მინივენი თუ ყველგანმავალი: რომელია უკეთესი ოჯახისთვის?
გარეგნულად, ამერიკული მინივენები და ყველგანმავალი ცოტათი მსგავსია, მაგრამ ტრანსმისიის თავისებურებების გამო, ისინი განსხვავებულად დადიან, იმართებიან და ამუხრუჭებენ კიდეც. მათი სალონები ასევე არ არის ერთიანი ტევადობისა და გააჩნიათ განსხვავებული საწვავის მადა. და ამ მანქანებიდან რომელი უნდა აირჩიოთ საოჯახო მანქანის სახით? მოდით მოვუსმინოთ თუ რას ამბობენ Сolumbus-ის სპეციალისტები.
ამერიკულ ბაზარზე ძალიან ბევრი „საოჯახო“ მანქანაა, მაგრამ, როგორც წესი, საქმე ეხება არჩევანს საშუალო ზომის ორ რიგიან კროსოვერებს, მათ სრული ზომის სამრიგიან თანამოძმეს, ყველა ჯიშისა და ზომის ყველგანმავლებს და ამერიკის საოჯახო ხატს - მინივენებს შორის.
ტევადობის თვალსაზრისით, მინივენები და ჯიპები (იშვიათად - სამ რიგიანი კროსოვერი) ყველაზე შესაფერისია საოჯახო მანქანების როლისთვის.
თითოეულ ტიპის ავტომობილს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ თქვენი ოჯახისთვის შესაფერისი მანქანის არჩევა დამოკიდებულია მთელ რიგ გარემოებებზე.
მოდით შევხედოთ ავტომობილის მახასიათებლებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
კროსოვერები VS მინივენები: საკვანძო განსხვავებები
მინივენები და ყველგანმავლები აგებულია პლატფორმებზე, რომლებსაც ცოტა რამ აქვთ საერთო.
დავიწყოთ ამერიკული ყველგანმავლებით. ეს სატვირთო პიკაპის მემკვიდრეებია: ავტომწარმოებლებმა აიღეს მსუბუქი სატვირთო მანქანის ჩარჩო და დაამონტაჟეს მასზე დახურული ძარა სავარძლების ერთი ან ორი დამატებითი რიგით.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი არ დგას ერთ ადგილზე, ამერიკული ყველგანმავლების ახალი თაობა ინარჩუნებს თავისი მოუხერხებელი წინაპრების ჩვევებს. ეს არის ჩარჩოს კონსტრუქციაც (თუმცა გამონაკლისები მაინც არსებობენ - მაგალითად, Jeep Grand Cherokee) და ძალური დანადგარების სიმძლავრე და მაღალი გამავლობა და შთამბეჭდავი გაბარიტები.
მათი ზომებიდან გამომდინარე, ყველგანმავლები ადვილად იტევენ დიდი რაოდენობით ტვირთს და 8-9 მგზავრამდე. მაგრამ ამ ავტომობილებს ასევე უარყოფითი მხარე აქვთ: ძრავების გაუმაძღრობა, პარკირების პრობლემები და არც ისე კარგი მართვადობა და დამუხრუჭების ეფექტურობა.
მინივენები მოკლებულნი ამ პრობლემებს, რადგან ისინი აგებულია მსუბუქ და არა სატვირთო პლატფორმაზე. მათ შემთხვევაში წინა ამძრავი სტანდარტად ითვლება (თუმცა სრულ- ამძრავიც გვხვდება - ვთქვათ, Toyota Sienna-სა და Chrysler Pacifica-ს მსგავს მოდელებზე) და ყველგანმავლებთან შედარებით გაცილებით მცირე გაბარიტები.
ეს უკანასკნელი გარემოება დადებითად მოქმედებს მართვადობაზე, დამუხრუჭებაზე და აადვილებს პარკირებას. შეგრძნებებით მინივენით მოგზაურობა უახლოვდება მსუბუქი ავტომობილით მგზავრობასთან და გაცილებით იაფია SUV-თან შედარებით. თუმცა, საწვავის დაზოგვის მიღებით, მოგიწევთ დაივიწყოთ მძლავრი ძრავა.
ორი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების აქვს რაღაც საერთო: ელექტრონული ასისტენტების და აქტიური უსაფრთხოების სისტემების სიუხვე.
მინივენები: მთავარი თავისებურებანი
მინივენი, კროსოვერებისა და ყველგანმავლებისაგან განსხვავებით, არ არიან სუპერ მოდური ავტომობილები. ეს წმინდა უტილიტარული ავტომობილია - და ამ მხრივ მას არ აქვს ტოლი. მიკროავტობუსების პრაქტიკულობის გაზრდის მიზნით, ინჟინრებმა მოიფიქრეს რამდენიმე ჭკვიანური მოწყობილობა, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ.
• სალონის ზომა და ძარას დიზაინი
მინივენის კაპოტის პრაქტიკულად მოხსნით და ძარას რაც შეიძლება შორს წაწევით, ინჟინერებმა მიაღწიეს ავტომობილის შიდა სივრცის მნიშვნელოვან გაზრდას, რომელსაც ვერც ერთი ყველგანმავალი ან კროსოვერი - თუნდაც ისეთი სამრიგიანი გიგანტები, როგორიცაა Chevrolet და Ford Expedition ვერ გაუწევს კონკურენციას.
ამაში მარტივად შეგიძლიათ დარწმუნდეთ უბრალოდ სავარძლების მეორე და მესამე რიგის დაკეცვით. თუ ამას Suburban-ში გააკეთებთ, მიიღებთ 3398 ლიტრ სატვირთო ადგილს. ხოლო Chrysler Pacifica მინივენში - 3979 ლიტრს. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ Pacifica მოკლეა Chevy-ზე ნახევარ მეტრზე მეტით.
მინივენები ასევე ხშირად გვთავაზობენ უფრო მეტ ადგილს ფეხისთვის, განსაკუთრებით მესამე რიგში, ვიდრე ყველაზე დიდი ყველგანმავლები.
ზემოთქმულს, უნდა დავამატოთ, რომ თანამედროვე მინივენები სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან კროსოვერებსა და ყველგანმავლებს. მაგალითად, შეხედეთ Kia Carnival-ს. მწარმოებელი პოზიციონირებს მას, როგორც მრავალმიზნობრივ ავტომობილს, მაგრამ Carnival-ის მართკუთხა ძარა საეჭვოდ ჰგავს ძალიან წაგრძელებულ კროსოვერს (რომლის ბაზაზეც ის, ფაქტობრივად, შეიქმნა - მას იგივე პლატფორმა აქვს, რაც Kia Sorento -ს) .
• საწვავის მოხმარება
მინივენები გაცილებით ეკონომიური და კომპაქტურია ვიდრე ყველგანმავლები. ამავდროულად, მათ შეუძლიათ უფრო მეტი მგზავრის განთავსება, ვიდრე სრული ზომის SUV-ს და საწვავის მოხმარების თვალსაზრისით შედარებადია საშუალო ზომის კროსოვერებთან.
ჰიბრიდულ Toyota Sienna-ს აქვს ლილიპუტის საწვავის მადა - 6,5 ლ/100 კმ-მდე. Chrysler Pacifica ხელმისაწვდომია როგორც მისაერთებელი ჰიბრიდი, საწვავის მოხმარებით 8 ლ/100 კმ-მდე. კიდევ 50 კილომეტრს მანქანას გაივლის ელექტროწევაზე.
Honda-ს, Toyota-ს, Kia-სა და Chrysler-ის სტანდარტული V6 ბენზინის ძრავებიც კი უფრო ეკონომიურია, ვიდრე ტრადიციულ ყველგანმავლებზე დამონტაჟებულ ძრავებთან შედარებით. მაგალითად, Honda Odyssey "ხრაპავს" 8,5 ლიტრს გზატკეცილზე და 10,5 ლიტრს - ქალაქში.
• გასაწევი სამგზავრო კარები
მინივენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება და ამავდროულად უპირატესობას წარმოადგენენ სამგზავრო კარები. თქვენ ვერ ნახავთ მათ კროსოვერებსა და დიდ ყველგანმავლებზე. იმავდროულად, ისინი მოსახერხებელია, რადგან ზრდიან კარის ღიობს, აადვილებენ ნივთების ჩატვირთვას და მგზავრების ჩასხდომას/გამორთვას (განსაკუთრებით ვიწრო პარკინგზე).
იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ მიკროავტობუსს აქვს სავარძლები, რომელიც შეიძლება მოიხსნას ან მთლიანად დაიკეცოს (როგორც Chrysler's Stow and Go სისტემა, რომელიც სავარძლებს იატაკში მალავს), თქვენ გაქვთ შესანიშნავი გადაწყვეტა ნაყარი ნივთების გადასატანად.
აშშ-ში ბევრ მინივენს აქვს უკანა კარები ელექტროამძრავით. მათი მართვა შესაძლებელია უშუალოდ მძღოლის სავარძლიდან არსებულ ღილაკზე დაჭერით - კიდევ ერთი პლუსი კარმას.
• უნიკალური ფუნქციები
უახლესი მინივენები გვთავაზობენ სპეციალურად საოჯახო ავტომობილებისათვის შექმნილ ფუნქციებს. ზოგიერთი მათგანი უნიკალურია თავისი კლასისთვისაც კი.
მაგალითად, ჩაშენებული ავტომობილის მტვერსასრუტი Chrysler-ის და Honda-ს შემთხვევაში. ან Toyota Sienna-ში დამონტაჟებული შიდა კავშირის სისტემა, რომლის წყალობითაც უკან მჯდომ მგზავრებს მარტივად შეუძლიათ მძღოლთან კომუნიკაცია.
გასართობი სისტემები უკანა სავარძლებზე მჯდომი მგზავრებისათვის ხელმისაწვდომია თითქმის ყველა მინივენში. Chrysler-ს კი ბავშვების განკარგულებაში აქვს თამაშები და საგანმანათლებლო აპლიკაციებიც კი.
მინივანებში, როგორც წესი, უფრო მეტი მგზავრების ადგილია სამრიგიან ყველგანმავლებთან შედარებით. და არის სავარძლების გამოყენების უფრო მეტი ვარიანტი - შესაძლებელია მათი დაკეცვა, გაშლა, მოხსნა.
ვთქვათ, Kia Carnival-ში მეორე რიგის სავარძლები ადვილად ბრუნავს 180 გრადუსით, ამასთანავე ცენტრალური სავარძელი შეიძლება დაიკეცოს და მაგიდად აქცეს. ან საერთოდ მოიხსნას.
• ფასი
როგორც წესი, ყველგანმავლები ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე მინივენები, განსაკუთრებით ახალი მოდელების შემთხვევაში; SUV-ის ფასი $50 ათასიდან იწყება. ახალ მინივენზე იგივე თანხის დასახარჯად მოგიწევთ მისი უამრავი დამატებითი ფუნქციით ან ექსკლუზიური ძარით შევსება, რადგან აშშ-ში მინივენების ღირებულება $30 ათასიდან იწყება. ასე, Kia Carnival-ის მინიმალური ღირებულება $33 200, ხოლო Toyota Sienna-ს – $37 185.
Chrysler Pacifica და Honda Odyssey უფრო ძვირია, მაგრამ “დამატებითი“ ფუნქციების შემთხვევაშიც კი $50 ათასზე ნაკლები დაჯდება.
ყველგანმავლები: მთავარი თავისებურებანი
მინივენი პრაქტიკულობის ჩემპიონია, მაგრამ ყველგანმავალი ბევრად არ ჩამოუვარდება მას. და რა თქმა უნდა შეუძლია გააკეთოს ის, რაც მინივენისთვის შეუძლებელია. ეს არის სხვა სახის მუშა ცხენი, რომელიც პირველ რიგში განკუთვნილია ცუდ გზებზე ბუქსირებისა ან მოგზაურობისთვის.
• ბუქსირების შესაძლებლობები
მინივენი ვერ შეძლებს თქვენი ნავის ან კემპერის ბუქსირებას. თუ თქვენ გჭირდებათ 2 ტონა ტვირთის გადატანა A წერტილიდან B წერტილამდე, დაგჭირდებათ ყველგანმავალი. ასეთი შემთხვევებისთვის ჩარჩოს კონსტრუქცია და მძლავრი V8 ძრავები -ზუსტად შესაფერისია.
Chevy Tahoe-ს, Ford Expedition-ს, GMC Yukon-ს, Nissan Armada-ს და Toyota Sequoia-ს ადვილად შეუძლიათ 2,5-დან 4 ტონამდე ტვირთის ბუქსირება.
უფრო პოპულარული და ნაკლებად პატარა ყველგანმავლები, როგორიცაა Ford Explorer და Jeep Grand Cherokee, ასევე “გადაუჯოკრავენ“ ნებისმიერ მინივენს. მაგალითად, Dodge Durango-ს ადვილად შეუძლია 3,9 ტონის, Grand Cherokee-ს - 3,2 ტონამდე, Nissan Pathfinder და Ford Explorer 2,7 ტონას ბუქსირება.
• ძრავას სიმძლავრე
ძალური აგრეგატების ხელმისაწვდომი ფართო არჩევანის წყალობით, ყველგანმავალი შეიძლება მორგებული იყოს კონკრეტულ ამოცანებზე.
ტურბოჩაბერვიანი ოთხცილინდრიანი ძრავები შემოთავაზებულია სტანდარტულ კომპლექტაციებში (Ford Explorer), V8 ძრავები (არჩევითია) Chevrolet Tahoe-სა და Suburban-თვის, ხოლო ორმაგი ტურბოჩაბერვიანი V6 ძრავა ხელმისაწვდომია დახვეწილ Ford Expedition-ში.
გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე ძალიან სწრაფი SUV, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე სპორტული ავტომობილი მტვრის ღრუბელში უკან დატოვონ. ტიპიური მაგალითი - Jeep Grand Cherokee Trackhawk 707-ძალური ძრავით.
ერთი საფეხურით დაბლა დგას 475-ძალური Dodge Durango SRT; საშუალო ზომის Ford Explorer-ს ST კომპლექტაციაში გააჩნია 400 ცხ.ძ. ძრავა.
• კომპლექტაციები
მინივენების მსგავსად, ბევრი სამრიგიანი ყველგანმავალი ტოპ-კომპლექტაციაში აღჭურვილია მეორე რიგის კაპიტნის სავარძლებით. დამატებითი კომფორტის გარდა, ეს სავარძლები უზრუნველყოფენ ადვილ წვდომას მესამე სამგზავრო რიგში. მაგალითად, ეს სავარძლები დამონტაჟებულია Kia Telluride, Honda Pilot და Toyota Highlander-ში.
• სრული ამძრავი
სრული ზომის SUV-ებმა მათი გამავლობის შესაძლებლობების წყალობით მოიპოვეს პრაქტიკული ავტომობილების რეპუტაცია. სრული ამძრავი ბევრს ნიშნავს, როდესაც ასფალტიდან გადადიხართ. ზოგჯერ, თუ თქვენ ქალაქგარეთ ცხოვრობთ, SUV უბრალოდ აუცილებელია.
ზოგიერთი ყველგანმავალი, როგორიცაა Jeep Wrangler და Toyota 4Runner - მძლავრი მანქანებია, რომლებმაც შესანიშნავად გამოიჩინეს თავი რთულად გამავალ მარშრუტებზე.
"გოლიათი" Tahoe და Expedition ვერ გაივლიან გამოცდას სერიოზულ მუგზოობაზე, მაგრამ კომფორტულად გადაიყვანენ მგზავრებს დანგრეულ გრუნტის გზებზე.
წვიმასა და ტალახში, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ჩვეულებრივი ყველგანმავალი კარგი საგზაო ღრეჩოთი მინივენზე უკეთესია.
• სრულად ელექტრო
Chrysler Pacifica Hybrid - მისაერთებელი ჰიბრიდული მოდელი და ერთადერთი ელექტრიფიცირებული მინივენი. მაგრამ თუ თქვენ ეძებთ ელექტროკარს ყველგანმავლებს შორის, არჩევანი გაცილებით დიდია: Kia EV6, Ford Mustang Mach-E, Tesla Model X, Subaru Solterra. და ეს "ელექტრო ჯარი" აგრძელებს ზრდას.
• სიმდიდრე
თუ რაიმე განსაკუთრებულს ეძებთ მინივენებს შორის, შეგიძლიათ შეიძინოთ დახვეწილი Sienna ან Pacifica $50 ათასად ან მეტ ფასად. ეს მართლაც კარგი ავტომობილებია, მაგრამ თუ გსურთ ნამდვილი ფუფუნება, წადით იქ, სადაც ყიდიან ყველგანმავლებს.
Lincoln Navigator და Cadillac Escalade, Mercedes-Benz G-Class და ოდნავ ნაკლებად მძლავრი GLS-Class, Porsche Cayenne და Tesla Model X და ფუფუნების სამყაროს მწვერვალი ბორბლებზე - Bentley Bentayga, Rolls-Royce Cullinan და Lamborghini Urus - პრობლემები ძვირადღირებული SUV-ის ასორტიმენტთან დაკავშირებით ნამდვილად არ არსებობს.
და რომელია სჯობს?
8-9 მგზავრის მთელი მათი ბარგით გადაყვანის შესაძლებლობის გარდა, მინივენსა და ყველგანმავალს შორის საერთო ძალიან ცოტაა.
ერთი უფრო კომპაქტური და ეკონომიურია, მაგრამ სრულიად უსარგებლო გრუნტზე; მეორე - უზარმაზარი, ძალიან გაბრაზებული და, ფასის მიუხედავად, მზად არის ტალახის ზელვისთვის; ამ ერთს შეუძლია მძიმე ტვირთის გადატანა, მეორე - ბენზინზე საკმაოდ დიდ თანხას ზოგავს.
რომელი ავარჩიოთ?
თუ რაიმეს ბუქსირება გჭირდებათ, აფასებთ ფუფუნება სალონში და ძლიერ ძრავს კაპოტის ქვეშ - აიღეთ ყველგანმავალი. სანამ არ გამოჩნდება მინივენი, რომელსაც შეუძლია მინიმუმ 3-4 ტონის ბუქსირება და 700 ცხ. ძ. გამომუშავება, ყველგანმავალი შეუცვლელია. დიახ, თქვენ ვერ წაართმევთ მას ქარიზმას, რომელიც ასე აკლია ჩაპუტკუნებულ მინივენებს.
თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მინივენი უფრო შესაფერისია, როგორც საოჯახო ავტომობილი. ეს საუკეთესო არჩევანია მშობლებისთვის, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ. მასთან ცხოვრება მოსახერხებელი და მარტივია!
წყაროები: iSeeCars.com, Morries.com
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში