გამოიწერეთ ბიულეტენი

საუკეთესო ინვესტიცია ახლავე: მსუბუქი მანქანები და პიკაპები გარბენით

საუკეთესო ინვესტიცია ახლავე:  მსუბუქი მანქანები და პიკაპები გარბენით

ჟურნალი Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, 29 წელზე მეტი გამოცდილების ექსპერტი - სტივ ტენგლერი – ურჩევს მომხმარებლებს მეორეული მანქანების შეძენას, ვინაიდან ასეთი ინვესტიციები, სავარაუდოდ ყველაზე რენტაბელური იქნება წელს და მომდენო წელსაც.

ინფლაციით გამსჭვალულ ეკონომიკაში ინვესტორი ეძებს მისი ფულის დაბანდების შესაძლებლობას, რათა მიიღოს ინვესტიციების სტანდარტულ  რენტაბელურობაზე (ROI) მეტი. 

ჩვეულებრივ, მოკლევადიანი ობლიგაციების შეძენა განიხილება როგორც სტრატეგია, რომელიც იძლევა ინფლაციის თავიდან აცილების შესაძლებლობას. გარდა ამისა, შემოქმედი ინვესტორები მიმართავენ ალტერნატიულ ვარიანტებს, მაგალითად, კრიპტო-მონეტების შეძენას. მაგრამ ეს უკანასკნელი ვარიანტი ძალზედ სარისკოა:  კრიპტოვალუტის ყიდა ვარდნისას არის დროის ტარება ადამიანებისთვის, რომლებიც უპირობოდ ენდობიან საკუთარ თავის მკითხავებს. 


ფულის ჩადება ფეხსაცმლის ყუთში ასევე არ არის გამოსავალი, რადგან ერთ წელიწადში ეს თანხა 8,3% ნაკლები ეღირება.

შესაძლოა, უკეთესი სტარტერია იქნება მეორეული მანქანის, ან თუნდაც სამის შეძენა. 

«ჩვენ ეხლა ხანს შევიძინეთ მეორეული ყველგანმავალი 8000 მილის გარბენით», — ამბობს ჯენიფერ მერჩანტი მიჩიგანის შტატიდან. – რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ მანქანაში ორიგინალური სტიკერი ფასით, რომელიც იყო ჩვენს მიერ გადახდილ თანხაზე ნაკლები  ».

ფასის შენარჩუნების გათვალისწინებით, რომელიც განპირობებულია ისტორიული გარემოებებით და ჩიპების დეფიციტით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორეული ავტომობილის ფასი, სავარაუდოდ სხვა ინვესტიციებზე უფრო მომგებიანი იქნება 2022 წელს და მომდევნო წელს.

ისტორიული ფასეულობები


ზემოთ მოყვანილ გრაფიკზე ნარინჯისფრად არის მონიშნული FRED-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსი ყველა სახის საქონელისთვის აშშ-ს ქალაქებში ბოლო სამოცი წლის განმავლობაში გაყოფილი მის საშუალო მნიშვნელობაზე. მასზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, რომ მაღალი ინფლაციის პერიოდში, მაგალითად, 70-იანების ბოლოს – 80-იანი წლების დასაწყისში, სამომხმარებლო ფასების ინდექსი შეიძლება შეადგენდეს ამავე ინდექსის საშუალო მაჩვენებლის 250-300%. 2008 წლის დიდი რეცესიის პერიოდში იგი დაეცა  150%-მდე. 

გრაფიკი დახტის ზემოთ-ქვემოთ. მიმდინარე სამომხმარებლო ფასების ინდექსი შეადგენს ინდექსის საშუალო მაჩვენებლის 121%. ლურჯი ხაზი წარმოადგენს იგივე გაანგარიშებას, მაგრამ მეორეული მსუბუქი მანქანებისა და პიკაპების სამომხმარებლო ფასების ინდექსისათვის. ძირითადად, გრაფიკი მხოლოდ მაღლა ადის, არავითარი მნიშვნელოვანი ჩავარდნა არ აღინიშნება. მეორეული სედანები და პიკაპები ინარჩუნებენ თავის ღირებულებას მაშინ, როდესაც ინფლაციის ციფრები განაგრძობენ მერყეობას.

ამჟამინდელ ხანმოკლე მომენტში მიმდინარე სამომხმარებლო ფასების ინდექსი არის ინდექსის საშუალო მაჩვენებელზე 98%-ით მეტი, რაც თითქმის ხდის მას ყველა საქონლის ინფლაციის ტოლს.

შემცირდება კი ინფლაცია? სავარაუდოდ. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ნახევარი პროცენტით არის განაკვეთები 2022 წ. თებერვალში — და ეს იყო ყველაზე დიდი ზრდა ორი ათასიანი წლების დასაწყისიდან. 

მიზანი გასაგებია: მზარდ ფასებთან ბრძოლის დაწყება. ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის კომენტარის თანახმად, 2023 წლიდან შესაძლებელია რამდენიმე ასეთი ზრდა. მაგრამ მსგავსი მანევრი არასდროს იწვევდა მეორეული ავტომობილების ღირებულების შემცირებას. ეს ხდის გარბენიანი ავტომობილების ბაზარს ყველაზე პერსპექტიულს ამ და მომევნო წელს. 

«მეორეული ავტომობილების ფასები რჩება მაღალი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის შენარჩუნებული მოთხოვნის გამო. ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე კვირს განმავლობაში საბითუმო ფასების ზრდა გაგრძელდა ავტობაზარის რამდენიმე, კერძოდ, მცირე და სრული ზომის პიკაპების  სეგმენტში. ამ მონაცემებს ადასტურებს Black Book*», — განაცხადა ავტო აუქციო ACV-ის გენერალურმა დირექტორმა ჯორჯ შამუნმა. 

მისი თქმით, 2021 წლის უპრეცენდენტო მაღალ მაჩვენებელთან შედარებით სამომხმარებლო მოთხოვნა ოდნავ შემცირდა, მაგრამ აღნიშნულმა არ გამოიწვია გარბენიანი ავტომობილების ფასების მნიშვნელოვანი ვარდნა.

ჩიპების მუდმივი დეფიციტი


როგორც ცნობილია ბევრი მომხმარებლისთვის, Covid-ს კომერციული შედეგების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი გახდა საავტომობილო ნახევრადგამტარიანი ჩიპები (“მიკროჩიპების“) დეფიციტი, რომლებიც აკონტროლებენ თანამედროვე ავტომობილის თითქმის ყველა აგრეგატს. საშუალო სტატისტიკური მკითხველი, სავარაუდოდ, ვერ ხვდება თუ რატომ წინადადება ვერ ეწევა მოთხოვნას, მაგრამ პასუხი მარტივია: ახალი ქარხნების მშენებლობისთვის წლები და მილიარდობით დოლარია საჭირო.

ამდენად, ამჟამინდელი ჩამორჩენა ჩიპების წარმოებაში ქმნის სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტს, რომელიც გაქრება უახლოეს მომავალში. Assosiated Press-ის ცნობით, მსხვილი მწარმოებლების, როგორიცაა GM, Honda, Nissan და სხვ. ექსპლუატაციისათვის მზა მანქანების დეფიციტის გამო აშშ-ში ახალი ავტომობილების გაყიდვები. 

Crash Course 2022 წლის ანგარიშში, კომპანია CCC Intelligent Solutions იტყობინება, რომ ავტომობილების დეფიციტი ზრდის მოთხოვნას მეორეულ ავტომობილებზე: «მეორეული ავტომობილების ფასები მკვეთრად გაიზარდა 2021 წელს. ვინაიდან როგორც ახალი, აგრეთვე მეორეული მანქანები მარაგები კვლავ რჩება შეზღუდული, მოსალოდნელია, რომ გარბენიანი ავტომობილების ფასები დარჩება მაღალი სულ მცირე მიმდინარე წილს ბოლომდე.».

როგორც გვაცნობა აპრილში Newsweek-მა, საავტომობილო კომპანიების რამდენიმე ხელმძღვანელი (მაგალითად, Ford-ის გენერალური დირექტორი ჯიმ ფარლი,  BMW-ს გენერალური დირექტორი ოლივერ ზიფსე) «… ელის, რომ ჩიპების დეფიციტი დარჩება პრობლემად 2023 წელსაც». სავარაუდოდო, ეს გამოიწვევს კიდევ უფრო გაზრდილ დაუკმაყოფილებელ მოთხოვნას. ამ პრობლემის გადაწყვეტაზე, სავარაუდოდ, წავა 2023 წლის უმეტესი ნაწილი.

ამასობაში კი მეორეული ავტომობილების ღირებულება განაგრძობს ზრდას.

სტივ ტენგლერი იუმორის ნოტით სთავაზობს საფეხბურთო გუნდი Dallas Cowboys-ის (ღირებულებით $3400) სეზონური აბონემენტების შეძენის ნაცვლად მეორეული მანქანის შეძენას. მისი აზრით, ეს არის გონივრული ინვესტიცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ სერიოზულ ცხოვრებისეულ იმედგაცრუებას. 

-------------

* National Auto Research-ის სატრანსპორტო საშუალებების შეფასების სახელმძღვანელო.

(171)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge