რატომ ამერიკაში არ არის ფრანგული ან ჩინური მანქანები და არ არის პოპულარული დიზელი
არის თუ არა ჩრდილოამერიკულ რეგიონში ფრანგული და ჩინური მანქანები? ღირს კი ფიქრი ასეთი მანქანის შეძენაზე და სად უმჯობესია ღირსეული ეგზემპლარების მოძიება? რატომ აშშ-ში ვერ ნახავთ ავტომობილს დიზელზე მომუშავე შიდა წვის ძრავით? ასეთ კითხვებს ხშირად უსვამენ კომპანიის კლიენტები Columbus-ის მენეჯერებს. დროა ამ კითხვებში სიცხადის შეტანა.
თუ ყურადღებით განიხილავთ აშშ-ს მეორეული ტრანსპორტის ბაზარს, შესაძლებელია რამდენიმე დასკვნის გაკეთება.
ჯერ ერთი, ამ ბაზარზე, რაც ლოგიკურია, წარბად არის წარმოდგენილი ამერიკული მარკის მანქანები. მეორე, ბევრია იაპონური (Toyota) და სამხრეთ-კორეის მოდელებიც კი (КIA). მესამე, შესაძლებელია ევროპული ავტომწარმოებლების – იტალიური სპორტული მანქანები (Ferrari), ინგლისური ყველგანმავალი (Land Rover) ან კლასიკური Jaguar მანქანების მოძიება.
ხოლო ფრანგული ავტომრეწველობა, რასაც ჰქვია "absent". რა თქმა უნდა, შეიძლება რარიტეტული ვარიანტების მოძიება, მაგრამ ეს მხოლოდ კოლექციონერებს თუ აინტერესებს. მოდით, გავერკვეთ ბაზარზე Peugeot, Citroën და Renault-ის და აგრეთვე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის აწყობილი ჩინური ბრენდებისა და მანქანების არარსებობაში.
მიზეზი 1. ფინანსური სირთულეები.
წინა წლის 80-იან წლებში ფრანგული ავტო მწარმოებლები აქტიურად მუშაობდნენ ევროპელ მყიდველებთან. PSA Peugeot Citroën ჯგუფმა ევროპაში ავტომობილების გაყიდვებისთვის Chrysler-ის სადილერო ქსელიც კი გამოისყიდა, მაგრამ მალევე დაეწყო სერიოზული ფინანსური სირთულეები. თითქმის ხუთი წელი ევროპის მეორე მწარმოებელი განიცდიდა ზარალს მაშინ, როდესაც იაპონელი ავტო მწარმოებლები იპყრობდნენ შეერთებულ შტატებს. ბოლოს და ბოლოს ფრანგებმა საბოლოოდ წააგეს თავისი ბრძოლა ამერიკულ ბაზარზე. თუმცა, გარკვეული დრო PSA Peugeot Citroën წარმოდგენილი იყო აშშ-ში პოპულარული ქალაქის სედანებითა და ხეჩბეკებით, მაგრამ ეს პერიოდი არ გაგრძელდა დიდხანს.
მიზეზი 2. ბრძოლა ამერიკელებსა და იაპონელებს შორის.
ავტომობილების ომების დროს ფრანგული ავტომობილები აღმოჩნდნენ ორ ცეცხლს შუა. ამერიკული და იაპონური ავტომწარმოებლები სთავაზობდნენ უკეთეს ავტომანქანებს დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით. PSA-მ კი მნიშვნელოვნად აწია თავისი მოდელების ღირებულება და ამ მაჩვენებლით აღმოჩნდა ლიდერების გვერდით. თუმცა ბევრი მაჩვენებლით ვერ “ქაჩავდა“ მოწინავე ადგილამდე. ტრადიციულად, მშიერი ომის შემდგომი პერიოდიდან ფრანგი ინჟინრები აპროექტებდნენ ავტომობილებს ნაკლებად მძლავრი ძრავებით, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარდნენ. ავტომობილის საიმედოობის საზიანოდ ლითონზეც ცდილობდნენ გაეკეთებინათ ეკონომია. შედეგად, ფრანგული ავტომობილი გადიოდა 200 ათ. მილს, ხოლო იაპონური – 250 ათასს, იმის გათვალისწინებით, რომ არ ჩამოუვარდებოდა მას ეკონომიურობაში (და აჭარბებდა კიდეც ამ მაჩვენებლით 10-15%-ით).
შედეგი სავალალო: აშშ-ში შეწყვიტეს ევროპული ავტომობილების შეძენა.
მიზეზი 3. ადგილობრივი კომპანიების ინტერესების დაცვა.
90-იან წლებში აშშ-ში მიღებულ იქნა მკაცრი საკანონმდებლო ზომები, რომლებიც იცავდნენ ამერიკელი ავტომწარმოებლების ინტერესებს. ბაჟი ავტომობილების იმპორტზე ყველაზე მეტად რატომღაც აისახა PSA-ზე. ეს მით უმეტეს გასაოცარია, რადგან ზოგადად, ბოლო წელი ფრანგული საავტომობილო მრეწველობა მუშაობდა უფრო წარმატებით ვიდრე იტალიური, რომ აღარაფერი ვთქვათ თითქმის მკვდარ ბრიტანულ მრეწველობაზე, რომელიც ახლა ეკუთვნის და იმართება გერმანელების (Mini, Bentley, Rolls Royce, Vauxhall), ინდოელების (Jaguar и Rover) და ჩინელების მიერ (MG).
მიზეზი 4. ამერიკელების უსიყვარულობა ფრანგული უცნაურობების მიმართ.
აშშ-ს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პიეტეტის გარეშე უყურებს ფრანგულ ავტომობილებს მათი უჩვეულო გარეგნული იერის გამო (გაიხსენეთ თუნდაც Citroen DS-ის დიზაინთან დაკავშირებული ექსპერიმენტები). ამერიკელებმა ვერ მიიღეს ეგზოტიკური ფრანგები - ისინი ზედმეტად მკვეთრად ცვლიდნენ მათ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ავტომობილი. მძღოლები აშშ-დან მიჩვეულნი არიან ყველგანმავლებს და პიკაპებს, მინიატიურული სედანები და უნივერსალები მათ აბნევდნენ.
ის, რაც უნდა მოწმობდეს პროგრესზე - ფრანგი ინჟინრები პოპულარული მოდელების მოდერნიზაციით კი არ იყვნენ დაკავებულნი, არამედ თითოეულ მოდელს “ნულიდან“ აწყობდნენ - გახდა აშშ-ს საავტომობილო ბაზრიდან PSA-ს გაქცევის მიზეზი.
მიზეზი 5. უსაფრთხოების დაბალი დონე.
კონკურენტული ბრძოლა აშშ-ში ფრანგებმა წააგეს არამხოლოდ ტექნიკურ ნაწილში. საქმე იმაშია, რომ 90-იანი წლებში აშშ-ში სერიოზულად შეიცვალა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტები. ამერიკელები მომთხოვნები გახდნენ ევროპული მანქანების მიმართ. ავტომწარმოებლებს მოუწიათ სწრაფი გადაწყობა და სპეციალურად ჩრდილოამერიკული რეგიონისთვის მოდელების ახალი ხაზის შექმნა. იაპონურმა და ზოგიერთმა ევროპულმა ბრენდმა ეს სწრაფად შეძლო. სიტროენმა, პეჟომ და რენომ “დაამუხრუჭეს“ და შედეგად დაუთმეს მათი ადგილი უფრო ოპერატიულ კომპანიებს.
რატომ არ არის აშშ-ში ავტომობილები ჩინეთიდან?
აშშ-ში არ არის ავტომობილები ჩინეთიდან. მიზეზი ზედაპირზეა: იმპორტის ნიშა წარმატებით აითვისეს იაპონურმა და კორეულმა მწარმოებლებმა. გარდა ამისა არც ერთმა ჩინურმა კომპანიამ არ წარუდგინა აშშ-ს მთავრობას ქვეყნის ტერიტორიაზე გაყიდვისთვის ნებადართული (ანუ უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურობის თვალსაზრისით კანონმდებლობის ნორმების შესაბამისი) ავტომობილი. კიდევ ერთი მიზეზი: აშშ-ს ყველა შტატში მოქმედებს კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ ახალი ავტომობილების გაყიდვა ხორციელდებოდეს მხოლოდ რეგისტრირებული სადილერო ცენტრების მეშვეობით. ეს ის პრობლემაა, რომელიც ვერ გადაწყდება ერთ დღეში.
სამართლიანობისთვის ვთქვათ, რომ Volvo S60-ის (ან Buick Envision, Cadillac CT6 Hybrid) შეძენისას თქვენ იძენთ ავტომობილს, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ჩინეთთან. მაგალითად, Volvo ეხლა ეკუთვნით ჩინელებს.
"უნივერსალები" და დიზელი.
აგრეთვე აშშ-ში თითქმის არ არის ავტომობილები დიზელის მატარებლითა და ე.წ. "უნივერსალები". კი, ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული VW Golf უნივერსალის ძარით, მაგრამ არ არის ასეთივე, მაგალითად, VW Passate. ეს არ არის საჭირო, ვინაიდან სადილერო ცენტრებში არის მძლავრი და ტევადი ყველგანმავლების დიდი არჩევანი.
რაც შეეხება ამერიკაში დიზელის ძრავების არაპოპულარობას, ეს მარტივად აიხსნება: გადასახადი დიზელის საწვავზე გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე გადასახადი ბენზინზე. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ უდავოდ, იგი მთავარია.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში