გამოიწერეთ ბიულეტენი

eBay Motors: ავტომობილის შეძენის ნიუანსები

eBay Motors: ავტომობილის შეძენის ნიუანსები

ყველამ არ იცის, მაგრამ eBay Inc. არის ამერიკული კომპანია, რომელის პირველ რიგში სთავაზობს ინტერნეტ-აუქციონების და არა ინტერნეტ-მაღაზიების მომსახურებას. eBay ვაჭრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ნივთები და მათ შორის ავტომობილები. ასეთი გაბარიტული საქონლის შეძენისას გასათვალისწინებელია ბევრი სხვადასხვა ნიუანსი, განსაკუთრებით, თუ გამყიდველი და მყიდველი იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოებში.

ფარული გადახდების არარსებობისა და უამრავი შესანიშნავი ფუნქციის წყალობით, eBay Motors რჩება საავტომობილო აუქციონების ერთ-ერთი საუკეთესო საიტი მეორეული ავტომობილების შესაძენად.

პლატფორმა სთავაზობს განთავსების უამრავ ვარიანტს, მათ შორის აუქციონები ფიქსირებული/არაფიქსირებული ფასით, სარეზერვო ფასის გარეშე, “საუკეთესო წინადადებები“.

eBay Motors-ს აქვს განთავსების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიო მეორეული ავტომობილების აუქციონების საიტებს შორის  – $25-დან. გაითვალისწინეთ, რომ eBay მოხსნის ამ მოსაკრებელს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი ავტომობილი არ გაიყიდება.

მანქანის მოძიება და შერჩევა


eBay-ის საავტომობილო აუქციონზე წარმოდგენილია სხვადასხვა მარკის, სხვადასხვა გამოშვების წელის, სხვადასხვა ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი მანქანები. ხანდახან გაყიდვაში შეგიძლიათ რაიმე ეგზოტიკურიც ნახოთ, მაგალითად, სპეციალურად პოპულარული ფილმების გადაღებისთვის შექმნილი ექსკლუზიური ავტომობილები. ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია ეს პრაქტიკაზე შევასრულოთ. 

ავტომობილის მოძიება შეიძლება საძიებო ველში, თქვენთვის საინტერესო მოდელის დასახელების მიხედვით. კატეგორიის დასაზუსტებლად შეარჩიეთ ეკრანის მარცხენა ნაწილში მდებარე ქვეთავი «ავტომობილები და სატვირთო მანქანები». შესაძლებელია მანქანის არჩევანის შევიწროება დამატებითი პარამეტრების: გამოშვების წელის, მოდელის, მწარმოებლის, ტექნიკური მდგომარეობისა და ა. შ. განსაზღვრის გზით.

როგორც საქონლის უმეტესობა eBay-ზე, ავტომობილებს სთავაზობენ არამხოლოდ აუქციონზე, არამედ ფიქსირებულ ფასად. ამასთანავე გამყიდველს შეუძლია დაწიოს მანქანის ღირებულება. ავტომობილში საკუთარი ფასის შემოთავაზებისთვის ისარგებლეთ ღილაკით «წინადადების გაკეთება». ბევრის დაკლება ვერ მოხერხდება, მაგრამ 3-5% ოდენობის ფასდაკლების მიღება სრულიად რეალისტურია. 

აუქციონში მონაწილეობის მიღებისას თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენი ფსონი იქნება ყველაზე მარალი, მაგრამ მაინც ვერ დააკმაყოფილებს გამყიდველის მიერ დადგენილ მინიმალურ ფასს. ამ შემთხვევაში ლოტი არ გაიყიდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მას კვლავ გამოიტანენ აუქციონზე В. 

მაქსიმალური სარგებლის მისაღებად უმჯობესია დადოთ ფსონი ("მიიტანოთ იერიში") ვაჭრობის დასრულების ბოლო წამებზე. ამისათვის დაახარისხეთ წინადადებების სია სპეციალური პარამეტრით «დროის მიხედვით: სრულდება პირველი». ეს დაგეხმარებათ იმ ლოტების განსაზღვრაში, რომელთა ვაჭრობაც დასასრულს უახლოვდება.

ავტომობილის საბოლოო შედგება თავად ავტომობილის ღირებულებისაგან (აუქციონის ანდა გამყიდვლის მიერ დადგენილი), დილერის საკომისიოსგან (თუ დილერი მონაწილეობას იღებს გარიგებაში), მანქანის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო ხარჯებისა და საბაჟო გადახდებისაგან. უკანასკნელი უმჯობესია წინასწარ გაითვალისწინოთ, ვინაიდან მან შეიძლება შეადგინოს მანქანის საბოლოო ღირებულების ლომის წილი.

განბაჟების ფასის გაანგარიშებისათვის უნდა იცოდეთ ძრავის მოცულობა (განისაზღვრება კუბურ სანტიმეტრებში – cm3), მისი სიმძლავრე (აისახება ცხენის ძალაში: horsepower — hp) და გაყიდვის წელი (year). ჩვეულებრივ, ინფორმაციის ნაწილს შეიცავს ლოტის აღწერა, ხოლო ნაწილი უნდა დააზუსტოთ გამყიდველთან ანდა ეძიოთ საჯაროდ ხელმისაწვდომ კატალოგებში. მიღებული მონაცემები და აგრეთვე შეძენის სავარაუდო ფასი უნდა შეიყვანოთ საბაჟო გადახდების გაანგარიშების სერვისის სპეციალურ ონლაინ-ფორმაში.

შეიძლება ისე მოხდეს, რომ საბოლოო ფასი იქნება თქვენს მიერ განსაზღვრულ ფასზე გაცილებით უფრო მაღალი და შენაძენი გახდება წამგებიანი. ნუ დანებდებით.  სცადეთ მოიძიოთ მოდელი ნაკლებად მძლავრი ძალური აგრეგატით. ერთდროულად დაზოგავთ საბაჟო გადახდებსა და საწვავზე.

მანქანების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება


მანქანის არსებითი დეფექტების გამოსავლენად ყურადღებით წაიკითხეთ მისი აღწერა აუქციონის საიტზე და დეტალურად შეისწავლეთ ფოტოები. თუ წარმოდგენილი ინფორმაცია არასაკმარისია, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გამყიდველს და დააზუსტოთ თქვენთვის საინტერესო დეტალები.

აუცილებლად გაარკვიეთ ხომ არ არის გამყიდველი დილერი. თუ თქვენ ყიდულობთ ავტომანქანას შუამავლის მეშვეობით, მოგიწევთ დამატებითი საკომისიოს გადახდა, რომელიც ემატება საბოლოო ანგარიშს. ხშირად ის რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენს.

აღწერაში ხშირად უთითებენ მანქანის VIN-კოდს, რომლითაც ინტერნეტ-სერვისის (CARFAX, ЕpicVin და სხვ.) მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილის წინა მფლობელების რაოდენობის დადგენა და აგრეთვე იმის გარკვევა მოხვედრილა თუ არა იგი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში. შემოწმება ღირს $11-დან.

მანქანის გადახდა აუქციონზე


აუქციონზე მანქანისათვის შეტანილი დეპოზიტი არის ერთდროულად ავანსი და იმის გარანტია, რომ მყიდველი გადაურიცხავს გამყიდველს ავტომობილის ღირებულების ნაშთს. ყველაზე ხშირად ფული eBay Motors იგზავნება საბანკო გადარიცხვით. 

დაუბრუნებელი დეპოზიტი, როგორც წესი, გადაიხდევინება  PayPal-ის მეშვეობით ვაჭრობაში გამარჯვებიდან 2-3 დღის განმავლობაში. მისი თანხა შეადგენს რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათას აშშ დოლარამდე. 

ხანდახან შესაძლებელია გამყიდველთან შეთანხმება არ გადარიცხოთ დეპოზიტი და უბრალოდ დაამატოთ იგი საბანკო გადარიცხვის საბოლოო თანხას. ბარათზე მანქანის აღწერით დეპოზიტის თანხა მითითებულია ფასის ქვეშ.

აუცილებლად შეატყობინეთ, რომ ყიდულობთ ავტომობილს სხვა ქვეყანაში გაყვანით. ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ ადგილობრივი გადასახადების გადახდა. თავიდანვე გაარკვიეთ თუ როდის იქნება მზად ავტომობილის დოკუმენტები. საჭირო დოკუმენტების გარეშე მანქანას ვერ მიიღებს ვერც სატრანსპორტო კომპანია, ვერც საბაჟო.

მანქანის მიწოდება ხმელეთით და ზღვით 

გადახდის შემდეგ მოდის ავტომობილის ტრანსპორტირება. ის წარმოებს რამდენიმე ეტაპად:

1) მანქანისა და დოკუმენტების მიწოდება სატრანსპორტო კომპანიის ტერმინალამდე. 

2) ავტომობილის მიწოდება გაგზავნის პორტამდე. ეს ეტაპი შეიძლება შესრულდეს გამყიდვლის (ნაწილობრივ) და სატრანსპორტო კომპანიის მიერ.

გამყიდველთან უნდა დააზუსტოთ არსებობს თუ არა თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მანქანის მიწოდების შესაძლებლობა. ჩვეულებრივ მსგავსი მომსახურებისათვის გამყიდველთან (კერძო მფლობელთან) მიმართვა უფრო იაფია, ვიდრე სატრანსპორტო კომპანიის მომსახურებით სარგებლობა. 

ხმელეთით ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს $300-დან $1500-მდე, მისი ვადა კი – 5-10 დღეს. თუმცა, ფასი და ვადა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: მოედნის (რომელზეც განთავსებულია ავტომობილი) მოშორება პორტისგან, სეზონი, ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც ხორციელდება ტრანსფერი და ა. შ..

3) საბაჟო გაფორმება პორტში და ჩატვირთვა კონტეინერში. ეს ოპერაციები გრძელდება კიდევ 3-7 დღე. უფრო ზუსტი ვადები დამოკიდებულია კონკრეტულ პორტზე და მის დატვირთვაზე და აგრეთვე გადამზიდველის განრიგსა და ჩატვირთვის ხერხზე. საბაჟო გაფორმების დასრულების შემდეგ თქვენ ექსპრეს-ფოსტით გამოგიგზავნიან მანქანის საბაჟო დოკუმენტებს (მომსახურების ღირებულება $50-120).

4) მიწოდება ზღვით. საშუალოდ იკავებს დაახლოებით ერთ თვეს, ღირებულება დაახლოებით $1500. 

არსებობს ზღვის ხომალდებით მანქანების მიწოდების ორი ცნობილი და ყველაზე პოპულარული ხერხი: კონტეინერით აბ ღია ხერხით, ბორანზე (Ro-Ro, ან Roll on-Roll off).

მეორე ხერხით უფრო სწრაფად გამოდის: არ არსებობს კონტეინერის ჩატვირთვის/ჩამოტვირთვის ლოდინის საჭიროება. თუმცა Ro-Ro გადაზიდვისას ავტომობილი განიცდის ნალექების ზემოქმედებას. შტორმის დროს შესაძლებელია «მარილიანი აბაზანებიც», რომლებიც ზიანს აყენებენ ავტომობილს. აღსანიშნავია, რომ მანქანები ძარის დაზიანებით არ მიიღება როლკერებზე გადასაზიდად.

დანიშნულების პორტში ავტომობილის მიწოდების შემდეგ მას ჩამოტვირთავენ და აგზავნიან საბაჟო ტერმინალზე (დაახლოებით 1-3 დღით), სადაც ხდება ყველა საჭირო დოკუმენტის გაფორმება და საბაჟო მოსაკრებლის გადახდა. ამ ეტაპის დასრულებისას შეგიძლიათ წაიყვანოთ მანქანა და დააყენოთ იგი აღრიცხვაზე.

საბაჟო გაფორმების ვადები პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტები: Title, პასპორტის ასლი და გადასახადის გადამხდელის ინდივიდუალური ნომერი, გენერალური მინდობილობა სამ ეგზემპლიარად (თუ მიანდეთ გაფორმება სატრანსპორტო კომპანიას).

უსაფრთხოება და გარანტიები

ავტომობილის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთის შეძენა eBay-ზე უზრუნველყოფილია ფულის დაბრუნების გარანტიით (თუ მყიდველის პრეტენზია დასაბუთებულია). ეს არ ნიშნავს, რომ შეძენისას უნდა მოადუნოთ ყურადღება.

ყიდვამდე აუცილებლად გაეცანით გამყიდველის რეიტინგს, წაიკითხეთ გამოხმაურება მის შესახებ.

შემდეგმა ფაქტორებმა უნდა მიიქციოს თქვენი ყურადღება:

  • მანქანის ფოტოების მწირი რაოდენობა და მათი ცუდი ხარისხი;

  • აუქციონის ჩატარების შემჭიდროებული ვადები (ერთი-ორი დღე, ჩვეულებრივ აუქციონი გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში);

  • VIN-კოდის არარსებობა ანდა მისი არავალიდურობა.

შეძენისას არასდროს დათანხმდეთ ფულის ისეთი ხერხით გადარიცხვას, რომელსაც ვერ გააკონტროლებს eBay. 

აუქციონზე მოგების შემდეგ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება გამყიდვლის საკონტაქტო მონაცემები. აუცილებლად განახორციელეთ «საკონტროლო ზარი» Skype-ის ან ნებისმიერი სხვა მესენჯერის მეშვეობით, რათა დარწმუნდეთ, რომ გამყიდველი რეალური პიროვნება, რომელიც ნამდვილად ყიდის ავტომობილს.

Columbus დასახმარებლად

როგორც თქვენ შენიშნეთ, eBay-ზე ყიდვისას არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელთა ერთ სტატიაში მოხვედრა უბრალოდ შეუძლებელია. ავტომობილის შეძენისა და მიწოდებისას თქვენი მაქსიმალურად დაცვისთვის დასახმარებლად მიმართეთ Columbus-ს. 

გარბენიანი ავტომობილების ბაზარზე მუშაობის მდიდარი გამოცდილების მქონე კომპანიის სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენს მიერ მითითებული პარამეტრების შესაბამისად აუქციონზე საუკეთესო ავტომობილის შეძენაში, ჩაატარებენ მის დიაგნოსტიკას და შეამოწმებენ ისტორიას, უზრუნველყოფენ მომგებიან ტრანსპორტირებას ხმელეთით და ზღვით, გააფორმებენ დაზღვევას (ჩვეულებრივ, ავტომობილის ღირებულების 1%). 

საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე დაგეხმარებიან მანქანის შეკეთებაში, მის სერტიფიცირებასთან და აღრიცხვაზე აყვანასთან, აღადგენენ ყველა საჭირო დოკუმენტს.  

ყველა ოპერაცია შეიძლება შესრულდეს ფაქტობრივად კლიენტის მონაწილეობის გარეშე.

(219)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge