როგორ შეამოწმოთ აშშ-დან ავტომობილის ისტორია და არ იყიდოთ "ლიმონი"
ამერიკაში გარბენით მანქანის შეძენისას თქვენ ნამდვილად გენდომებათ დარწმუნდეთ, რომ მისი ექსპლუატაციის ისტორია გამჭვირვალეა, ხოლო თავად მანქანას არ გააჩნია ფარული დეფექტები.
გასაგები და სრულიად რეალისტური. მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ Сolumbus-ის კლიენტებისათვის საქართველოში მსგავსი სერვისი უფასოა.
აშშ-ში შეძენილი ავტომობილების VIN-კოდის უფასო შემოწმება შეგიძლიათ შეუკვეთოთ სადაზღვევო დანაშაშულის ეროვნულ ბიუროში (NICB), VehicleHistory.com ან iSeeCars.com/VIN საიტებზე, AutoCheck ან DMVDesk-ის სამსახურებში (ამ უკანასკნელში – თუკი მოითხოვება ინფორმაცია მოტოციკლების შესახებ). საინფორმაციო რესურსების სია გრძელია, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში მის სათავეშია CARFAX – კომპანია, რომელმაც განახორციელა აშშ-ში ავტომობილების პირველი ეროვნული მონაცემთა ბაზის ორგანიზება.
ბიზნესი ფაქსით
CARFAX დაფუძნდა 1984 წელს ევინ ბარნეტ III-ის და რობერტ კლარკის მიერ კოლუმბიაში (მისურის შტატი). კომპანიის მონაცემთა დამუშავების ცენტრი დღემდე იმყოფება ამ პატარა ამერიკულ ქალაქში, სადაც ბარნეტს მოუვიდა მონაცემთა ბაზის შექმნის იდეა, რომელიც გამოააშკარავებდა თაღლითებს, რომლებიც მანიპულირებდნენ ოდომეტრების ჩვენებებით.
1986 წელს მან შესთავაზა მისურის ავტო დილერების ასოციაციას CARFAX-ის ანგარიშის ვერსია ავტომობილების ისტორიის შესახებ. ფორმულარი შემუშავებული იყო მონაცემთა ბაზის გამოყენებით, რომელშიც თავდაპირველად უყო სულ რაღაც 10 000 ჩანაწერი და იგზავნებოდა ფაქსით - სწორედ აქედან მოდის კომპანიის სახელწოდებაც.
1996 წლის დეკემბერში გაიშვა ვებ-საიტი Сarfax.соm, რომელიც წარადგენდა ანგარიშებს სატრანსპორტო საშუალებების ისტორიის თაობაზე არამხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებისათვის. ამავდროულად აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთოხების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მიერ უკვე იქნა სტანდარტიზებული VIN ფორმატი, რომელიც მოითხოვდა, რომ ყველა საგზაო სატრანსპორტო საშუალება შეიცავდეს 17-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერს, ასე რომ საქმე გამოცოცხლდა, CARFAX გახდა გლობალური ვებ-სამსახური, რომელიც წარმოადგენდა ყველა (ხელმისაწვდომ) მონაცემებს ავტომობილის შესახებ აშშ-ში, კანადასა და ევროპის 20 ქვეყანაში.
რას წარმოადგენს VIN-ანგარიში და რაშია მისი სარგებელი?
დროთა განმავლობაში CARFAX ანგარიში გახდა საზოგადო სახელი: სახალისოა, მაგრამ დღემდე “ქარფაქსებს“ უწოდებენ ყველა ვებ-სამსახურის დოკუმენტებს, რომლებიც წარადგენენ მონაცემებს ავტომობილის ისტორიის შესახებ.
ამასთანავე, ორიგინალური ქარფაქსი რჩევა ერთგვარ ხარისხის ნიშნად. CARFAX-ის ანგარიშები ეხმარებიან მყიდველს დამაჯერებლად შეარჩიოს პერსპექტიული მეორეული ავტომობილი და ამავდროულად თავი აარიდოს ფარული დეფექტების მქონე ავტომობილის შეძენას. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ CARFAX (მთავარ კონკურენტთან - AutoCheck-თან შედარებით) გასცემს უფრო დეტალურ ჩანაწერებს ტექნიკური მომსახურების შესახებ და უფრო მკაფიოდ ახდენს ავტომობილის წინა მფლობელების მარკირებას.
რისთვის არის საჭირო გარბენით თითოეული სატრანსპორტო საშუალების ისტორიის შემოწმება - უფრო რიტორიკული კითხვაა. მაგრამ ჩვენ მაინც გამოვყავით სამი მთავარი მომენტი:
-
CARFAX-ის ანგარიშის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ მანიპულაციები/პრობლემები ოდომეტრთან დაკავშირებით. თუ ის უმნიშვნელოა - ეს შეამცირებს ავტომობილის ღირებულებას, ხოლო თუკი ის სერიოზულია - უარს გათქმევინებთ შეძენაზე.
-
ფარული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები – სერიოზული პრობლემაა. CARFAX დაგიცავთ ავტომობილის სახით აშკარა ჯართის შეძენისგან (აშშ-ში ასეთ ავტომობილებს ირონიულად უწოდებენ "ლიმონებს").
-
მანქანის მომსახურების ისტორია გაჩვენებთ თუ რამდენად კარგად უვლიდნენ მას. უხარისხო სერვისი გარდაუვლად მიგიყვანთ ტექნიკური მომსახურების სადგურზე.
ვებ-სამსახურის ფორმულარში შეყვანილია სხვადასხვა წყაროდან: სადაზღვევო კომპანიებიდან, ავტოსალონებიდან და ტექნიკური მომსახურების სადგურებიდან, სამართალდამცველებისგან და სხვ. წყაროებიდან მიღებული მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
თუ თქვენ დამოუკიდებლად არჩევთ ავტომობილს განცხადებების საიტებზე (Craigslist და სხვ.) ან eBay-ზე, თქვენ თავად მოგიწევთ ზრუნვა ავტომობილის შემოწმებაზე. ყველაფერი გაცილებით მარტივია, როდესაც ხელზე გაქვთ Columbus-თან ხელმოწერილი საკონსულტაციო დახმარების გაწევის ხელშეკრულება. კომპანია უზრუნველყოფს უფასო წვდომას CARFAX-ის მონაცემთა ბაზაზე. Columbus-ის სპეციალისტები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ შემოწმების შედეგად გამოვლენილი პრობლემების მქონე ავტომობილის შეძენას.
CARFAX-ის ანგარიში შეიცავს ავტომობილის ფოტოებს სხვადასხვა წყაროებიდან (არამხოლოდ აუქციონიდან). სამსახურის არქივში ინახება ფოტოები სხვადასხვა სავაჭრო მოედნებიდან, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემდეგ (გადაღებული სადაზღვევო აგენტების ან პოლიციელების მიერ) და ა.შ.
ფოტოანგარიში გაძლევთ შესაძლებლობას შეიქმნათ წარმოდგენა სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის შესახებ საგზაო შემთხვევამდე და მის შემდეგ. თან არამხოლოდ ბოლო შემთხვევის, რომლის შემდეგაც ავტომობილი აღმოჩნდა აუქციონზე, არამედ წინა შემთხვევების ამსახველი ფოტოები.
გადავდივართ შინაარსზე
CARFAX-ის ანგარიში შედგება რამდენიმე ქვეთავისგან, რომელიც იძლევა შესაძენი მანქანის ისტორიის შესახებ წარმოდგენის შექმნის.
1. ზოგადი ინფორმაცია
ქვეთავი Vehicle Report შეიცავს ზოგად მონაცემებს ავტომობილის შესახებ. ცალკეულ პუნქტებად გამოყოფილია:
-
Vehicle information, ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ. მანქანის მოდელი, VIN-კოდი, ძრავის ტიპი, გამოყენებული საწვავი, ინფორმაცია ამძრავის შესახებ. მანქანის კომპლექტაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ დამატებით ბმულებზე.
-
Branded Title: Salvage, დაზიანების მქონე ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. მასში მითითებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელშიც მონაწილეობდა ავტომობილი, აღნიშნულია დაზიანებების სახეობები, ტექნიკური პრობლემები, სხვა მონაცემები.
კერძოდ, Branded Title შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ანგარიშებს:
-
Damage Report – დაზიანებების შესახებ.
-
Previous owners – წინა მფლობელების შესახებ.
-
At least 1 open recall – მწარმოებლის გამოხმობის კომპანიების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობდა მანქანა.
-
Types of owners – მანქანით ფლობის ტიპის: იყო პირად სარგებლობაში, გაქირავებული, ტაქსის სამსახურში და ა. შ..
-
Last report odometer reading – ოდომეტრის ბოლო ჩვენების შესახებ (უფრო მარტივად რომ ვთქვათ - ავტომობილის გარბენის შესახებ).
2. მონაცემები მფლობელთა რაოდენობის შესახებ
ეს ბლოკი შეიცავს ინფორმაცია მანქანის წინა მფლობელების შესახებ, მაგრამ მათი პერსონალური მონაცემების მითითების (ეს აკრძალულია კანონით).
შეძენის წელი, ფლობის ტიპი და დრო, შტატი და ქალაქი, რომელშიც ხდებოდა ავტომობილის ექსპლუატაცია. არის მონაცემები წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების მიახლოებითი გარბენის შესახებ, ოდომეტრის ბოლო დაფიქსირებული მონაცემები. ქვეთავი სასარგებლოა მათთვის, ვისაც უნდა მანქანის გარბენის შემოწმება და დარწმუნდეს, რომ მონაცემები ავტომობილის შესახებ შეესაბამება სინამდვილეს.
3. მანქანის მდგომარეობა
ქვეთავი შეიცავს ინფორმაციას მანქანის მდგომარეობის შესახებ იმ პერიოდებში, როდესაც მის ექსპლუატაციას ახორციელებდა სხვადასხვა ავტომფლობელი.
წითელ სამკუთხედში მოთავსებული ძახილის ნიშანი (ALERT!), ნიშნავს, რომ ბლოკი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას. ჩვეულებრივ, ის მოწმობს იმაზე, რომ ავტომობილი მოხვდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში ან განიცადა საფუძვლიანი რემონტი.
4. დამატებითი მონაცემები
ქვეთავი შეიცავს დეტალებს (სტატუსებს), რომლებიც იძლევიან ავტომობილის მიერ მიღებული დაზიანების ხარისხის, შემდგომი შეკეთების რენტაბელურობის/მიზანშეწონილობის განსაზღვრის შესაძლებლობას.
ინფორმაციის სწორად განმარტებისათვის საჭიროა გამოცდილება. მაგალითად, მრისხანე სტატუსი Total Loss Reported («სრული დანაკარგი»), სულაც არ ნიშნავს, რომ მანქანამ მიიღო კრიტიკული დაზიანებები. შესაძლოა, მსუბუქი შეჯახების შემდეგ აბრალოდ გაიხსნა უსაფრთხოების ბალიში. ეს საკმარისია, რომ სადაზღვევო კომპანიამ ჩამოწეროს ავტომობილი. ამავდროულად, ასეთი მანქანის აღდგენა არ არის რთული.
5. დეტალური ინფორმაცია
ანგარიშის ბოლო ქვეთავი შეიცავს ინფორმაციას წინა მფლობელების შესახებ: როდის შეიძინეს ავტომობილი, რამდენი იყო მისი გარბენი ყიდვის მომენტში. მითითებულია ინფორმაციის წყარო და სხვა სასარგებლო მონაცემები. მაგალითად, რის გამო და რომელ ტექნიკური მომსახურების სადგურზე ჩატარდა მანქანის შეკეთება/მომსახურება. ქვეთავი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს აშშ-ს და კანადის სადაზღვევო კომპანიების, პოლიციის დეპარტამენტებისა და სხვა ორგანიზაციების ანგარიშებზე.
შესაძლებელია თუ არა უფასო ანგარიშის მიღება?
ალბათ თქვენ გსმენიათ CARFAX-ის ან AutoCheck-ის ანგარიშის უფასოდ მიღების შესაძლებლობაზე. გარწმუნებთ, რომ საუბარია მხოლოდ შესავალ ნაწილზე. გაფართოებული სერვისი ყოველთვის ფასიანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემთა ყველა ბაზა ერთდროულად გაკოტრდებოდა.
დაგრჩათ დამატებითი კითხვები?
ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილის შემძენი კლიენტების საკონსულტაციო დახმარების კომპლექსური პროგრამის ფარგლებში Columbus აწარმოებს სრულ და უფასო შემოწმებას CARFAX-ში და მონაცემთა ალტერნატიულ ბაზებში. გარდა ამისა, ავტომობილები მოწმდება გარბენიანი ავტომობილების ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ შედგენილი კომპანიის ჩეკ-ფურცლებით.
გაითვალისწინეთ, რომ ბევრი მონაცემები CARFAX-ში შეიძლება წაიკითხონ მხოლოდ პროფესიონალებმა. უბრალოდ იმიტომ, რომ იდეალური ანგარიშები არ არსებობს. დღემდე ყველა ძარის საამქრო ამერიკაში არ გადასცემს მონაცემებს ავტომობილის ისტორიის აღმრიცხველ კომპანიებს. ზოგი არემონტებს ავტომობილებს სადაზღვევო კომპანიის მოწვევის გარეშე (მაგალითად, სადაზღვევო ტარიფის ზრდის შიშით). მხოლოდ სპეციალისტების მიერ გაკეთებული ავტომობილის მდგომარეობის კომპლექსური შემოწმება იძლევა აშშ-ში ავტომობილის წარმატებული შეძენის გარანტიას.
მიმართეთ Columbus-ს: ჩვენ დაგეხმარებით ავტომობილის ისტორიის შემოწმებასთან დაკავშირებულ ნიუანსებში გარკვევაში და თქვენი ოცნების ავტომობილის შეძენაში!
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში