გამოიწერეთ ბიულეტენი

პოპულარული პალიტრა: რა გავლენას მოახდენს ავტომობილის ფერი მისი განმეორებით გაყიდვისას

პოპულარული პალიტრა: რა გავლენას მოახდენს ავტომობილის ფერი მისი განმეორებით გაყიდვისას

რომელი ფერები ეხმარება და რომელი ხელს უშლის გარბენიანი ავტომობილის განმეორებით გაყიდვისას და ამცირებს მის ფასს? პასუხი ამ კითხვაზე აღმოაჩინა კომპანია iSeeCars.com-მ და ბევრს ეს პასუხები გააკვირვებს.

ამერიკული ავტო საძიებო სისტემის iSeeCars.com-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ გამოარკვია, რომ ავტომობილის ფერს შეუძლია დაგეხმაროთ მის მომგებიან გაყიდვაში, ან პირიქით - შეამციროს ღირებულება მისი გადაყიდვის შემთხვევაში. 

სხვაობა შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს: “არაპოპულარულ“ ფერებში შეღებილი ავტომობილები თითქმის 4-ჯერ კარგავენ ღირებულებას პოპულარულ ფერებთან შედარებით.

ავტომობილის ყველაზე გავრცელებული ფერები - მაგალითად, თეთრი, შავი და ვერცხლისფერი - მინიმალურ გავლენას ახდენენ გაყიდვის ღირებულებაზე. ისინი არ აიაფებენ მანქანას, მაგრამ არც ფასს აძვირებენ.
ხოლო ზოგიერთმა სხვა ფერმა შეიძლება სასიამოვნოდ გააოცოს მომხმარებლები. ყველაზე მომგებიანი მათ შორის ყვითელი და ნარინჯისფერია!

თქვენი ფულის ფერი

„ავტომობილის ფერი არის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი შეძენისას, მას შემდეგ რაც განსაზღვრავენ მის მარკასა და მოდელს“, - ამბობს iSeeCars-ის აღმასრულებელი ანალიტიკოსი კარლ ბროუერი. - ვინაიდან ამორტიზაცია იკავებს ავტომობილის ფლობის ხარჯების ლომის წილს, ახალი მანქანის მყიდველებმა დეტალურად უნდა განიხილონ ფერის არჩევის საკითხი. თუ, რა თქმა უნდა, მათ მომგებიანად სურთ ამ ავტომობილის სარფიანი გაყიდვა“.
მათთვის ამოცანის გასაადვილებლად, iSeeCars.com-ის ანალიტიკოსებმა გააანალიზეს 2019 წლის სამოდელო რიგის 650 000-ზე მეტი მეორეული ავტომობილი, რომელიც გაიყიდა 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის მაისამდე პერიოდში.

მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული თითოეული ავტომობლის საცალო ფასი დარეგულირდა ინფლაციის დონის გათვალისწინებით 2022 წლის დოლარის ეკვივალენტამდე, შემდეგ კი შედარდა გარბენიანი ავტომობილების საშუალო საბაზრო ფასებთან. მონაცემები გაერთიანებულია ცხრილში ავტომობილის ფერისა და ძარის ტიპის მიხედვით.

ავტომობილის ამორტიზაცია ფერის მიხედვით

მკვეთრი ფერები, როგორც წესი, უკეთ ინარჩუნებენ ავტომობილის ღირებულებას, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ფერები აუფასურებენ მათ.

ავტომობილის ყვითელი ფერი საუკეთესოდ ინარჩუნებს მის ღირებულებას. “ეს მოულოდნელია, ვინაიდან ყვითელი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული ფერია მანქანის ყიდვისას. როგორც წესი, ეს არის სპორტული მანქანების და სხვა მცირერიცხოვანი მანქანების ფერი, რომელლებიც უმნიშვნელოდ კარგავენ ღირებულებაში“, - ამბობს ბროუერი. - მეორეული ავტომობილების ბაზარზე ყვითელი მანქანები იშვიათად გვხვდება. შესაძლოა ამიტომაა, რომ ადამიანები რეფლექსურად მზად არიან გადაიხადონ მათში მეტი “.

ნარინჯისფერი შემდეგი ფერია, რომელიც ეფექტურად ინარჩუნებს ავტომობილის ფასს.

„ყვითლის მსგავსად, ნარინჯისფერი არ არის გავრცელებული. უმეტესად ესეც არის მცირერიცხოვანი სპორტული ავტომობილებისა და მასლკარების ფერი, განაგრძობს ბროუერი. - ასევე მას იყენებენ სპეციალური “სადღესასწაულო“ სერიის ავტომობილებისათვის, რომლების შეზღუდული რაოდენობით იწარმოება. მაგალითად, Mazda MX-5 Miata 30th Edition და 2023 Toyota GR86 Special Edition.

ყველაზე მეტად მანქანის ღირებულებაში კარგავენ ოქროსფერ და ყავისფერ ფერებში შეღებილი მანქანები. ისინი ასევე იშვიათია, მაგრამ აუფასურებენ ავტომობილს საშუალოზე მეტად.

„ფერის იშვიათობა არ უტოლდება მის ფასეულობას. თუ ფერი ვერ პოულობს გამოხმაურებას მეორეული ავტომობილების საკმარისი რაოდენობის მყიდველებში, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მანქანის ღირებულებას გადაყიდვისას“, - ამტკიცებს ბროუერი.

თეთრი, შავი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი ფერები ავტომობილების ყველაზე პოპულარული ფერებია და ზომიერად აუფასურებენ ავტომობილის ღირებულებას.

„ბევრი მომხმარებელი ირჩევს ამ ფერებს არა იმიტომ, რომ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი “სხვებისნაირია“, - ამბობს ბროუერი. ”რადგან ეს ყველაზე გავრცელებული ფერებია, მათი არჩევანი ფაქტობრივად არ ახდენს გავლენას ავტომობილის ღირებულებაზე გადაყიდვისას.”

ბეჟი ფერიც ასევე შეგვიძლია მივაკუთვნოთ ამ კატეგორიას, ხოლო იასამნისფერი, წითელი, მწვანე და ლურჯი - კარგი არჩევანია მომავალში მანქანის წარმატებული გაყიდვისთვის.

ავტომობილის ფერის ამორტიზაცია სატრანსპორტო საშუალებების სეგმენტის მიხედვით

მანქანის ღირებულების შემცირება, პირველ რიგში, მის ფიზიკურ ცვეთაზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც iSeeCars-მა გაარკვია, ავტომობილის ფერის ამორტიზაცია აგრეთვე აქტუალური ცნებაა, რომელიც დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების კონკრეტულ ტიპზე. განვიხილოთ ძირითადი ტენდენციები.

ყველგანმავლების ამორტიზაცია ფერის მიხედვით

ყველგანმავლების სეგმენტის შესწავლისას, iSeeCars-ის ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ყვითელი ყველაზე უკეთ ინარჩუნებს მის ფასს, ხოლო ყველაზე ნაკლებად - ყავისფერი.

კაშკაშა, უჩვეულო ფერების ავტომობილები ყველაზე ნაკლებად კარგავენ ღირებულებას ყველგანმავლების სეგმენტში. ყვითელი ფერის მანქანები 3 წლის შემდეგ შეიძლება გაძვირდეს კიდეც, ხოლო ნარინჯისფერი და მწვანე მანქანები მაინც დიდად არ კარგავენ ფასში.

«ყვითელი ფერის ყველაზე პოპულარული ყველგანმავლები – Jeep Wrangler და Jeep Wrangler Unlimited, –  იყიდება რეკომენდირებულ საცალო გაყიდვის ფასზე უფრო ძვირად ექსპლუატაციის სამი წლის შემდეგაც კი, – გვატყობინებს ბრაუერი. – იგივე შეგვიძლია ვთქვათ Subaru Crosstrek-ზე, რომელიც ხშირად გვხდება ნარინჯის ფერში და მწვანე Subaru Forester-ზე».

პიკაპების ამორტიზაცია ფერის მიხედვით

რაოდენ უცნაურის არ უნდა იყოს, პიკაპებს შორის თავის ღირებულებას ყველაზე უკეთ ინარჩუნებს ბეჟი ფერი, ყველაზე უარესად კი მწვანე.

ყველა ფერის პიკაპი უფასურდება ნაკლებად ვიდრე მსუბუქი ავტომობილები, ამავდროულად ყველაზე ნაკლებად ფასში კარგავენ ბეჟი ფერის მანქანები.

 «შესაძლო მოდის საფუძველი ჩაუყარა Toyota-მ, რომელმაც წარმოადგინა ბეჟი ელფერი «მცურავი ქვიშა» პიკაპებისთვის TRD Pro 2016 წელს,შემდეგ კი სხვა მანქანებისათვისაც, – ამბობს ბრაუერი. – სწორედ Toyota-ს ყველაზე მეტი ჰყავს ბეჟი ფერის პიკაპი და ისინი ძალიან ნელა კარგავენ ფასს».

კიდევ ერთი პიკაპის ფერი დაბალი ამორტიზაციით ნარინჯისფერია.

«ნარინჯისფერი ინარჩუნებს პიკაპების ფასს იმიტო, რომ ეს ახალი ფერია სეგმენტში; ადრე ის ფაქტობრივად არ, – თვლის ბრაუერი. – მაგრამ იგი, როგორც ამბობენ ძალიან დაფასდა და მყიდველები მზად არიან გადაიხადონ დამატებითი თანხა როგორც Ford Ranger-ის შემთხვევაში, რომლის ფერის დანამატი შეადგენს მთელი $595!»

სედანის ამორტიზაცია ფერის მიხედვით

სედანებისთვის ყველაზე მომგებიანი ფერი იასამნისფერია და ყველაზე წამგებიანი კი შავი.

იასამნისფრის გარდა ყველაზე ნაკლებად გაუფასურებული ფერი სედანების შემთხვევაში წითელი ფერია.

«ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალებების შედარებით კონსერვატიულ სეგმენტშიც კი არსებობს მოთხოვნა უჩვეულო ფერებზე, – აღნიშნავს ბრაუერი. – ამავდროულად, იასამნისფერი არის სედანების ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ფერი. შემიძლია დავასახელო მხოლოდ ეერთი მოდელი, რომელიც მასობრივად იღებება ამ ფრად – Dodge Charger. და ეს აშკარად არის მისი პოპულარობის ერთ-ერთი საიდუმლო!» 

კაბრიოლეტების ამორტიზაცია ფერის მიხედვით

კაბრიოლეტებისთვის რაც უფრო მკვეთრი ფერია - მით უკეთესია, ხოლო რაც უფრო მშვიდი და ნეიტრალური ფერია - მით უფრო წამგებიანია კომერციული თვალსაზრისით.

შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ფერი იდეალურია კაბრიოლეტებისთვის.

«ის საუკეთესოა ნარჩენი ღირებულების თვალსაზრისით, რის დემონსტრირებასაც ახდენენ Porsche და Chevrolet Corvette მოდელები, რომლებიც ინარჩუნებენ თავის ფასს რიგი წლების განმავლობაში, – ამბობს ბრაუერი. – ადამიანებს, რომლებიც ყიდულობენ მსგავს ავტომობილებს, უნდათ გამოყოფა, ამიტომ რიგითი ფერები ამ სეგმენტისათვის ტაბუა  ».

კუპეს ამორტიზაცია ფერის მიხედვით

კუპეს სეგმენტი ძირითად შედგება სპორტული ავტომობილებისაგან და მასლკარებისაგან.

ისევე როგორც პიკაპები, ნებისმიერი ფერის კუპე ინარჩუნებს თავის ფასს სხვა ავტომობილებზე უკეთ.

«ამ სეგმენტში წინადადება არ არის ძალიან დიდი, ამიტომ მოთხოვნა მეორეულ ბაზარზე მაღალია. შესაბამისად, ყველა ფერი უფასურდება საშუალოდ ბაზარზე არსებულ გაუფასურებაზე ნაკლებად».

ამის მიუხედავად ყოველთვის ფასობენ ნარინჯისფერი ავტომობილები. «საუბარია კლასიკურ ამერიკულ სპორტულ ავტომობილებზე – Chevrolet Camaro, Ford Mustang და Chevrolet Corvette», – მოჰყავს მაგალითები ბრაუერს.

მინივენების ამორტიზაცია ფერის მიხედვით

მინივენებს შორის ყველაზე მომგებიანი არის მწვანე ფერი, ხოლო წითელი კი არ არის საუკეთესო არჩევანი.


მინივენები უსაფურდება ნებისმიერი სხვა ტიპის ავტომობილზე გაცილებით სწრაფად. მაგრამ მწვანე მინივენები დანარჩენზე ოდნავ ნაკლებად.

«ზოგადად, მინივენები – გონივრული არჩევანია. თუმცა, თუ გინდათ გახადოთ შენაძენი კიდევ უფრო მომგებიანი, შეარჩიეთ მწვანე ფერის მინივენი, – ამბობს ბრაუერი. – ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, როდესაც თავშეკავებული ფერი ხელს უწყობს გაყიდვებს. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ თამამი ან იშვიათი ფერები ამცირებენ ავტომობილის ღირებულებას გადაყიდვისას. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხშირად სრულიად საწინააღმდეგოდ ხდება!»

წყაროები: iSeeCars.com, Blog.cheapism.com

(204)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge