Android Auto და Apple CarPlay: რა განსხვავებაა?
ადამიანებს სურთ დარეკონ, გაგზავნონ შეტყობინებები და გამოიყენონ საყვარელი აპლიკაციები საჭესთან ისე, რომ ყურადღება არ გადაიტანონ გზიდან. ამის საშუალებას ორი პოპულარული საავტომობილო სისტემა - Apple CarPlay ან Android Auto გაძლევთ. რაშია მათი თავისებურებანი, ერკვეოდნენ Сolumbus-ის და J.D. Рower-ის სპეციალისტები.
შეიძლება დიდხანს იკამათოთ, თუ მულტიმედიაზე ადაპტირებულ ავტომობილზე (ან, უფრო მარტივად, საინფორმაციო-გასართობ სისტემასთან) ტელეფონის მიერთების შესაძლებლობის მქონე სისტემაა უკეთესი. ნებისმიერი მათგანი მნიშვნელოვნად ამარტივებს მძღოლის ცხოვრებას.
მძღოლებმა სწრაფად დააფასეს Apple CarPlay ან Android Auto-ს უპირატესობები; ზოგიერთი მათგანი ახლა არც კი იყურება ამ სისტემის არმქონე ავტომანქანებისკენ.
მოდით უფრო დეტალურად შევჩერდეთ პოპულარული სისტემების თავისებურებებსა და შესაძლებლობებზე.
Apple CarPlay: მარტივი და გასაგები
Apple CarPlay შექმნილია კომპანია Apple-ის მიერ iPhone სმარტფონის მანქანაში უსაფრთხო და ინტუიციურად გასაგები გამოყენებისთვის. სისტემა საშუალებას გაძლევთ დასახოთ მარშრუტები, განახორციელოთ ზარები, გაგზავნოთ და მიიღოთ შეტყობინებები და ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი მუსიკით ავტომობილის ხელსაწყოთა პანელზე ჩაშენებული დისპლეის და მისი აუდიო-სისტემის სტანდარტული დინამიკების გამოყენებით.
როგორ მუშაობს ეს?
ავტომობილში საინფორმაციო-გასართობი სისტემის ტიპიდან ფამომდინარე, CarPlay-ის გამოყენების დასაწყებად, თქვენ უნდა შეასრულოთ ორიდან ერთ-ერთი მოქმედება:
• შეაერთეთ თქვენი iPhone USB-პორტთან ავტომობილის ხელსაწყოების პანელზე ან ცენტრალურ კონსოლზე.
• დაუკავშირეთ თქვენი iPhone საინფორმაციო-გასართობ სისტემასთან Bluetooth-ის საშუალებით და ჩართოთ Apple CarPlay მის ეკრანზე შესაბამისი აპლიკაციის არჩევით.
ორივე შემთხვევაში iPhone ავტომატურად აჩვენებს iOS-ის ოპერაციული სისტემის გამარტივებულ ინტერფეისს ავტომობილის ჩაშენებულ სენსორულ დისპლეიზე.
CarPlay-ის ინტერფეისი ლაკონურად გაფორმებულია, ხატები დიდია და ტექსტი ადვილად იკითხება. სისტემაში არსებული ყველა აპლიკაცია აისახება ისევე, როგორც iOS-ში, ასე რომ ნავიგაციასტან დაკავშირებული პრობლემები არ გექნებათ.
CarPlay-ს აქვს ორი ძირითადი ეკრანი: მთავარი (სახლის) და საინფორმაციო პანელი, რომელთა შორისაც მომხმარებელს ადვილად შეუძლია გადართვა.
მთავარ ეკრანზე (CarPlay Home) გამოსახულია CarPlay-ში არსებული ყველა აპლიკაცია. ხოლო საინფორმაციო პანელი (CarPlay Dashboard) უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ ელემენტებზე - როგორიცაა ნავიგაციის მარშრუტები, მუსიკის აღწარმოება და ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი Siri--ის შეტყობინებები.
რის საშუალებას გაძლევთ CarPlay?
მთავარ ეკრანზე მძღოლს შეუძლია აირჩიოს 8 ძირითადი აპლიკაცია. თითოეული მათგანი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ iPhone-ის ერთ-ერთი ფუნქცია:
• ზარების აპლიკაცია (Phone App) – საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ზარი დაკავშირებული სმარტფონის მეშვეობით, სენსორულ ეკრანზე საინფორმაციო-გასართობი სისტემის მართვის ელემენტებისა და ხმამაღალი კავშირის გამოყენებით.
• Apple Music აპლიკაცია (Apple Music App) - სთავაზობს Apple Music-ის აბონენტებს პირდაპირ წვდომას სიმღერებისა და მუსიკალური ალბომების ბიბლიოთეკაზე. თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მუსიკა და მოუსმინოთ მას, არამედ გამოიყენოთ Apple Music Radio.
• Apple Maps აპლიკაციას (Apple Maps App) - აქვს იგივე ნავიგაციის ფუნქციები, როგორც iPhone-ის პროგრამას, მაგრამ აქვს რამდენიმე დამატებითი - მაგალითად, გარკვეული ობიექტის (კონტაქტების სიასთან მიბმული) ადგილმდებარეობამდე მისვლის სავარაუდო დროს შეტყობინება მძღოლისთის.
Apple Maps-ს ასევე შეუძლია დასახული მარშრუტების გაგზავნა Apple Watch- ზე , თუმცა ამ ფუნქციას განსაკუთრებით მოთხოვნადს ვერ ვუწოდებთ.
• შეტყობინებების აპლიკაცია (Messages App) - საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაინახოს, თუ მისი კონტაქტების სიიდან ვინ გამოუგზავნა მას შეტყობინება, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზების გამო არ ასახავს ტექსტს ეკრანზე. შეტყობინების გახმოვანება შეუძლია Siri-ს (ასევე, მას შეუძლია ტექსტის გამეორება, შეტყობინებაზე პასუხის გაცემა ან მისი დახურვა).
• აპლიკაცია “დაუკარი ახლა“ (Now Playing App) – ასახავს რეალურ დროში ინფორმაციას აუდიო სისტემის მეშვეობით აღწარმოებული მელოდიის შესახებ. ეს შეიძლება იყოს აუდიო პოდკასტი, აუდიო წიგნი ან სიმღერა.
• პოდკასტის აპლიკაცია (Podcast App) – მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოძებნოს შენახული პოდკასტი, ნახოს ახალი, მოუსმინოს ჩანაწერებს დადგენილი თანმიმდევრობით.
• აუდიო წიგნების აპლიკაცია (Audio Books App) - მისი ფუნქციები ტელეფონის “პოდკასტის“ აპლიკაციის მსგავსია, აღწარმოებისა და გადახვევის იგივე ელემენტებით.
• აპლიკაცია ავტომწარმოებლისგან (Car Manufacturer App) – აბრუნებს მომხმარებელს ავტომობილის „მშობლიურ“ ოპერაციულ სისტემაში, რომელიც გამოიყენება Apple CarPlay-დან გამოსასვლელად.
სალამი, Siri!
ხმოვანი ასისტენტი Siri არის CarPlay-ის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს გზაში არ გადაიტანოს ყურადღება. Siri საუბრობს ცნობილი ამერიკელი გახმოვანების მსახიობის სიუზან ბენეტის ხმით - უფრო სწორად, პასუხობს კითხვებს CarPlay-ის ფუნქციების შესახებ, იღებს ბრძანებებს აპლიკაციების მართვისთვის, ახმოვანებს ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას და აგზავნის შეტყობინებებს მისთვის ნაკარნახევი ტექსტის საფუძველზე.
CarPlay-ში Siri მუშაობს ზუსტად ისევე, როგორც iPhone-ზე: მისი დახმარების მისაღებად, თქვენ უბრალოდ უნდა თქვათ: "სალამი, Siri" (Hey, Siri). გააქტიურების მეორე მეთოდია საჭის თვალზე “საუბრის“ ღილაკის დაჭერა რამდენიმე წამის განმავლობაში.
რისი გაკეთება შეგიძლიათ “პარამეტრებში“?
“პარამეტრების“ (Settings) განყოფილებაში შეგიძლიათ ჩართოთ დამატებითი სამომხმარებლო პარამეტრები. მაგალითად, გაააქტიუროთ რეჟიმი „არ შემაწუხოთ“ (Do Not Disturb) ისე, რომ ყველა შემომავალი ზარი და შეტყობინება დაიბლოკოს ავტომობილის მოძრაობისას. შეიძლება მოიხსნას გარკვეული კონტაქტების ბლოკირება.
ასევე არის „ავტომატური განათელბა“ (Automatic Light), „მუქი რეჟიმი“ (Dark Mode) ან „ყოველთვის მუქი რეჟიმი“ (Always Dark Mode) რეჟიმები, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობით გაანათებენ ეკრანს.
არსებობს მრავალი სხვა პარამეტრი: CarPlay-ის მთავარი ეკრანის ფონის არჩევიდან CarPlay-ის საინფორმაციო პანელზე ტექსტის გამოტანის სხვადასხვა რეჟიმამდე.
შესაძლებელია თუ არა გარეშე აპლიკაციების გამოყენება?
დიახ, შეიძლება. მაგალითად, Apple Maps-ის ნაცვლად გადაერთეთ Google Maps-ზე ან Waze-ზე. ანალოგიურად, Apple Music-ის მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ Spotify.
CarPlay-ის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ გარეშე პროგრამების რაოდენობა შეზღუდულია.
აპლიკაციების ჩართვა/გამორთვა შეგიძლიათ iPhone-ის პარამეტრებში.
რომელი მწარმოებლები იყენებენ?
ამ დროისთვის, თითქმის ყველა მსხვილი ამერიკული ავტომწარმოებელი უზრუნველყოფს Apple CarPlay-ის მხარდაჭერას მათი მანქანების საინფორმაციო-გასართობ სისტემაში. მართალია, ეს სისტემა ყოველთვის ვერ იძებნება მოდელების საბაზო კომპლექტაციებში.
საინტერესოა, რომ General Motors-მა (GM) ახლახან გამოაცხადა, რომ ეტაპობრივად გააუქმებს Apple CarPlay-ს (და მის Android Auto ანალოგს, რომლის შესახებაც ქვემოთ წაიკითხავთ) თავის ელექტრომანქანებში.
ამის ნაცვლად, კომპანია შესთავაზებს Google-თან ერთად შემუშავებულ საინფორმაციო-გასართობ სისტემას. GM-ის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მძღოლები ნაკლები ალბათობით აიღებენ ხელში ტელეფონებს ახალი ჩაშენებული სისტემის წყალობით, რაც საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას გამოიწვევს.
CarPlay ტექნოლოგია გამოირიცხება Buick, Cadillac, Chevrolet და GMC ელექტრომობილებიდან. GM-ის შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები გააგრძელებენ CarPlay-ის მხარდაჭერას 2035 წელს, სანამ ისინი სრულად არ ჩანაცვლდებიან ელექტრო მოდელებით.
Android Auto: ფართო აუდიტორიისთვის
სისტემა Android Auto არის Apple CarPlay-ის Google-ის მიერ შექმნილი ანალოგი, რომელიც განკუთვნილია Android-ის ოპერაციული სისტემით მომუშავე სმარტფონებთან მუშაობისთვის.
Android Auto-ს CarPlay-თან შედარებით აქვს ბევრად უფრო მეტი რაოდენობის სხვადასხვა ხელმისაწვდომი აპლიკაციები, ამასთანავე შესაძლებელია Google Assistant სერვისის ხმოვანი ბრძანებების გამოიყენება, თუმცა ის არ არის ისეთი დახვეწილი და მრავალფუნქციური, როგორც Siri.
როგორ მუშაობს ეს?
ყველაფერი CarPlay-ის მუშაობის მსგავსია - ჯერ ტელეფონი უნდა დაუკავშიროთ ავტომობილს. ეს შეიძლება გაკეთდეს
-
სმარტფონის დასატენი სტანდარტული USB-კაბელის გამოყენებით. როგორც კი დაეთანხმებით ტელეფონის ეკრანზე გამოჩენილ დაკავშირების მოწვევას, Android-ის ინტერფეისი ავტომატურად დაიწყებს მაუწყებლობას ავტომობილის სენსორულ ეკრანზე.
-
Bluetooth-ის მეშვეობით. შემდეგ ჯერზე, სმარტფონი ავტომატურად დაუკავშირდება ავტომობილის საინფორმაციო-გასართობ სისტემას და გაააქტიურებს სერვისს.
Android Auto გონივრულად არის ორგანიზებული, ასე რომ, ნავიგაციასთან დაკავშირებით სისტემაში ყველაფერი წესრიგშია. ინტერფეისი გამოიყურება როგორც ტელეფონის ეკრანის გამარტივებულ ვერსიას მის სამუშაო მაგიდაზე არსებული ყველა აპლიკაციით.
ეს არის ერთ-ერთი განსხვავება Android Auto-სა და Apple CarPlay-ს შორის (ამ უკანასკნელ სისტემაში Apple-ისა და გარეშე მწარმოებლების აპლიკაციები სხვადასხვა ეკრანზეა განლაგებული). Android Auto აერთიანებს აპლიკაცეიბს ერთ გადახვევ მენიუში ვიჯეტებით, რომლებიც განლაგებულია ანბანის მიხედვით.
მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ Android Auto-ში შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი არჩევანით უამრავი აპლიკაცია.
სალამი, Google!
Google Assistant-ის ხმოვანი ასისტენტი აქტიურდება ფრაზით "სალამი, Google" (Hey, Google), რასაც უნდა მოჰყვეს ბრძანება. მაგალითად: „ჰეი, Google, გამოტოვე ეს სიმღერა“. „ჰეი, Google, წადი ამ მისამართზე“ ან „ჰეი, Google, დაურეკეთ ანას სამსახურში“.
ასევე მუშაობს საჭის თვალზე „საუბრის“ ღილაკზე დაჭერის ვარიანტი.
რისი გაკეთება შეგიძლიათ “პარამეტრებში“?
“პარამეტრების“ (Settings) განყოფილებაში ხელმისაწვდომია თქვენი ტელეფონის მრავალი სხვადასხვა ფუნქციის დარეგულირების შესაძლებლობა, რომლებიც ეხება როგორც ფუნქციონალურობას, ასევე Android Auto-ს ინტერფეისის გარეგნულ იერს. ეს არის დღეღამის პერიოდიდან გამომდინარე ეკრანის განათების რეჟიმები (Mode), და მისი ფონის სურათები, და ამოცანების ქვედა პანელის ხელახალი კონფიგურაცია (Customize Taskbar) ვიჯეტების ყველაზე საჭირო აპლიკაციების ჩართვით/გამორთვით, სისტემის ავტომატური შეტყობინებების მართვით (Control Auto Notifications) და ა.შ..
მაგალითად, შეგიძლიათ ჩართოთ მედიის აღწარმოების ავტომატური განახლება (Auto Resume Media). ის საშუალებას მოგცემთ დაუბრუნდეთ მოსმენას (სისტემის ხელახლა ჩართვისას) იმ ადგილიდან, სადაც ის შეწყდა.
ან შექმენით ეკრანზე პიქტოგრამა Google-ის ხმოვანი ასისტენტისთვის (Google Assistant Shortcuts). მათზე დაჭერისას, ამოქმედდება ადრე მითითებული ბრძანება. ძალიან გამოგადგებათ, თუ, ვთქვათ, მანქანაში პატარა ბავშვი სძინავს და არ გინდათ გაღვიძება მისი ხმით.
შესაძლებელია თუ არა გარეშე აპლიკაციების გამოყენება?
რამდენიც გინდა! გარეშე აპლიკაციების დიდი რაოდენობა თავსებადია Android Auto-თან - Waze ნავიგაციისთვის, Spotify მუსიკისთვის, WhatsApp კომუნიკაციისთვის და ა.შ. გარდა ამისა, სმარტფონის პარამეტრებში შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რომელი აპლიკაციები უნდა იყოს ასახული Android Auto-ს მენიუში და რომელი არა.
რომელი მწარმოებლები იყენებენ?
ავტომწარმოებლების უმრავლესობა იყენებს თავის მოდელებში Android Auto-ს.
მაგრამ, როგორც Apple CarPlay-ის შემთხვევაში, შეიძლება არსებობდეს ნიუანსები ცალკეული ავტომობილების მარკებთან ან მათ კომპლექტაციებთან დაკავშირებით. ამრიგად, ზოგიერთ BMW-ში, ბოლო პერიოდამდე არ არსებობდა Android Auto სისტემა - ასეთი ავტომობილების მფლობელები იძულებულნი არიან დაკმაყოფილდნენ "მოდური" CarPlay-ით.
წყაროები: Jdpower.com, Apple.com
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში