როგორ შევიტყოთ სიმართლე ავტომობილის შესახებ: VIN-ის 10 საუკეთესო დეკოდერი
გარბენიანი ავტომობილის შეძენამდე ჩვენ გვინდა ყველაფერი ვიცოდეთ მის შესახებ – ტექნიკური მდგომარეობა, ექსპლუატაციისა და დაზღვევის ისტორია, გარბენი, სატრანსპორტო საშუალების მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები. ავტომობილის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღების ყველაზე მარტივი ხერხია - VIN-ის მიხედვით ძებნა. ამ სტატიაში Columbus-ის ექსპერტები Pocket-lint-ის ექსპერტები წარმოგიდგენენ VIN-კოდის შემოწმების 10 დეკოდერს, რომლებიც საუკეთესოებად ითვლებიან.
რა არის VIN?
1950-იან წლებამდე ავტომობილის თითოეულ მწარმოებელს ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების საკუთარი სისტემა. ეს უმარტივებდა ცხოვრებას თაღლითებს, რომლებიც მარტივად მანიპულირებდნენ. დანაშაულის დონის შესამცირებლად 1954 წელს აშშ-ს მთავრობამ მოუწოდა მწარმოებლებს ერთიან სტანდარტში მოეყვანათ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სამუშაო ფორმატი.
ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მხოლოდ 1980 წელს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) მოახდინა სატრანსპორტო საშუალებების 17-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომრების (Vehicle Identification Numbers,VIN) ახალი საერთაშორისო სქემის რატიფიცირება. მას შემდეგ VIN-კოდი შედგება ციფრებისა და ასოებისგან ავტომობილის სერიული ნომრით, მოდელის შესახებ მონაცემების, ძრავის ტიპის და ა. შ. იდენტიფიცირებისათვის.
საუკეთესო VIN დეკოდერები
არსებობს VIN დეკოდირების მომსახურების შესრულების სხვადასხვა ინსტრუმენტი. თითოეულ მათგანს აქვს მისი თავისებურებანი და უნიკალური თვისებები.
1. VinPit
ვებ-პლატფორმა, რომელიც სთავაზობს მონაცემთა მასივს VIN-ის შემოწმებისა და დეკოდირებისათვის, სანომრე ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალების ისტორიის ანგარიშების ძებნისთვის. შეიცავს ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების ფლობის, მწარმოებელი ქარხნის, VIN-ის ნამდვილობის, წინა რეგისტრაციების შესახებ. კომპლექსური ანგარიში მოიცავს მონაცემებს ავარიების, შეკეთების, სატრანსპორტო საშუალების მიმართ არსებული სასამართლო გადაწყვეტილებებისშესახებ.
ინსტუმენტი ეხმარება მყიდველსა და დილერს ავტომობილის განახლებული საბაზრო ფასის დადგენაში.
2. CARFAX
CARFAX არის მსოფლიოში უმსხვილესი ტრანსსასაზღვრო მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს 22 მილიარდზე (!) მეტ ჩანაწერს. ამასთანავე კომპანია არ შემოიფარგლება 1981 წლის შემდეგ აშშ-ში და კანადაში შეძენილი მეორეული ავტომობილების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით. მონაცემები მიღებულია 100 000 მეტი სხვადასხვა წყაროდან, რომელიც მოიცავს აშშ-სა და კანადის საავტომობილო სამსახურებს: პოლიციის დეპარტამენტები, სარემონტო საწარმოები, სადაზღვევო კომპანიები, აუქციონები და ა. შ.
ანგარიშებში არსებული ინფორმაცია ეფუძნება მხოლოდ ოფიციალურად მიღებულ მონაცემებს. მაგრამ CARFAX არ იძლევა გარანტიას, რომ ეს მონაცემები ამომწურავია. ამ მიზეზით ავტომობილის შეძენისას (განსაკუთრებით აუქციონზე) უმჯობესისა მიმართოთ სპეციალისტების დახმარებას, რომლებიც პირადად შეძლებენ მის შემოწმებას/ტესტ-დრაივის გავლას.
3. AutoCheck
VIN-ის საძიებო ავტომატური საინფორმაციო პლატფორმა. მუშაობს 500 მლნ. მეტ ავტომობილის მონაცემებთან სატრანსპორტო საშუალებების ეროვნული ბაზიდან. ეხმარება ორი სატრანსპორტო საშუალების შორის არჩევანის გაკეთებაში, 1-დან 100-მდე სკალით მათთვის რეიტინგის მინიჭების გზით. პარალელურად ადარებს ავტომობილის გამოშვების წელს, მოდელს, გარბენას, ინფორმაციას იჯარის/საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობის შესახებ და გამონაბოლქვში CO2-ის შესახებაც კი.
ამავდროულად AutoCheck-ში არ არის ინფორმაცია ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შესახებ.
4. CarVertical
ამ პლატფორმამ შექმნა VIN-ის ძებნის მოდელი ბლოკჩეინის საფუძველზე, რომელსაც იყენებენ სატრანსპორტო საშუალების შესახებ ანგარიშის შექმნისას. დეკოდერი აგროვებს მონაცემებს მრავალრიცხოვანი გლობალური მონაცემთა ბაზებიდან (მათ შორის ეროვნული და კერძო რეესტრებიდან, სადაზღვევო კომპანიებისა და სახანძრო სამსახურების ჩანაწერებიდან, ავტოაუქციონებიდან და ა. შ,), და რეალური დროის რეჟიმში ავსებენ ავტომობილების რეგისტრაციის ეროვნულ საინფორმაციო სისტემას (NMVTIS) უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებების ბაზრიდან. ბლოკჩეინის ტექნოლოგია ამოწმებს ინფორმაციას და უზრუნველყოფს VIN-ის ანგარიშების სანდოობას.
5. EpicVIN
EpicVin — საიმედო პლატფორმა, რომელიც სთავაზობს შემოწმებულ ინფორმაციას რეალური დროის რეჟიმში. არქივი მოიცავს 40 მლნ. ჩანაწერს სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. სამსახური სთავაზობს ინფორმაციას აშშ-ს უმსხვილესი მონაცემთა ბაზიდან - NMVTIS-დან. ყველა მონაცემები (სატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წელი, მოდელის დასახელება, ძრავის მარკა) მოწმდება. თუმცა პლატფორმის ვებ-საიტი იწვევს გარკვეულ პრეტენზიებს, კერძოდ ინტერფეისის სირთულის გამო, თავის ფუნქციას ის უმკლავდება.
6. Bumper
ავტომობილის მახასიათებლების VIN-ის მიხედვით შემოწმების ვებ-ინსტრუმენტი. აგროვებს და სთავაზობს 22 სახელმწიფო უწყებიდან მიღებულ ზუსტ ინფორმაციას ავტომობილის დაზიანების შესახებ. გარდა ამისა აგროვებს მონაცემებს, რომლებსაც სთავაზობენ უამრავი სხვა წყარო, როგორიცაა უტილიზაციის აუქციონები, ევაკუატორების სამსახურები, ჯართის ნაგავსაყრელები და სადაზღვევო კომპანიები.
ანგარიშები შეიცავენ ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების შესახებ, გაყიდვების სიებს, ჩანაწერებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ, ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასებას.
7. ClearVin
VIN-ის დეკოდირების ფასიანი პლატფორმა. მჭიდროდ თანამშრომლობს რამდენიმე საავტომობილო ორგანიზაციასთან, რათა შესთავაზოს თავის მომხმარებლებს საიმედო ანგარიშები სატრანსპორტო საშუალების შესახებ. იყენებს NMVTIS-ის მონაცემთა ბაზის ინფორმაციას, რომელსაც ავსებს სახელმწიფო და საფინანსო დაწესებულებების, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მონაცემებით.
VIN-ის შემოწმების დროს მიეთითება ინფორმაცია საკუთრების სტატუსის, ავტომობილის წინა მფლობელის, კრედიტისა და დაზღვევის შემოწმების შესახებ. დოკუმენტები ტექნიკური მომსახურების სადგურზე შეკეთების, მანქანის გამოხმობისა და მისი გატეხის შესახებ აგრეთვე ჩართულია ფაილებში. თუმცა ამის მიუხედავად, კონკურენტებთან შედარებით ამ ინსტრუმენტს არ ყოფნის სიჩქარე და მონაცემთა აქტუალურობა.
8. Cebia
VIN-ის ნომრების შემოწმების სადო აპლიკაცია, განსაკუთრებით მეორეული ავტომობილების შემთხვევაში. ავლენს ავტომობილის მონაწილეობას უკანონო ოპერაციებში, Autotracer-ის სისტემის მეშვეობით სთავაზობს სტანდარტულ მონაცემებს მანქანის მოდელის შესახებ. მუშაობს სანდო პარტნიორებთან - ავტომობილების მიმწოდებლებთან, საცალო გამყიდველებთან და იმპორტიორებთან და აგრეთვე დაზღვევისა და ლიზინგის მომსახურების მიმწოდებლებთან. არქივი მოიცავს ავტომობილის აღრიცხვის 1 მილიარდზე მეტ დოკუმენტს.
Cebia განსაკუთრებით ეფექტურია, თუ თქვენ გჭირდებათ მონაცემები ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან. მონაცემები სხვა ბაზრებიდან არ არის ასეთი სრული.
9. VinFreeCheck
უფასო და მარტივი გამოყენებაში ავტომობილის VIN-ნომრის საბაზო ძებნა. თანამშრომლობს წამყვან დარგის კომპანიებთან, როგორიცაა NHTSA და NMVTS, სთავაზობს გაფართოებულ ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალებების მარკის, მათი კონსტრუქციის, მოდელების და ა. შ. შესახებ.
შეიცავს მონაცემებს თაღლითობის, ჩატარებული შეკეთების, საგზაო შემთხვევების შესახებ. VIN-ის უფასო შემოწმება გთავაზობთ ავტომობილის მხოლოდ საბაზო მონაცემებს. მხოლოდ პრემიუმ მომხმარებლებს შეუძლია მიიღოს წვდომა გარბენის/ოდომეტრის ჩვენების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, წყალდიდობის შესახებ და სხვა ნამდვილად ფასეულ ინფორმაციაზე.
10. AutoDNA
AutoCheck-თან თანამშრომლობით სთავაზობს ავტომობილის VIN-კოდის შემოწმების მომსახურებას Experian-ის ბაზაზე. ვებ-საიტი აანალიზებს მილიონობით მონაცემთა ბაზას და გთავაზობთ ავტომობილის VIN-კოდის შემოწმების შედეგებს სატრანსპორტო დოკუმენტაციის უმსხვილესი მსოფლიო მიმწოდებლებისაგან. autoDNA-ის მონაცემთა ბაზაში არის 4 ტრილიონზე (!) მეტი სტატისტიკური მონაცემი ნახევარ მილიარდზე მეტ ავტომობილზე.
autoDNA-ის გამოყენების ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობა არის ის, რომ იგი სთავაზობს მონაცემებს მეორეული ავტომობილების შესახებ როგორც აშშ-დან, აგრეთვე ევროპიდან. შესაბამისად, პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ბაზრებიდან ავტომობილების შესადარებლად.
სად იღებს მონაცემებს უფასო VIN დეკოდერი?
ჩვეულებრივ, რამდენიმე წყაროდან. ერთ0ერთი ყველაზე სარწმუნო და საიმედო არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია (NHTSA). სახელმწიფო ორგანიზაციის განმცხადებელი მიზანია გახადოს გზები უფრო უსაფრთხო მართვისთვის, მოხდეს ავტომობილების გატაცებისა და გადაყიდვის პრევენცია, გაიცხრილონ ექსპლუატაციისათვის სახიფათო სატრანსპორტო საშუალებები.
გარდა ამისა აშშ-ს მთავრობამ დაავალდებულა საავტომობილო მრეწველობის ასოციაციები და აშშ-ს ბიზნეს სტრუქტურები გაეგზავნათ მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების შესახებ NMVTIS-ში (National Motor Vehicle Title Information System). ამ საინფორმაციო სისტემამ ჩამოაყალიბა საკუთარი მონაცემთა ბაზა, რომელსაც იღებს სახელმწიფო ასოციაციებისაგან ავტომობილის რეგისტრაციისას, სადაზღვევო სააგენტოებისაგან, ლითონის ჯართის საწყობებიდან და ავტომობილების უტილიზაციით დაკავებული კომპანიებისაგან.
NMVTIS აძლევს მომხმარებელს საშუალებას მოიძიონ ინფორმაცია ავტომობილის დასახელების, ოდომეტრის ბოლო ჩვენების, გატაცების შესახებ, გაარკვიონ მარკისა და მოდელის ისტორია (მაგრამ არა ტექნიკური მომსახურებისა ან შეკეთების ისტორია).
VIN -ის ძებნის ინსტრუმენტები მუდმივად ახლდება; თითოეულ წარმოდგენილ ანგარიშს ადარებენ ხელმისაწვდომ მონაცემებთან.
რატომ არის საჭირო ავტომობილის შეძენისას მისი VIN-კოდის შემოწმება?
VIN შეიცავს სრულ ინფორმაციას ავტომობილის შესახებ. შემოწმების გარეშე შეიძლება შეიძინოთ კრიმინალური წარსულის მქონე ან ექსპლუატაციაში სახიფათო ავტომობილი. გაითვალისწინეთ, რომ დილერმა შეიძლება მარტივად მოგატყუოთ ოდომეტრის ჩვენებების შეცვლის გზით. როგორც ამბობენ ამერიკაში, "რაც ნაკლებს კითხულობ - მით უფრო მეტს იხდი". თუ ავტომობილის შეძენამდე თქვენ შეამოწმებთ მას VIN-კოდის მიხედვით და გაეცნობით ამ მონაცემებს, თქვენ შეიძლება თავი აარიდოთ ზედმეტ ხარჯსა და იმედგაცრუებას.
როგორ ისარგებლოთ NICB-ის VIN-კოდის უფასო შემოწმებით?
სადაზღვევო დანაშაულის ეროვნული ბიურო (NICB) სთავაზობს VIN -ის გამარტივებულ და სრულიად უფასო შემოწმებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ავტომობილის მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებით სასარგებლოა იგი სატრანსპორტო საშუალების შესაძლო გატაცების, მისი სპეცსამსახურების მიერ პოვნასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობის კონტექსტში. სამწუხაროდ, VIN-ის მომართვების რაოდენობა შეზღუდულია დღეში 5 ძებნით ერთი IP-მისამართიდან. VIN-ის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს შემდეგნაირად.
-
ნაბიჯი 1: გახსენით საიტი NICB და შეიყვანეთ VIN-კოდი საძიებო ველში.
-
ნაბიჯი 2: მონიშნეთ «ვეთანხმები პირობებს» და «მე არ ვარ რობოტი».
-
ნაბიჯი 3: გამოიყენეთ პარამეტრი «VIN-ის ძებნა».
ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ აისახება ეკრანზე.
დასკვნები
VIN-ის შემოწმება ამცირებს გაუმართავი ან პრობლემური ავტომობილის შეძენის შანსებს. მაგრამ, როგორც თქვენ შეამჩნიეთ, თითოეულ დეკოდერს აქვს არამხოლოდ უპირატესობანი, არამედ მინუსებიც. საიმედო შედეგს იძლევა მხოლოდ ავტომობილის ადგილზე დიაგნოსტირება და პროფესიონალების მიერ კომბინირებული შემოწმება.
Сolumbus-ის სპეციალიტები 10 წელზე მეტია უწევენ კონსულტაციებს კლიენტებს, რომლებსაც ეხმარებიან აშშ-ში და კანადაში ავტომობილების შერჩევასა და შემოწმებაში, იციან VIN დეკოდერების ყველა ძლიერი და სუსტი მხარე, შეიმუშავეს საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული ავტომობილის შემოწმების ეფექტური ჩეკ-ფურცლები.
კომპანია Сolumbus -ში მომართვით თქვენ ერთდროულად ორ უნიკალურ შესაძლებლობას მიიღებთ:
-
მექანიკოსის მიერ აშშ-ში გაყიდვის ადგილზე ავტომობილის შემოწმება დამატებითი ფოტო ანგარიშით.
-
ავტომობილის უფასო შემოწმება VIN-ის რამდენიმე დეკოდერზე და კომპანიის საკუთარი ჩეკ-ფურცლებით. ამავდროულად საუბარია არა შემოწმების საწყის დონეზე, არამედ სრულ შემოწმებაზე, რომელიც რესურსების უმეტესობაზე ფასიანია.
Сolumbus – როდესაც გჭირდებათ ავტომობილი, რომელიც არ გაგიცრუებთ იმედებს!
დანართი.
სად უნდა ეძებოთ ავტომობილის VIN-კოდი?
მანქანაში VIN კოდის შემოწმების ყველაზე გავრცელებული ადგილია:
-
ხელსაწყოების პანელი საქარე მინასთან მძღოლის მხრიდან
-
მძღოლის კარის დგარი.
-
კარის ზღურბლი.
-
კაპოტის ქვეშ (ცილინდრების ბლოკზე, ძრავის განყოფილებასა და სალონის შორის არსებულ ტიხარზე).
-
საჭეზე.
-
საქარე მინაზე.
-
ძარის პანელსა და სხვა კომპონენტებში.
გარდა ამისა, VIN ყოველთვის მითითებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში, სადაზღვევო პოლისში, სარეგისტრაციო ბარათებზე და ა. შ.
როგორ იშიფრება ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)?
VIN-კოდი შედგება 17 სიმბოლოსაგან — ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან. თითოეული სიმბოლო ატარებს ინფორმაციას ავტომობილის ამა თუ იმ მახასიათებლის შესახებ: ქვეყნისა და მწარმოებელი ქარხნის, გამოშვების თარიღისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.
შედგება სამი ნაწილისაგან: WMI, VDS, VIS.
-
WMI (World Manufacturers Identification) — მწარმოებლის მსოფლიო ინდექსი (ნომრის 1-დან მე-3 სიმბოლომდე);
-
VDS (Vehicle Description Section) — აღწერილობითი ნაწილი (ნომრის 4-დან მე-9 სიმბოლომდე);
-
VIS (Vehicle Identification Section) — განსაკუთრებული ნაწილი (VIN-კოდის მე-10-დან მე-17 სიმბოლომდე)
1. WMI
WMI — მწარმოებლის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდი. შედგება სამი სიმბოლოსაგან (ასოები ან ციფრები).
პირველი აღნიშნავს გეოგრაფიულ ზონას, მეორე - ქვეყანას ამ ზონაში, მესამე - გარკვეულ მწარმოებელს (ხანდახან — სატრანსპორტო საშუალების ტიპი).
თუ წელიწადში მწარმოებელი აწარმოებს 500 ნაკლებ სატრანსპორტო საშუალებას, მაშინ კოდის მესამე სიმბოლოა ციფრი 9.
პირველი სიმბოლო WMI — ასო ან ციფრი, რომელიც აღნიშნავს გეოგრაფიული ზონის კოდს. თითოეულ ზონას აქვს მინიჭებული რამოდენიმე სიმბოლო:
-
A-დან H-მდე — აფრიკა;
-
J-დან R-მდე — აზია;
-
S-დან Z-მდე — ევროპა;
-
1-დან 5-მდე — ჩრდილოეთ ამერიკა;
-
6-დან 7-მდე — ოკეანია;
-
8-დან 9-მდე — სამხრეთ ამერიკა;
მეორე სიმბოლო (ქვეყნის კოდი) არის ასო ან ციფრი, რომელიც აღნიშნავს ქვეყანას.
მესამე სიმბოლო — ასო ან ციფრი, რომელიც ენიჭება მწარმოებელს ეროვნული ორგანიზაციის მიერ. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სატრანსპორტო საშუალების ტიპს ან საწარმოო განყოფილებას.
ციფრი 9 მესამე ნიშნის სახით გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ წელიწადში მწარმოებელი უშვებს 500 ნაკლებ ავტომობილს.
2. VDS
VIN-კოდის მეორე ნაწილი — აღწერა — ავტომობილის დისკრიპტორი.
მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 სიმბოლოები გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტიპის განსაზღვრისთვის და აღწერს ავტომობილის მახასიათებლებს:
-
სამოდელო ხაზი,
-
ძარის ტიპი,
-
ძრავის ტიპი,
-
საჭის თვლის მდგომარეობა,
-
კვების სისტემა და ტრანსმისიის ტიპი,
-
ამძრავი,
-
და ა. შ..
თითოეულ მწარმოებელს აქვს პარამეტრების საკუთარი ნაკრები, საკუთარი თანმიმდევრობა და საკუთარი უნიკალური აღნიშვნები.
უმეტეს შემთხვევაში მე-8 სიმბოლო გამოიყენება ძრავის ტიპის განსაზღვრისთვის. გამოუყენებელი პოზიციები ივსება ნიშნებით მწარმოებლის შეხედულებისამებრ.
მე-9 სიმბოლო — აშშ-ს და ჩინეთის მწარმოებლებს (და აგრეთვე მათ, ვინც აშშ-ში ახდენს ექსპორტს) — საკონტროლო ციფრია, რომელიც არის ნომრების გაყალბებისგან დაცვის ერთ-ერთი გაშუალება. ევროპული, იაპონური და კორეული კომპანიები ყოველთვის იცავენ სტანდარტს და იყენებენ ამ სიმბოლოს ავტომობილის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის.
3. VIS
VIN-კოდის მესამე ნაწილი —საიდენტიფიკაციო ნომრის სანიშნი (VIS) — შესდგება რვა ნიშნისგან, ამასთანავე ამ ქვეთავის ბოლო ოთხი ნიშანი აუცილებლად უნდა იყოს ციფრები. ინფორმაცია სამოდელო რიგის, მწარმოებელი ქარხნის შესახებ არ არის მკაცრად გამყარებული სტანდარტით და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.
VIN-კოდის მე-10 სიმბოლო ჩვეულებრივ აღნიშნავს ავტომობილის სამოდელო წელს.
ამასთანავე უნდა გახსოვდეთ, რომ სამოდელო წელი შეიძლება არსებითად უსწრებდეს კალენდარულ წელს და მისი ათვლა იწყებოდეს არა 1 იანვრიდან, არამედ, მაგალითად, აგვისტოდან, როგორც ეს არის у Audi-ის შემთხვევაში.
ზოგიერთი მწარმოებელი, როგორიცაა Renault, Mercedes-Benz, Toyota საერთოდ არ უთითებენ სამოდელო წელს VIN-კოდში. გამოშვების წელი მითითებულია ძარაზე განლაგებულ ფირფიტაზე.
ამის მიუხედავად, ამერიკული ბაზრისთვის გამოშვებული ავტომობილები მარკირებულია სტანდარტის მკაცრი დაცვით.
როგორ «აყალბებენ» VIN-ნომრებს
იმისათვის, რომ არ გახდეთ თაღლითების მსხვერპლი, უნდა იცოდეთ «გაყალბებული» VIN-კოდების ძირითადი მეთოდები და ნიშნები.
ბოროტმოქმედები:
-
აშორებენ ან ცვლიან მარკირებული პანელს სრულად ან მის ნაწილს;
-
ამატებენ ელემენტებს ნიშნებზე, რომლებსაც აქვთ მსგავსი მოხატულობა (მაგალითად, 1 ხდება 4, 6 ან 3 გარდაიქმნება 8);
-
ადნობენ «ზედმეტ» ელემენტებს, გარდაქმნიან, მაგალითად, 4-ს 1-ად, 8-ს 3-ად ან 6-ად.
«გაყალბებული» VIN-კოდების ნიშნები
-
ზედაპირის დამუშავების კვალი და შეფითხვნის ნარჩენები მარკირების მონაკვეთზე;
-
საფარის ან პანელის გაზრდილი სისქე;
-
შედუღების ნაკერები მარკირების პანელზე;
-
მარკირების აცდენა მის გამოსახულებასთან პანელის უკანა ნაწილზე;
-
ნიშნების გაბდღვნილი გამოსახულება, ნიშნების აცდენა ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე;
-
ნიშნების განსხვავებული სისქე;
-
გარე შტრიხები და განსხვავებები ერთნაირი ნიშნების შესრულებაში;
-
მარკირების პანელის და მიმდებარე უბნების ლაქ-საღებავის საფარის განსხვავება.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში