ელექტრომობილების მეორე მხარე ": მომავლის ტრანსპორტის შეძენის "პლიუსები" და "მინუსები"
გავა სულ ცოტა დრო და აღარ იქნება არც დიზელი, არც ბენზინის ძრავები - მხოლოდ ელექტროკარები. ამ ავტომობილებს აქვთ როგორც პლიუსები, ასევე მინუსები, წერს Сaranddriver.com და სთავაზობს მათი ძირითადი ნაწილის განხილვას.
უპირველეს ყოვლისა შეგახსენებთ, თუ როგორია ელექტრომობილები:
-
აკუმულატორის (BEV) – ქვთ ერთიდან ოთხ ელექტროძრავამდე, რომელიც, როგორც წესი, იკვებება დიდი ტევადობის ერთი აკუმულატორიდან. თავის მხრივ, ის იმუხტება გარედან - მაგალითად, სახლის ელექტრული ქსელიდან. რაც უფრო დიდი აკუმულატორის ბატარეების ტევადობა, მით უფრო დიდი მანძილის გავლა შეუძლია ავტომობილს დამუხტვებს შორის.
-
ჰიბრიდული (HEV, МHEV) – წვავს წიაღისეულ საწვავს შიდა წვის ძრავის კვებისთვის, რომელიც ავტომობილის მოძრაობის უზრუნველყოფის გარდა გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. მანქანა ახდენს მის აკუმულაციას და იყენებს შიდა წვის ძრავთან წყვილში მომუშავე ელექტროძრავის კვებისათვის.
-
მიერთებული ჰიბრიდული (PHEV) – იყენებს იგივე კვების სქემას, რაც ჰიბრიდული, მაგრამ დამუხტვის პორტის წყალობით შეიძლება დაიმუხტოს გარე წყაროდან. იძლევა მოკლე დისტანციებზე ელექტროწევაზე გადაადგილების შესაძლებლობას. თუ ბატარეა განმუხტულია, PHEV იყენებს ბენზინის ძრავას, რომელიც ამავდროულად არის გენერატორი და კვების წყარო.
-
წყალბადის საწვავის ელემენტებზე (HFCV, FCEV) – იყენებს სპეციალურ წყალბადის საწვავის ელემენტებს, რომლებიც ჟანგბადთან ქიმიურ რეაქციაში შესვლის შედეგად გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, რომელიც კვებავს სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავს.
ელექტრიფიკაციის კომპრომისები
მთელი მსოფლიოს ანალიტიკოსები და მწარმოებლები ფსონს დებენ აკუმულატორის ელექტრომობილებზე, რომლებიც, მათი აზრით მომავლის არჩევანია. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ხომ აწმყოში ვართ. ეს არის საავტომობილო დარგში დიდი ცვლილებების დრო, თუმცა ავტომოყვარულებისათვის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ავტომობილები კვების სხვადასხვა წყაროთ.
ელექტრმობილები ეკოლოგიურად უსაფრთხოა, ჩუმი და მძლავრია, გააჩნიათ მაბრუნებელი მომენტი. მაგრამ ისინი ძვირი, მძიმეა და დამოკიდებულია შეზღუდულ დამუხტვის ინფრასტრუქტურაზე (თუმცა, ეს გამოსწორებადია).
ამის მიუხედავად, თქვენი მომდევნო ავტომობილის “ელექტრიფიკაციის“ არჩევანი - ერთგვარი კომპრომისია, რომელმაც უნდა დააკავშიროს თქვენი მოლოდინები და რეალობა.
წყალბადი – ყველასთვის არ არის
მათს, ვინც ეძებს ელექტრომობილებს მავნე გამონაბოლქვების გარეშე ამჟამად არსებობს ორი ვარიანტი: ელექტრომობილები ბატარეებზე (BEV) ან წყალბადის საწვავის ელემენტებზე (HFCV, FCEV). წყალბადისა და ჟანგბადის ქიმიური რეაქციის შედეგად ეს უკანასკნელი ამოიფრქვევს ატმოსფეროში წყლის ორთქლს (რომელიც სრულიად უვნებელია გარემოსთვის).
სამწუხაროდ, შეზღუდული წყალბადის ინფრასტრუქტურა ართულებს HFCV-ის შევსებას. მაგალითად, აშშ-ში მყიდველებს სთავაზობენ მხოლოდ HFCV-ს – სედანს Toyota Mirai და ყველგანმავალს Hyundai Nexo. ის მხოლოდ კალიფორნიაში არის გაყიდვაში - ერთადერთ ამერიკულ შტატში, სადაც არსებობს H2 დამატების რაღაცა ინფრასტრუქტურა მაინც.
ამდენად, BEV – ერთადერთი ვარიანტია “ეკოლოგიური“ ავტომობილების შეძენის მსურველი მძღოლების უმეტესობისათვის.
ჰიბრიდების პლიუსები და მინუსები
პლიუსები.
+ ჰიბრიდები ეკონომიურია; არ არსებობს მძღოლის ჩვენების შეცვლის საჭიროება
ჰიბრიდები არ საჭიროებენ, რომ თქვენ შეცვალოთ მართვის ჩვევები საჭესთან. ასეთი ავტომობილები არ არის დამოკიდებული ელექტოობაზე შიდა წვის ძრავების წყალობით, რომელთა საწვავის მოძიება მარტივია ნებისმიერ გასამართ სადგურზე. PHEV-ს ყველაფერი ანალოგიურად აქვს, ის სთავაზობს თავის მფლობელებს სრულფასოვანი ელექტრომობილების სამყაროში ჩაძირვის შესაძლებლობას: ბატარეის სავალდებულო დამუხტვით და (ხანდახან) მხოლოდ ელექტროწევაზე მოძრაობით.
+ PHEV შესაფერისია სამუშაოზე ჩვეულებრივი მგზავრობისათვის
აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით, სამუშაო ადგილზე ამერიკელი მძღოლების მგზავრობის საშუალო დრო შეადგენს 28 წუთამდე დღეში მხოლოდ ერთი მიმართულებით. PHEV, როგორიცაა Toyota RAV4 Prime ან Kia Sorento Plug-in Hybrid, შეიძლება გაიაროს 45-დან 60 კილომეტრამდე მხოლოდ აკუმულატორზე. ასეთ PHEV-ში ბენზინი იხარჯება მხოლოდ ხანგრძლივი მგზავრობისას.
+ არ გიწევთ დამუხტვაზე ნერვიულობა
შეუძლებელია ელექტრონების კალათის (ყოველ შემთხვევაში ამჟამად) შეძენა გაუდენურებული ელექტრომობილისთვის. სამაგიეროდ შეიძლება რამდენიმე ათეული ლიტრი ბენზინის შეძენა HEV ან PHEV-ს მწყობრში მოსაყვანად. ბენზინის გასამართი სადგურები არის ყველაზე მიუვალ ადგილებშიც კი.
მინუსები.
– შიდა წვის ძრავის ტექნიკური მომსახურება
სანამ ბორტზე არსებობს შიდა წვის ძრავის, ჰიბრიდული და მიერთებული ჰიბრიდული ავტომობილები, კვლავინდებურად საჭიროებენ ტექნიკური მომსახურებას როგორც ბენზინის ძრავის სხვა ავტომობილები. ამავდროულად ელექტროძრავები საჭიროებენ გაცილებით ნაკლებ ყურადღებასა და სერვის-მომსახურებას.
– წიაღისეული საწვავის წვა
ბენზინ-ელექტრული ჰიბრიდები წვავენ წიაღისეული საწვავს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლავ დააბინძურებენ ატმოსფეროს გამონაბოლქვით. მომხმარებლებმა შეიძლება თავი აარიდონ შიდა წვის ძრავის ამუშავებას, მაგრამ ადრე თუ გვიან გარდაუვლად დადგება ჩართვის საჭიროება.
წყალბადის საწვავ ელემენტებზე არსებული ექტრომობილების პლუსები და მინუსები
პლუსები.
+ ეს ტექნოლოგია მუშაობს!
Toyota Mirai-ს, რომელიც შემოთავაზებულია გაყიდვაში მხოლოდ კალიფორნიაში, აქვს დაახლოებით 640 კმ სვლის მარაგი და შეიძლება დაიმუხტოს ისევე სწრაფად, როგორც ბენზინის ძრავიანი ავტომობილი. ის ისევე მდოვრედ მოძრაობს, როგორც ელექტრომობილი, ხოლო მომსახურებაში PHEV-ზე უფრო მარტივია.
მინუსი.
– და სად უნდა გაიმართოს?
ელექტრული დამუხტვის ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე შექმნილია და ნელ-ნელა ვითარდება, მაგრამ წყალბადის ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია. ამ მიზეზით ეხლა ძალიან ცოტაა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია HFCV-ის გამოყენება – ისეთ მოწინავე (ტექნიკური თვალსაზრისით) ქვეყანაშიც კი, როგორიცაა აშშ.
აკუმულატორის ექტრომობილების პლუსები და მინუსები
პლუსები.
+ წარმადობა და სიმძლავრე.
BEV შეიძლება ელვასავით სწრაფი იყოს. უბრალოდ შეხედეთ Rivian R1T-ს, სამ ტონაზე მეტი წონის ელექტრული პიკაპი სულ რაღაც 3 წამში ავითარებს 100კმ~სთ-მდე სიჩქარეს!
მაგრამ ელექტროძრავის უპირატესობები არ შემოიფარგლება სწორხაზოვანი აჩქარებით. ფანტასტიკური მაბრუნი მომენტის წყალობით უფრო მოკრძალებული ეექტროკარების ეკექტროძრავებიც კი, როგორც წესი, მხნედ გრძნობენ თავს ტიპიურ საგზაო ვითარების უმეტესობაში - შუქნიშანზე სწრაფი სტარტიდან ჩქაროსნულ გზატკეცილზე დამაჯერებელი გადასწრების ჩათვლით.
+ ექსპლუატაციის ეკოლოგიურობა
არ არის გამონაბოლქვი აირები და ეს ელექტროძრავების კიდევ ერთი წონადი პლიუსია. რასაკვირველია, ის თუ რამდენად უფრო სუფთაა ელექტრომობილი მის ბენზინის თანამოძმესთან შედარებით დამოკიდებულია რიგ ფაქტორზე. მაგალითად, თუ ადგილობრივი ელექტროსადგური გამოიმუშავებს ელექტროენერგიას წიაღისეული საწვავის ხარჯზე, თქვენი ტრანსპორტის ეკოლოგიურობა კითხვის ქვეშ არის. სხვა საქმეა, როდესაც ამოქმედებულია ენერგოსისტემასთან მიერთებული მზის და ქარის ფერმები.
+ ავტომობილის უფრო მარტივი და იშვიათი მომსახურება
იმის გამო, რომ ელექტროძრავში შიდა წვის ძრავთან შედარებით არის ნაკლები მოძრავი ნაწილი, ელექტრომობილები ბენზინისა და დიზელის მანქანებთან შედარებით არ არიან მომთხოვნები რეგულარული მომსახურების საკითხში.
რეკუპერაციული დამუხრუჭების (ელექტრომობილები) გამოყენების წყალობითელექტროკარების მუხრუჭები უფრო დიდხანს არის ექსპლუატაციაში შიდა წვის ძრავიან მანქანებთან შედარებით.
მინუსები.
– ბატარეის ფასი
აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ელექტრომობილის აკუმულატორის ბატარეის მოსალოდნელი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 10-დან 12 წლამდე. თუმცა აკუმულატორის ბატარეები შეიძლება იმუშაოს ნავარაუდევ დროზე მეტი. მაგრამ შეიძლება ნაკლებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, აკუმულატორის ბატარეის გამოცვლა მისი რესურსის ამოწურვის შემდეგ საკმაოდ ძვირი დაგიჯდება. საუბარია ათასობით და ათობით ათას დოლარზე. რასაკვირველია, ეს თანხა თანდათან შემცირდება, მაგრამ სავარაუდოდ არც ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა.
– დამუხტვასთან დაკავშირებული სირთულეები
ელექტრომობილების დამუხტვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა ამერიკასა და ევროპაში ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია. ხელმისაწვდომი დამუხტვის მოწყობილობის მოძიება, რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავ საზოგადოებრივ ადგილებში მომუშავე მოწყობილობებზე, პრობლემას წარმოადგენს. უფრო იაფია ელექტროკარის სახლში დამუხტვა. მაგრამ ეს ყოველთვის ხომ ვერ ხერხდება...
– ბუქსირებასთან დაკავშირებული საკითხები
აშშ-ში დამუხტვის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები რთულდება როდესაც მოითხოვება ბუქსირება. პიკაპების ისეთ მოდელებს როგორიცაა Ford F-150 Lightning და Rivian R1T შეუძლიათ 4-5 ტონის წონის მისაბმელის ბუქსირება. მაგრამ EPA -ს რეიტინგის შესაბამისად, მათი სვლის მარაგი თითქმის 2/3 მცირდება 2,8 ტონის წონის ბუქსირებისას. შორს მძიმე მისაბმელით ელექტროკარზე ვერ წახვალთ. შორის მოგზაურობის მოყვარულებს მოუწევთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე გადაჯდომა.
– დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები
ეს არ წარმოადგენს პრობლემას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მაგრამ სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ელექტრომობილების დაზღვევა საშუალოდ 23% უფრო ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილების შემთხვევაში. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს მანქანები უფრო ძვირია. ეს ეხება არამხოლოდ BEV-ს, არამედ HEV, PHEV-ს და მით უმეტეს HFCV და FCEV-ს.
წყარო: Сaranddriver.com, Metromile.com.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში