გამოიწერეთ ბიულეტენი

როგორ გავიგოთ იყო თუ არა შეცვლილი მეორეული ავტომობილის გარბენი

როგორ გავიგოთ იყო თუ არა შეცვლილი მეორეული ავტომობილის გარბენი

"თუ სპილოს გალიაზე წაიკითხავ წარწერას: აქლემი, — ნუ დაუჯერებ საკუთარ თვალებს". სატირიკოსის ეს აფორიზმი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოდომეტრთანაც, რომელიც ჩვენებები ყოველთვის არ შეესაბამება ავტომობილის რეალურ გარბენს იმ შემთხვევაშიც კი თუ კი იძენთ ავტომობილს აშშ-ში. რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ თაღლითების ხაფანგებისთვის გვერდის ავლაში.

აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მონაცემებით, ყოველწლიურად 450 000 მეტ ავტომობილი იყიდება ოდომეტრის ფალსიფიცირებული ჩვენებებით, რაც აყენებს მყიდველებს ჯამურ ზიანს, რომელიც $1 მილიარდს. თუ თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ციფრმა, ფრთხილად იყავით.

ტერმინი "ჩამოგდებული გარბენი" (აშშ-ში – odometer rollback) გამოიყენება ავტომობილს გარბენის დასაფიქსირებელი მოწყობილობის - ოდომეტრის ჩვენების გაყალბების აღსანიშნავად. ხანდახან ამ სამწუხარო მოვლენას უწოდებენ busting miles ან clocking  (კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში). სამწუხაროდ როგორც მექანიკური, აგრეთვე ციფრული (ელექტრონული) ხელსაწყოების ჩვენების გაყალბება სრულიად შესაძლებელია, რითაც სარგებლობენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის თაღლითები. მიზეზი ცხადია: ჩამოგდებული გარბენი იძლევა მანქანის უფრო ძვირად გაყიდვის შესაძლებლობას. NBC ახალი ამბების სამსახურს მოჰყავს ასეთი მაგალითი. 2007 წლის Chevy Silverado 265 000 მილის გარბენით ღირდა დაახლოებით $14 000. მას შემდეგ, რაც ციფრული ოდომეტრის ჩვენებები შეცვალეს 85 000 მილის ნიშნულამდე, სატვირთო მანქანის ღირებულება ავარდა $23 000-მდე.

მექანიკური/ანალოგური ოდომეტრები


ოდომეტრების მუშაობის პრინციპის გაგება მარტივია. 2000-იანი წლების დასაწყისამდე ბაზარზე დომინირებდნენ მექანიკური ხელსაწყოები. ეს მარტივი მოწყობილობები შედგება კბილანების კომპლექტისგან, რომელიც მოქმედებაში მოჰყავს დრეკად გვარლებს, რომლებიც აერთიანებენ ხელსაწყოს და ტრანსმისია (ჩვეულებრივ ისინი ბრუნავენ დამცავ ლითონის მილაკში).

გავლილი მანძილის ზუსტი გაზომვისათვის  ანალოგური ოდომეტრის კბილანები სკურპულოზურად კალიბრდებოდა.

ციფრული ოდომეტრები


‍ავტომობილების მწარმოებელთა უმეტესობამ დაიწყო ანალოგური ოდომეტრების თანამედროვე ციფრული ოდომეტრებით შეცვლა მიმდინარე საუკუნის დასაწყისში. მექანიკურის მსგავსად ციფრული ხელსაწყოები თვალყურს ადევნებენ თვლის ბრუნვას, მაგრამ სხვაგვარად, მაგნიტური ან ოპტიკური გადამწოდების დახმარებით. ეს უკანასკნელი არეგისტრირებს საბურავების მოძრაობისას კბილანა თვალის მიერ დატრიალებული ბრუნვების რაოდენობას. ინფორმაცია იწერება ძრავით მრთვის ბლოკში (ECU, Electronic Control Unit) და აისახება ოდომეტრზე.

როგორ ამოიცნოთ გაყალბება

ჩაატარეთ პატარა კვლევა, რათა გაარკვიოთ გამოშვების კონკრეტული წლის ავტომობილის კონკრეტული მარკისა და მოდელის ღირებულება. თუ არ იცით რით დაიწყოთ, თავდაპირველად გაეცანით ჩვენს მასალას 5 საუკეთესო საიტი გარბენიანი ავტომობილების შესადარებლად.

დარწმუნდით, რომ მანქანისა და მისი გარბენი შეეფერება ერთმანეთს. საშუალო ამერიკელი წელიწადში თავისი ავტომობილით გადის დაახლოებით 20 000 კმ - შესაძლოა, ეს მონაცემები გამოგადგებათ გაანალიზებისას.

აშშ-ში ან კანადაში მეორეული ავტომობილის შეძენამდე აუცილებლად შეუკვეთეთ  სპეციალიზებულ ვებ-სამსახურებში (Carfax, AutoCheck, InstaVIN, CarProof, VIN-Info და სხვ.) ანგარიში სატრანსპორტო საშუალების ისტორიის შესახებ. მაგალითად, Carfax-ში მომართვისას, თქვენ აღმოაჩენთ უამრავ მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია ოდომეტრის ჩვენებასთან – დაზიანებების ისტორიაში, გამოხმაურების სტატუსებსა და ა. შ. შეადარეთ ანგარიშებში მითითებული ციფრები ოდომეტრის ჩვენებებს და დარწმუნდით, რომ ის ადეკვატურია. 

დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: შეესაბამება თუ არა გარბენის მრიცხველის ჩვენება ავტომობილის მიმდინარე მდგომარეობას, საჭის თვლისა და პედალების ცვეთას და გადაცემათა კოლოფის გადამრთველის სახელურის "სასაქონლო იერსაც" კი. 


------------

NHTSA შეაჯამა რეკომენდაციები თუ როგორ აარიდოთ თავი გარბენთან დაკავშირებულ პრობლემებს

  1. შეადარეთ ჩანაწერები ავტომობილის სერვის წიგნაკში ოდომეტრის მონაცემებთან. ანგარიშები ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შესახებ არის მონაცემთა შესანიშნავი წყარო, ვინაიდან მასში ჩართულია ავტომობილის გარბენის მრიცხველის ჩვენებები. მოძებნეთ სტიკერი ზეთის გამოცვლის და ტექნიკური მომსახურების შესახებ ფანჯრებზე ან კარის ჩარჩოზე, სანივთე თაროზე ან კაპოტის ქვეშ, რომლებიც ადასტურებენ წიგნაკში არსებულ ინფორმაციას.

  2. ნახეთ მონაცემები ავტომობილის ისტორიის შესახებ (VHR). ანგარიში ავტომობილის ისტორიის შესახებ (აგრეთვე ცნობილი როგორც VIN-ის შეოწმება) — ავტომობილის რეგისტრაციის ისტორიასთან ერთად შეიცავს ოდომეტრის ჩვენებებს. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ციფრები დოკუმენტიდან ხელსაწყოს მიმდინარე ჩვენებებთან. ნებისმიერი შეუსაბამობა ციფრებში არის წითელი სასიგნალო ალამი. თუ გამყიდველს არ აქვს ხელზე VHR ანგარიში, თქვენ დაგჭირდებათ მისი მიღება ინტერნეტში ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN)მიხედვით. თუ როგორ გააკეთოთ ეს, ჩვენ დეტალურად გიამბეთ მასალაში 10 najlepszych dekoderów VIN.

  3. დაათვალიერეთ ოდომეტრი: ხომ არ აღინიშნება მასზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი? ციფრები ოდომეტრზე უნდა კარგად იკითხებოდეს, მათ შორის არ უნდა იყოს გამოტოვებული მანძილი, ის არ უნდა ჩანდეს ირიბი და ირყეოდეს დარტყმისას. თუ თქვენ ხედავთ რაიმე მსგავსს, სავარაუდოდ მექანიკური ოდომეტრის ჩვენებები შეიცვალა. გარდა ამისა, დაათვალიერეთ ხელსაწყოთა პანელის კლასტერის ყველა ხრახნი. შეამოწმეთ შეესაბამებიან თუ არა ისინი ავტომობილის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში მითითებულს.

  4. შეადარეთ ავტომობილის გარეგნული იერი ოდომეტრის ჩვენებებთან. ყოველთვის არ არის მარტივი დასკვნა შეესაბამება თუ არა ოდომეტრის ჩვენებები მანქანის ცვეთას. ის შეიძლება შეკეთდეს გარკვეულ წილად, რათა შეცდომაში შეიყვანოს მყიდველი. ამის მიუხედავად გაზის, მუხრუჭის და გადაბმულობის პედალების ზესადების ცვეთამ შეიძლება გამოააშკარავოს ავტომობილის ნამდვილი მდგომარეობა. აგრეთვე ნახეთ საბურავები - თუ ოდომეტრი აჩვენებს 20 000 მილს ან ნაკლებს, ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი “რეზინის“ ორიგინალური კომპლექტით. 

  5. თუ მანქანაში დამონტაჟებულია ციფრული ოდომეტრი, გაიარეთ კონსულტაცია ავტოსერვისში.  ავტომობილის მართვის ელექტრონული ბლოკი აწარმოებს მაგნიტური ან ოპტიკური გადამწოდით დაჭერილი იმპულსების ჩანაწერს და ინახავს სწორ მონაცემებს. სპეციალისტებს აქვთ მათი წაკითხვის ინსტრუმენტები.

ყველაზე სასარგებლო შემოწმება

ყველაზე ქმედითი არის ავტომობილის შემოწმება პროფესიონალი მექანიკოსის მიერ. კერძოდ, ასეთ მომსახურებას კომპანია Columbus (საქართველო) უწევს თავის კლიენტებს, რომლებიც იძენენ ავტომობილს აშშ-ში. სპეციალისტი არამხოლოდ დაადგენს შეესაბამება თუ არა ოდომეტრის ჩვენება რეალურ გარბენას, არამედ სრულად შეამოწმებს ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას. კლიენტს გადაეცემა შესაბამისი ანგარიში, რომელიც შეიცავს ფოტოებსა და მანქანის შეკეთების ყველა აუცილებელ რეკომენდაციებს.

ცნობად

აშშ-ში ოდომეტრის გაყალბება ავტომობილის შესახებ ინფორმაციის დამახინჯების მიზნით ითვლება დანაშაულად.

ფედერალური ჯარიმა ოდომეტრის გაყალბებისთვის შეადგენს $10 000 დოლარამდე და/ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

(99)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge