოს მისი გამართულობა შეძენისას. დააჭირეთ ხმოვნ სიგნალს, ჩართეთ აუდიო სისტემა, სთხოვეთ მფლობელს სდექ-სიგნალების/ მოხვევის ციმციმას/ფარების/უკანა განათების შემოწმება. ამ დროს არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა - ნებისმიერი თავმოყვარე გამყიდველი ან იქნება მსგავსი ტესტების წინააღმდეგი.

3. შეამოწმეთ ავტომობილის VIN-ნომერი სატრანსპორტო საშუალების ისტორიის შესახებ ანგარიშის წარდგენის კომერციული ვებ-სამსახურის (მაგალითად, AutoCheck) დახმარებით.


ეს მოგცემთ ავტომობილზე გაცემული სერტიფიკატის (Salvage ან Junk) ანდა მანქანის დატბორვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სადაზღვევო კომპანიაში წარდგენილი განცხადების შესახებ ინფორმაციის აღმოჩენა.

4. მოგიწევთ ცოტა გასვრა, მაგრამ ეს ამად ღირს.


შეიხედეთ მანქანის ქვეშ ფარნით და დაათვალიერეთ სავალი ნაწილი ჭარბი ჟანგის არსებობის საგანზე. ავტომობილის უმეტესი შასის და კარის ქვეშ არის რეზინის სახშობი - დარწმუნდით, რომ ის არ არის ახალი გამოცვლილი. ყურადღებით დაათვალიერეთ, რომ არ დაიჟანგა ჭანჭიკები და ხრახნები სავარძლების ქვეშ.  ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ გარემოებას, რომელიც მოწმობს იმაზე, რომ სავარძლები იყო მოხსნილი, რაც არის წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის კიდევ ერთი ნიშანი.

და ბოლოს მოუსვით ხელი კარის გვირაბში. თუ იქ დაგროვდა ჭუჭყი, განსაკუთრებით კი ნესტიანი, ეს არის იმის ნისანი, რომ ავტომობილმა “იყვინთავა“ წყალში.

5. ხომ არ არის ავტომობილზე წყლით დატოვებული ზოლები?


ყურადღებით დაათვალიერეთ ავტომობილის გვერდები. თუ სატრანსპორტო საშუალება რაღაცა პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, თქვენ აღმოაჩენთ მასზე გაქვავებული მტვრის ან ბიოლოგიური დანალექის კვალს.

და ბოლო რჩევა

ყოველთვის არ არსებობს ავტომობილის პირადად დათვალიერების შესაძლებლობა (მაგალითად, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც თქვენ იძენთ მანქანას დისტანციურად, საავტომობილო აუქციონზე). ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სერტიფიცირებულ მექანიკოსს. კომპანია Сolumbus (საქართველო) გთავაზობთ ავტომობილის ადგილზე დიაგნოსტირების მომსახურებას. Сolumbus-ის სპეციალისტიო დაათვალიერებს თქვენს ავტომობილს აშშ-ში, მიაქცევს ყურადღებას არამხოლოდ წყალში შესაძლო ყოფნის კვალზე, არამედ მექანიკურ, ძარის და სხვა პრობლემებზე. ყველა შემჩნეული დეფექტი აისახება ანგარიშში, რომელსაც მექანიკოსი გადასცემს კლიენტს. მომსახურებაში გადახდილი მცირე თანხა დაგეხმარებათ ათასობით დოლარის დაზოგვაში!

თემაზე

რა სახის დაზიანებებს აყენებს წყალი თქვენს ავტომობილს?

წყალმა შეიძლება არამხოლოდ ზიანი მიაყენოს ავტომობილს, არამედ სრულად გაანადგუროს იგი. ამავდროულად სულაც არ არის აუცილებელი მანქანის სრულად წყალში ჩაძირვა.

მტყუნებები ელექტროობაში – ხდება, როდესაც წყალი აღწევს კონტაქტებში და კრავს წრედებს. ვითარებას ამძაფრებს ის გარემოება, რომ თანამედროვე ავტომობილების ციფრული ბლოკები ძალიან მგრძნობიარე “მასასთან“ (ძარასთან) კონტაქტის გაუარესებისადმი. 

ხშირად წყალი იწვევს ელექტრული კლემების კოროზიას. რომელიც შეიძლება არ გამოვლინდეს რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის განმავლობაში და მომავალში გიკეთებთ უსიამოვნო და მოულოდნელ სიურპრიზს.

  • მექანიკური მტყუნებები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. როდესაც წყალი ხვდება მომუშავე ძრავში შესაძლებელია ჰიდროდარტყმა, დროთა განმავლობაში კოროზია ვითარდება ძრავის განყოფილებაში. ბურთულა სახსარში, საჭის საწევში, დიფერენციალებსა და სხვა კვანძებში და იწვევს მათ ნაადრევ ცვეთას.

  • იობი და სოკო წარმოიქმნება, როდესაც ავტომობილში მოხვედრილ წყალში ხვდება ორგანული მასალა. ტენით გამოწვეული ბიოტის მოშორების მცდელობები, როგორც წესი, უშედეგოა.

  • ჟანგი და კოროზია წარმოიშვება ყოველთვის, როდესაც წყალი ხვდება შიშველ ლითონს. თავდაპირველად იგი ვლინდება უწყინარი "წითურით" ზღურბლზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ამოჭამს ავტომობილის მთელს ძარას.

(100)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge