ავტომობილი ჩინეთისა თუ აშშ-დან: ვინ არის პირველი “მეორეულ“ ბაზარზე "
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩინურმა ავტომობილებმა მოახდინეს წარმოუდგენელი ტექნოლოგიური ნახტომი. ამის მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ ცუდად იცნობენ საქართველოში. Columbus-ის სპეციალისტებმა მოამზადეს ყველაზე საინტერესო ჩინური ავტომობილების მიმოხილვა, შეაფასეს მათი პერსპექტივები მეორეულ ბაზარზე სხვა ქვეყნების კონკურენტებთან შედარებით.
ენერგეტიკულმა კრიზისმა მისცა სტიმული ელექტრომობილების ბაზარს, რითაც ცდილობს ისარგებლოს ჩინეთმა, რომელმაც ვერ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს შიდა წვის ძრავის მანქანების წარმოებაში. სამაგიეროდ ახალი ჩინური "ელექტრომობილების" მოდელები უკვე უწევენ სერიოზულ კონკურენციას Тesla-ს და აგრეთვე იაპონური და ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლებს და შეიძლება დაიკავონ მათი ადგილი მსოფლიო ავტობაზარზე.
შენ მათ კარში აგდებ, ისინი კი ფანჯრიდან შემოდიან
აშშ და რიგი სხვა ქვეყანა ცდილობს დაიცვას ბაზარი ჩინური ავტომობილებისაგან, რადგან იცავს საკუთარი მეწარმეების ინტერესებს. ჩინეთიდან შემოტანილ ავტომობილებზე დადგენილია ბაჟი (მაგალითად, вაშშ-ში ის შეადგენს მანქანის ღირებულების 27,5%). თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს უკვე წელს, თუკი NIO და Geely მიიღებენ ფედერალურ საგადასახადო ფასდაკლებას ელექტრომობილებზე ან აღმოაჩენენ აშშ-ში “შავი შესასვლელით“ შეღწევის შესაძლებლობას. მაგალითად, დაიწყებენ ავტომობილების შემოტანას იმპორტის ტარიფისგან განთავისუფლებული კორეული ავტომობილების სახით.
ამბობენ, რომ NIO უკვე ათავსებს კალიფორნიაში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ ვაკანსიებს. NIO-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა კი განაცხადა, რომ 2025 წლისთვის კომპანია გეგმავს მომხმარებლების მომსახურებას მსოფლიოს მეტ ქვეყანას და და რეგიონში, მათ შორის აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
Geely-ც არ ჩამორჩება და ცდილობს ახალი ბაზრების ათვისებას Renault-ის დახმარებით.
უცნობია კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ განვითარებული ქვეყნები ჩინური ავტომობილების შემოსვლისთვის წინააღმდეგობის გაწევას. როგორც ჩანს, არაუმეტეს ორი-სამი წელი.
ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ჩინური ავტომობილები გარდაუვალად დაიპყრობენ მეორეული ავტომობილების ბაზარსაც. ჩინური მანქანების ცალკეული მოდელები უკვე წარმოდგენილია მასზე, მათ შორის პოლონეთში.
ლიდერობს ბრენდი, რომელმაც თითქმის ორჯერ აჯობა Geely და Lifan – Chery-ის. რიგითობის მიხედვით მოთხოვნით შემდეგი არის Great Wall, Haval, Changan, BYD, FAW, Exeed და Haima-ს მეორადი ავტომობილები.
მოკლედ გავეცნოთ ავტომობილების ყველაზე ცნობილ ჩინურ ბრენდებს. ამავდროულად, Columbus-ის სპეციალისტების დახმარებით შევაფასოთ გარბენიანი “ჩინელების“ ზოგიერთი მოდელის პოპულარობა.
პოპულარული ჩინური ავტომწარმოებლები.
BYD.
შვიდ წელიწადში კომპანიამ მოახერხა გამხდარიყო წამყვანი ჩინეთში. მეტიც: დაარსებიდან წელიწადში ბრენდმა შეძლო პოპულარობის მოპოვება მთელს მსოფლიოში. ჩინური ავტომობილები კარგად იყიდება დიდ ქალაქებში. პოპულარობით სარგებლობენ ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები კროსოვერებიდან ელექტროავტომობილებამდე. ახალი ავტოტრანსპორტი წარმატებით გადის ევროპულ და ამერიკულ ტესტებს. პროდუქცია პასუხობს უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს.
● F3. საშუალო კლასის სედანი ხელმისაწვდომ ფასად. პირველი მოდელები იყო Toyota Corolla-ს თითქმის სრული ასლი. რჩება ლიკვიდური მეორეული ავტომანქანების ბაზარზე 3-5 წლის შემდეგადაც კი. კლასიკური ევროპული იერი დასრულებულია კარგი ტექნიკური მახასიათებლებით. მანქანა იყიდება სრული ელექტროპაკეტით, კონდიციონერით, მსუბუქშენადნობი დისკოებით, უსაფრთხოების ბალიშებითა და ა. შ.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 5.
● S6. სრული ზომის კროსოვერი მკვეთრი დიზაინით, კომფორტული და დიდი სალონითა და ტევადი საბარგულის განყოფილებით. აღჭურვილია 6 უსაფრთხოების ბალიშით, საჭის ჰიდროგამაძლიერებელით, ოთხი მიმართულებით რეგულირებადი საჭის სვეტით, დისკოს მუხრუჭით ყველა თვლისთვის. მოდელი აღჭურვილია ექსტრა-კლასის ინოვაციური მოწყობილობების დიდი რაოდენობით: მედიასისტემა 9 ჩამონტაჟებული დინამიკით, Bluetooth, ორზონიანი კლიმატ-კონტროლი. ძარას დარტყმის საწინააღმდეგო და ენერგიის შთანთქმითი კონსტრუქცია იძლევა მგზავრის უსაფრთხოების გარანტიას ( 5 ვარსკვლავი C-NCAP ტესტით).
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 7.
● Е6. ელექტრომობილი-კროსოვერი ფართო თვლის ბაზით და დიდი საბარგულით. ჩამონტაჟებული აკუმულატორი იძლევა ერთი დატენით 300 კმ-მდე გავლის შესაძლებლობას. მაქსიმალური სიჩქარე –140 კმ/სთ-მდე. მანქანა იწვევს შეჯიბრში ცნობილი ავტობრენდების პოპულარულ მანქანებს, მაგრამ ოდნავ აგებს სათადარიგო ნაწილებისა და აწყობის ხარისხში.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 5.
Chery.
Chery – პირველი ჩინური ავტომწარმოებელი, რომელმაც ააწყო პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ამ ბრენდის მოდელები იწყობა 11 ქარხანაში მთელს მსოფლიოში, ბრაზილიისა და ეგვიპტის ჩათვლით.
პირველ მანქანებს კომპანია აწარმოებდა Ford-ის დანადგარებზე, ფაქტობრივად აწარმოებდა ამერიკული მანქანების. 15 წლის შემდეგ შექმნა პოპულარული ავტომობილების საკუთარი ხაზი.
● Tiggo 2. კომპაქტური კროსოვერი მკვეთრი და სპორტული იერით. გაახარებს მყიდველებს ფართო თვლის ბაზით, მაღალი საგზაო ღრეჩოთი, კარგი ძალური დანადგარებით და კოლოფით. სავალ ნაწილს გააჩნია მედეგობის მნიშვნელოვანი მარაგი. საწვავის ხარჯი მერყეობს შერეულ ციკლში 8-10 ლიტრი/ 100 კმ-ის ფარგლებში.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 6.
● Tiggo 7. ბოლო წლების საუკეთესო ჩინური ავტომობილების რეიტინგის ლიდერი. კროსოვერი დაკომპლექტებულია 152 ცხ. ძ. ტურბინის ბენზინის ძრავით, მსუბუქშენადნობი 19-დუიმიანი დისკოთი, პანორამული სახურავით, წრიული პანორამის კამერით და უსაფრთხოების ექვსი ბალიშით მძღოლისა და მგზავრებისათვის. ძარას პრემიური დიზაინი შევსებულია ჰალოგენური ფარებით. მოდურ ინტერიერში გამოიყენება მაღალი ხარისხის მასალები და ხე.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 7.
● eQ. სუბკომპაქტური ქალაქური "ელექტრომანქანა". მაქსიმალური სიჩქარე –100 კმ/სთ, სვლის მარაგი არ აღემატება 200 კმ (ერთი დამუხტვა). პატარა ელექტრომობილი იყიდება მხოლოდ ჩინეთში, მაგრამ მწარმოებლის გეგმებში ავტომობილის მთელს მსოფლიოში შეთავაზება.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 0.
Geely.
ჩინური მანქანათმშენებელი კომპანია, რომელიც ახერხებს ყოველწლიურად 2,2 მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვას (2021 წ. მონაცემები). არის ჩინელი მილიარდერის და ბიზნეს-მაგნატის ლი შუფის კერძო საკუთრებაში. Geely შეიძინა Volvo Cars у Ford Motor Company 2010 წ., ფლობე წილებს Jidu Auto, London Electric Vehicle Company, Lotus-ში და სხვ. უკვე დღეს პოლონეთის მეორეულ ბაზარზე ათასზე მეტი განცხადებაა ამ ბრენდის ჩინური ავტომობილის გაყიდვის შესახებ.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 7.
● Emgrand 7 FL. საოჯახო სედანი შესანიშნავი სალონით და ღირსებული ტექნიკური შესაძლებლობებით. იყიდება 1,5 ლ შიდა წვის ძრავითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფით ". ტანდემი არ იწვევს პრობლემებს და ადვილად ლახავს 200 ათასი კმ გარბენის ნიშნულს კაპიტალური შეკეთების გარეშე . ავტომობილი პასუხობს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურობის ევროპულ ნორმებს. დაკომპლექტებულია უსაფრთხოების 6 ბალიშით, ЕBD (სამუხრუჭო ძალძვის ელექტრონული განაწილების) სისტემით სვლის მედეგობის შენარჩუნებისათვის.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 5.
● Geely MK. მსუბუქი წინა ამჭრავი სედანი შესანიშნავი ვარიანტია შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში. ადვილად გაივლის 200 ათ. კმ სათანადო მოვლისა და სახარჯი მასალების დროული შეცვლის შემთხვევაში. იყიდება საკმაოდ დაბალ ფასად მაქსიმალური კომპლექტაციის შემთხვევაშიც კი. ეს ვერსია პოპულარულია პატარა საოლქო ცენტრებში და რეგიონებში მისი ხელმისაწვდომი ფასის და აგრეთვე რემონტისათვის ვარგისიანობის გამო.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 7.
● Emgrand EV. პირველი ავტომობილი, 100% შემუშავებული კომპანიის მიერ. თავისი შესაძლებლობებით ელექტრომობილი არ ჩამოუვარდება თავისი ბენზინის მოძმეს. ელექტროძრავის სიმძლავრე 95 კვტ, სვლის მარაგი – 235 კმ. ავტომობილი კრებს ას კილომეტრს 9 წამში, მაქსიმალური სიჩქარე – 140 კმ/სთ.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 4.
● Geely Atlas. კომფორტაბელური ყველგანმავალი გამორჩეული დიზაინით (ავტორებმა ორიენტირი ახალგაზრდობაზე აიღეს) და სალონის კარგი მოპირკეთებით. გაგაოცებთ დეტალურად გააზრებული მძღოლის ზონით, ტევადი საბარგულით, კომფორტაბელური სავარძლებით გათბობით. ზოგიერთი კომპლექტაცია შეიცავს განცალკევებულ კლიმატ-კონტროლს, პარკირების გადამწოდს, თანამედროვე მულტიმედიას აკუსტიკის კომპლექტით, უგასაღებო წვდომას.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 7.
Great Wall.
კომპანია ცნობილია პოლონელი მძღოლებისათვის თავისი ყველგანმავლებით, რომელთა რეალიზება ხდება ხელმისაწვდომ ფასად. არის სრული ციკლის მწარმოებელი, ყიდის საკუთარი სავაჭრო მარკის ქვეშ ისეთ ავტომობილებს, როგორიცაა GWM, Haval, WEY, TANK, POER, ORA. 2010 წელს იყო ერთადერთი ჩინური მწარმოებელი, რომელიც ყიდდა ავტომობილებს ევროკავშირში. ეხლა აწყობა (ძირითადად ყველგანმავლებისა და პიკაპების) ხორციელდება მთელს მსოფლიოში. General Motors-სგან გამოსყიდულ ქარხანაშიც ტაილანდში.
● Wingle 7. ალბათ საუკეთესო ჩინური პიკაპი, მძლავრი და კარგი გამავლობით. თავისი შესაძლებლობებით არ ჩამოუვარდება ამერიკულ ყველგანმავლებს. ავტომობილი აღჭურვილია სრული ამძრავის სისტემით და აგრეთვე უკანა დიფერენციალის ბლოკირებით. გზის საფარის ტიპიდან გამომდინარე მძღოლს შეუძლია აირჩიოს ტრანსმისიის მუშაობის რეჟიმი. საგზაო ღრეჩო შეადგენს 212 მმ, ხოლო აწევის კუთხე უდრის 35%.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 7.
● M4. ბიუჯეტური მცირელიტრაჟიანი SUV, რომელსაც ეწოდა Haval H1 მას შემდეგ, რაც Great Wall-მა გამოყო Haval ცალკე სუბბრენდად 2013 წელს. დაკომპლექტებულია კრუიზ-კონტროლით, კონდიციონერით, უსაფრთხოების წინა ბალიშებით, პარკირების რადარით, მდგრადობის ელექტრონული კონტროლის სისტემით – ESC. მოაჯირები სახურავზე იძლევიან საბარგულის დაყენებისა და სპორტული აღჭურვილობის: ველოსიპედების, თხილამურებისა და ა. შ. გადატანის შესაძლებლობას.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 5.
Haval.
ჩინურ მწარმოებელს Great Wall Motors-ს კუთვნილი საავტომობილო მარკა სპეციალიზებულია კროსოვერებისა და ყველგანმავლების წარმოებაზე. იყიდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აშშ-ს ჩათვლით (!). თავისი ტექნიკური მახასიათებლებითა და დიზაინით Haval-ის ყველგანმავლები არ ჩამოუვარდებიან საშუალო ფასთან სეგმენტში რეალიზებულ ევროპელი და ამერიკელი მწარმოებლების მანქანებს. 2016 წელს ავტომობილმა გამოიწვია ნამდვილი აურზაური მედიაში. «ავსტრალიაში წამოვიდა იაფფასიანი ჩინური ავტომობილების ნაკადი — და მათ სურთ გაუსწრონ Toyota-ს», – მაგალითად, გვაცნობდა საიტი News.com.au. Haval-ის გაყიდვების დინამიკა განაგრძობს ზრდას, ბრენდი ახერხებს სულ უფრო მეტი თაყვანისმცემლის მოზიდვას.
● H2. B-სეგმენტის მცირელიტრაჟიანი კროსოვერი. Red Label-ის მანქანებს ჩვეულებრივ აქვს უფრო კონსერვატიული სტილი, Blue Label – გამოირჩევა უფრო აგრესიული სტილით და ორიენტირებულია ახალგაზრდა ბაზრებზე. მანქანა იყიდება თანამედროვე მულტიმედია სისტემით, ორზონიანი კლიმატ-კონტროლით, სარკეების და უკანა სავარძლების გათბობით, ლუქით ელექტროამძრავით, კარების განათებით, უგასაღებო წვდომით. დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ შეგიძლიათ მიიღოთ საბურავებში წნევის კონტროლის სისტემა და საპარკინგე გადამწოდები წრეზე. ANCAP Haval H2 საიტზე მითითებულია როგორც უსაფრთხოების მაქსიმალური რეიტინგის - ხუთი ვარსკვლავის მქონე ავტომობილი.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 5.
● H6. კროსოვერების მეორე თაობამ გადაწყვიტა პირველის ბევრი პრობლემა. ავტომწარმოებელმა ღირსეულად აღჭურვა მანქანა. მაღალი სიმტკიცის ფოლადის წილი ძარაში შეადგენს 65%. ეს გავლენას ახდენს როგორც მგზავრების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე მათ კომფორტზე მოძრაობისას. მანქანა დაკომპლექტებულია უსაფრთხოების 6 ბალიშით, დასაკეცი საჭის სვეტით, თავსადებით, რომელიც იცავს ტრავმებისაგან. აქედან არის C-NCAP-ის შეფასება – 5 ვარსკვლავი.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 6.
● Haval H7. კროსოვერის "უფროსი" ვერსია შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლებით. ავტომობილი იყიდება რამდენიმე ვარიანტში 5 ან 7 დასაჯდომი ადგილით. დაკომპლექტებულია ორლიტრიანი ბენზინის ძრავით ტურბოჩაბერვიანით, რომელიც მუშაობს ექვსსაფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან წყვილში. კროსოვერი იყიდება წრეზე კამერებით, პარკირების გადამწოდით, კლიმატ-კონტროლით და საჯდომის გათბობით. დამატებითი საზღაურის სანაცვლოდ შეგიძლიათ შეუკვეთოთ პანორამული ლუქი.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 6.
● H9. საკმაოდ ძვირადღირებული ყველგანმავალი (დაახლოებით $35 ათასი.) ფართო სალონით, მოცულობითი საბარგულით, მძლავრი ძრავით და სრული ამძრავით. შესაძლებელია საგზაო საფარის ტიპიდან გამომდინარე მგზავრობის საჭირო რეჟიმის შერჩევა და დამაჯერებლად იგრძნოთ თავი ქვიშის, ტალახიან ან დათოვლილ მონაკვეთებზე. ძარას ხისტი კონსტრუქცია უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებას, ხოლო მრავალბერკეტიანი საკიდარი ხდის მგზავრობას კომფორტულს. ავტომობილი შეიძლება დაკომპლექტდეს საჯდომების დამატებითი რიგით უკან და ესე იგი გამოდგება დიდი ოჯახისთვისაც.
პოპულარობა მეორეული ავტომობილების ბაზარზე: 10-დან 7.
ზოგიერთი დასკვნა
უდავოა, რომ ჩინეთის ავტოინდუსტრია არაერთხელ სასიამოვნოდ გააოცებს ავტომობილების მოყვარულებს. ამავდროულად ევროპისა და ამერიკის მეორეულ ბაზარზე ჩინური ავტომობილები ჯერ ცოტაა წარმოდგენილი, წილით, რომელიც არ აღემატება 2-3%. ასე რომ მათი შეძენის საკითხი არ არის ძალიან აქტუალური.
სხვა საქმეა ახალი ჩინური ავტომობილების შეძენა მათი ფასის შესაბამისი მეორეული ევროპული, ამერიკული ან იაპონური ავტომობილების ნაცვლად. აქ არის თუ რაზე დაფიქრდეთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრემიუმ-სეგმენტში ჩინელები ჯერ კიდევ ვერ უწევენ კონკურენციას წამყვან მსოფლიო კომპანიებს. $20 ათ. ღირებულების ჩინური ავტომობილები ბევრ პარამეტრში წააგებს იმავე ღირებულების “ძველი სკოლის“ მეორეულ “თანაკლასელს“.
შესაძლოა, უახლოეს 5-10 წელიწადში ვითარება შეიცვლება, მანამდე კი ფასი-ხარისხის ოპტიმალური ბალანსის მქონე ავტომობილის შეძენის ყველაზე სწორი ხერხი არის ამერიკაში ავტო-აუქციონზე ავტომობილის “მოგება“.
Columbus-ის ბევრმა კლიენტმა მოასწრო აშშ-ში და კანადაში წარმოდგენილი მოდელების ფართო ასორტიმენტის და აგრეთვე Columbus-ის სპეციალისტების დახმარებით ავტომობილის შეძენის პლუსების შეფასება. შეგახსენებთ, რომ , Columbus-ის სადილერო ანგარიშების აუქციონზე და აგრეთვე კომპანიის უპირატესობების გამოყენება უზრუნველყოფს მომგებიან მიწოდებას, განბაჟებას და ავტომობილის შეკეთებას, რაც იძლევა მანქანის შეძენისას მნიშვნელოვანი ეკონომიის გაკეთების შესაძლებლობას .
Columbus-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილი ამერიკაში ანალოგიური მოდელის საქართველოში არსებულ ავტომობილის ფასზე 30-40% ნაკლებ ფასად. ჩვენი საკონსულტაციო მომსახურება საკმაოდ ხელმისაწვდომია. დაგეხმარებით მანქანის ჩამოტანაში ქალაქის ნებისმიერ ქალაში - ფოთში, თბილისში, ბათუმში, რუსთავში, გორში თუ ზუგდიდში, პირდაპირ სახლის კართან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში