ამაზე იაფად ვერ ნახავთ: 10 ელექტრომობილი მთელი მსოფლიოდან
ეძებთ ელექტრომობილს, მაგრამ არ ხართ მზად გადაიხადოთ ძალიან ძვირი? ეს სწორია, ვინაიდან იაფფასიანიელექტრომობილებისშეძენის ვარიანტი სულ უფრო მეტი ჩნდება. მათ აქვთ ყველაზე თანამედროვე ფუნქციები და აარანაკლებ კომფორტულია ვიდრე მათი შიდა წვის ძრავიანი “მოძმეები". ყველა ავტომობილი ჩვენს სიაში $40 000ნაკლები ღირს.
კაცობრიობამ მიაღწია იმ გარდამტეხ მომენტს, როდესაც ალექტომობილები ისეთივე ხელმისაწვდომი ხდება, როგორც მათი ბენზინის ანალოგები. კომპანია Columbus-ის სპეციალისტების მიერ შედგენილ შესული და ქვემოთ მოყვანილ სიაში წარმოდგენილი ავტომობილები დღითიდღე იაფდება: ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ზოგიერთი მათგანი რამოდენიმე ათასი დოლარით უფრო ძვირი ღირდა.
ჩვენ დავალაგეთ ავტომობილები საშუალო ღირებულების ფასის კლებადობით, დავასახელეთ მწარმოებლის Manufacturer's Suggested Retail Price, MSR -ის მიერ მიერ რეკომენდირებული მათი სასტარტო ფასი. ეს არის ყველაზე ზუსტი/ობიექტური მაჩვენებელი, რომელსაც იშველიებს მათ შორის აშშ-ს საავტომობილო მრეწველობა. ამ ქვეყნის კანონის თანახმად, ავტოსალონები ათავსებენ MSR-ს ახალი ავტომობილის საქარე მინაზე განთავსებულ სტიკერზე ან მის სპეციფიკაციაში.
რასაკვირველია,გამყიდვლებმა შეიძლება შეცვალონ რეკომენდირებული ფასი - აწიონ ან დაწიონ ის თავის შეხედულებისამებრ.ასე რომ ავტომობილის ფასი საქართველოში შეიძლება განსხვავდებოდეს ამერიკული, ევროპული ან აზიური ფასებისაგან.ამის მიუხედავად, ჩვენს მიერ მითითებული ავტომობილების უმეტესობა ჯდება "$40 000-მდე"ფასის დიაპაზონში.
მანქანების გარბენის მანძილი დაფიქსირებულია მწარმოებლების მიერ ერთი დამუხტვის შემდეგ.
10. KiaNiroEV.
დავიწყებთ ყველაზე ხელმისაწვდომიელექტრომობილების სიას ჰეტჩბექიKiaNiroEV-ით. ის ხელმისაწვდომია ჰიბრიდულ და სრულად ელექტრულ ვარიანტებში. მანქანა იყენებს იგივე 64 კვსთ აკუმულატორის ბლოკს და 201 ცხ.ძ.სიმძლავრის ძრავს, რაცHyundaiKonaElectric. თუმცაNiro-ს უკანა სავარძელი აშკარად უფრო ფართოა. 10,25-დუიმიანი სებსორული ეკრანი ხმოვანი ბრძანებების მეშვეობითუზრუნველყოფს ერთდროულ წვდომას მუსიკაზე და ნავიგაციაზე, ხოლო მძღოლის დახმარების სტანდარტული ფუნქციები რთავენ წინ შეჯახების გაფრთხილების სისტემას, ბრმა ზონების კონტროლს, გაფრთხილებას უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ. შარშან კომპანია JDPowers, რომელიც რეგულარულად აწარმოებს გამოკითხვებს აშშ-შიდაასახელა Kiaავტომობილების №1ავტო მწარმოებლად საიმედოობის ნომინაციაში. გარდა ამისა, საუკეთესოდ არის აღიარებული კომპანიის 10-წლიანი გარანტია ავტომობილზე ამ კლასში.
-
MSR: $39 990.
-
გარბენის მანძილი: 384 კმ.
9. Volkswagen ID.4.
შემდეგი ყველაზე ხელმიმსაწვდომი ელექტრომობილების ჩვენს სიაში არის შესანიშნავი VW ID.4. მანქანაში არის 5,5 მ3სატვირთო სივრცე უკან, ეს Mustang Mach-E-ზე მეტია. საბაზო უკანაამძრავიანი მოდელი ID.4 Pro აღჭურვილია 82 კვსთ აკუმულატორის ბატარეით და 201 ცხ.ძ. სიმძლავრის ელექტროძრავით.
სალონში თქვენ აღმოაჩენთ საინფორმაციო-გასართობი სისტემის 10-დიუმიან სენსორულ ეკრანს და უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების უახლესს მაღალტექნოლოგიურ ფინქციებს. აღსანიშნავია,რომ მას შემდეგ, რაცVW-მა გახსნა თავისი ქარხანა ტენესის შტატის ჩატანუგაში, ID.4-ისსაბაზო ფასი მთელ მსოფლიოში დაეცა.
-
MSR — $37 495.
-
გარბენისმანძილი: 418 კმ.
8. MINI Cooper SE (ელექტროამძრავით და ხისტი სახურავით).
Mini Cooper SE Hardtop ელექტომობილის მართვა ერთი სიამოვმებაა. ორკარიანი ოთხადგილიან ჰეტჩბექს აქვს ძარღვმაგარი იერი და ისეთივე ბასრი საჭე, როგორც კარტინგს. 181-ძალიანი ძრავი სულ რაღაც 6.1 წამში ავითარებს სიჩქარეს ნულიდან 100 კმ/საათამდე.
Mini იდეალურია ქალაქის მაცხოვრებლებისათვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ დინამიურ მართვას. 2023 წელს განაახლეს მისი გარეგნობა, ეხლა ის უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველი გახდა. MINI Cooper SE-ს სტანდარტულ კომპლექტაციაშიგათვალისწინებულია 8,8-დიუმიანი საინფორმაციოგასართობი ეკრანი, ძრავი გათბობის სისტემით და მოძრაობის ზოლიდან გადასვლის გაფრთხილების სისტემით. დამატებითი ფუნქციებიდან აღსანიშნავია ადაპტიური კრუიზ-კონტროლი და ახალი დიზაინის თვლის დისკები. გარდა ამისა, შეზღუდულად შემოთავაზებულია სერია ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებული სტილით.
-
MSR: $34 225.
-
გარბენისმანძილი: 183 კმ.
7. Hyundai Kona Electric.
კიდევ ერთი ელექტრომობილი, რომლის ფასიც წელს დაიკლო არის Kona Electric. ეს ოთხკარიანიმცირელიტრაჟიანიავტომობილი გაიაფდა $3390-ით და ფასით მიუახლოვდაChevy Bolt-ს. წინაამძრავი მანქანა აღჭურვილია 201 ცხ.ძ.ელექტროძრავით და 64 კვსთ აკუმულატორის ბატარეით, რომლის დამუხტვაც 80%-მდე შესაძლებელია სულ რაღაცწუთში.
წელს Kona-მ განიცადავიზუალური მხარის რეკონსტრუქცია. განახლდა წინა და უკანაბამპერები, თვლების ახალი დიზაინი, ცვლილებები სალონშიც არის შესამჩნევი: სენსორული ეკრანი გაიზარდა 10,25-დიუმამდე, გადამუშავებულია მთელი ცენტრალური კონსოლი (კერძოდ, დამატებულია სმარტფონის უსადენო დამუხტვა). მწარმოებელი ამტკიცებს, რომ უკან დაკეცილი სავარძლების პირობებში შესაძლებელია საშუალო ზომის 15-მდე ჩემოდნის განლაგება.
-
MSR: $34 000.
-
გარბენისმანძილი: 458 კმ.
6. Mazda МХ-30.
Mazda МХ-30-ს გამოსვლა ელექტრომობილების ბაზარზეწელს იყო ტრიუმფალური და ავტომობილის დიზაინმა ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კროსოვერსა და ჰეტჩბექს შორის მყოფ კომპაქტურ და მოდურ ავტომობილს აქვს კუპეს მაგვარი სახურავის ხაზი და უკანა ნახევრად კარები. მიეწოდება 30 კვსთ-მდე აკუმულატორის ბატარეასთან და 143 ცხ. ძ. სიმძლავრის აკუმულატორის ბატარეასთან ერთად (მხოლოდ წინა თვლებისთვის).
პრემიუმ-ვარიანტი $3 000 უფრო ძვირი ღირს და მოიცავს რიგ სასარგებლო ფუნქციებს: დახმარება სპორტულ რეჟიმში მოძრაობისას (ESP), უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხულებას, საჭის გათბობის სისტემას, 360-გრადისიანი ხედვის კამერები და Bose-ს აუდიოსისტემა 12 დინამიკით. თავისი სპორტულობის წყალობით ავტომობილმა მიიღო MX-ის ნიშანი, რომელიც მანამდე ამშვენებდა მხოლოდ, Miata-ს მოდელს.
-
MSR: $33 470.
-
გარბენისმანძილი: 160 კმ.
5. BYD Yuan.
BYD Auto-ს სუბკომპაქტური კროსოვერი ატარებს ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის მიერ დაარსებული იუანის დინასტიის სახელს. თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს ავტომობილის არა ისტორიული, არამედ ტექნიკური ასპექტები,რომელსაც გააჩნია რამდენიმე მოდიფიკაცია.
BYDYuan-ს ბენზინის ვერსია იწარმოება 2015 წლიდანBYDS1-ს სახელწოდებით. ზოგიორთ ბაზარზე S1-ს დასახელება აგრეთვე გამოყენებულ იქნა 2019 წელს გამოშვებული მცირელიტრაჟიანი კროსოვერის BYDS2სრულიად ელექტრო ვერსიისათვის.
მეორე თაობის მოდელი სახელწოდებით YuanPlus წარმოდგენილ იქნა 2021 წლის ივლისში, აქვს ოდნავ დიდი ზომები, ელიტური დიზაინი და დაპატენტებული ფრთიანი ბატარეა BYD.
იმავე წელსBYDYuan-მ განიცადა მოდერნიზება, რომელმაც მიიღო სახელწოდებაBYDYuanPro. ავტომობილისძირითადი გაბარიტები და უკანა ნაწილის გარეგნული იერი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, მაგრამ სალონი, ძრავი და ბატარეა რადიკალურად შეიცვალა.
ვერსიაProსაოცრად აერთიანებს ლაპიდარულ გერმანულ და მოლივლივე იტალიურ სტილს. ეს არც არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ BYD-ის მთავარი დიზაინერი - ვოლფგანგ ეგერი დაიბადა გერმანიაში, ხოლო სწავლობდა იტალიაში.სალონის გაფორმება მინიმალისტურია, დროის ტენდენციების შესაფერისი .
47 კვტ⋅სთ ტევადობისLi-ionმაღალი ძაბვის ბატარეა ჩაანაცვლა Bladebattery-მ (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, რომელმაც გაიარა ლურსმნის გახვრეტის გავრცელებული ტესტი) ტევადობით 50 კვტ⋅სთ. ბატარეის ახალი ქიმიური შემადგენლობა აძლევს მწარმოებელს მასზე სამუდამო გარანტიის (!) მიცემის შესაძლებლობას. წევის ძრავამ აგრეთვე განიცადა ცვლილებები, მისი სიმძლავრე გაიზარდა 100 კვტ-მდე, ხოლომაბრუნიმომენტი- 210 ნმ-მდე. ელექტროძრავის სიმძლავრის, ბატარეის დიდი ტევადობისა და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის სახარბიელო კომბინაციის წყალობით შესაძლებელი გახდა ავტომობილის სვლის შთამბეჭდავი მაჩვენებლების მიღწევა.
-
ფასისაქართველოში: $29 900.
-
გარბენისმანძილი: 401კმ.
4. BYD Qin.
კომპანია BYD Auto-ს ფლაგმანმა სასიამოვნოდ გააკვირვა 2015 წელს სერიის გამოშვებისთანავე. სულ რაღაც ერთ წელიწადში ის გახდა ყველაზე გაყიდვადი სედანი ჩინეთში. მალე გაჩნდა მანქანის მეორე თაობა — Qin Pro, ხოლო 2021 წელს Qin Plus-ის რესტაილინგის ვერსია. ამასთანავე 2019 წლის განახლების შემდეგ პოპულარული პირველი თაობის გამოშვების შემდეგ გაგრძელდა all-new Qin-ის სახელწოდებით.
მანქანა გამოიშვება არა მხოლოდ როგორც ელექტროკარი, არამედ ჰიბრიდულ ვერსიაშიც . და მაინც სწორედ BYD Qin Plus 600 EV წელს სასწაულად კარგად იყიდება. 2022წ. პირველი ოთხი თვის მონაცემებით ყველა თაობის Qin-ის სედანები გაყიდვებში გაუსწრეს ჩინეთში პოპულარულ Tang და Song-ის კროსოვერებს.
და რაშია ასეთი პოპულარობის მიზეზი? მეორე თაობის სედანი შემუშავებულია ვოლფგანგ ეგერას ხელმძღვანელობით, რომელიც ადრე პასუხისმგებელი იყო Alfa Romeo და Audi-ის დიზაინზე. ეს ძალიან თვალში საცემია: მანქანა მოდურია, ამასთანავე მისი ფორმები კონფუციურად თავშეკავებულია და არ ჭრის. ვიზუალურ სიმშვიდეს არღვევს ალბათ მხოლოდ დრაკონის ბრჭყალების მაგვარი სანათები. შეუმჩნეველი, მაგრამ ტექნოლოგიური ელემენტი –NFC-ის ნიშანი უკანა ხედის სარკეში ნიშნავს, რომ მანქანის გაღება შესაძლებელია სმარტფონის დახმარებით.
ზოგადად, ტექნოლოგიურად ავტომობილი აღჭურვილია ძალიან კარგად. თანამედროვე თვალსაზრისით ხელსაწყოების პანელის ეკრანი პატარაა, დაახლოებით სმარტფონის ზომის. სამაგიეროდ მულტიმედიური სისტემის ეკრანი - ძალიან შესაშურია. მისი დიაგონალი მთელი 12,8 დიუმის, გამოსახულების ხარისხი კი უპრეცენდენტო. BYD-ის ექსკლუზივი: ღილაკის დაჭერით დისპლეი იცვლის მდგომარეობას ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურზე. მენიუში შესაძლებელია კლიმატის, მუსიკის, მძღოლის დახმარების ასისტენტების, ატმოსფერული განათების პარამეტრების განსაზღვრა. არის კარაოკეს აპლიკაცია და ჩამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორიც კი.
სალონი ძალიან ხარისხიანად არის მოპირკეთებული, გამოყენებულია შეხებისას სასიამოვნო თანამედროვე გადასაკრავი მასალები.
ვერსია 600 EV-მ მიიღო ყველაზე მძლავრი ელექტროძრავი (184 ცხ.ძ. და 280 ნმ) და ყველაზე ტევადი ბატარეა (71,7 კვტ⋅სთ). სედანი ძალიან სწრაფად კრეფს სიჩქარეს.
შემოთავაზებულია ავტომობილის ერთდროულად რამდენიმე მოდიფიკაცია ინდექსებით 400, 500 და 600, რომელიც ნიშნავს ერთ დამუხტვაზე გაცხადებულ გარბენას. თუმცა ოფიციალური საიტის თანახმად, ვერსია 600 EV-მ შეიძლება გაიაროს 720 (!) კილომეტრამდე.
-
ფასისაქართველოში: $29 000.
-
გარბენისმანძილი: 720 км.
3. Nissan Leaf.
ყველაზე ხელმისაწვდომ ელეტრომობილებს შორის გამოირჩევა Nissan Leaf. შარშან სტანდარტული კომპლექტაციის Leaf S ფასი შემცირდა $4 000-ით (აშშ-ში). ოთხკარიანი ჰეტჩბექი არსებობს ბაზარზე უკვე თორმეტი წელი და მუდმივად იხვეწება, იძენს ახალ შესაძლებლობებს და უსაფრთხოების პარამეტრებს.
სტანდარტულ კომპლექტაციაში Leaf აღჭურვილია 40 კვტსთ აკუმულატორით და147 ცხ.ძ. სიმძლავრის ელექტროძრავით. Nissan-მა დაამატა მანქანაში სწრაფი დამუხტვის სტანდარტულ პორტი და დამტენის სადენი.
Leaf Plus დაკომპლექტებულია 62 კვტსთ დიდი ბატარეით 214 ცხ.ძ. ძრავით. ვერსია SV Plus გამოირჩევა ProPilot Assist-ით ნახევრად ავტონომიური მართვისთვის. ყველა მოდელი აღჭურვილია 8 დუიმიანი სენსორული ეკრანით Apple CarPlay და Android Auto-ის მხარდაჭერით.
-
MSR: $27 800.
-
გარბენისმანძილი: 257 კმ.
2. Сhevrolet Bolt.
ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ელექტრო ჰეტჩბექმადაიკო ფასში $5900-ით და შეიძინა კარდინალურად ახალი გარეგნული. GM-ში იმედოვნებენ, რომ უფრო დაბალ ფასს შეუძლია აშშ-ში დამზადებული ელექტროკარების შეძენაზე დაწესებული ფედერალური საგადასახადო ფასდაკლებების გაუქმების კომპენსირება. აგრეთვე არსებობს კროსოვერის ახალი, უფრო მსხვილი ვერსია სახელწოდებითBoltEUV, რომელიც $ 2 000უფრო ძვირი ღირს.
ახალიBoltკვლავინდებურად დაკომპლექტებულია - 65 კვტ⋅სთ აკუმულატორის ბლოკით და 200 ცხ.ძ. ძრავით. სალონში თქვენ აღმოაჩენთ ახალ სავარძლებს, ხელსაწყოების პანელს და საინფორმაციო-გასართობი სისტემის 10,8-დუიმიანსენსორულ ეკრანს. Bolt-ში არის უფრო დიდი ვიდრე, მაგალითად, Kona-ს შემთხვევაში, საბარგულის განყოფილება. დაკეცილი უკანა სავარძლებით მასში არც მეტი, არც ნაკლები არის – 17 მ3სივრცე ტვირთისთვის. Boltრჩება ყველაზე ხელმისაწვდომი და გაყიდვადი ელექტრომობილი აშშ-ში.
-
MSR: $25 600.
-
გარბენისმანძილი: 416 კმ.
1. RenaultZoe.
B-კლასის ხუთკარიანიჰეტჩბექიZOEარის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტროკარი (Renault-ის მონაცემებით, 2016 წელს მანქანის საბაზრო წილი შეადგენდა19,2%, შემდეგ ოდნავ შემცირდა), ასე რომ მისი ხსენება აუცილებელია. 41 კვტ·სთ. აკუმულატორის ბატარეის წყალობით სვლის მარაგი ჩვეულებრივ ავტომობილზე უფრო მაღალია. ჩვეულებრივი დენცქვიტიდან შესაძლებელია დამუხტვა 25 საათში, ხოლო 22 კვტ სიმძლავრის დენცქვიტიდან—2 საათზე და 40 წუთში.
ZOE-ის სალონი ფუტურისტულია და გაოცეს ერთდროულად ორი დისპლეის არსებობით: ტრადიციული ხელსაწყოების პანელის ადგილზე და ჰაერსატარისტავზე ცენტრალურ კონსოლში. პატარას საბაზო აღჭურვილობაში შედიან В ABS, EBD (სამუხრუჭო ძალვას განაწილების), EBA (დახმარება საგანგებო დამუხრუჭებისას) ESPდაASR (ბუქსაობისსაწინააღმდეგოსისტემა). დამონტაჟებულია მძღოლისა და მგზავრის ფრონტალური და გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები, კლიმატ-კონტროლი, კრუიზ-კონტროლი, წინა და უკანა სავარძლებისა და გვერდითა მინების გათბობის სისტემა.აგრეთვე «ბორტზე» არსებობს მულტიმედია სისტემა R-LinkნავიგაციითTomTomდა საჭის მართვით. ZOEსაბარგულის მოცულობა— 338 ლ თაროს ქვეშ და 1225 ლ მეორე რიგის დაკეცილი საზურგით.
-
MSR: $23 000.
-
გარბენისმანძილი: 403 კმ
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში