გამოიწერეთ ბიულეტენი

Copart: აუქციონის აღნიშვნებისა და ტერმინების განმარტება

Copart: აუქციონის აღნიშვნებისა და ტერმინების განმარტება

Сopart აუქციონებზე გაყიდულ სატრანსპორტო საშუალებებს შორის ბევრი იყიდება ხელმისაწვდომ ფასად, რადგან მოყვნენ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში ან დაშავდნენ სტიქიური უბედურების შედეგად. ეს იზიდავს მყიდველებს მთელი მსოფლიოდან. მათ დასახმარებლად Copart-მა შეიმუშავა აუქციონის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტერმინების ლექსიკონი, რომლის გაცნობასაც Columbus სთავაზობს თავის მკითხველს/კლიენტებს.

ACV (Actual Cash Value) - ფაქტობრივი ღირებულება ნაღდი ანგარიშსწორებით

ACV, ან ფაქტობრივი ღირებულება ნაღდი ანგარიშსწორებით, არის Copart-ის სისტემაში გამყიდველის მიერ მითითებული ლოტის სავარაუდო საცალო ღირებულება. ლოტის დეტალური აღწერის გვერდზე ის მითითებულია ,როგორც "შეფასების საცალო ღირებულება "ან" Est. Retail Value». თუ ლოტი დაზიანებულია, ეს არის მისი ღირებულება დაზიანებამდე. ავტომობილების საცალო ფასები შეგიძლიათ იხილოთ Kelley Blue Book-ის ვებ-გვერდზე და სხვა ონლაინ-წყაროებში. 


Body Style – ძარას ტიპი

მწარმოებლის მიერ მითითებული სატრანსპორტო საშუალების კონფიგურაცია.

BID4U

BID4U აუქციონის პლატფორმა წარმოადგენს მონაწილეს ყველაზე მაღალი ფსონით წინასწარი ფსონებისა და ვირტუალური ვაჭრობის დროს. უბრალოდ მიუთითეთ მაქსიმალური ფასი, რომელიც მზად ხართ გადაიხადოთ ლოტისთვის ფსონების წინასწარი განთავსების დროს და  ვირტუალური ვაჭრობის დროს პროგრამა BID4U დადებს ფსონებს თქვენი სახელით მითითებული თანხის მიღწევამდე. BID4U აწევს ფსონს ერთი ბიჯით თქვენი, როგორც ყველაზე მარალი ფსონის მქონე მონაწილის მიმდინარე წინადადების შენარჩუნებისათვის. ეს საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ სატრანსპორტო საშუალება (სშ) თქვენს მაქსიმალურ ფსონზე დაბალ ფასად, თუ ვაჭრობა არ მიაღწევს თქვენს ფსონს ან არ გადააჭარბებს მას.

Color - ფერი

აუქციონის საიტზე ჩამოთვლილი ფერი არის ფერის გავრცელებული დასახელება, რომელიც ადეკვატურად წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების ძარას ფერს. 

Counter Bid- კონტრ-ფსონი

კონტრ-ფსონს გამყიდველი უთითებს ყველაზე მაღალი ფსონის მქონე მონაწილის შეთავაზებაზე საპასუხოდ (უკუ ფსონი) ყველაზე მაღალი. კონტრ-ფსონი კეთდება სატრანსპორტო საშუალებაზე მინიმალური ფსონით ან გამყიდველის დასტურის საჭიროების მქონე ვაჭრობის დასრულებისთანავე. მონაწილეები აღიარებენ და თანხმდებიან, რომ გამყიდველის საპასუხო ფსონის მიუხედავად, მონაწილის ყველაზე მაღალი ფსონი სატრანსპორტო საშუალებაზე რჩება ღია გამყიდველის მიერ მის მიღებამდე ან მომდევნო სამუშაო დღის (ვაჭრობის გამართვის შემდეგ) 17:00 საათამდე.

CrashedToys

სატრანსპორტო საშუალებები ამ ნიშნით განლაგებულია კომპანია CrashedToys-ის მოედნებზე, რომელიც სპეციალიზირებულია ჩამოწერილი მოტოციკლების, ეგზოტიკური სატრანსპორტო საშუალებების, “სახლი ბორბლებზე“-ს, ნავების, ჰიდროციკლებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვაში. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს ახლავს დამატებითი სურათები და ლოტის ნიშნები. სადაც ეს შესაძლებელია, არსებობს ვიდეო. 

Current Bid - მიმდინარე ფსონი

ეს არის ამ დროისთვის ლოტში შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი. შესაძლებელია იყოს უფრო მაღალი მაქსიმალური ფსონი, რომელიც წარმოდგენილია VB3 BID4U-ით. მიმდინარე ფსონი ყოველთვის მოყვანილია იმ ქვეყნის ვალუტაში, სადაც მდებარეობს Copart-ის წარმომადგენლობა.

Current Sale Highlights - ინფორმაცია მიმდინარე ვაჭრობის შესახებ

ეს არის Copart-ის გენერალური დირექტორის კომენტარები ჩამოთვლილი აუქციონებისთვის. ის მოიცავს ინფორმაციას ლოტების შესახებ ან მნიშვნელოვან შენიშვნებს ცალკეული აუქციონის შესახებ.

Cylinders - ცილინდრები

დგუშიანი მანქანების ნაწილები, ფართო გაგებით, - მწარმოებლის მიერ მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძალური გადაცემა.

Damage Codes - დაზიანების კოდები

გამოიყენება ლოტის დაზიანების აღსანიშნავად - როგორც ძირითადი დაზიანება (1) და მეორეული დაზიანება (2). დაზიანების ორივე კოდი აღნიშნავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ლოტის შესახებ; ნებისმიერი მათგანი არ უნდა აღიქმებოდეს როგორც უფრო მნიშვნელოვანი.

AO

ALL OVER (საყოველთაო დაზიანებები)

BC

BIOHAZARDOUS/CHEMICAL (ბიოლოგიური/ქიმიური საშიშროება)

BE

BURN – ENGINE (ხანძარი – ძრავა)

BI

BURN – INTERIOR (ხანძარი – სალონი)

BN

BURN (ხანძარი)

CC

CASH FOR CLUNKERS (ნაღდი ფული ძველი ავტომობილისთვის)

DH

DAMAGE HISTORY (დაზიანებების ისტორია)

FD

FRAME DAMAGE REPORTED (კორპუსის განცხადებული დაზიანება)

FR

FRONT END (წინა ნაწილი)

HL

HAIL (სეტყვა)

MC

MECHANICAL (მექანიკური დაზიანება)

MN

MINOR DENTS/SCRATCHES (უმნიშვნელო ამონაცვეთი/ნაკაწრი)

NW

NORMAL WEAR (ბუნებრივი ცვეთა)

PR

PARTIAL/INCOMPLETE REPAIR (ნაწილობრივი/არასრული შეკეთება)

RJ

REJECTED REPAIR (უარი შეკეთებაზე)

RO

ROLLOVER (გადატრიალება)

RR

REAR END (უკანა ნაწილი)

SD

SIDE (გვერდითი ნაწილი)

ST

SRIPPED (გარსი მოხსნილია)

TP

TOP/ROOF (ზედა ნაწილი/სახურავი)

UK

UNKNOWN (უცნობი)

UN

UNDERCARRIAGE (სავალი ნაწილი)

VI

MISSING/ALTERED VIN (VIN-კოდი არ მოიპოვება/შეცვლილია)

VN

VANDALISM (ვანდალიზმი)

VP

REPLACED VIN (შეცვლილი VIN-კოდი)

WA

WATER/FLOOD (დატბორვა/წყალდიდობა)


გაითვალისწინოთ, რომ კომპანია Copart უარს აცხადებს დაზიანების კოდების სიზუსტის პასუხისმგებლობაზე, რადგან ეს მონაცემები შეიძლება ზუსტად არ ასახავდეს სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ტიპს ან მასშტაბს. დაზიანების კოდები არ უნდა იქნას გამოყენებული, სატრანსპორტო საშუალების შეფასების სახით ფსონების დადებისას ან სხვა შემთხვევაში, აფრთხილებს Copart.

Drive - ამძრავი

მწარმოებლის მიერ მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძალური გადაცემა.

Engine - ძრავი

ძრავა წარმოდგენილია სატრანსპორტო საშუალების VIN-კოდით. აუქციონზე ფსონების დადებამდე მონაწილეებს ურჩევენ, ყურადღებით შეამოწმონ სატრანსპორტო საშუალება, რათა დარწმუნდნენ ორიგინალური აღჭურვილობა არსებობაში.

Estimated Retail Value – შეფასებითი საცალო ღირებულება

ეს არის ლოტის სავარაუდო საბაზრო ღირებულება იმ გამყიდველის შეფასებით, რომელმაც მიჰყიდა სატრანსპორტო საშუალება Copart-ს. თუ ლოტი დაზიანებული იყო, ეს არის დაზიანების მიღებამდე შეფასების ღირებულება. სატრანსპორტო საშუალების შეფასებითი საცალო ღირებულების შესახებ მონაცემების მიღება შესაძლებელია Kelley Blue Book-ში და სხვა ინტერნეტ-წყაროებიდან. 

Expected Future Date –– მოსალოდნელი თარიღი მომავალში

ფრაზა "მოსალოდნელი თარიღი მომავალში" ნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალება ჯერ არ იყო დანიშნული აუქციონზე. სატრანსპორტო საშუალების გაყიდვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი გაფორმდა და გადაიცა შესაბამის ორგანოებში. Copart ელის სარეგისტრაციო-საგამოცდო განყოფილების (სსგ) მიერ დოკუმენტაციის დამუშავების დასრულებას. შემდეგ ჩაინიშნება აუქციონის ფაქტობრივი თარიღი. ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დებს ფსონს სატრანსპორტო საშუალებაზე, Expected Future Date აღნიშვნით, მიიღებს შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით, როდესაც მანქანები გამოვა გასაყიდად.

Fuel - საწვავი

მიუთითებს VIN-კოდის შესაბამისად ძრავის მიერ გამოყენებული საწვავის ტიპზე.

Grid/Row – რიგი

სატრანსპორტო საშუალების ფიზიკური ადგილმდებარეობის აღნიშვნა მოედანზე.

Image - გამოსახულება

Copart იყენებს 10 ციფრულ გამოსახულებას თითოეული გასაყიდი სატრანსპორტო საშუალებისთვის. გამოსახულება ინახება JPEG-ფორმატში.

Item – პოზიცია

პოზიციის ნომრები მიუთითებს რა თანმიმდევრობით გაიყიდება ლოტები VB2 პლატფორმაზე ვირტუალური ვაჭრობის დროს. ვაჭრობა დიდი რაოდენობით პოზიციებით იყოფა მიზნის მიხედვით.


პოზიციების ნომრები

აღწერა

რიგი

1–500

Run & Drive სატრანსპორტო საშუალებების ლოტი (გამართულია)

A

501–600

გასაქირავებელი ავტომობილები

A

601–700

მოტოციკლები

A

701–800

ნავები / ჰიდროციკლები / საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები

A

801–900

მძიმე ტექნიკა

A

901–1000

საცხოვრებელი ავტოფურგონები

A

1001–1100

სხვა სატრანსპორტო საშუალებები

A

1101–2000

სატრანსპორტო საშუალებების ლოტები სრული განადგურებით

A

1101–2000

სატრანსპორტო საშუალებების ლოტები სრული განადგურებით

A

2001–2500

Run & Drive სატრანსპორტო საშუალებების ლოტი

B

2501–3000

სატრანსპორტო საშუალებების ლოტები სრული განადგურებით

B

3001–4000

სატრანსპორტო საშუალებების ლოტები სრული განადგურებით

C

4001–5000

სატრანსპორტო საშუალებების ლოტები სრული განადგურებით

D

5001–6000

სატრანსპორტო საშუალებების ლოტები სრული განადგურებით

E


Keys - გასაღები

მიუთითებს აქვს თუ არა კომპანია Copart-ს ლოტის გასაღებები.

Location - მოედანი

Copart-ის წარმომადგენლობა, მოედანა, სადაც ხდება გასაყიდი პოზიციების დამუშავება. 

Lot Number - ლოტის ნომერი

ლოტის ნომერი (ლოტი #) - Copart-ის უნიკალური იდენტიფიკატორი თითოეული სატრანსპორტო საშუალებისთვის.

Make - მარკა

ბრენდი - მწარმოებლის ბრენდის დასახელება.

Maximum Bid - მაქსიმალური ფსონი

მაქსიმალური შეთავაზება - ყველაზე მაღალი თანხა, რომლის გადახდისთვისაც მზად ხართ ლოტზე. VB2 BID4U ფუნქცია თქვენი სახელით თანდათან გაზრდის ფსონს, რათა სხვა მონაწილეებმა ვერ შეძლონ მისი მოგება. 

Model – მოდელი

მოდელი - მწარმოებლის მიერ ლოტის აღწერა.

Monster Bid – გიგანტური ფსონი (მონსტრი ფსონი)

გიგანტური ფსონი არის ფსონი, რომელიც ერთი ან მეტი ნაბიჯით აღემატება მიმდინარე ფსონის თანხას. ვირტუალური აუქციონის დროს მონაწილეს შეუძლია გვერდი აუაროს ფსონის გაზრდის ეტაპობრივად სტანდარტულ პროცესს მაქსიმალური მნიშვნელობის თავიდანვე მითითების გზით.


Odometer Descriptions - ოდომეტრის ჩვენებები

აღწერა მიუთითებს ხელსაწყოს ჩვენების სანდოობაზე. არსებობს ოდომეტრის მახასიათებლების ოთხი ტიპი:

ACTUAL - არის ფაქტობრივი მაჩვენებელი - ოდომეტრის ჩვენებები ითვლება გარბენის ზუსტ, ფაქტობრივ აღნიშვნად.

EXEMPT - გამონაკლისი - აშშ-ს ფედერალური კანონის შესაბამისად, ამ ლოტისთვის არ არის საჭირო ოდომეტრის კოდის ჩვენება.

NOT ACTUAL - არ წარმოადგენს ფაქტობრივ მაჩვენებელს - ოდომეტრის ჩვენებები ზუსტად არ ასახავს ლოტის გარბენს ან მისი დადგენა შეუძლებელია.

EXCEEDS MECHANICAL LIMITS - აჭარბებს მექანიკურ შესაძლებლობებს - ლოტის ფაქტობრივი გარბენი არ არის დაფიქსირებული, რადგან ის აღემატება ოდომეტრის გაზომვის შესაძლებლობებს.

Offsite Sale - საიტს მიღმა გაყიდვა

საუბარია Copart-ის საიტის ფარგლებს გარეთ გაყიდულ სატრანსპორტო საშუალებებზე. ისინი, როგორც წესი, ფიზიკურად არ არის განთავსებული აუქციონის მოედანზე, მაგრამ იყიდება ჩვეულებრივი ონლაინ-ვაჭრობის დროს და ეკუთვნის უახლოეს სავაჭრო მოედანს. „preview“ (წინასწარი დათვალიერების) და „pickup“ (ჩამოტვირთვის) ნაკვეთები მითითებულია ლოტის დეტალური აღწერილობის გვერდზე. „აუცილებლად შეისწავლეთ წინასწარი შემოწმების თარიღები და დრო და შეეცადეთ შეისწავლოთ ლოტი“, - გვირჩევს Copart. გაითვალისწინოთ, რომ მყიდველები პასუხისმგებელნი არიან აღნიშნული მოედნიდან ჩამოტვირთვაზე სატრანსპორტო საშუალების უფასო შენახვის პერიოდის განმავლობაში. 

Region - რეგიონი

Copart-ის მოედნის სამუშაო ადგილი.

Registration Fees – სარეგისტრაციო მოსაკრებელი

ვაჭრობის მონაწილის სააღრიცხვო ანგარიშის გასააქტიურებლად ბროკერები იღებენ ერთჯერად, დაუბრუნებელ სარეგისტრაციო მოსაკრებელს. სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეიძლება იყოს დამოკიდებული ბროკერის მოთხოვნებზე მიხედვით და მოიცავდეს დრის სხვადასხვა პერიოდს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, Copart-ის საიტზე ბროკერის მომსახურების გაწევის პირობების გაცნობის შემდეგ.

აუქციონი იღებს სარეგისტრაციო მოსაკრებელს “საბაზო“ და “პრემიერის“ გეგმებში მონაწილეობისთვის. გეგმა “პრემიერი“ ითვალისწინებს ერთჯერად, სრულად დაბრუნებადი დეპოზიტის შეტანას. 

Repair Cost - შეკეთების ღირებულება

შეკეთების ღირებულება - სატრანსპორტო საშუალების აღდგენის სავარაუდო ღირებულება, რომელიც მითითებულია სატრანსპორტო საშუალების გამყიდვლის მიერ Copart სისტემაში. აღნიშნული ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სატრანსპორტო საშუალების შეკეთების რეალური ღირებულებისგან. მეორადი სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა და გამოყენება, სხვადასხვა შრომითი დანახარჯები, შეღებვის დრო და ა.შ. - ზუსტი პროგნოზირება რთულია. კომპანია Copart ურჩევს თითოეულ მონაწილეს თავად შეაფასოს დაზიანებები. 


Sale Date - გაყიდვის თარიღი

გაყიდვის თარიღი - სამუშაო დღე, როდესაც შესაბამისი მოედნის კატალოგის ლოტები გამოაქვთ აუქციონზე. სხვადასხვა მოედნებისთვის მითითებულია სხვადასხვა გაყიდვის თარიღი. თარიღების სრული სია ხელმისაწვდომია აუქციონის კალენდარში Copart-ის საიტზე.

Sale Time – ვაჭრობის დრო

ვაჭრობის დრო – აუქციონის დაწყების დაგეგმილი დრო. მითითებულია იმ მოედნის ადგილობრივი დროის მიხედვით, სადაც ინახება სატრანსპორტო საშუალება.

Sales Status – გაყიდვის სტატუსი

გაყიდვის სტატუსი ასახავს იმ პირობებს, რომლითაც ხდება ლოტის გაყიდვა. შესაძლო მნიშვნელობა და მისი ინტერპრეტაცია:

  • Pure Sale - სუფთა გაყიდვა - მინიმალური ფსონის ან დაჯავშნილი ფასის გარეშე. ვირტუალურ აუქციონზე ვაჭრობის დახურვისას ლოტი გადაეცემა ყველაზე მაღალი ფსონის მქონე მონაწილეს.

  • On Approva - დამტკიცებით - გამყიდველმა დაჯავშნა ვირტუალური აუქციონის დროს მითითებული მაქსიმალური საბოლოო ფსონის დამტკიცების უფლება. გამყიდველს შეუძლია დაამტკიცოს ფსონი აუქციონის მომდევნო დღის 17:00 საათამდე, ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის დროით. ყველაზე მაღალი ფსონის მქონე მონაწილე ვალდებულია შეიძინოს სატრანსპორტო საშუალება, თუ გამყიდველი მისცემს თანხმობას მითითებული პერიოდის განმავლობაში.

  • Minimum Bid - მინიმალური ფსონი - გამყიდველმა დააწესა დაჯავშნილი ფასი ლოტზე. თუ ვირტუალური აუქციონის დროს წინადადებამ არ გადააჭარბა მინიმალურ ფსონს, გამყიდველს უფლება აქვს დაამტკიცოს შეთავაზებული ფსონი მომდევნო სამუშაო დღის 17:00 საათამდე ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის დროით (ვაჭრობის თარიღის შემდეგ).

Security Deposit – საგარანტიო დეპოზიტი

ყველა ბროკერი მოითხოვს საგარანტიო დეპოზიტს, რომელიც სრულად უნდა იქნას გადახდილი მონაწილის სააღრიცხვო ანგარიშის მისაღებად. ეს დეპოზიტი წარმოადგენს ბროკერის უზრუნველყოფას, თუ მონაწილე ვერ შეძლებს მოგებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადახდას. სატრანსპორტო საშუალების სრული მოცულობით გადახდის შეუძლებლობა იწვევს საგარანტიო დეპოზიტის დაკარგვას და ვაჭრობის მონაწილის სააღრიცხვო ანგარიშის შეწყვეტას. 

Special Note – განსაკუთრებული შენიშვნა

განსაკუთრებული შენიშვნის არე არის ვაჭრობის მონაწილეებისათვის ლოტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ასახვის ადგილი.

Starting Bid – საწყისი ფსონი

ეს არის ვაჭრობის პირველი მონაწილეს მიერ განსაზღვრული ფსონი. საწყისი ფსონის მითითების შემდეგ ის ხდება მიმდინარე შეთავაზება.

Sublot – ქველოტი

სატრანსპორტო საშუალებები ასეთი მარკირებით არ მდებარეობენ Copart-ის მოედანზე, არამედ ინახება Copart-ის აფილირებული პირების ფართზე. ქველოტის მოედნები მითითებულია ლოტის დეტალებში, აუქციონის საიტის ლოტის შესახებ ინფორმაციის ბლოკში.

Time Zone - სასაათო სარტყელი

სასაათო სარტყელი - სასაათო სარტყელი რეგიონში, სადაც მდებარეობს Copart-ის წარმომადგენლობა.

Title Type – საკუთრების უფლების ტიპი (სატრანსპორტო საშუალების ტექპასპორტის ტიპი)

საკუთრების უფლების (სატრანსპორტო საშუალების ტექპასპორტის ტიპი) ტიპი – სატრანსპორტო საშუალების ფლობის უფლების შესახებ დოკუმენტები, რომელიც გადაეცემა აუქციონში მონაწილეს. თითოეული შტატი გასცემს საკუთრების უფლების დამადასტურებელ სხვადასხვა დოკუმენტს. თითოეული ტიპის დოკუმენტი ატარებს ფლობის გარკვეულ უფლებებს, ასევე გარკვეულ შეზღუდვებს ან დატვირთვას. მონაწილეებმა უნდა შეისწავლოს ლოტზე საკუთრების უფლების თითოეული ტიპის დოკუმენტის მიზანშეწონილობა ვაჭრობის დაწყებამდე. ამ მიზნებისათვის თითოეული შტატის ვებ-საიტებზე არსებობს სპეციალური ქვეგანყოფილება. ყველა მონაწილეს არ შეუძლია დადოს ფსონი საკუთრების ნებისმიერი უფლების ლოტებზე. ზოგიერთი ლოტი სპეციალურ ლიცენზიას საჭიროებს. ამ თემაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Copart-ის საიტსზე “ლიცენზირების“ ქვეგანყოფილებაში.

ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების გადაცემის ისტორია შეიძლება შემოწმდეს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა AutoCheck და მსგავსი.


Transaction Fees – დამუშავების მოსაკრებელი

ბროკერის მიერ დაწესებული მოსაკრებელი.

VIN – VIN ნომერი

VIN - მწარმოებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.

Year - წელი

მიუთითებს მწარმოებლის მიერ ამ მოდელის გამოშვების წელზე.


წყაროები: Сopart.com, Shipaa.com.


(209)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge