გამოიწერეთ ბიულეტენი

ელექტრონული უსაფრთხოების სისტემები ავტომობილში: 12 ყველაზე სასარგებლო

ელექტრონული უსაფრთხოების სისტემები ავტომობილში: 12 ყველაზე სასარგებლო

ამაყობთ თქვენი მანქანით უამრავი ელექტრონული თანაშემწეებით  ? სავარაუდოთ, მომდევნო ავტომობილში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მაგრამ მათგან რომელია ნამდვილად სასარგებლო? Сoumbus-ის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს უახლესი საავტომობილო უსაფრთხოების სისტემები და გამოჰყვეს მათგან საუკეთესოები.

უსაფრთხოების თანამედროვე საშუალებების უმეტესობა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ავტომობილებზე – იაფფასიანი კომპაქტური სედანებიდან მდიდრულ მოდელებამდე. ხშირად მწარმოებლები აკომპლექტებენ მათ ძვირადღირებული სანავიგაციო სისტემებით ან ტექნიკური პაკეტებით. ამასთანავე ფუნქციებს ენიჭებათ "საფირმო" სახელწოდებები. 

ზოგიერთი სისტემები ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა; სხვები, დიდი ალბათობით, არასდროს დაგჭირდებათ. ყურადღებით შეისწავლეთ თანამედროვე თანაშემწეების შესაძლებლობები და მათგან შეარჩიეთ ისეთები, რომლისთვისაც არ დაგენანებათ ფულის გადახდა. 

შემოგთავაზებთ დღეს ყველაზე მასობრივად შემოთავაზებული და ნამდვილად საჭირო უსაფრთხოების სისტემების სწრაფ მიმოხილვას.

1. ადაპტიური კრუიზ-კონტროლი


მას შეუძლია არამხოლოდ ჩვეულებრივი კრუიზ-კონტროლივით მითითებული სიჩქარის დაცვა. ადაპტიური კრუიზ-კონტროლი (ACC, Adaptive Cruise Control) აჩქარებს და ანელებს ავტომობილს და აძლევს ნაკადში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისაგან ჩამორჩენის გარეშე დამაჯერებლად მოძრაობის შესაძლებლობას. რადარის, კამერებისა და გამოთვლითი სიმძლავრის კომბინაციის გამოყენებით, ACC აწევს დროსელსარქველს და ამუხრუჭებს ავტომობილს თუ თქვენ ზედმეტად ახლოს მიდიხართ სხვა ავტომობილთან. როდესაც გზა კვლავ თავისუფალია, სისტემა აბრუნებს მანქანას სასურველ სიჩქარეზე. ზოგიერთი АСС მუშაობს მხოლოდ სიჩქარის გარკვეული ზღვარის გადაჭარბებისას. საუკეთესო მათგანი ფუნქციონირებს მხოლოდ ხშირი გაჩერებებით მოძრაობის პირობებში და სრულად ამუხრუჭეს ავტომობილს, შემდეგ კი კვლავ აჩქარდება, როდესაც პირობების იძლევა ამის შესაძლებლობას.

მაგალითები: Chrysler Adaptive Cruise Control Plus with Full Stop, Ford Adaptive Cruise Control, Honda Adaptive Cruise Control, Nissan Intelligent Cruise Control 2.

2. "ბრმა" ზონების კონტროლის სისტემა

გადატვირთულ ჩქაროსნულ საავტომობილო გზატკეცილებზე, განსაკუთრებით ცუდ ამინდში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნამდვილი თანაშემწე არის ბრმა ზონების კონტროლის სისტემა (DSM, Blind Spot Monitor). ის იყენებს კამერებს ან მეზობელ ზოლებში მოძრაობის დაკვირვების რადარებს. თუ თქვენი ავტომობილის გვერდით ან ოდნავ უკან აღმოჩენილია სატრანსპორტო საშუალება, სისტემა ააქტიურებს გარე სარკეზე ან მის გვერდით შესაბამის მხარეს დამონტაჟებულ სასიგნალო ნათურას. ამგვარად, სისტემა აფრთხილებს, რომ "ბრმა" (უკანა ხედის სარკეში უხილავი) ზონაში არის სხვა ავტომობილი. ეს ამარტივებს ზოლებში გადაადგილების პროცესს და რაც მთავარია - უსაფრთხოს ხდის მას.

მაგალითები: Ford Blind-Spot Information System, Chrysler Blind-Spot Monitoring, Subaru Blind-Spot Detection, Volvo Blind-Spot Information System.

3. ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემა


სწორად ის, რაც დაგჭირდებათ პარკინგზე: ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემა (СTA, Cross-Traffic Alert) მოახლოვებული ავტომობილის აღმოსაჩენად იყენებს რადარს, როდესაც თქვენ უკუსვლით მოძრაობთ პარკინგიდან გამოსასვლელად. ნებისმიერი მხრიდან მოახლოვებული სატრანსპორტო საშუალების აღმოჩენისას სისტემა გაძლევთ ხმოვან სიგნალს. თან მანამდე, სანამ თქვენ თავად შეძლებთ საფრთხის აღმოჩენას (მაგალითად, თუ თქვენი მანქანა გარშემორტყმულია ყველგანმავლებით). თანამედროვე СTA იყენებს მუხრუჭს, თუ განსაზღვრავს, რომ შეჯახება გარდაუვალია.

მაგალითები: Chevrolet Rear Cross-Traffic Alert, Chrysler Rear Cross Path, Nissan Rear Cross-Traffic Alert, Subaru Rear Cross-Traffic Alert.

4. ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილების სისტემა

ეს სისტემა (LDW, Lane Departure Warning ) მოქმედებს კამერებიდან და/ან რადარებიდან და აგრეთვე სპეციალური გადამწოდებიდან ინფორმაციის მიღებისას. LDW აკონტროლებს ნიშვნას, როდესაც თქვენ მოძრაობთ გზატკეცილზე და მეორეხარისხოვან ორზოლიან გზებზე და გამოსცემს ხმოვან და/ან ვიზუალურ გაფრთხილებას, როდესაც ავტომობილის თვლები კვეთენ მას. ზოგიერთ სისტემაში (მაგალითად,General Motors-ის) მძღოლის დამატებითი გაფრთხილების სახით ირთვება სავარძლების ბალიშების ვიბრაცია იმ მხრიდან, საიდანაც მძღოლი აცდა კურსს.

მაგალითები: Cadillac Lane-Departure Warning with Safety-Alert Seat, Honda Lane-Departure Warning, Toyota Lane-Departure Alert.

5. მოძრაობის ზოლის დაკავების სისტემა


მოძრაობის ზოლის დაკავების სისტემის დახმარება (LKS, Lane Keeping System) ხდის ავტომობილს ფაქტობრივად თვითმართვადს. ანუ ავტომატურად იღებს გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ დააკავოს სატრანსპორტო საშუალება მოძრაობის ზოლში. ფაქტობრივად, ეს არის ადაპტიური კრუიზ-კონტროლისა (ACC) ზოლში მოძრაობისას დახმარების სისტემის (LCA) უფრო საიმედო კომბინაციაა. გააქტიურებისას სისტემა აძლევს მძღოლს შესაძლებლობას შეასრულოს ტარებასთან დაუკავშირებელი ამოცანების შესრულების შესაძლებლობას. განსაკუთრებით ეს გამოგადხებათ ქალაქის საცობებში. 

მაგრამ რასაკვირველია LKS, არ ცვლის სრულად მძღოლს. ამიტომ, როდესაც იგი იღებს ხელს საჭიდან, სისტემა გამოსცემს გამაფრთხილებელ სიგნალს.

მაგალითები: Chevrolet Lane-Keep Assist, Mercedes-Benz Active Blind-Spot Assist, Chrysler Lane-Keep Assist, Honda Lane-Keeping Assist System.

6. გაფრთხილება პირისპირ შეჯახების შესახებ

გაფრთხილება პირისპირ შეჯახების შესახებ სისტემა (FCW, Forward Collision Warning) ატყობინებს მძღოლს წინ მომავალ ავტომობილთან შესაძლო შეჯახების შემთხვევაში. იყენებს კამერის, რადარის ან ლაზერის იგივე ტიპს, რაც ადაპტური კრუიზ-კონტროლი. სისტემა უზრუნველყოფს ვიზუალურ და ხმოვან გაფრთხილებას, როდესაც შეჯახება გარდაუვალია. ამასთანავე, მისი მიახლოვებისას რეაგირებს საფრთხეზე მზარდი ინტენსივობით: სასიგნალო ნათურები ხელსაწყოების პანელზე (ან ნიშნები საქარე მინაზე პროექციაში) იცვლიან ფერს ყვითლიდან წითელზე, ხმოვანი სიგნალები ხდება უფრო ხშირი.

მაგალითები: Chevrolet Forward-Collision Alert, Honda Forward-Collision Warning, Nissan Predictive Forward-Collision Warning.

7. საგანგებო დამუხრუჭების სისტემა


ეს ტექნოლოგია (BAS, Brake Assist) მოქმედებს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მძღოლმა დაიწყო საგანგებო დამუხრუჭება. BAS ემატება მის ძალისხმევას, უზრუნველყოფს ოპტიმალურ  სამუხრუჭო ძალვას - თვლების სრული ბლოკირების გარეშე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უმართავი  მოსრიალება. ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემასთან (ABS) ერთად მუშაობისას Brake Assist რეაგირებს ყველაზე მარჯვე მძღოლზე სწრაფად. შედეგად, საგანგებო დამუხრუჭება ხდება უსაფრთხოდ, სამუხრუჭო მანძილი – მაქსიმალურად მოკლეა.

მაგალითები: Ford Brake Support, Honda Collision-Mitigation Braking System, Toyota Brake Assist.

8. ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭება

უპირველეს ყოვლისა, ეს სისტემა (AEB, Autonomous Emergency Braking) არ უნდა აგერიოთ საგანგებო დამუხრუჭებისას დახმარების სიტემაში (BAS). ეს უკანასკნელი არ ირთვება თავად, მაშინ, როდესაც AEB ავტომატურად იყენებს მუხრუჭს, თუკი მძღოლი უმოქმედოდ არის.

უმეტეს შემთხვევაში ავტონომიური დამუხრუჭება დაგეხმარებათ შეჯახების თავიდან აცილებაში ან ავარიის და მასთან დაკავშირებული ტრავმების შემსუბუქებაში. 

AEB-ით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებში, ავტომატურ სისტემებში იყენებენ მოძრაობის დაკვირვების ლაზერულ ტექნოლოგიებს, რადარებს ან კამერებს. თუ მძღოლი ნელა რეაგირებს საგზაო ვითარებაზე, ვიზუალური და/ან ხმოვანი სიგნალით სისტემა აძლევს მას რეაგირების დროს და მხოლოდ მას შემდეგ იღებს მართვას თვის თავზე.

მაგალითები: Chrysler Forward-Collision Warning Plus, Honda Collision-Mitigation Braking System, Toyota Pre-Collision System with Pedestrian Detection.

9. მშობლიური (ან დამსაქმებლის) კონტროლი (მონიტორინგი)

რამდენიმე ავტომწარმოებელი, მათ შორის Ford და General Motors, სთავაზობენ სისტემებს, რომლებიც მშობლებს ან დამსაქმებლებს აძლევენ ავტომობილის მართვის ერთი ან რამდენიმე გასაღების აწყობის შესაძლებლობას. ეს სასარგებლოა, თუ გინდათ უზრუნველეყოთ მოზარდი-მძღოლის უსაფრთხოება ან გააკონტროლოთ თქვენი თანამშრომლის მართვა. 

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დააპროგრამოთ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე, შეზღუდოთ რადიოს ხმის დონე ან ჩართოთ გაფრთხილება უსაფრთხოების ღვედის გამოყენების შესახებ. სისტემა იძლევა ავტომობილის მიერ გავლილი მანძილის დაფიქსირების და შეზღუდვების გადაჭარბების შეტყობინების შესაძლებლობას შესახებ.

მაგალითები: Ford My Key, Chevrolet Teen-Driver Vision.

10. ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენის სისტემა


ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენის სისტემა (Pre-Collision Assist და სხვ.) – შეჯახების გაფრთხილებისა და ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭების უფრო დახვეწილ სისტემას შეუძლია ავტომობილის გზაზე მყოფი/გამოჩენილი ადამიანის ან ველოსიპედით მოსიარულის იდენტიფიცირება. ამ შემთხვევაში ის აფრთხილებს საფრთხის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში იყენებს დამუხრუჭებას. ზოგიერთი მოწინავე სისტემა (მაგალითად,BMW და Cadillac-ის) იყენებს ინფრაწითელ ტექნოლოგიას ადამიანების ან ცხოველების ღამით ფარებით ან ადამიანის თვალით შემჩნევამდე იდენტიფიცირებისათვის. 

მაგალითები: Cadillac Night Vision, BMW Night Vision with Pedestrian Detection, Volvo City Safety.

11. პანორამული ხედვის კამერები

360-გრადუსიანი, ე. წ. “ პანორამული ხედვის“ კამერების სისტემა აერთიანებს ავტომობილის უკან და გვერდზე, უკანა ხედის კამერების ქვეშ და ა. შ. დამონტაჟებული ოპტიკის გამოსახულებას სურათში, რომელიც აისახება მანქანის ცენტრალურ კონსოლზე. მძღოლებს შეუძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დააკვირდნენ ვითარებას ავტომობილის გარშემო (მათ შორის ხელმისაწვდომია ხედი ზემოდან). ეს განსაკუთრებით სასარგებლოა უკანა სვლით მოძრაობისას და შეზღუდულ სივრცეში მანევრირებისას.

მაგალითები: BMW Surround View Camera System with 3D View, Nissan Around View Monitor, Volvo 360 Surround View.

12. პარკირების ასისტენტი

ხელმისაწვდომია ავტომობილის პარკირების გაადვილების რამდენიმე სისტემა - ხმოვანი სიგნალიდან უკანა ხედის გამოყენებული უფრო დახვეწილ კამერებამდე. ბამპერზე დამონტაჟებული მარტივი ულტრაბგერითი გადამწოდები გამოსცემენ ხმოვან სიგნალს, რომელიც აჩქარდება ობიექტთან ავტომობილის მიახლოებისას.

უკანა ხედის კამერები იძლევიან სატრანსპორტო საშუალების უკან სურათის დანახვის შესაძლებლობას. ამჟამად ის არ არის ფართოდ გავრცელებული - მათი მონტაჟი არის ფედერალური მოთხოვნა აშშ-ში 2018 წლის შემდეგ წარმოებული მოდელებისათვის. 

საუკეთესო გადაწყვეტილებაა BMW, Chrysler, Ford და სხვ. ავტომატური პარკიდების სისტემები. ის აძლევს მძღოლებს თავისუფალ ადგილთან უბრალოდ გაჩერების, ღილაკზე დაჭერის და დამუხრუჭებაზე კონცენტრირების შესაძლებლობას მაშინ, როდესაც ავტომობილი დამოუკიდებლად იკავებს ადგილს პარკირებაზე.

(194)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge