იაფად და სწრაფად: ტოპ–10 ხელმისაწვდომი სპორტული მანქანები აშშ-დან
სანამ აშშ-ს საავტომობილო ბაზარი ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ვარდება „საკროსოვერო“ შეშლილობის მორევში, სპორტული მანქანების მოყვარულები ჩვენს ქვეყანაში ხელებს ისრესენ. ამერიკელები თანდათანობით თავიდან იშორებენ ასეთ მანქანებს, რაც ნიშნავს არაცუდ ვარიანტს და შეძენაც შესაძლებელი ხდება არც თუ ისე დიდი ხარჯით!
ოდესღაც ავტომობილის სნობებმა ამ მანქანებს „ღარიბი კაცის სპორტული მანქანები“ უწოდეს. მაგრამ ეს წარსულშია. ახლა ახალი ავტომობილი, რომლებიც (თუნდაც დაჭიმვით) შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც სპორტულ მანქანა, უხამსად ძვირია. რა თქმა უნდა, არსებობს გამოსავალი - იყიდეთ გარბენის მქონე მანქანა.
Cargurus-ისა და Columbus-ის სპეციალისტებმა შეარჩიეს 10 სწრაფი და ამასთან ერთად ფასით ხელმისაწვდომი მანქანა. აბა, წავედით!
1. Volkswagen Jetta GLI
- ძრავა: 2,0 ლ, 228 ცხ.ძ.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- მაქსიმალური სიჩქარე: 206 კმ/სთ
Volkswagen Jetta იქმნებოდა როგორც საოჯახო სედანი, მაგრამ ყველა წესიდან არსებობს გამონაკლისი. ჩვენს შემთხვევაში გამონაკლისია Jetta GLI 2-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 228 ცხ.ძ. აქვს. ეს ფიცხი ძრავა დაწყვილებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ან 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით ორმაგი გადაბმულობით. პლუს სპორტულად მორგებული საკიდარი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სიამოვნების პორცია დინამიური მგზავრობიდან.
რა თქმა უნდა, შიგნიდან საბაზო GLI არ არის ისეთი ჩინებული, როგორც მისი ანალოგი Golf GTI, მაგრამ ეს ადვილად გამოსწორდება: არსებობს განსაკუთრებული კომპლექტაციები, როგორიცაა Autobahn, სადაც სტანდარტულ მოწყობილობას ემატება ავტომობილის 10,3–დიუიმიანი ციფრული პანელი, პანორამული ლიუკი და ვენტილირებადი სპორტული წინა სავარძლები. ის ფაქტი, რომ სედანი Jetta GLI–ის სალონი უფრო ფართოა, ვიდრე GTI ჰეჩბეკის, – ეს კიდევ ერთი პლუსია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.
გზაზე Jetta GLI იქცევა როგორც წესიერი ქალბატონი, და არ ეძებს თავგადასავლებს გვერდზე, თუ კი ხარისხიანი რეზინით არის აღჭურვილი. აჩქარება რბილია, 0-დან 100 კმ/სთ-მდე – სულ რაღაც 6 წამში. თუმცა, როდესაც GLI–ს შესახებ ვსაუბრობთ, ეს თავდაპირველად ჩინებულ მართვაზეა საუბარი, და მხოლოდ შემდეგ კარგ სიჩქარეზე.
2. Subaru WRX
- ძრავა: 2,0 ლ, 268 ცხ.ძ.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური გადაცემათა კოლოფი / CVT
- ამძრავი: სრული
- მაქსიმალური სიჩქარე: 240 კმ/სთ
Subaru WRX გამოიშვა ხუთი კომპლექტაციის სახით: WRX (საბაზო), Premium, Limited, STI და STI Limited. პრესტიჟულ აწყობაში მეორადი მანქანაც შეიძლება ღირდეს დაახლოებით 30 ათასი დოლარი. მაგრამ, ჩვენი აზრით, ღირს სწორედ ძირითადი ვერსიის აღება: სიმძლავრის და სიჩქარის თვალსაზრისით, თქვენ არაფერს არ დაკარგავთ. ხოლო, რაც კი კომფორტს ეხება ... ეს არ არის მთავარი WRX-ის მოყვარულებისთვის.
საბოლოო ჯამში, თქვენ უბრალოდ ვერ იპოვით სედანს, რომელსაც ექნება უფრო მეტი სიმძლავრე, სრული ამძრავით (5 ადგილიანი!) და უფრო გონივრულ ფასად.
საბაზო 2-ლიტრიანი WRX ძრავაც კი (268 ცხ.ძ.) უფრო მძლავრია, ვიდრე უმეტესი ძალური აგრეგატი, რომელითაც აღჭურავილია მისი თანაკლასელები. ეს ძრავა უზრუნველყოფს სწრაფ აჩქარებას და იშვიათად განიცდის სიმძლავრის დეფიციტს.
სხვათა შორის, 2022 წელს მოდელი განახლდა. მისთვის საბაზოდ გახდა კიდევ უფრო „ავი“ 2.4–ლიტრიანი ტურბოძრავა. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ცოტა მეტი ცხენის ძალა (271 ცხ.ძ.), მაგრამ „ჭამის“ მადაც კარგი აქვს (მისი 12.4 წინამორბედის 11.4 ლ/100 კმ წინააღმდეგ).
საბაზო WRX-ებს გააჩნია Subaru-ს შესანიშნავი სრული ამძრავის სისტემა და 6–საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია. CVT მხოლოდ და მხოლოდ ოფციაა (საბედნიეროდ, ეს არ ართმევს WRX-ზე მართვის სიამოვნებას).
მოკლედ რომ ვთქვათ, WRX – არის სრულამძრავიანი ფან–მანქანის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც ბაზარზე დარჩა ბაზრიდან Mitsubishi Lancer Evolution-ის წასვლის შემდეგ.
3. Volkswagen Golf GTI
- ძრავა: 2,0 ლ, 241 ცხ.ძ.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- მაქსიმალური სიჩქარე: 250 კმ/სთ
VW Golf GTI კვლავ „მთის მეფედ“ რჩება ხუთკარიან ჰეჩბეკებს შორის. ამ მანქანის ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა გამოიმუშავებს 241 ცხენის ძალას, ხოლო 6–საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს საოცრად მწყობრად.
GTI მშვენიერია მართვაშიც და მოძრაობაშიც. აქსელერატორის პედალზე ყველაზე მსუბუქი დაჭერაც კი „დეზს ჰკრავს“ ძრავას. მართლაც, ამ მანქანის ძრავა და ტრანსმისია – ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული წყვილია „თანაკლასელებს“ შორის, რომელთა ფასი 30 ათას დოლარზე ნაკლებია.
აღჭურვილობამაც ძლიერი აქვს. უკვე საბაზო S კომპლექტაციას აქვს ბორტზე მოწინავე საინფორმაციო-გასართობი სისტემა სენსორული ეკრანით, Apple CarPlay-ისა და Android Auto-ის მხარდაჭერით, ხმის მართვის სისტემით და ნავიგაციით.
გარდა ამისა, Volkswagen ასევე გთავაზობთ უსაფრთხოების მნიშვნელოვან ოფციებს, მათ შორის პირდაპირი შეჯახების გაფრთხილების სისტემას და ადაპტირებულ კრუიზ–კონტროლს. მართალია, ისინი ყოველთვის არ მიეწოდება საბაზო პაკეტში.
და რაც მთავარია: ხუთკარიანი GTI არა მხოლოდ სწრაფია, არამედ ძალიან პრაქტიკულიც კი - იმდენად, რომ შესაფერისია არა მხოლოდ ცხელი ჰეჩის როლისთვის, არამედ საოჯახო მანქანისთვისაც.
4. Mazda Miata
- ძრავა: 1,5 ლ, 106 ცხ.ძ.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური / ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- მაქსიმალური სიჩქარე: 220 კმ/სთ
Mazda Miata, ადრე ცნობილი როგორც Mazda MX-5, – არის ალბათ ყველაზე სტილური ხელმისაწვდომი სპორტული მანქანების შორის. როდესაც უყურებთ ამ ორადგილიან როდსტერს ელექტრული დასაკეცი ქსოვილის სახურავით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ახალი მანქანა (თავის საწყის კომპლექტაციაში) 30 ათას დოლარზე ნაკლები ღირდა.
საბაზო Miata აღჭურვილია 181 ცხენის ძალის 2.0-ლიტრიანი ძრავით, იყიდება უკანა ამძრავით და მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ასე რომ მისი ტარება – ნამდვილი თავგადასავალია.
საინფორმაციო – გასართობი სისტემა - სენსორული ეკრანით, Apple CarPlay-ის და Android Auto-ს მხარდაჭერით, Bluetooth-ით და ახლა იშვიათი კომპაქტური დისკების პლეერით - ხელმისაწვდომია ყველა კომპლექტაციაში.
Miata-ს გაბარიტები ერთდროულად არის მისი პლუსიც და მინუსიც. მანქანა ვიწრო არის ორი ადამიანისთვისაც კი. მაგრამ 181 ცხ.ძ. პაწაწინას კაპოტის ქვეშ სასწაულს ახდენს: მანქანას ასამდე შეუძლია გაქანდეს 6 წამზე ნაკლებ დროში.
მანქანის მართვადობა ფანტასტიკურია, ამ მხრივ მისი შედარება შეიძლება ბევრად უფრო ძვირიან Jaguar F-Type-თან ან Porsche Boxster-თან. ამასთან, ავტომობილი, შეგახსენებთ, გაცილებით ნაკლები ღირს.
Miata არა მხოლოდ მართვით გასიამოვნებთ, ის ასევე უზრუნველყოფს საწვავის საუკეთესო ეკონომიას სპორტული მანქანების კლასში, და მექანიკური გადაცემათა კოლოფით აწვდის 9 ლ/100 კმ-მდე ქალაქში და 7 ლ/100 კმ-მდე გზატკეცილზე .
5. Honda Civic Type R
- ძრავა: 2,0 ლ, 306 ცხ.ძ.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- მაქსიმალური სიჩქარე: 225 კმ/სთ
Honda Civic Type R მაგარი სპორტული მანქანაა, ეს არის აქსიომა. მანქანა რეგულარულად ამყარებს რეკორდებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სარბოლო ტრასებზე და რამდენიმე წელია რაც თავს იწონებს ოდესმე შექმნილ ყველაზე სწრაფი წინაამძრავიანი მანქანების სიაში.
Civic „Type R“-ის სამკერდე ნიშნით 0-დან 100 კმ/სთ-მდე გაქანდება სულ რაღაც 4,9 წამში. ეს არის 2 ლიტრიანი ტურბო ძრავის დამსახურება, რომლის სიმძლავრეა 306 ცხ.ძ.
ხოლო, დიზაინერების დამსახურება იმაშია, რომ Type R-ის სალონი გამოიყურება... როგორც ჩვეულებრივი Civic-ის სალონი! საკმაოდ კომფორტულია, ამიტომ A წერტილიდან B წერტილამდე მოგზაურობა მგზავრებს უსიამოვნებას არ შეუქმნის.
თუ სამ მეგობართან ერთად გეგმავთ სამოგზაუროდ გასვლას და გზაში ცოტა გართობაც დაგეგმილი გაქვთ, Type R არის სწორედ ის, რაც თქვენ დაგჭირდებათ.
6. Genesis G70
- ძრავა: 2,0 ლ, 255 ცხ.ძ.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური / ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- მაქსიმალური სიჩქარე: 240 კმ/სთ
მიუხედავად იმისა, რომ Genesis არის Hyundai-ს ქვებრენდი, ამ მარკის ავტომმობილების მფლობელებს კომპლექსები არ აქვთ. საბოლოო ჯამში, წამყვან იაპონურ ბრენდებსაც კი ჩამოშორდნენ ქვებრენდები, და მათ „მშობლებზე“ არანაკლებ აფასებენ.
საბაზო G70 აღჭურვილია 2.0 ლიტრიანი ტურბოძრავით, სიმძლავრით 252 ცხ.ძ. და მუშაობს 8-საფეხურიან ავტომატური გადაცემათა კოლოფთან ერთად ან 6-საფეხურიან მექანიკური გადაცემათა კოლოფთან ერთად. უფრო მეტიც, მანქანას აქვს უკანა ამძრავი და არა წინა. ასევე ხელმისაწვდომია 3.3-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავა სიმძლავრით 365 ცხ.ძ. (მაგრამ მანქანის ფასი, რომლითაც იგი აღჭურვილია, $40 ათასზე მეტს აჭარბებს).
G70-ის სალონი – სტილისა და ხარისხის ნიმუშია. ამის გამო გეგონებათ, რომ მანქანა არ არის სწორად შეფასებული. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენს სასარგებლოდ არის.
ტექნიკურადაც მანქანა ასევე კარგად არის მომზადებული. Apple CarPlay-ისა და Android Auto-ის მხარდაჭერა უკვე „ბაზაში“ შედის, ისევე როგორც მძღოლის დახმარების სისტემების ნაკრები. ეს უკანასკნელი მოიცავს მოძრაობის ზოლის შენარჩუნების აქტიურ სისტემებს, ავტონომიურ გადაუდებელ დამუხრუჭებას და ა.შ.
7. Kia Stinger GT
- ძრავა: 2,0 ლ, 252 ცხ.ძ.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური / ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- მაქსიმალური სიჩქარე: 240 კმ/სთ
Kia Stinger – არის Genesis G70-ის პირდაპირი ნათესავი და აქვს მსგავსი აღჭურვილობა. მათი ძრავებიც კი თითქმის ერთნაირია - საბაზო 2-ლიტრიანი ტურბო ძრავა 255 ცხ.ძ. და საოფციო V6 მოცულობით 3,3 ლ.
Stinger-ის ინტერიერი ასევე სასიამოვნოა თვალისთვის. მანქანა ადვილად იტევს ხუთ მგზავრს (თუმცა, მაღალი ადამიანისთვის ფასტბეკის უკანა სავარძლებზე არ იქნება ძალიან კომფორტული - დახრილი სახურავი ამცირებს სივრცეს უკანა რიგის ზემოთ).
გზაზე დიდი Stinger იგრძნობა როგორც მკვირცხლი მცირელიტრაჟიანი მანქანა – სათანადოდ მორგებული საკიდარისა და საჭის წყალობით. 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც Stinger-ის ევროპულ კონკურენტებს გააჩნიათ, სამაგიეროდ მანქანის ტარების პროცესს ხდის საკმაოდ მომხიბლავს.
ჩვეულებების თვალსაზრისით, Stinger უფრო grand touring ჰგავს, ვიდრე სპორტულ მანქანას, თუმცა მას უფრო მეტი სიმძლავრე აქვს.
8. Hyundai Veloster N
- ძრავა: 2,0 ლ, 275 ცხ.ძ.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური / ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- მაქსიმალური სიჩქარე: 250 კმ/სთ
Veloster N – არის ძალიან ცხელი სამკარიანი ჰეჩბეკი, და მისი საფასარი ასახავს ამას.
იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი Veloster საბაზო ვერსიაში აშშ–ში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე იაფფასიანად ახალ მანქანებში, და რომლის ღირებულებაა დაახლოებით $19,000, N–ის კომპლექტაცია იწყება $32,000-დან.
147 „ცხენის“ ნაცვლად ჩვეულებრივ „ბაზაში“, N–ის კომპლექტაცია 2-ლიტრიანი ტურბო ძრავიდან 275 ცხ.ძ. გამოყოფს!
2022 სამოდელო წლამდე, „სტანდარტულად“ ძრავა იყო შერწყმული 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფთან, მაგრამ 2021 წლის შუა წლიდან Veloster N–ზე დაიწყეს 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის დაყენება ორმაგი გადაბმულობით, საჭისქვეშა სიჩქარის გადამრთველით და ამუშავების მართვის დისტანციური სისტემით. ადრე ასეთი პაკეტი ხელმისაწვდომი იყო როგორც ოფცია და ღირდა $2100, ახლა კი ის გახდა საბაზო.
მოგეხსენებათ, თუ სწრაფი მანქანა იაფია, ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლებმა მასში რაღაც დაზოგეს. Hyundai-ში ეს "რაღაც" აშკარად არის მანქანის სალონი, რომელსაც აქვს ჭარბი მყარი პლასტიკი. მანქანის ინტერიერის ბნელი მოპირკეთების და შიგნით არსებული ვიწრო სივრცის გამო, ასეთი შეგრძნება გაქვს, ვითომ ვიწრო გამოქვაბულში გაიჭედე...
თუმცა, ვინ აქცევს ყურადღებას ასეთ წვრილმანებს ჰოტ-ჰეტჩში? ერთი დაჭერით გაზის პედალზე და 5.1 წამის შემდეგ მანქანა უკვე ებრძვის კონკურენტებს, რომელთა ფასი ათობით ათასით უფრო მაღალია!
9. Dodge Challenger R/T
-
ძრავა: 5,7 ლ, 375 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი: მექანიკური / ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი: უკანა / სრული
-
მაქსიმალური სიჩქარე: 260 კმ/სთ
Dodge Challenger R/T – არის ერთ-ერთი ყველაზე გაბარიტული მანქანა ამ ტოპ 10-ში და ყველაზე არქაული დიზაინის თვალსაზრისით. მაგრამ არცერთ მათგანს, ვინც ეს მონსტრი იყიდა, არ გამოუთქვამს მოძველებულ პლატფორმაზე პრეტენზია.
75–ძალიანი V8 ძრავა დაწყვილებული 6 საფეხურიან „მექანიკასთან“ შესანიშნავად დასძლევს ჩელენჯერის წონას: გზაზე მანქანა grand tourer–ზე ცოტა უარესად იქცევა.
ალბათ R/T არის Challenger-ის ყველაზე ოპტიმალური ვერსია, თუმცა მისი პოვნა უფრო დიდი სიმძლავრის მქონე ძრავაშიც შეიძლება - მაგალითად, 717–ძალიან ტურბოძრავაში V8 (SRT კომპლექტაცია).
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ ეძებთ კლასიკურ მასლკარს, ფასად 40 ათასი დოლარამდე, Challenger – თქვენი სიის სათავეშია.
საინტერესო ის არის, რომ ამ მანქანის ინტერიერი სავსე არის 1970-იანი წლების დეტალებით, მაგრამ ამავდროულად ის, როგორც წესი, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით კომფორტისა და გართობისთვის.
მაგალითად, Dodge's Uconnect საინფორმაციო–გასართობი სისტემა მხარს უჭერს ტელეფონის დაკავშირების ფუნქციებს CarPlay და Android Auto, რომლებიც მიუწვდომელია უფრო ახალ მანქანებში. გარდა ამისა, Challenger-ში დამონტაჟებულია მძღოლის დამხმარე ყველა თანამედროვე სისტემა. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ თითოეული მათგანი გარკვეულ თანხას უმატებს მანქანის ფასს.
10. Ford Mustang GT
- ძრავა: 5,0 ლ, 460 ცხ.ძ.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური / ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: წინა
- მაქსიმალური სიჩქარე: 250 კმ/სთ
Ford Mustang – არის ერთ-ერთი ლიდერი სპორტული მანქანების კლასში მისი დაბალანსებული მართვის, ძლიერი ძრავების, პრაქტიკული სალონის და ასევე უსაფრთხოებისა და საიმედოობის შესანიშნავი მაჩვენებლების წყალობით. EcoBoost და GT კომპლექტაცია ხელმისაწვდომია კუპესა და კაბრიოლეტის ძარებში, ხოლო უფრო მაღლები – მხოლოდ კუპეს ძარში.
აშშ–ში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სრულიად ახალი Ford Mustang GT 460–ძალის 5.0 ლიტრიანი V8 40 000 დოლარზე ნაკლებ ფასად (300–ძალის V6, რომლითაც მანამდე GT ვერსიების კომპლექტაციაში შედიოდა, მოხსნეს წარმოებიდან კიდევ 2018 წელს).
ავტომობილი საბაზო 2.3 ლიტრიანი ძრავით (310 ცხ.ძ.) დაახლოებით 10 ათასი დოლარით ნაკლები ეღირება. მაგრამ ის მაინც იგივე რეალური Mustang იქნება - „მოღრიალე“ ძრავით, სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის წყალობით, „მექანიკით“ (თუმცა,ხელმისაწვდომია 10-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც) და წარმოუდგენლად რეაგირებადი მართვით. GT-ის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ის მხოლოდ ორისთვის განკუთვნილი მანქანაა.
GT-ის სტანდარტული ფუნქციები მოიცავს საინფორმაციო-გასართობ სისტემას სენსორული ეკრანით და პროგრამული უზრუნველყოფით Ford's Sync 3. ის არ არის ისეთი უცნაური და ფერადი, როგორც სისტემა Dodge's Uconnect, სამაგიეროდ უფრო მეტად გასაგებია გამოყენებაში. სწორედ ეს არის საჭირო Mustang-ის აგრესიულად მართვისას.
როგორც კონკურენტები, Ford გთავაზობთ რამდენიმე უსაფრთხოების სისტემას Mustang GT-სთვის, მაგრამ ყველა არჩევითია. ასე რომ, შეძენამდე აუცილებლად გამოიკვლიეთ თუ რომელი მათგანი შედის მძღოლის დახმარების პაკეტში.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში