გამოიწერეთ ბიულეტენი

როგორ შეიძინოთ მანქანები Salvage Title-ზე?

როგორ შეიძინოთ მანქანები Salvage Title-ზე?

აშშ-ს აუქციონებზე ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ავტომობილები ეგრეთ წოდებული “ავარიული სერტიფიკატით“ – Salvage Title. ასეთი სერტიფიკატის მქონე ავტომობილის შეძენა - გარკვეულ წილად სარისკო საქმეა. მაგრამ ვინაიდან საავტომობილო აუქციონებზე დაზიანებული მანქანის ღირებულება გაცილებით ნაკლებია, შესაძლოა ეს ამად ღირდეს. ყოველ შემთხვევაში ასე თვლის მსოფლიოში ცნობილი ბიზეს-გამოცემა Forbes, რომლის ჟურნალისტებმა ყურადღებით შეისწავლეს თემა.

Forbes-ის ექსპერტთან დასკვნები და მათი რამდენიმე რჩევა გამოადგება ყველას, ვინც აპირებს ავტომობილის შეძენაზე ფულის დაზოგვას.

რა არის Salvage Title?


"სტატისტიკის თანახმად, Salvage Title-ს ანიჭებენ ამერიკულ საავტომობილო აუქციონებზე წარმოდგენილ ავტომობილების  75-80%. ჩვეულებრივ, ეს ნიშნავს, რომ მანქანა მოხვდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში (ანდა დაზიანდა სტიქიური უბედურების შედეგად) და მისი შეკეთება აღემატება ავტომობილის საბაზრო ღირებულების ნახევარს. აშშ-ს ზოგიერთ შტატში შეკეთების ფასი შეიძლება 75% აღწევდეს", – იშველიებს სტატისტიკას Forbes. 

Salvage Title-ზე წარმოდგენილი ავტომობილის ისტორია შემდეგნაირია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლები აფასებენ ავტომობილისთვის მიყენებულ ზიანს. თუ მათი აზრით შეკეთება დაჯდება სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების ნახევარი (უფრო ზუსტად, 50% მეტი), მათ გამოაქვთ გადაწყვეტილება შეკეთების მიზანშეუწონლობის შესახებ და უხდიან მფლობელს დაზიანებული ავტომობილის ღირებულებას. როგორც წესი, ამის შემდეგ მანქანა ხვდება საავტომობილო აუქციონზე. 

Salvage Title შეიძლება იყოს აღჭურვილი მითითებით «rebuilt» («აღდგენილი»). ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი შეკეთდა და დაშვებულია ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ რეგისტრაციასა და ლიცენზირებისათვის (აშშ-ში). 

გარდა ამისა, ზოგიერთ შტატში ასეთ სერტიფიკატს გასცემენ იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი გაიტაცეს ბოროტმოქმედებმა, ხოლო შემდეგ აღმოაჩინა პოლიციამ. მაგრამ ვინაიდან სადაზღვევო კომპანიამ უკვე “აანაზღაურა“ ზიანი - ყიდის ავტომობილს საავარიო დოკუმენტებით.

სამი ნაბიჯი ავარიული სერტიფიკატის მქონე ავტომობილის შესაძენად

იმისათვის, რომ შეიძინოთ ავარიული სერტიფიკატის მქონე ავტომობილი, Forbes გირჩევთ სამი შემდეგი ნაბიჯის შესრულებას:

1. ჩაატარეთ ავტომობილის სრული დიაგნოსტიკა.

Salvage Title-ის მქონე ავტომობილის შეძენამდე დაავალეთ მექანიკოსს, რომელსაც ენდობით, დაათვალიეროს ის - ნუ ენდობით მხოლოდ მფლობელის სიტყვას სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის თაობაზე. ამის წყალობით თქვენ დანამდვილებით გეცოდინებათ თუ რა შეკეთებაა შესასრულებელი და რა ოდენობის თანხასთან არის ეს დაკავშირებული. 

2. შეამოწმეთ ავტომობილის ისტორია.

ორჯერ შეამოწმეთ ავტომობილზე საკუთრების უფლების მინიჭების გარემოებები. ამისათვის ღირს შეიხედოთ აშშ ეროვნულ საინფორმაციო სისტემაში NMVTIS (ან სხვა ავტორიტეტულ ვებ-სამსახურებში) და მიიღოთ ანგარიში ავტომობილის ისტორიის შესახებ. მოსთხოვეთ გამყიდველს შეკეთების ჩეკები და ხარჯთაღრიცხვა (თუ ის უკვე შესრულებულია), ანდა მიმართეთ სახელოსნოს, რომელმაც ჩაატარა სამუშაოები, რათა დააზუსტოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი.

3. დაინტერესდით საავარიო სერტიფიკატის მიღების თარიღით.

ავტომობილი, რომელმაც დიდი ხნის წინ მიიღო ავარიული სტატუსი და მას მერ უპრობლემოდ იმყოფებოდა ექსპლუატაციაში - საუკეთესო ვარიანტია შესაძენად ცოტა ხნის წინ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მოხვედრილ ავტომობილთა შედარებით.

ღირს კი «ავარიული» ავტომობილის შეძენა?

"ავარიული ავტომობილის შეძენას აქვს აზრი, მაგრამ დააზუსტეთ, რომ თქვენ მოგიწევთ ჩაუღრმავდეთ ავტომობილის ისტორიაში, რათა შეაფასოთ ღირს კი შეძენა", – აღნიშნავს Forbes.

ვთქვათ, თქვენ გაინტერესებთ ავტომობილი სუფთა ისტორიით, ორი წინამორბედი მფლობელით, დაუზიანებელი, სრული ჩანაწერებით ტექნიკური მომსახურების შესახებ. მეორე გაყიდვის შემდეგ მანქანა ოდნავ დაზიანდა სეტყვისგან სადილერო მოედანზე, რის შედეგადაც ცნობილია სრულიად დაზიანებულად კაპოტის ქვეშ და სალონში დაზიანებების არარსებობის მიუხედავად. თუ თქვენ არ გაღელვებთ რამდენიმე ჩანაჭყლეტი ძარაზე, შესაძლოა, თქვენ აღმოაჩინეთ სახსრების დაზოგვის საუკეთესო ვარიანტი. 

ან, ვთქვათ, ავტომობილი ირიცხება გატაცებული ავტომობილების რიცხვში, მაგრამ ნაპოვნია პოლიციის მიერ. სავარაუდოდ სახელმწიფო გასცემს ასეთი მანქანის უტილიზაციის სერტიფიკატს, ვინაიდან ის პრაქტიკულად არ დაზიანდა - სრულიად მისაღებია მისი შეძენა.

მსგავსი ვარიანტი ბევრია, მაგრამ გარეშე დახმარების გარეშე მათ აღმოსაჩენად მოგიწევთ შრომა.

Salvage Title-ის მქონე ავტომობილის შეძენის პლუსები და მინუსები.


"თუ თქვენ დაფიქრდით ავარიული სერტიფიკატის მქონე ავტომობილის შეძენაზე, გასათვალისწინებელია ზოგიერთი  პლუსები და მინუსები", – ურჩევს Forbes.

პლუსები:

1. მნიშვნელოვანი ეკონომია.

როგორც წესი, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილი ავარიული დოკუმენტებით 20-40% უფრო იაფად “სუფთა“ სერტიფიკატის მქონე ავტომობილთან შედარებით.

2. არსებობს მცირედ დაზიანებული მანქანის მოძიების შანსი. 

ავარიული სერტიფიკატი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მანქანა დაილეწა. თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ და კაპიკებში იყიდოთ გატაცებული ან აღდგენილი ავტომობილი მანამდე, სანამ ის სათადარიგო ნაწილებად დაშლიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილი საჭიროებს მცირე შეკეთებას, მისი შიგთავსი შეიძლება დაჯდეს გაცილებით უფრო იაფი ვიდრე სხვა მანქანის შეძენა.

3. შეიძლება სათადარიგო ნაწილებად გამოყენება. 

თუ თქვენ აღადგენთ ავტომობილს, რომლისთვისაც საჭიროა რთულად მოსაძიებელი და ძვირადღირებული ნაწილები, უტილიზაციის უფლებით და თქვენთვის საჭირო ნაწილებით ავტომობილის შეძენა - სრულიად გამართლებულია. 

მინუსები:

1. ავტომობილს შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული დაზიანებები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. 

ავტომობილზე შეხედვით რთულია მისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. ეს ნიშნავს, რომ შეკეთება შეიძლება უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე თქვენ ამას ვარაუდობდით. აშშ-ში ხშირია შეტყობინებები სასამართლო პროცესებზე იმის გამო, რომ ავტო სახელოსნოები განზრახ ამცირებდნენ ავტომობილის დაზიანების ხარისხს.

2. თაღლითობის საფრთხე. 

გამყიდვლები ყოველთვის არ ამბობენ სიმართლეს ზიანზე, რომელმაც გამოიწვია უარი საკუთრების უფლებაზე. თუ თქვენ ყიდულობთ ავტომობილს, რომელიც საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, თქვენ მისი გადარჩენის არც ისე ბევრი შანსი გაქვთ. ან თქვენ დახარჯავთ მთელ თანხას, რომლის სანაცვლოდაც შესაძლებელია საკმაოდ კარგი მთელი ავტომობილის შეძენა. ამიტომ ასე მნიშვნელოვანია Salvage Title-ის სერტიფიკატის მქონე ავტომობილის სწორი არჩევანი.

Forbes-ის რამდენიმე დასკვნა: 

  • ავარიული სერტიფიკატის მქონე ავტომობილის შეძენამ შეიძლება დაზოგოს თქვენი სახსრები, თუმცა ეს გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ შეძენაში - ჩაატარეთ საკუთარი გამოძიება და გაარკვიეთ თუ რატომ მანქანას აქვს ავარიული სტატუსიო, რა შეკეთება მოითხოვება მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.

  • აუცილებლად მიმართეთ საავტომობილო ვაჭრობაში მონაწილეების გამოცდილებისა და ავტომობილის ისტორიის მონაცემთა ბაზის ინფორმაციის გაანალიზების უნარის მქონე სპეციალისტებს. ეს მოგცემთ ძვირადღირებული შეცდომების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

! შეგახსენებთ, რომ კომპანია Сolumbus-ის თანამშრომლები 10 წელზე მეტია წარმატებით უწევენ კონსულტაციებს აშშ-ს და კანადის საავტომობილო აუქციონებზე მანქანების შემძენ ავტომოყვარულებს. ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის წყალობით, Сolumbus ეხმარება გაყიდვის ადგილზე ავტომობილების დიაგნოსტიკის ჩატარებაში (ფოტო ფიქსაციით), ავტომობილების ისტორიის სპეციალიზებულ ვებ-სამსახურებში  (Carfax, AutoCheck და სხვა, არჩევით) შემოწმებაში და აგრეთვე ავტომობილის შეკეთების სრული პაკეტის შესრულებაში. კომპანია არჩევს ავტომობილებს საზღვარგარეთის აუქციონებზე კლიენტების ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.

(105)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge