გამოიწერეთ ბიულეტენი

მადლობა, SUV! ფურგონები კვლავ მოდაშია

მადლობა, SUV! ფურგონები კვლავ მოდაშია

ბოლო ათწლეულში ფურგონები გაყიდვები არც ისე სახარბიელოდ მიდიოდა. თუმცა დღეს ისინი კვლავ განიცდიან პოპულარობის ზრდას და რაოდენ გასაკვირი არ არის, ამისთვის ყველგანმავლების მადლიერები უნდა ვიყოთ.

1980-იან და 1990-იან წლებში მინივენები დე-ფაქტო საოჯახო სატრანსპორტო საშუალება იყო. მაგრამ პოპულარობის (და ტევადობის) ზრდასთან ერთად ავტომობილების სულ უფრო მეტი მყიდველი უპირატესობას SUV-ს ანიჭებდა. "რა საჭიროა იყო დედა, თუ შეიძლება იყო სუპერმენი-დედა, გესმის?" – ასე აღწერა ეს ტენდენცია აშშ-ში პოპულარულმა საინფორმაციო რესურსმა Аutoblog.com.

მოდური ვარცხნილობა

–90-იან წლებში ყველგანმავლების პოპულარობა გაიზარდა ცხოვრების აქტიური სტილის დაპირების ფონზე. მიზეზი მარტივია: ეს მანქანები გამოიყურებოდა საიმედოდ და იძლეოდა მხიარული დროის გატარების გარანტიას — თვლის ედ კიმი, AutoPacific-ის პრეზიდენტი და მთავარი ანალიტიკოსი.

ძვრა აჩქარდა 2000-იან წლებში, როდესაც სეგმენტში მოთამაშეთა რაოდენობა შემცირდა რამდენიმე საკვანძო ფიგურამდე. 

პარალელურად ტერმინი «ყველგანმავალი» სულ უფრო კარგავდა თავის მნიშვნელობას, ვინაიდან მისი გამოყენება დაიწყეს ყველა ფორმისა და ზომების სატრანსპორტო საშუალებების აღწერისთვის. 

ბევრი ავტომწარმოებელი დღესაც არგებს ამ "მოდურ ვარცხნილობას " სედანებს და უნივერსალებსაც კი, რადგან ცდილობს მყიდველთა თვალში მათი მიმზიდველობის ამაღლებას.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ მოგიწევთ. ბოლო Kia Carnival-მა ნაწილობრივ მიაღწია წარმატებას იმიტომ, რომ აქვს უფრო ვერტიკალური, ბლოკური დიზაინი ტიპიურ “მარმელადის“ მიკროავტობუსთან შედარებით. ჩრდილოეთ ამერიკაში ჭეშმარიტად პოპულარულ უნივერსალად რჩება  Subaru Outback – მისი შთამბეჭდავი საგზაო ღრეჩოთი და ზესაიმედო კონსტრუქციით.

Kia-ს თავხედობა


შეგახსენებთ, რომ 2021 წელს წარმოებაში გაშვებულმა Кia Carnival-მა ჩაანაცვლა ძველებური მინივენი Sedona. მაგრამ გაშვების დროს Carnival Kia-მა არც ერთხელ არ გამოიყენა სიტყვა  «ფურგონი» ან «მინივენი» და ამის ნაცვლად უწოდებდა Carnival-ს «მრავალმიზნობრივ სატრანსპორტო საშუალებას». 

Kia ამით არ შემოიფარგლა და განაცხადა, რომ Carnival-მა შეავსო «თავისუფალი სივრცე ყველგანმავალსა და საოჯახო ფურგონს შორის » — ნიშა, რომლს არსებობის შესახებ ჩვენ ადრე არ ვიცოდით . კომპანია თავხედურად ახდენდა «ყველგანმავლის მაგვარი ფურგონის თამამი და კვადრატულ დიზაინის» რეკლამირებას.

საოცარია, მაგრამ ამგვარმა მიწოდებამ მიაღწია თავის მიზანს. 2021 წლის განმავლობაში Kia-მ გაყიდა 25 155 ავტომობილი Carnival, რაც აღემატება 2020, 2019, 2018 და 2017 წლებში რეალიზებული Sedona-ს ავტომობილების რაოდენობას.

– დიზაინმა გახადა ავტომობილი უფრო შესამჩნევი, — თქვა ჯოზეფ ჩოიმ, Kia-ის მენეჯერი Carnival-ის სასაქონლო სტრატეგიის მიმართულებით. – ჩვენ ავიღეთ ყველაფერი, რაც ხდის ავტომობილის ამ ტიპს უფრო მიმზიდველს, მაგრამ ჭეშმარიტად წინ წავიწიეთ, როდესაც ყურადღება გავამახვილეთ ფურგონის გარეგნულ იერს. რაოდენ შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდეს იგი დღეს, მე უკვე ვფიქრობ ამ დიზაინის მომდევნო იტერაციაზე.

"ტყის მოხეტიალის" თავგადასავლები


ზოგადი ტენდენციის შესაბამისად, 2021წ. Toyota-მ გამოაცხადა Sienna – Woodland-ის ახალი მოდერნიზაციის შესახებ, რომელიც მოიცავს მინივენისთვის ყველგანმავლის ნაკვეთების შემძენი სალონის ახალ მიპორკეთებასაც.

ცვლილებები მინიმალური, მაგრამ საკმარისი იყო, რომ მოეხდინა “ტყის მოხეტიალის“ რეკლამირება: საგზაო ღრეჩო მატება 0,6 დუიმით, რეილინგები სახურავზე ტრავერსით, მძლავრი ბუქსირების გადასაბმელი, ცვალებადი დენის 120-ვოლტიანი დენცქვიტა მცირე ტურისტული აღჭურვილობის კვებისთვის. Woodland მიეწოდება სტანდარტული სრული ამძრავით, რომელიც იყო და რჩება არასავალდებულო Sienna-ს სხვა მოდელებისათვის.

თეორიულად Woodland-ის მოდერნიზაცია შედგა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარი აღმოჩნდა. როდესაც Аutoblog-მა გამოსცადა ავტომობილი წლის დასაწყისში, აღმოჩნდა, რომ Woodland არ ამართლებს თავის შედარებით მაღალ ფასს, რომელიც 2023 წლის მოდელის შემთხვევაში შეადგენს $47 530. 

მოკლედ, ბოლო წლების განმავლობაში ავტომწარმოებელი არაერთხელ სცადეს წაეშალათ ზღვარი ფურგონებს და სატვირთო ავტომობილებს შორის (ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფურგონი Volkswagen Syncro, მაზდა MPV-ს პირველი თაობა და ა. შ.). მაგრამ ეს ცვალებადი წარმატებით ხდებოდა.

წარმატებული შეჯვარება

ფურგონის და ყველგანმავლის შეჯვარების ყველაზე წარმატებული შეჯვარება მოხდა ოვერლენდინგის - საბოლოო მიზნის გარეშე მოგზაურობის გაზრდილი პოპულარობის გათვალისწინებით. ადრე #VanLife-ს და ავტო მოგზაურთა სხვა გაერთიანებების ენთუზიასტები ყიდულობდნენ სრული ზომის ფურგონებს და გარდაქმნიდნენ მათ თავისი მოგზაურობის ფან-ბარჟებად. ახლა ბევრი ავტომწარმოებელი ცდილობს მათი გულის მოგებას.

მაგალითად, Mersedes-მა წარმოადგინა დასვენების დღის კემპერის კონცეპცია Metris-ის (რომელიც მოგვიანებით გადაირქვა Getaway-დ) მოდელის საფუძველზე.

Ford-მა შარშან გამოიყვანა Transit Trail - ძალიან მაგარი სრული ზომის ფურგონი ჭეშმარიტი ყველგანმავლის შესაძლებლობებით. Trail აერთიანებს Transit-ის 310-ძალურ თვინ-ტურბო V6 ძრავს სრული ამძრავით, 3,5 დიუმით გაზრდილ საგზაო ღრეჩოს, 16-დუიმიან თვლებს 31-დუიმიანი Goodyear-ის "ყველგანმავალი ფეხსაცმლით". დამატებითი ბუქსირების პაკეტით აღჭურვა აძლევს Trail-ს შესაძლებლობას გაიყოლოს 6500 ფუნტამდე (თითქმის 3 ტონა) ტვირთი.

– პერსპექტივაში ყველგანმავლები განაგრძობენ გავლენას ავტომობილების დიზაინსა და გზის თვისებებზე, ვინაიდან რჩებიან ყველაზე პოპულარულ სატრანსპორტო საშუალებად ჩრდილოეთ ამერიკაში, — აჯამებს კიმი. – ამის წყალობით შანსები უჩნდება მიკროავტობუსებასაც, განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრო მოდელები, რომელთა მხარეს მომავალია.

წყაროები: Аutoblog.com, Yahoo autos.

(182)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge