გამოიწერეთ ბიულეტენი

5 საუკეთესო ავტომობილი გარბენიანი მანქანების შესადარებლად

5 საუკეთესო ავტომობილი გარბენიანი მანქანების შესადარებლად

თუ თქვენ ყიდულობთ მანქანას, თქვენ უნდა შეასრულოთ საშინაო დავალება: შეისწავლოთ ავტომობილების მახასიათებლები, მათი პლუსები და მინუსები. არსებობს უამრავი საიტი, რომელიც დაგეხმარებათ ამაში.  განვიხილოთ მათი საუკეთესო ხუთეული Сolumbus და Lifehacker.com-ის სპეციალისტების აზრით.

მაშ ასე, თუ თქვენ გჭირდებათ მანქანების შედარება ყველა პარამეტრით - გარბენიდან ფლობის ღირებულებამდე და ახალი თუ მეორეული ავტომობილების საშუალო ფასის მიხედვით, გთავაზობთ შემდეგი საიტების გამოყენებას. ისინი სთავაზობენ შედარების სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მაგრამ ყველა მათგანი ეფექტურია.

Еdmunds


Еdmunds დიდ ხანია არსებობს. კომპანიამ დაიწყო საქმიანობა 60-იან წლებში წიგნების გამოქვეყნებით, რომლებიც ეხმარებოდნენ მყიდველებს მანქანის შეძენის საკითხის სწორ გადაწყვეტაში.  90-იან წლებში Еdmunds გაავრცელა ტონობით კომპაქტ-დისკი, რომლებიც იძლეოდნენ ავტომობილის შესახებ ინფორმაციის შედარების შესაძლებლობას, რომლებიც დროთა განმავლობაში გადავიდა ქსელში, სადაც დღემდე საკმაოდ პოპულარულებია. ამჟამად კომპანიის საიტი ძალიან პოპულარულია, ვინაიდან აძლევს ვიზიტორებს საშუალებას არამხოლოდ შეადაროს ავტომობილების სხვადასხვა მოდელები, არამედ შეიტყონ თუ როგორ აფასებენ მათ რეალური კლიენტები. რესურსი საკმაოდ ზუსტად განსაზღვრავს ბაზარზე შერჩეული ავტომობილის აქტუალურ ფასს და აგრეთვე მისი ფლობის ღირებულებას. 

Еdmunds-ს ავტომობილების შედარების ინსტრუმენტი მარტივია გამოყენებაში და იძლევა გვერდიგვერდ და არა სათითაოდ ავტომობილების შედარების შესაძლებლობას. 

თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ოთხამდე მანქანა ერთდროულად. იმის მიუხედავად, რომ შედარების ინსტრუმენტი არ არის იდეალური, ის საკმარისია, რომ მიიღოთ მონაცემთა მნიშვნელოვანი მოცულობა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ რესურსზე ავტომობილის შეფასების მიუკერძოებლობის შესახებ, მაგრამ მომხმარებლები თანხმდებიან, რომ საიტი ყოველთვის იყო ექსკლუზიური ინფორმაციის შესანიშნავი წყარო.

საიტის მისამართი: https://www.edmunds.com/car-comparisons/

CarComplaints


CarComplaints-ს არ გააჩნია ერთი ავტომობილის მეორესთან პირდაპირი შედარების ინსტრუმენტები, მაგრამ იგი სთავაზობს უამრავ ინფორმაციას ავტომობილის პრაქტიკულად ნებისმიერი მარკისა და მოდელის შესახებ, მათ შორის მფლობელთა გამოხმაურებებს, ქრაშ-ტესტების შედეგებს, აქტიურ კვლევებსა და სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ყველა ბიულეტენს (TSB), რომლებიც საიტს შეუძლია მოიპოვოს.

რესურსის დათვალიერება ღირს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ უკვე შეიძინეთ ავტომობილი, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი “რკინის მეგობარი“ რიგზეა.

ის განსაკუთრებით კარგია, თუ თქვენ გინდათ გაეცნოთ სხვა ადამიანების მოსაზრებას, რომლებსაც უკვე ჰყავთ ან ჰყავდათ ის ავტომობილი, რომლის შესწავლაც თქვენ გსურთ. გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ საიტზე საკუთარი დასკვნებიც: ყველას აქვს დაზიანების ან შეკეთების რაიმე ეპიკური ისტორია, რომლის გაზიარებაც სურს.

საიტი სასარგებლოა ვინაიდან მასზე ჩანს ყველაზე სოლიდური ავტომობილის მარკების (მათ მფლობელთა საჩივრები დაყოფილია მოდელების და გამოშვების წლის მიხედვით) პრობლემებიც კი. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ნებისმიერი გამოშვების წლის (გარდა 2002 წლის) მეორეული Nissan Altima-ს შეძენა - სწორი ნაბიჯია, ვინაიდან ეს წელი აღნიშნულია, როგორც ყველაზე ცუდი, ზოგადად კარგი რეპუტაციის მქონე სედანისათვის  . 

საიტის მისამართი: https://www.carcomplaints.com/

CarGurus


თავის ძირითად ამოცანას საიტი ხედავს იმაში, რომ დაგეხმაროთ იპოვოთ შესაძენი ავტომობილი. მაგრამ მისი კვლევითი ქვეთავი შეიცავს უამრავ ინფორმაციას ავტომობილის პრაქტიკულად ნებისმიერი მარკისა და მოდელის შესახებ. უბრალოდ შეარჩიეთ სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ეძებთ, რათა გაეცნოთ ამომწურავ მიმოხილვას (ტესტ-დრაივი) მის შესახებ, რომელსაც ახლავს ექსპერტების შეფასებები და სხვა შემოწმებული მონაცემები მისი წარმადობის, გარეგნული იერის და მისი წარმოებისას გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ. 

შეამოწმეთ და შეადარეთ თუ რამდენი ეღირება კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება ბაზარზე - საიტზე გახსნილია გასაყიდად გამოტანილი ანალოგიური მანქანების სიები. 

სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს შეუძლია გამოაქვეყნონ საიტზე საკუთარი გამოხმაურებები და ფოტოები.

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ CarGurus ძალიან მარტივია გამოყენებაში. თუ თქვენ შექმნით საიტზე საკუთარ ანგარიშს, თქვენ შეძლებთ ავტომობილების შესახებ საინტერესო მიმოხილვებისა და ანგარიშების შენახვას და მათ გამოქვეყნებას. 

საიტის მისამართი: https://www.cargurus.com/

Kelley Blue Book


Kelley Blue Book (КBB) — სატრანსპორტო საშუალებების კვლევის კიდევ ერთი საიმედო საყრდენი. KBB შეიქმნა შორეულ 1918 წელს ჩვეულებრივი ავტოსალონიდან, რომელიც ცნობილი იყო თავისი “ლურჯი წიგნებით“, რომლებიც შეიცავდნენ ინფორმაციას ახალი და გარბენიანი ავტომობილების ფასზე. დილერის ცენტრში შეგროვებული ინფორმაციის გამოყენებით მისმა მფლობელმა 1926 წელს გამოაქვეყნა პირველი Blue Book, რომელიც გახდა საავტომობილო ვაჭრობაში ავტომობილის ღირებულების განსაზღვრის სტანდარტული სახელმძღვანელო. სხვათა შორის ეს აგრეთვე იყო პირველი გამოცემა, რომელშიც მანქანის ფასის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღებოდა მისი გარბენი.

და ბოლოს, 1995 წელს Kelley Blue Book-მა შექმნა ვებ-საიტი, რომელიც შეიცავდა რჩევებსა და ინფორმაციას ფასების შესახებ ბეჭდური სახელმძღვანელოდან.  

დღეს KBB სთავაზობს მყიდველებს უამრავ სასარგებლო ინფორმაციას, მათ შორის ავტომობილის მიახლოებით ღირებულებას გამყიდველებისთვის და აგრეთვე ფასების სახელმძღვანელო ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის, რომლებსაც სურთ შეიძინონ ახალი ან მეორეული ავტომობილი. შედარების ინსტრუმენტი მაქსიმალურად მარტივია, მაგრამ იძლევა ავტომობილის მარკის, მოდელის, გამოშვების წლის, გარკვეული გარბენისა და სალონის მოპირკეთების შერჩევის შესაძლებლობას. როგორც კი თქვენ გექნებათ რამდენიმე ავტომობილი შედარების სიაში, თქვენ შეძლებთ მათი უპირატესობებისა და მინუსების შეფასებას (გარანტიის არსებობის ჩათვლით). 

საიტის მისამართი: https://www.kbb.com/

TrueDelta


TrueDelta — საიტი ავტომობილების კვლევისა და მათი შედარებისთვის, შევსებული საიმედო ინფორმაციით უამრავი ავტომობილის შესახებ (მოწოდებული მათი მფლობელების მიერ). 

საიტი შეიცავს ვრცელ ინფორმაციას ავტომობილების საიმედოობის შესახებ, მათი გარბენის, შეკეთების რეალური ღირებულების, ახალი და მეორეული სატრანსპორტო საშუალებების ფასების შესახებ და სხვ. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ძიების ინსტრუმენტით, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ავტომობილის მარკისა და მოდელის ძებნაში. ან მიმოიხილოთ საიტის კატეგორიები, სადაც შესაძლებელია დიდი გარბენისა და გარკვეული პრობლემების მქონე ავტომობილების გაცხრილვა (ამასთანავე ძებნა შეიძლება შემოიფარგლოს სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვთ საიმედო ავტომობილის რეპუტაცია).

TrueDelta-ზე განთავსებული ინფორმაციის მოცულობა უზარმაზარია. მაგრამ სწორედ ეს ხდის საიტს ფასდაუდებელ რესურსად, რომელიც ეხმარება კონკრეტული მოდელების გამოკვლევაში, რათა განსაზღვროთ თუ რომელი მათგანი უფრო გამოგადგებათ (ან პირიქით).

საიტის მომხმარებელი აღნიშნავენ: საიტზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის დეტალიზებას ტოლი არ ჰყავს. 

საიტის მისამართი: https://www.truedelta.com/

ავტომობილების შედარების სხვა ცნობილი სერვისები:

1. https://www.jdpower.com/cars/compare-cars

2. https://cars.usnews.com/cars-trucks/compare

3. https://www.auto123.com/en/new-cars/compare

(340)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge