გამოიწერეთ ბიულეტენი

ტოპ-7 ავტომობილი ქალებისათვის $10 000-დან

ტოპ-7 ავტომობილი ქალებისათვის $10 000-დან

რომელი მანქანის ჩამოყვანა ღირს აშ-დან ქალი-მძღოლისთვის ხელზე $10 ათასიდან ქონის შემთხვევაში? განვიხილოთ შვიდი პოპულარული და იაფი მოდელი (3-დან 5 წლამდე), კარგად აღჭურვილი, კომპაქტური და გარეგნულად მიმზიდველი - ანუ ყველა ღირსებებით, რომლებსაც აფასებს სუსტი სქესი.

Chevrolet Cruze (2019)

  • ძრავი: 1,4 ლ 137 ცხ. ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: წინა

  • საწვავის ხარჯი: 5 - 8,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


Chevrolet Cruze გამოიშვება როგორც სედანის, აგრეთვე ჰეჩბეკის ფორმით. მისი მართვა მარტივია საჭის ელექტროგამაძლიერებელის წყალობით, ხოლო მისი კომპაქტურობა - დიდი პლუსია ქალაქის ვიწყო ქუჩებში და მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებში პარკირებისას. ამავდროულად სალონი საკმაოდ ფართოა, უკან თავისუფლად თავსდება ბავშვის 2 სავარძელი (ISOFIX-ის სამაგრის სისტემა), ხოლო საბარგულში - ეტლი.

მცირე ზომების მიუხედავად მანქანა საკმაოდ უსაფრთხოა - მასში დამონტაჟებულია უსაფრთხოების 6 ბალიში, საბავშვო საკეტი და მოძრაობის კონტროლის ძირითადი ელექტრონული თანაშემწეები – ABS, ESP, TCS სისტემები.

ძალიან გაგახარებთ 1,4-ლიტრიანი ძრავის ეკონომიურობა - საწვავის ხარჯი მერყეობს 5 ლიტრიდან გზატკეცილზე 8,4 ლიტრამდე ქალაქში მოძრაობისას.

მანქანას ხუთი კომპლექტაცია აქვს (L, LS, LT, Premier, Diesel), ყველა მათგანი კარგად აღჭურვილია. უკვე საბაზო L კომპლექტაციაში (გამოიშვება მხოლოდ როგორც სედანი) სახეზეა ისეთი დამატებითი პარამეტრები, როგორიცაა კონდიციონერი, გასაღების გარეშე წვდომა, 7-დუიმიანი სენსორული ეკრანი, უკანა ხედის კამერა, USB-პორტი და ტელეფონის დაკავშირება საინფორმაციო-გასართობ სისტემასთან Apple CarPlay და Android Auto-ის ფუნქციების დახმარებით.

უფრო მაღალ კომპლექტაციებში ემატება ჰეჩბეგის ძარა და სხვადასხვა დამატებითი ბონუსი: დისტანციური გაშვება, კრუიზ-კონტროლი (LS), კლიმატ-კონტროლი, სავარძლების გათბობა, მულტიმედიას მართვა საჭეზე (LT).

Premier-ის ტოპ-კომპლექტაციაში წარმოდგენილია ტყავის სალონი, 8 დუიმამდე გაზრდილი სენსორული ეკრანი, საჭის გათბობა, ფარების შორი ნათების ავტომატური ჩართვა და აქტიური უსაფრთხოების რამდენიმე დამატებითი სისტემა.

ფასი აშშ-დან მიწოდებით, შეკეთების გარეშე: $9 000-12 000


Buick Encore GX (2020)

  • ძრავი: 1,2 ლ, 1,3 ლ, 137 – 155 ცხ. ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: CVT, ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 7,4 - 9 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


კომპაქტური კროსოვერი Encore GX გამოიშვება 2020 წლიდან და არის Buick Encore-ის განახლებული ვერსია. თავისი წინაპრისაგან ის განსხვავდება ოდნავ წაგრძელებული ძარით, რის გამოც მან მიიღო უფრო ფართო სალონი და გაზრდილი საბარგული. სტანდარტულად აღჭურვილია ძრავების  1,2 ან 1,3 ლ მოცულობის ძრავების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთით. არსებობს ვერსია 1,3 ლ ძრავით, რომელიც მუშაობს 9-საფეხურიან «კლასიკურ» ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და სრულ ამძრავთან წყვილში.

Encore GX გამოიშვება სამ კომპლექტაციაში: Preferred, Select და Essence.

საბაზო Preferred აღჭურვილია სასარგებლო პარამეტრების ნაკრებით, როგორიცაა გასაღების გარეშე წვდომით, გვერდითი სარკეების ელექტროამძრავი გათბობით, კლიმატ-კონტროლი, კრუიზ-კონტროლი, 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი, უკანა ხედის კამერა, მძღოლის სავარძლის ელექტროამძრავი, სალონის კომბინირებული მოპირკეთება. არსებობს მძღოლის დახმარების საბაზო ფუნქციები და აქტიური უსაფრთხოების სისტემები, კერძოდ მოძრაობის ზოლის დაკავების აქტიური სისტემა და მოძრაობის ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილების სისტემა.

Select-ს კომპლექტაციაში დამატებულია ორზონიანი კლიმატ-კონტროლი, წინა სავარძლების გათბობა, ბრმა ზონების გადამწოდი, უკანა პარკტრონიკი. სურვილისამებრ შესაძლებელია ადაპტიური კრუიზ-კონტროლის და საპროექციო დისპლეის მონტაჟი.

Essence-ში გაგახარებთ ნატურალური ტყავის მოპირკეთებით და საჭის გათბობით. დამატებით შეიძლება დამონტაჟდეს პრემიუმ-კლასის აუდიო სისტემა Bose 7 დინამიკით, უსადენო დამუხტვა და პანორამული ლუქი.

Encore GX კარგად ხასიათდება როგორც ამერიკულ, აგრეთვე ჩვენს ბაზარზე. მანქანას აქებენ ერგონომიულობის, სალონის მოპირკეთების მასალების ხარისხის, საწვავის მცირე ხარჯისა და საბაზო მოდელშიც კი კარგი აღჭურვილობის გამო.

ფასი აშშ-დან მიწოდებით, შეკეთების გარეშე: $13 000-15 000


GMC Terrain (2019)

  • ძრავი: 1,5ლ, 1,6 ლ, 2,0 ლ, 137 – 252 ცხ. ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 6 - 10,7 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რიცხვიდან ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს გარედან ეფექტური და შიგნიდან ფართო საშუალო ზომის კროსოვერი GMC Terrain. მას აფასებენ მდიდარი აღჭურვილობის, მანევრირებისა და რბილი სვლის გამო. მანქანა აღჭურვილია 1,5 ლ და 2 ლ ბენზინის ტურბოძრავით და აგრეთვე 1,6 ლ დიზელის ძრავით. კლასიკური 9-საფეხურიანი ავტომატი გამოირჩევა პრაქტიკულად შეუმჩნეველი გადაცემათა გადართვით.

GMC Terrain-ს აქვს 4 კომპლექტაცია: SL, SLE, SLT და Denali.

SL და SLE-ში დამონტაჟებულია ორზონიანი კლიმატ-კონტროლი, 7- ან 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი, ავტომობილის საინფორმაციო-გასართობის სისტემის მართვა IntelliLink, Apple CarPlay და Android Auto-ს მხარდაჭერა, 4 USB-პორტი, უკანა ხედის კამერა, ტრანსმისიის ღილაკით მართვა და სადგომი მუხრუჭი, გასაღების გარეშე წვდომა, სალონის ქსოვილით მოპირკეთება.

SLT მფლობელი აუცილებლად დააფასებს სავარძლების ტყავის მოპირკეთებას (ორი წინა სავარძლის ელექტრო რეგულირებით და გათბობით), 8-დუიმიან სენსორულ ეკრანს, თანამგზავრის რადიოს, დისტანციურ გაშვებას და გვერდითი სარკეების დაჩრდილვის ფუნქციას.

Denali – მოდელის ტოპ-ვერსია, რომელშიც არის ყველაფერი, რაც გათვალისწინებულია უფრო დაბალ კომპლექტაციებში პლუს ოდნავ მეტიც.  კერძოდ, მან მიიღო ექსკლუზიური 19-დუიმიანი ალუმინის დისკოები, საჭისა და უკანა სავარძლების გათბობა, უკანა კარის ელექტროამძრავი ხმოვანი კავშირის ფუნქციით, შუქდიოდის ფარები, პარკირების კამერების სისტემა პანორამული ხედვით, ნავიგაცია, პრემიალური აუდიო სისტემა Bose და აქტიური უსაფრთხოების სისტემების პაკეტი.

ყველა კომპლექტაცია სტანდარტულად აღჭურვილია Traction Select სისტემით, რომელიც იძლევა ძრავის და გადაცემათა კოლოფის მუშაობის ოპტიმალური მახასიათებლების შერჩევის შესაძლებლობას: მაგალითად, საწვავის დაზოგვის მიზნით უკანა ხიდის იძულებით გათიშვა სრული ამძრავის ვერსიებში. სხვათა შორის, სრული ამძრავის სისტემა არის პარამეტრი - ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი კომპლექტაციისათვის, გარდა SL-ის. სხვა პარამეტრები შეიძლება დაჯგუფდეს პაკეტებად. ასე, SLT კომპლექტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აუქციონებზე პაკეტით, ხოლო SLE და SLT –Black Edition პაკეტით. 

ფასი აშშ-დან მიწოდებით, შეკეთების გარეშე: $14 000 - $18 000


Hyundai Tucson (2019)

  • ძრავი: 2,0 ლ, 2,4 ლ, 161 – 181 ცხ. ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 7,8 - 11,2 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


კომპაქტური კროსოვერი Hyundai Tucson არის თავისი სეგმენტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი ამერიკულ ბაზარზე და უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად შედის აშშ-ს ტოპ-გაყიდვებში.

2019 წელს განახლებული მოდელის უდავო პლიუსებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ სალონის კარგი ხმის იზოლაცია, დამაჯერებელი დინამიკა და თავისი კლასისთვის საწვავის მისაღები ხარჯვა. განახლებული ინტერიერის ერგონომიკა და მოსაპირკეთებელი მასალები აგრეთვე მოწოდების სიმაღლეზეა. ცალკე შექებას იმსახურებენ მოსახერხებელი სავარძლები, რომლებიც სტაბილურად ახორციელებენ მძღოლის მხარდაჭერას მთელი დღის განმავლობაში.

ამერიკაში Tucson არსებობს ექვს კომპლექტაციაში:

  • SE – საბაზო ვერსია მოიცავს კონდიციონერს, კრუიზ-კონტროლს, 7-დუიმიან ფერად სენსორულ ეკრანის, 6 დინამიკს, შესვლის მაერთებლები USB/AUX, ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის სატელეფონო სისტემას Bluetooth, Android Auto და Apple CarPlay-ს, უკანა ხედის კამერას და აქტიური უსაფრთხოების სისტემებს, როგორიცაა ავტონომიური საგანგაშო დამუხრუჭების სისტემა და პირისპირ შეჯახების გაფრთხილების სისტემა;

  • Value – დამატებით იღეს გასაღების გარეშე წვდომას, ბრმა ზონების მონიტორინგს, მძღოლის სავარძელს ელექტრო რეგულირებით, წინა სავარძლების გათბობას, თანამგზავრის რადიოს და HD Radio-ს და აგრეთვე უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემას;

  • SEL – აღჭურვილია 181 ცხ. ძ. სიმძლავრის შერჩევითი 2,4-ლიტრიანი ძრავით, ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლით და მოწყობილობების დამუხტვის USB-პორტით უკანა სავარძლებთან;

  • Sport – დამატებითი პარამეტრებიდან მოიცავს უკანა კარის ელექტროამძრავს ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის ფუნქციით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებს, უკანა ხედის სარკეს ავტომატური დაჩრდილვით, უსადენო დამუხტვას მოწყობილობებისათვის და პრემიუმ-ხარისხის სტერეო სისტემა Infinity-ს 8 დიმანიკით;

  • Limited – ტოპ-კომპლექტაცია ტყავის სავარძლებით, საჭის გათბობით, პანორამული ხედის პარკირების კამერებით და უამრავი ქრომის ჩანართებით.

  • Ultimate – ლუქს-კომპლექტაცია უფრო დიდი 8-დუიმიანი სენსორული ეკრანით, ნავიგაციით, ვენტელირებადი წინა სავარძლებით, უკანა სავარძლების გათბობით, პანორამული ლუქით სახურავში. აგრეთვე არსებობს მძღოლის დახმარების რამდენიმე დამატებითი ფუნქცია: ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენის და ფარების შორი ნათების ავტომატური ჩართვის სისტემა.

აღსანიშნავია Hyundai Tucson-ის მაღალი უსაფრთხოება: საკმაოდ უხვად აღჭურვილი აქტიური უსაფრთხოების სისტემებით გამო აშშ-ში კომპაქტური კროსოვერების სეგმენტში მანქანას არაერთხელ უწოდეს საუკეთესო დამწყები მძღოლებისათვის.

ფასი აშშ-დან მიწოდებით, შეკეთების გარეშე: $16 000 - $19 000



MINI Cooper Countryman (2019)

  • ძრავი: 1,5 ლ, 2,0 ლ, 134 - 189 ცხ. ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი, მექანიკური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 6,7 - 8,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


MINI Cooper Countryman იდეალურად გამოდგება მათთვის, ვისაც უნდა გამორჩევა. როგორც ექსტერიერის, აგრეთვე ინტერიერის ორიგინალური დიზაინი არავის დატოვებს გულგრილს, ხოლო აწყობის ევროპული ხარისხი (მანქანები აშშ-სთვის იწარმოება ნიდერლანდებში) უზრუნველყოფს დამაჯერებლობას გზაზე.

Countryman განსხვავდება ჩვეული MINI S-გან უფრო დიდი გაბარიტებით, რაც დადებითად აისახა სალონის სივრცეზე და მისცა ავტომობილის საბარგულის გაზრდის შესაძლებლობა.

მანქანას აქვს რამდენიმე სხვადასხვა ვერსია და კომპლექტაცია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან პირველ რიგში ძრავებითა და ტრანსმისიით. MINI Countryman-ის კომპლექტაცია, ისევე, როგორც BMW-ს შემთხვევაში, «შერჩევითია» (შეძენისას შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნების შესაფერისი აღჭურვილობა). თუმცა, გარკვეული პარამეტრები სტანდარტულია. მაგალითად, 1,5-ლიტრიანი შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილში - ძრავის გაშვების ღილაკი, კრუიზ-კონტროლი, სავარძლების გათბობა და ნავიგაცია შერჩევითია, ხოლო 2-ლიტრიან მანქანაში – მონტაჟდება ნაგულისხმევად.

სტანდარტულად ყველა ვერსია კომპლექტდებოდა წვიმისა და შუქის გადამწოდებით, გარე სარკეების ელექტრო რეგულირებით და  გათბობით, კლიმატ-კონტროლით, 6,5-დუიმიანი სენსორული ეკრანით, 6 დინამიკით, USB/AUX მაერთებლებით, უკანა ხედის კამერებით, უკანა პარკტრონიკით, კრუიზ-კონტროლით, ლუქით სახურავში, უსაფრთხოების 6 ბალიშით და უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების ელექტრონული სისტემების ნაკრებით.

შერჩევითად ითვლებოდნენ:

  • შუქდიოდის ფარები და ოპტიკა;

  • სპორტული საკისარი;

  • საპროექციო დისპლეი;

  • წინა სავარძლების ელექტრო რეგულირება მათი პარამეტრების მეხსიერებით;

  • საქარე მინის გათბობა;

  • ადაპტიური კრუიზ-კონტროლი;

  • წინა პარკტრონიკი.

ამერიკულ ბაზარზე შეგიძლიათ ნახოთ Countryman როგორც ქსოვილის, აგრეთვე კომბინირებული ან ტყავის სალონით; თავად სავარძლები შეიძლება იყოს როგორც სტანდარტული, აგრეთვე სპორტული.

Countryman – შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვინც ეძებს კომპაქტურ პრემიუმ კროსოვერს. ის გამოირჩევა ხარისხიანი, მდიდრული ინტერიერით, საიმედო და მძლავრი BMW-ს ძრავებით, შესანიშნავი მანევრულობით, ეფექტური მუხრუჭებით. ერთობლიობაში ყოველივე ეს იძლება არამხოლოდ ქალაქის, არამედ სოფლის და ზამთრის გზაზე დამაჯერებლად ყოფნის და ამავდროულად საწვავის ეკონომიურად ხარჯვის შესაძლებლობას.

ფასი აშშ-დან მიწოდებით, შეკეთების გარეშე: от $17 000 - $19 000


BMW 3-Series (2019)

  • ძრავი: 2,0 ლ, 3,0 ლ, 248-320 ცხ. ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი

  • ამძრავი: უკანა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 6,5 - 8,2 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


BMW-ს «სამიანი» არის თავის კლასში მართვაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ავტომობილი. მოდელი ხელმისაწვდომია ძარას სამ ვარიანტში (სედანი, სპორტული უნივერსალი და ჯეჩბეგი Gran Turismo). მას აქვს არჩევით ორი მძლავრი ძრავი , შესანიშნავი მართვადობა, კომფორტული საკისარი და საწვავის დაბალი ხარჯვა.

როგორც წესი, ევროპელ ნათესავებთან შედარებით ამერიკაში აწყობილ მანქანებს აქვს უფრო მდიდარი აღჭურვილობა. და BMW-ს მოდელები არ წარმოადგენენ გამონაკლისს. 

როგორც ესეთი, “სამიანს“ კომპლექტაციები არ გააჩნია, არსებობს მხოლოდ ორი ვერსია შიდა წვის სხვადასხვა ძრავით – 330i (2,0 ლ) და 340i (3,0 ლ) – მცირედი განსხვავებებით აღჭურვილობაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩანს 330і სედანის აღჭურვილობაში:

  • მანქანაში დამონტაჟებულია ოდნავ უფრო მძლავრი 255-ძალური 2-ლიტრიანი ძრავი (დაბარჩენებზე – 248-ძალური);

  • არსებობს უკანა ამძრავი (შედანისთვის ეს შერჩევითი პარამეტრია);

  • სალონის მოპირკეთება სინთეტიკური ტყავით;

  • სამზონიანი ავტომატური კლიმატ -კონტროლი (დანარჩენების შემთხვევაში ორზონიანი);

  • 8.8-დუიმიანი სენსორული (დანარჩენების შემთხვევაში – 6,5-დუიმიანი);

  • პანორამული ლუქი სახურავში; 

  • წინა სავარძლების ელექტრო რეგულირება (ხოლო მათი გათბობა კი უკვე შერჩევითი პარამეტრია);

  • უსაფრთხოების 6 ბალიში;

  • უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების ელექტრონული სისტემების შთამბეჭდავი პაკეტი (ABS, EBD, BAS, ESP, TCS და ა. შ.);

  • სტერეო სისტემა 9 დინამიკით და HD-რადიოთი;

  • უკანა ხედის კამერა და უკანა პარკტრონიკი;

  • შუქდიოდის ოპტიკა შორი განათების ავტომატური ჩართვით;

  • შუქისა და წვიმის გადამწოდები;

  • გარე სარკეების ელექტრო რეგულირება და გათბობა; უკანა ხედის სარკე ავტომატური დაჩრდილვით.

დამატებითი აღჭურვილობა “სამიანზე“ მონტაჟდებოდა პაკეტებით. მაგალითად, პაკეტი Premium მოიცავდა წინა სავარძლების გათბობას, ნავიგაციას, Apple CarPlay-ის მხარდაჭერას და საპროექციო დისპლეის. შეკვეთისათვის ხელმისაწვდომ პარამეტრებს შორის ირიცხებოდა წრიული ხედის კამერების სისტემა, გასაღების გარეშე წვდომა, 19-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკოები (ნაცვლად 18-დუიმიანის), საბარგულის სახურავის ელექტროამძრავი, მგზავრების დამატებითი დაცვა Active Protection და ასე შემდეგ. 

მე-3 სერიის BMW სალონი მოპირკეთებულია ძვირადღირებული მასალებით, გააჩნია წვრილმანების შესანახი ბევრი პრაქტიკული ნიშა, ახარებს თვალს ლაკონური ხელსაწყოების პანელით, რომელიც ხაზს უსვამს ავტომობილის დინამიურ ხასიათს. 

ფასი აშშ-დან მიწოდებით, შეკეთების გარეშე: $22 000 - $25 000


Infiniti QX50 (2019)

  • ძრავი: 2,0 ლ, 272 ცხ. ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: CVT

  • ამძრავი: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 7,6 - 10,5 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


პრემიუმ-კლასის იაპონური კროსოვერი Infiniti QX50 მრავალი პარამეტრით არის თავის “თანაკლასელთა“ ღორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული.

ხარისხიანი მასალებით მოპირკეთებული QX50-ს კომფორტული და უსაფრთხო სალონი, დიდი საბარგული (565 ლ) და მისი წონისა და ზომისთვის შესანიშნავი საწვავის ხარჯვის მაჩვენებლები.

ელეგანტური გარეგნული იერი და მაღალი ხარისხის მოდური სალონი მოეწონება ბევრ ქალბატონ-მძღოლს, ხოლო 220 მმ მარალი კლირენსი მოგცემთ ბორდიურებთან დამაჯერებლად პარკირების შესაძლებლობას.

QX50 ამერიკულ ბაზარზე ხვდება მხოლოდ სამი კომპლექტაციით: Pure, Luxe და Essential.

საბაზო Pure-ს აქვს უკვე სრულად არა «საბაზო» აღჭურვილობა:

  • შუქდიოდის ოპტიკა შუქის გადამწოდით და ფუნქციით «გამაცილე სახლამდე»;

  • გარე სარკეების ელექტრო რეგულირება და გათბობა;

  • საინფორმაციო-გასართობი სისტემა InTouch ორი ეკრანით 8" და 7";

  • აუდიო სისტემა 6 დინამიკით და USB-პორტით;

  • ტყავის სავარძელი ელექტროამძრავით და წინა სავარძლების გათბობით;

  • ორზონიანი კლიმატ -კონტროლი;

  • უსაფრთხოების 8 ბალიში;

  • უსაფრთხოებისა და მოძრაობის კონტროლის ელექტრონული სისტემების ნაკრები (ABS, EBD, BAS, ESP, TCS);

  • კრუიზ-კონტროლი;

  • უკანა ხედის კამერა;

ჩამოთვლილ აღჭურვილობასთან დამატებით Luxe-მა მიიღო პანორამული ლუქი სახურავში, ბრმა ზონების კონტროლის სისტემა და სალონის დეკორატიული მოპირკეთება მქრთალი ალუმინის გამოყენებით.

Essential გამოირჩევა ნატურალური ტყავის მოპირკეთებით (წინა სავარძლების ვენტილაციით), ნატურალური ხის (მთის ნეკერჩხალი) ჩანართების სალონის პანელებით, სანავიგაციო სისტემით, წინა და უკანა პარკტრონიკებით, პანორამული ხედის კამერით კამერით, დისტანციური გაშვებით, სამზონიანი ავტომატური კლიმატ -კონტროლით და აუდიო სისტემით Bose 17 დინამიკით.

სურვილისამებრ ყველა მანქანაზე შეიძლება დამონტაჟდეს ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, საპროექციო დისპლეი, აქტიური უსაფრთხოების დამატებითი ელექტრონული სისტემები, წინა სავარძლების გათბობა და ა. შ..

ფასი აშშ-დან მიწოდებით, შეკეთების გარეშე: $22 000 - $25 000

------------

რასაკვირველია, არჩევანი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის არ შემოიფარგლება წარმოდგენილი მოდელებით. სურვილებისა და ბიუჯეტიდან გამომდინარე Сolumbus-ის სპეციალისტები შეარჩევენ ნებისმიერ ავტომობილს, რომელზეც თქვენ ოცნებობთ.

ინდივიდუალური შერჩევისა და შეკვეთისათვის მოგვწერეთ ან შეავსეთ სპეციალური ფორმა საიტზე.

(262)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge