გამოიწერეთ ბიულეტენი

ჩინეთის გზაზე ევროპა დიდ “აერობუსს“ აყენებს

ჩინეთის გზაზე ევროპა  დიდ “აერობუსს“ აყენებს

ფოლკსვაგენი Renault და Stellantis იკვლევენ მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. ეს მათ საშუალებას მისცემს ერთობლივად აწარმოონ იაფფასიანი ელექტრომობილები და წარმატებით დაუპირისპირდნენ ჩინეთის ეკონომიკურ საფრთხეს. ასეთი გაერთიანება - ჩინურ ავტოინდუსტრიასთან კონკურენციაში გადარჩენისთვის ერთადერთი გზაა, თვლიან ეკონომისტები.

იმის პარალელურად თუ როგორ ჩინელი კონკურენტები და Tesla ავლენენ ევროპის უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებლების ნაკლოვანებებს, ძველი სამყაროში აცნობიერებენ ახალი ბიზნეს-სტრატეგიების შემუშავების აუცილებლობას, რომელსაც მოიგერიებს საავტომობილო შემოჭრას აღმოსავლეთიდან, აღნიშნავს Blomberg.


"სისხლიანი აბაზანის" წინ

უკვე “არსებობს აბსოლუტური გაგება, რომ მომავალში ჩინეთის მხრიდან კონკურენციისთვის მოუმზადებელი კომპანიები პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან“, - ამბობს კარლოს ტავარესი, 2021 წელს Fiat Chrysler Automobiles-ის (FCA) ფრანგულ Groupe PSA-სთან შერწყმის შედეგად შექმნილი კომპანია Stellantis-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

ადრე მან განაცხადა, რომ ევროპის საავტომობილო ინდუსტრია "სისხლიანი აბაზანა" ელის, თუ ის ვერ მოერგება მსოფლიო ავტო ბაზრის რეალობას. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა ელექტრომობილების დანერგვის შენელების გამო.

ბაზრიდან „ბენზინის მწურბელების“ გაძევება ვერაფრით ხერხდება, უკვე აშკარაა, რომ ელექტრომობილების გაყიდვები 2019 წლის შემდეგ მიმდინარე წელს ყველაზე ნელი ტემპით გაიზრდება.  

Tesla-სთვის ასეთი შენელება აქციების 20%-იანი ვარდნით დასრულდა; ამავდროულად, კომპანიამ დაკარგა საბაზრო კაპიტალიზაციის $150 მილიარდი (VW-ის ღირებულებაზე ორჯერ მეტი თანხა). 

ჩინეთთან კონკურენცია ფაქტიურად ჩვენს თვალწინ აძლიერებს ევროპელი ავტომწარმოებლების განვითარების დინამიკის შემცირებას. 


ევროპული პასუხის ძიებაში

ამასთან დაკავშირებით, ევროპული საავტომობილო კომპანიების ხელმძღვანელები განიხილავენ სხვადასხვა იდეებს: საწარმოო და კვლევითი რესურსების გაერთიანებიდან სხვა კონტინენტებზე ერთობლივი საწარმოების შექმნამდე. ცხადია, უახლოეს თვეებში გამოცხადდება ევროპული პასუხი ჩინეთს.

მაგრამ წარმატების ფორმულის მოძიება მყიდველების/მწარმოებლების სტიმულის კლების ფონზე უკიდურესად რთულია. ვითარებას ართულებს გაქირავების კომპანიების პოლიტიკა, რომლებიც უარს ამბობენ ელექტრომობილებზე სარემონტო ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო, ისევე როგორც მომხმარებლების ქცევა, რომლებიც სულ უფრო მეტად არიან იმედგაცრუებულნი მათ საფულეებზე გავლენის მქონე კლიმატის პოლიტიკით. 

არჩევნებმა აშშ-სა და ევროპაში შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს მიუღებლობას ელექტრომანქანების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან ევროკავშირში (EU) ამოქმედდება ემისიების უფრო მკაცრი ნორმები . მწარმოებლებს მოუწევთ აკუმულატორის ბატარეებზე მომუშავე მეტი მანქანის გაყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფინანსური სანქციები დაემუქრებათ. 

მარეგულირებელი ორგანოების მონაცემებზე დაფუძნებული Bloomberg-ის გაანგარიშების თანახმად, უარეს შემთხვევაში, Volkswagen AG-ს შეიძლება დაეკისროს 2 მილიარდ ევროზე მეტი (2,2 მილიარდი დოლარი) ოდენობის ჯარიმა.

იმავდროულად, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჩინელი მწარმოებლები შემოდიან ბაზარზე უფრო იაფფასიანი მოდელებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რიგი პარამეტრით ევროპულებზე მოდელებზე უკეთესია.

მაგალითად, BYD-ის Dolphin დაახლოებით 7000 ევროთი ნაკლები ღირს, ვიდრე ანალოგიური კომპლექტაციის მქონე VW ID.3, რომელსაც გერმანული ავტომწარმოებელი თავდაპირველად პოზიციონირებდა, როგორც "ელექტრომანქანების ეპოქის Beetle". 

ჩინელმა მწარმოებელმა დაადასტურა თავისი ევროპული ამბიციები ჟენევის ბოლო საავტომობილო შოუზე რამდენიმე ელექტრო მოდელის, მათ შორის ძვირადღირებული ყველგანმავლის ჩვენებით, რომელიც მიზნად ისახავს Mercedes-Benz G-Class-თან კონკურენციას.

ევროპელი ავტომწარმოებლების უუნარობამ შეიმუშავონ მოქმედი გეგმა B, შეიძლება გამოიწვიოს არეულობა ინდუსტრიაში. ეს სერიოზული საფრთხეა, ვინაიდან ავტომშენებლობა დასაქმებულია დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი; მასზე ევროკავშირის ეკონომიკის 7% მოდის.

„ჩვენ მილიარდები დავხარჯეთ იმისთვის, რომ ელექტრომობილობა შესაძლებელი ყოფილიყო“, - ამბობს ჰოლგერ კლაინი, გერმანული სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ZF Friedrichshafen AG-ის აღმასრულებელი დირექტორი, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 165,000 ადამიანი მთელ მსოფლიოში. - მაგრამ ახლა ჩნდება კითხვა: გვაჩვენეს კი სწორი გზა?”


საავტომობილო Airbus

Renault SA-ს გენერალური დირექტორი ლუკა დე მეო მხარს უჭერს ევროპული თვითმფრინავების მწარმოებლების მიერ შექმნილი ალიანსს, რომელმაც გააერთიანა აქტივები გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ბრიტანეთში, რათა Boeing-სთვის გაეწიათ კონკურენცია. 

ის ამტკიცებს, რომ „საავტომობილო აერობუსი“ ხელს შეუწყობს იაფფასიანი ელექტრომობილების შექმნის უზარმაზარი ხარჯების გაზიარებას და ამავდროულად მომგებიანი იქნება ფართომასშტაბიანი ვაჭრობისათვის.

ინტერესი დანახარჯების განაწილებისადმი გაიზარდა გასული წლის ბოლოს, როდესაც Renault-მა წარმოადგინა ქალაქის ელექტრომობილის კონცეფცია, რომელიც ეღირება 20000 ევროზე ნაკლები - VW ID.3-ზე ორჯერ იაფი. 

დე მეოს შემოქმედება შთაგონებულია კეი-ქარებით ( K-cars ). ამ პოპულარულ მინი-ავტომობილებს აწარმოებენ იაპონიაში რამდენიმე მწარმოებელი და მათ აქვთ სახელმწიფო მხარდაჭერა.

ტავარესი Stellantis-დან ღიად განიხილავს შერწყმასა და შთანთქმას. სხვა კომპანიების ხელმძღვანელები ყურადღებას ამახვილებენ თანამშრომლობის ნაკლებად რთულ ფორმებზე.

გასულ კვირას დე მეომ Renault-დან დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები ელექტრომობილის ერთობლივ პლატფორმაზე მიმდინარეობს "ყველა მიმართულებით".

„ჩვენ ღია ვართ წინადადებებისა და ინვესტიციებისთვის, რადგან ძალიან რთულია ფულის შოვნა პატარა ავტომობილებზე“, - ამბობს დე მეო, რომელიც ადრე მუშაობდა როგორც Volkswagen-ში, ასევე Fiat-ში. 

ჩინური „ავტოვირუსი“, რომელიც აწუხებს ევროპას, შესაძლოა გავრცელდეს აშშ-ში, სადაც General Motors და Ford Motor ასევე ამცირებენ ინვესტიციებს ელექტრო ავტომშენებლობაში და უკვე განაცხადეს, რომ გახსნილები არიან პარტნიორობისთვის. 

მეტიც, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, როგორც ამაზე ახლახან New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, განიხილავს შესაძლებლობას მწარმოებლებს მეტი დრო მისცეს ელექტრომობილების  წარმოებაზე გადასვლისთვის.

Volkswagen ცვიკაუში: რა ტანჯვაა!..

საინვესტიციო გეგმების შემცირებით, ავტომწარმოებლებმა მეტი ფული დაუბრუნეს აქციონერებს. GM-მა, Ford-მა და Stellantis-მა გასულ წელს საერთო ჯამში დახარჯეს $22.7 მილიარდი აქციების გამოსყიდვასა და დივიდენდების გადახდაზე, ხოლო Renault-მა ერთი კვირის წინ შესთავაზა აქციონერებს უმსხვილესი გადახდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამრიგად, პრობლემა არა რესურსების ნაკლებობაა, არამედ საინვესტიციო კლიმატი.

არსებობს მთელი რიგი მიზეზი, რომლებიც აუარესებს განწყობილებას ელექტრომობილების მიმართ. მომხმარებლებმა მიიღეს მცდარი პროგრამული უზრუნველყოფით და მოულოდნელად მაღალი საოპერაციო ხარჯები. ტექნიკური მომსახურების სირთულიდან გამომდინარე, ელექტრომობილის დაზღვევა უფრო ძვირია,  ჩვეულებრივ მანქანასთან შედარებით - მაგალითად, დიდ ბრიტანეთში - ეს თანხა ორჯერ მეტია. მაგრამ მთავარი პრობლემა - ავტომობილის ხელმისაწვდომობაა. უფრო სწორად, "ელექტრომანქანების" მიუწვდომლობა მასობრივი მყიდველისთვის. 

მოლოდინებსა და რეალობას შორის შეუსაბამობა მტკივნეულია. Volkswagen-მა (VW) დაითხოვა 200-ზე მეტი თანამშრომელი ელექტრომობილების წარმოების ცენტრში ცვიკაუში და შეამცირა ცვლა ერთ-ერთ ასაწყობ ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მსუბუქი ავტომობილების საერთო გაყიდვები იანვარში 11%-ით გაიზარდა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ელექტრომობილების წილი მთლიან ავტო ინდუსტრიაში წელს შემცირდება მომხმარებელთა აპათიის გამო.

მოლაპარაკებები ელექტრომობილების ერთობლივ წარმოებაში თანამშრომლობის შესახებ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს Volkswagen-ისთვის, რადგან უზარმაზარი ინვესტიციების მიუხედავად ავტო გიგანტი სირთულეებს განიცდის. 

VW-მ წარმოადგინა, ალბათ, ყველაზე ამბიციური პროექტი ელექტროავტომშენებლობის დარგში გენერალური დირექტორის ჰერბერტ დისის ხელმძღვანელობით. მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომებმა შეაყოვნა საკვანძო  ელექტრო მოდელების გამოშვება, რის გამოც დისა დაითხოვეს სამსახურიდან 2022 წელს.

მისმა მემკვიდრემ, ოლივერ ბლუმმა VW-ს მუშაკებს ურჩია მომზადებულიყვნენ შემცირებისთვის. 

თუ ევროპელი ავტომწარმოებლები ვერ დააბრუნებენ განვითარების სტრატეგიას სასურველ კალაპოტში, შესაძლოა სამუდამოდ ჩამორჩნენ.

ევროპის ბოლო შანსი?

შესაძლოა, საუბარია ევროპის ბოლო შანსზე, წერს Bloomberg. 

VW, Stellantis და Renault დამოუკიდებლად მუშაობენ მოდელებზე, რომელთა ფასი 25000 ევროს ან უფრო დაბალია, ხოლო Mercedes და BMW გეგმავენ ათწლეულის შუა პერიოდში გამოუშვან რამდენიმე ახალი ელექტრომობილი გაუმჯობესებული ტექნოლოგიით.

ვაჭრობისა და ნორმატიული დაცვის გაძლიერება მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის ჩვეულებრივი ავტომობილებზე ეტაპობრივად გაუქმების გეგმებს. ამ საკითხში გათვიცნობიერებული ადამიანების თქმით, მწარმოებლები უკვე ამზადებენ კოორდინირებულ ძალისხმევას ივნისში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ საჭირო გადაწყვეტილებების ლობირებისთვის. 

ამავდროულად, ევროკომისია იძიებს რამდენად უჭერს მხარს ჩინეთი ელექტრომობილების ინდუსტრიას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩინურ ავტომობილებზე დამატებითი ტარიფების შემოღება უკვე ივლისის დასაწყისში.

მიუხედავად იმისა, რომ შიდა წვის ძრავის ავტომობილების წარმოების შეწყვეტის გადავადებამ შესაძლოა შესვენება მისცეს, მაგრამ ის ვერ გადაჭრის კონკურენციის პრობლემებს, რომლებიც აფერხებენ ევროპის ელექტროეპოქაზე გადასვლას.

„ამიტომ ევროპული საავტომობილო კომპანიების დირექტორთა საბჭოს სხდომათა დარბაზებში მომატებული ნერზოვულობა სუფევს“, - ამბობს პარიზში AlixPartners-ის მმართველი დირექტორი ალექსანდრე მარიანი.


წყაროები: Bloomberg.com, Nytimes.com

(128)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge