AutoCheck VS Carfax: რაშია განსხვავება და რა ავირჩიოთ?

ადამიანის მსგავსად ავტომობილსაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი " ჩონჩხი კარადაში ". ხანდახან მათი აღმოჩენა შეუძლებელია მანქანის ძალიან დეტალური დათვალიერებისა და ტესტ-დრაივის შემთხვევაშიც კი.
კრიტიკული დეფექტების აღმოჩენაში დაგეხმარებიან მხოლოდ ანგარიშები ავტომობილის ისტორიის შესახებ. არსებობს ორი ძირითადი მოთამაშე, რომელიც სთავაზობს ამგვარ დოკუმენტებს=: AutoCheck და Carfax (არ აგერიოთ დილერ Carmax-თან). თითოეულმა მათგანმა შეიძლება მოგცეთ წარმოდგენა ავტომობილის წარსულის შესახებ, მაგრამ ეს წყაროები არ არის იდენტური. მოდით გავერკვეთ თუ რაშია სხვაობა Columbus-ის (თბილისი) სპეციალისტებთან ერთად.
ანგარიში ავტომობილის ისტორიის შესახებ: ეს რა ხილია?
ფაქტობრივად, ეს არის ფორმულარი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ავტომობილის შესახებ, რომელშიც ფიქსირდება ხელმისაწვდომი ინფორმაცია მანქანის მონაწილეობით აშშ-ში ან კანადაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ და აგრეთვე ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელშიც საჭირო გახდა , DMV-ს (ანუ პოლიციის დეპარტამენტის), სადაზღვევო კომპანიებისა და სახელმწიფო სამსახურების ჩარევა.
ანგარიშში შედის საჭირო ცვლილებები, როდესაც ხდება ავტომობილის მფლობელის შეცვლა, მისი გატაცება, Title-ის (ჩვენთან ამ დოკუმენტს უწოდებენ სატრანსპორტო საშუალების პასპორტს) ნებისმიერი ცვლილება და ა. შ..
ავტომობილის ისტორიის შესახებ ანგარიშებს საფუძვლად დაედო ამერიკელი ევინ ბარნეტის ინიციატივა: 1986 წელს მან შესთავაზა დილერების ბაზარს ადრეული ვერსიის გამოგზავნა, ავტომობილის ისტორიის შესახებ მონაცემების მის მიერ დაგროვილი ბაზის გამოყენებით ანგარიშების ფაქსით გამოგზავნა (თავდაპირველად ბაზაში მხოლოდ 10 000 ჩანაწერი იყო). ასე შეიქმნა კომპანია Carfax, შემდეგ კი ამავე სახელწოდების კომერციული ვებ-სამსახური, რომელიც წარმოადგენს ანგარიშებს სატრანსპორტო საშუალების ისტორიის შესახებ.
დღესდღეობით მას აქვს წვდომა 20 მილიარდზე მეტ ჩანაწერთან ინფორმაციის 100 000 მეტი წყაროდან. მათ შორის არის აშშ-ს 50 შტატის და კანადის 10 პროვინციის საავტომობილო დეპარტამენტი, საავტომობილო აუქციონები, ავტომობილების გაქირავების კომპანიები, ავტოპარკები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოები, სახანძრო და პოლიციის სამმართველოები, ავტო მწარმოებლები, სერვისისა და სარემონტო საწარმოები, იმპორტ-ექსპორტის კომპანიები და ა. შ..
გასაგებია, რომ "სუფთა" ანგარიში მონაცემთა ასეთი ვრცელი ბაზიდან სიმშვიდეს ჰგვრის მეორეული ავტომობილის მომავალ მფლობელს.
Carfax: ოქროს სტანდარტი
«მაჩვენეთ Carfax» – გახდა ისეთივე მიღებული ფრაზა, როგორც «გამიკეთეთ ქსეროქსი» ან «დაგუგლეთ ინფორმაცია». და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან Carfax-ის ანგარიშები შეიცავენ მონაცემებს, რომლებმაც შეძლება გასცენ პასუხი ნამდვილად მნიშვნელოვან კითხვებზე: იყო თუ არა ავტომობილი გატაცებული, ხომ არ დაზიანდა ის წყალდიდობის დროს, რამდენი მანქანა ჰყავდა მფლობელს, შეიცვალა თუ არა კონკრეტულ VIN-კოდთან დაკავშირებული დოკუმენტები, სწორია თუ არა ოდომეტრის მაჩვენებლები, გაფორმებულია თუ არა ავტო კრედიტი, შეიძლება თუ არა ოდომეტრის მონაცემების ნდობა, ისიც კი შეგიძლიათ დაადგინოთ გაიხსნა თუ არა უსაფრთოხების ბალიშები.
უნიკალურია Carfax-ის მონაცემები მისი უსაფრთხოების შემოწმების შედეგების, მათ შორის СО2 დონის გამონაბოლქვის შესახებ. თუ ავტომობილმა ერთხელ ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება, ეს მიეთითება ანგარიშში პროცედურაზე გავლის თარიღისათვის გარბენის მითითებით.
მაშ ასე, ტექნიკური მომსახურების ისტორია აჩვენებს თუ რა შეკეთება/სერვისი ჩაუტარდა მანქანას და როდის. თუმცა ეს ინფორმაცია შეიძლება არასრულყოფილი იყოს, თუ მფლობელი თავად აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს ან მიჰყავდა ავტომობილი სახელოსნოში, რომელიც არ აწარმოებს შესაბამის აღრიცხვას. ამაზე და აგრეთვე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესაძლო დამალვაზე ვებ-სერვისი აფრთხილებს შემდეგი ფორმულირების გამოყენებით: «Carfax-ში არ შემოსულა ინფორმაცია ავარიის შესახებ ».
ამის მიუხედავად, Carfax-ის ანგარიში იძლევა კარგ წარმოდგენას ავტომობილის სანდოობისა და მისი მომსახურების შესახებ.
საიმედო თავად ვებ-სამსახურიცაა: თუ თქვენ შეიძინეთ მანქანა "სუფთა" Carfax-ით, მაგრამ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ის მონაწილეობდა DMV-ში დარეგისტრირებულ ინციდენტში, კომპანია გარანტირებულად გამოისყიდის სატრანსპორტო საშუალებას სრულ ფასად.
Carfax-ის ტიპიური ანგარიშის სქრინშოტი.
AutoCheck: ანგარიში შედარების საფუძველზე
Carfax-ის ანგარიშის ერთ-ერთ მინუსს წარმოადგენს ის, რომ იგი არ შეიცავს მონაცემთა შეფასებას - მაგალითად, ანალოგიური ავტომობილის შესახებ ინფორმაციის შედარების მოყვანით. თქვენ თავად წყვეტთ არის თუ არა წარმოდგენილი მონაცემები მნიშვნელოვანი და როგორ გამოიყენოთ ის.
ამერიკულ-ირლანდიური გიგანტი Experian-ის კუთვნილი AutoCheck (რომელიც წარმოადგენს ანგარიშებს 1 მილიარდზე მეტი ადამიანისა და კომპანიის სამომხმარებლო კრედიტების შესახებ), ცდილობს ამის გამოსწორებას მისი შეფასების ანგარიშების მეშვეობით.
ვებ-სერვისი აჩვენებს იგივე ინფორმაციას, რაც Carfax, მაგრამ ამასთანავე, ერთიან შეფასებაში მონაცემების გაერთიანებისას ერთი ნაბიჯით წინ არის. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მონაცემები ანალოგიურ ავტომობილებთან (იგივე წლოვანებისა და იგივე გარბენის) შესადარებლად. რაც უფრო მაღალია ავტომობილის შეფასება, მით უფრო მომგებიანია მისი შეძენა ანალოგებთან შედარებით.
თუმცა იმ წყაროების ჩამონათვალი, საიდანაც AutoCheck იღებს მონაცემებს - არც ისე ვრცელია, როგორც Carfax-ის შემთხვევაში. მაგალითად, მასში არ არის ინფორმაცია ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის, მისი უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის დონის შემოწმების შესახებ.
ამავდროულად, ვებ-სერვისი AutoCheck-ის გამოყენებით, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მანქანაზე საკუთრების უფლების, მისი შესაძლო გამოხმობის სტატუსის, რეგისტრაციის ისტორიის შესახებ. ხელმისაწვდომია ჩანაწერები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, გირავნობის უფლების, ქარიშხლისა ან წყალდიდობით მიყენებული ზიანის, “ლიმონის“ (ანუ მნიშვნელოვანი დეფექტის ან გაუმართავი ავტომობილი, რის გამოც მართვა სახიფათო ხდება) სტატუსის შესახებ. აგრეთვე AutoCheck ინახავს მონაცემებს ავტომობილის შესაძლო გატანების ან ოდომეტრის მონაცემების “გადატრიალების“ შესახებ გა იყენებს ამ მონაცემებს მისი შეფასებების გაანგარიშებისათვის.
ისევე, როგორც Carfax, AutoCheck იძლევა გამოსყიდვის (NADA-ს საბალანსო ღირებულების 110%-მდე თანხაზე) გარანტიას, თუ აღმოჩნდება, რომ სამსახურის ანგარიშში გამოტოვებულია ავტომობილის სამართლებრივი სტატუსი და სხვა მონაცემები, რომლის თაობაზეც იუწყებოდნენ ოფიციალური ორგანოები.
AutoCheck-ის ტიპიური ანგარიშის სქრინშოტი..
შევიძინოთ თუ არა ანგარიში?
AutoCheck და Carfax-ს ანგარიშის მიღება მარტივია. ვებ-სამსახურების მოძიება ინტერნეტში მარტივია მათი დასახელებით. შემდეგ დაგჭირდებათ მხოლოდ თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემების გადაცემა ანგარიშის სანაცვლოდ.
სრული Carfax დაჯდება $39,99. AutoCheck-ს ანგარიში უფრო იაფია – $24,99 დოლარი. ორივე სამსახური სთავაზობს განსაკუთრებულ პარამეტრებსა და უფრო დაბალ ფასებს, თუ თქვენ აკეთებთ შეკვეთას რამდენიმე VIN-ზე.
ამის მიუხედავად არ ღირს იჩქაროთ. ავტოსალონები და შუამავალი ფირმები, რომლებიც სთავაზობენ საზღვარგარეთ სატრანსპორტო საშუალების შეძენის მომსახურებას ხშირად ჩუქნიან პოტენციურ მყიდველებს დოკუმენტს ავტომობილის ისტორიის შესახებ. თუ თქვენ მოხვდით დილერთან, რომელსაც არ უნდა თქვენთვის "Carfax"-ის გადაცემა, მოიძიეთ საქონელი სხვაგან.
ალტერნატიული ანგარიშები
Carfax და AutoCheck – ინდუსტრიის ლიდერები არიან, მაგრამ არსებობს ანგარიშის მიღების სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, ანგარიშებს სთავაზობენ შემდეგი ორგანიზაციები.
სატრანსპორტო საშუალებებზე უფლების შესახებ ეროვნული საინფორმაციო სისტემა (NMVTIS)
ეს ელექტრონული დოკუმენტი გაცნობებთ იურიდიულად უნაკლო ინფორმაციას ავტომობილის ტექნიკური მდგომარებისა და ისტორიის შესახებ. ანგარიშებს ამზადებს აშშ იუსტიციის სამინისტრო და ახდენს მათ რეალიზებას ავტორიზებული მიმწოდებლების carsforsale.com, carrecord.com, titlecheck.us და vinsmart.com-ის მეშვეობით.
ანგარიშები ასაჯაროვებენ ინფორმაციას ავტომობილის Title-ის და მიმდინარე სტატუსის შესახებ – "უტილიზებული", "აღდგენილი" და ა. შ., ოდომეტრის დაფიქსირებული ჩვენებებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ. ინფორმაციას აწვდიან საავტომობილო ნაგავსაყრელები, მზღვეველები და DMV.
ანგარიშის ღირებულება NMVTIS – სულ რაღაც $4,95.
სადაზღვევო დანაშაულის ეროვნული ბიურო (NICB)
VIN-კოდის შემოწმების კიდევ ერთი (უფასო) მომსახურება ხელმისაწვდომია NICB-ის მეშვეობით. ბიუროს ანგარიში შემოიფარგლება ინფორმაციით იმის თაობაზე ირიცხება თუ არა ავტომობილი ძებნაში ან ავარიული ავტომობილების სიაში.
რა უნდა გახსოვდეთ
საბოლოო ჯამში, ანგარიშები იმდენად კარგია, რამდენადაც კარგია წყაროები, საიდანაც მიღებულია მონაცემები. მონაცემები, რომლებსაც შეიცავს სხვადასხვა "Carfax ", შეიძლება იყოს მოძველებული ან არასრული.
"ავტომობილის შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ავტომობილის ისტორიის შესახებ ანგარიშის მთავარ არგუმენტად გამოყენების ნაცვლად, ჩათვალეთ ის საკუთარი გამოძიების სასტარტო წერტილად, რომელიც მოგცემთ სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას", – ურჩევენ Columbus-ში (თბილისი).
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იმის მიუხედავად მსოფლიოს რომელ წერტილში იძენთ ავტომობილს, რომ შეძენამდე იგი დაათვალიეროს მექანიკოსმა. თუ ამერიკაში - მაშინ სპეციალისტის მოძიებაში თქვენ დაგეხმარებათ კომპანია Соlumbus.
ახლა იმაზე თუ რომელი სერვისი სჯობს – Carfax თუ AutoCheck. მაქსიმალურად გამარტივებული დასკვნა შემდეგნაირია: როგორც წესი, პირველი არის დეტალური. მეორე - ზოგავს ფულს. რასაკვირველია, იდეალური იქნებოდა ერთდროულად ორივე ანგარიშის შეკვეთა, რათა თქვენ მიიღოთ სრული სურათი ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობისა და მისი ექსპლუატაციის ისტორიის შესახებ. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დაივიწყოთ სახსრების ეკონომია.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში