გამოიწერეთ ბიულეტენი

სად უნდა მოიძიოთ ამერიკაში კარგი და იაფიანი სატვირთო ავტომობილი? ყველაზე «კოვბოის» შტატები

სად უნდა მოიძიოთ ამერიკაში კარგი და იაფიანი სატვირთო ავტომობილი? ყველაზე «კოვბოის» შტატები

ამერიკელებს ძალიან უყვართ თავისი პიკაპები, მაგრამ ზოგიერთ შტატში სხვაზე მეტად უყვართ. და სად არის აშშ-ში ამ სატრანსპორტო საშუალებების საუკეთესო არჩევანი? პასუხი ამ კითხვაზე აქვს ავტორიტეტულ ამერიკულ პორტალს iSeeCars.com.

ბოლო დროს პიკაპების პოპულარობა იზრდება მათი გაზრდილი შესაძლებლობებისა და უნივერსალურობის წყალობით. 

ოდესღაც ისინი ითვლებოდნენ უპრობლემო მუშა მანქანებად ფერმერებისა და მშენებლებისთვის, მაგრამ თანამედროვე მანქანებმა ბევრად გადაუსწრეს ამ მოსაზრებას. 

ახლა ამერიკის ჩქაროსნულ გზებზე იშვიათობა აღარ არის რესპექტაბელური საოჯახო სატვირთო მანქანები – ძვირადღირებული ყველგანმავლების შესაფერისი მოპირკეთებით სალონში, რომლებიც ოდნავ უთმობენ მსუბუქ ავტომობილებს უსაფრთხოების პარამეტრებში. ამასთანავე მათ გაცილებით უფრო მარალი ფუნქციონალურობა გააჩნია. პიკაპებს ვერ შეაშინებთ უგზოობით, მათ შეუძლიათ როგორც ადამიანების, აგრეთვე მძიმე ტვირთის გადატანა. და ბოლოს, ისინი აღარ არიან გაუმაძღარი მონსტრები, ვინაიდან გაჩნდა ამ მანქანების ეკონომიური ჰიბრიდული და ელექტრო ვერსიები.


პიკაპების ეროვნული წარმოების თავისებურებანი

დღეს პიკაპები შეადგენენ ამერიკულ გზებზე არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალებების 16,5%, ატყობინებს iSeeCars.com. მაგრამ ზოგიერთ შტატში მათი კონცენტრაცია ორჯერ და უფრო მეტჯერ მაღალია. შესაბამისად, უფრო ცოცხლად მიდის ვაჭრობა და უფრო დიდია შესაფერის ფასად მანქანების არჩევანი. 

პიკაპების ყველაზე დიდი წილის მფლობელთა ლიდერების ათეულში შედიან ჩრდილოეთი და მთიანი შტატები.

  • ვაიომინგი – პიკაპებით ყველაზე გაჯერებული შტატია, აქ მათი რაოდენობა ქვეყანაში არსებულ საშუალო მაჩვენებელზე 2,2 ჯერ მეტია. და ამას თავისი ახსნა აქვს.  «კოვბოის შტატი» – უზარმაზარი ტერიტორიაა უამრავი ხრეშიანი და მთის გზებით, დასერილი ადგილებით და მკაცრი კლიმატური პირობებით, რაც მოითხოვს უგზოობისა და ტვირთამწეობის თვალსაზრისით “ამტან“ მანქანებს.

  • მიუხედავად იმისა, რომ გზებზე პიკაპების საერთო წილში ტეხასი მხოლოდ მე-19 ადგილს იკავებს ქვეყანაში, ის ამავდროულად არის მათი გაყიდვების ლიდერი.

  • ყველაზე ნაკლები პიკაპია ნიუ-ჯერსიში – მხოლოდ 7,9%, რაც ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელზე 2 ჯერ ნაკლებია.

  • და ბოლო ათეული – სატრანსპორტო ნაკადში პიკაპების ყველაზე ნაკლები წილით თითქმის მთლიანად შედგება სანაპიროზე მდებარე შტატებისაგან. მხოლოდ ილინოისი, სადაც განლაგებულია ბევრი საავტომობილო საწარმო, სცდება საერთო სურათს.


ცხრილი

პიკაპების წილი აშშ-ს თითოეულ შტატში 

ადგილი

აშშ-ს შტატი

პიკაპების % 

1

ვაიომინგი

37,1%

2

მონტანა

34,7%

3

სამხრეთი დაკოტა

32,2%

4

აიდაჰო

29,3%

5

ჩრდილოეთი დაკოტა

28,8%

6

ალიასკა 

26,9%

7

დასავლეთ ვირჯინია

25,0%

8

არკანზასი 

24,3%

9

მენი

24,0%

10

ნებრასკა

23,8%

11

ლუიზიანა

23,7%

12

აიოვა 

23,4%

13

ნიუ-მეხიკო

23,2%

14

მისისიპი

22,9%

15

ვერმონტი

22,1%

16

კენტუკი 

21,2%

17

იუტა

20,5%

18

ვისკონსინი

20,5%

19

ტეხასი 

20,4%

20

კანზასი

20,2%

21

მინესოტა

20,2%

22

ალაბამა

20,1%

23

ოკლაჰომა

19,5%

24

ტენესი

19,3%

25

ნიუ-ჰემპშირი

18,8%

26

კოლორადო

18,7%

27

მიჩიგანი

18,4%

28

სამხრეთ კაროლინა

18,3%

29

მისური

17,9%

30

ორეგონი

17,2%

31

ვაშინგტონი

17,1%

32

არიზონა

16,9%

33

ჩრდილოეთ კაროლინა

15,8%

34

ინდიანა

15,8%

35

ოჰაიო

15,7%

36

ჯორჯია

15,7%

37

პენსილვანია

14,7%

38

ფლორიდა

13,8%

39

ჰავაი

13,7%

40

ნევადა

13,5%

41

დელავერი

13,2%

42

ვირჯინია

12,9%

43

როდ-აილენდი

12,8%

44

ნიუ-იორკი

12,5%

45

ილინოისი

12,4%

46

მასაჩუსეტსი

11,7%

47

კალიფორნია

11,3%

48

მერილენდი

10,6%

49

კონექტიკუტი 

10,3%

50

ნიუ-ჯერსი

7,9%

წყაროები: iSeeCars.com, Ford.com

(133)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge