"სუპერ გმირები": ტოპ-5 ყველაზე პოპულარული Muscle car-ები აშშ-დან
Columbus-ის სპეციალისტებმა შეაგროვეს ინფორმაცია Muscle car-ის ხუთი მოდელის შესახებ, რომლებმაც ქართველები ყველაზე ხშირად იძენენ აშშ-ში. ყველა მსურველს შეუძლია შეადაროს მათი მიმდინარე ფასები (მოპოვებული ღია წყაროებიდან) საქართველოში და კომპანიის მიერ ორგანიზებული მანქანის შეძენისა და აშშ-დან საქართველოში მიწოდების სრული პაკეტის ღირებულება.
1960-იან წლებში წარმოების დასაწყისიდან Muscle car-ებს უწოდებდნენ Super Cars; ტერმინი Muscle Car წარმოიშვა გაცილებით გვიან. ბევრისთვის ისინი დღემდე რჩებიან ამერიკული კინემატოგრაფის მიერ სახელ განთქმული სუპერ გმირების სუპერ ავტომობილები. ეს ჰოლივუდური ნისლი “კუნთებიანი“ გუნდის არც თანამედროვე წარმომადგენეებს აკლია. არ არის გასაკვირი, რომ მათზე მოთხოვნა არ იკლებს მთელს მსოფლიოში. "სუპერ მანქანების" პოპულარობას ხელს უწყობს მათი დემოკრატიული ფასები და ისეთი მანქანის ფლობის პერსპექტივა, რომლის ფასიც წლებთან ერთად იზრდება: Muscle Car-ებს ძალიან აფასებენ არამხოლოდ სწრაფად სიარულის მოყვარულები, არამედ კოლექციონერებიც.
კლასიკა და თანამედროვეობა
კლასიკურ Muscle car-ებს მიეკუთვნება 1964 წლიდან 1973 წლამდე პერიოდში გამოშვებული საშუალო ზომის ორკარიანი სედანების, ჰარდტოპებისა და კუპეს გარკვეული მოდელები 8 ცილინდრიანი დიდი მოცულობისა და სიმძლავრის ძრავებით. Muscle Car-ის იდეოლოგია მარტივია ცილინდრებზე დამონტაჟებული თუჯის ბლოკივით: ეს სწრაფი, მძლავრი ძრავიანი (1970-იათიანი წლებისთვის დაახლოებით 450 ცხ. ძ. სიმძლავრის პირობებში ძრავების მუშა მოცულობა გაიზარდა 7-7,4 ლიტრამდე) და ღირებულებით შედარებით ხელმისაწვდომი, თანამედროვე დიზაინის ძარით და ყოველდღიური ექსპლუატაციისათვის შესაფერისი ავტომობილია.
1960-70-х წლებში Muscle Car-ები იყო პრაქტიკულად ყველა ამერიკული მარკების სამოდელო რიგებში, მათ შორის ამერიკული საზომით ტრადიციულად კომპაქტურ და ეკონომიურ მოდელებზე აქცენტირებული კომპანია AMC და “ლუქს“ ბრენდები (როგორიცაა Buick ან Mercury).
სიმართლე რომ ითქვას, კლასიკური Muscle Car-ები ამოიწურა 80-იანი წლების დასაწყისში, Pontiac Firebird Trans Am SD455-ის გამოშვებასთან ერთად. ამ დროისთვის დანარჩენი მოდელები ან მოიხსნა წარმოებიდან, ან მხოლოდ სახელწოდება შეინარჩუნეს და ფაქტობრივად იქცნენ ლუქს კუპეს უფრო ხელმისაწვდომ ვერსიებად.
2004 წელს ისევ გაახსენდათ Muscle Car-ები - ავტომობილის კონცეპცია სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. აშშ-ში წარმოდგენილ იქნა თანამედროვე Pontiac GTO, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა Pontiac-ის ბრენდის ქვეშ იმპორტირებულ Holden Monaro -ს. 2005 წელს შედგა Chrysler 300C-ის დებიუტი. იმავე წელს Ford-მა წარმოადგინა Ford Mustang-ის მეხუთე თაობა, რომელიც დაპროექტებული იყო პირველი თაობის ორიგინალური Ford Mustang-ის მაგვარად. მეხუთე თაობამ დაიბრუნა ორიგინალის აგრესიული ნაკვთები და ფერები.
2006 წელს კომპანია GM-მ კვლავ გამოუშვა Chevrolet Monte Carlo SS რვაცილინდრიანი ძრავით — პირველი V8 ძრავით Monte Carlo-ზე ბოლო 15 წლის განმავლობაში. მოგვიანებით ეს ძრავი მონტაჟდებოდა Pontiac Grand Prix GXP, Buick Lacrosse Super და Chevrolet Impala SS-ზე, როგორც სტანდარტული Impala-ს უფრო მძლავრი ვერსია კოპრესორებით აღჭურვილი V6 და V8 ძრავებით.
2008 წელს კომპანია Chrysler-მა კვლავ გამოუშვა Dodge Challenger, რომელიც დაუბრუნდა 1970-იანი წლების ორიგინალური Challenger-ის დიზაინს. ერთი წლის შემდეგ, მსგავს იდეაზე დაფუძნებით კომპანია Chevrolet-მა გამოუშვა 2009 Chevrolet Camaro, რომელიც ჰგავდა 1969 წლის პირველი თაობის Camaro-ს.
GM-მ მოხსნა წარმოებიდან Chevrolet Camaro და Pontiac Firebird 2002 წელს, მაგრამ დააბრუნა Pontiac GTO 2004 წელს. 2009 წელს გამოვიდა Chevrolet Camaro-ს ახალი თაობა (უფრო მძლავრი RS და SS ვერსიების ჩათვლით).
2004 წლის გაზაფხულზე Chrysler-მა შემოიღო უკანაამძრავიანი პლატფორმა LX, რომელიც საფუძვლად დაედო Dodge Charger-ის უკანაამძრავიანი ავტომობილების ახალ ხაზსV8 HEMI ძრავით. 2005 წელს კონვეიერიდან ჩამოვიდა ახალი Ford Mustang, რომლის დიზაინიც წააგავდა 1967-1968 წლების მოდელს. 2008 წლიდან დაიწყო Dodge Challenger-ის მოდელის წარმოება, რომელიც (ისევე, როგორც ახალი Camaro, და ახალი Mustang) ძალიან ჰგავდა თავისი «წინაპრის» დიზაინს.
დღესდღეობით აშშ-ში უშვებენ 5 ავტომობილს, რომელმაც შეიძლება მივაკუთვნოთ «muscle car»-ის კატეგორიას: Ford Mustang (მათ შორის ელექტრო ვერსია Mach-E), Dodge Challenger, Dodge Charger, და Chevrolet Camaro.
1. CHEVROLET CAMARO LS (2019)
- ძრავა: 2,0 ლ
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური გადაცემათა კოლოფი/ავტომატური გადაცემათა კოლოფი
- ამძრავი: უკანა
- საწვავის ხარჯი: 10,7-11,8 ლ/100 კმ (ქალაქი)
2019 წელს Chevrolet-მა განაახლა მეექვსე თაობის სპორტული ავტომობილი Camaro-ს გარეგნული იერი, რომელიც გამოიშვება აშშ-ში США с 2015 წლიდან. აგრეთვე მწარმოებელმა განაახლა საინფორმაციო-გასართობი სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და დაამატა უკვე არსებულებს უსაფრთხოების კიდევ ერთი ფუნქცია - პირისპირ შეჯახების თაობაზე გაფრთხილების სისტემა.
მანქანა გამოიშვებოდა შვიდ კომპლექტაციაში (კაბრიოლეტი და კუპე, 1LS-ში – მხოლოდ კუპე). საბაზო 1LS – საკმაოდ ღირსეული ვერსიაა. ის აღჭურვილია 275-ძალური 2 ლ მოცულობის ტურბოძრავით და შეიძლება ჰქონდეს 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ან 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. სტანდარტული აღჭურვილობა მოიცავს 7-დუიმიან სენსორულ ეკრანს, Apple CarPlay/Android Auto-ს მხარდაჭერას, აუდიო სისტემას რადიოთი და ექვსი დინამიკით, Bluetooth, USB პორტს, Wi-Fi წვდომის წერტილს, გასაღების გარეშე წვდომასა და დაქოქვას, უკანა ხედის კამერას, Teen Driver უსაფრთხოების სისტემას, ქსოვილის ზედაპირს, თვით ბლოკირებად დიფერენციალს და 18-დუიმიან თვლებს.
Camaro განიჭებთ სიამოვნებას ტარებისაგან. სპორტული მანქანა მყარია მოსახვევში, მისი საჭით მართვა მგრძნობიარე, ხოლო მუხრუჭები – მჭიდე და საიმედოა. საკისარი ერგონომიურია და შთანთქავს გზის უსწორობის უმეტესობას.
ინტერიერი გამოირჩევა ლაკონური სტილით და სასიამოვნო დეტალებით რეტრო სტილში. ერთადერთი, რაც ოდნავ აფუჭებს იდილიას - უკანა სავარძლების მჭიდრო რიგი (ის ეტევა მხოლოდ ორი, არც ისე დიდი ზომის მგზავრი) და 257ლ მოცულობის პატარა საბარგული.
მეორეს მხრივ, ასეთ ავტომობილებს აშკარად არ იძენენ იმისთვის, რომ იტაქსაონ ან ატარონ საბარგულში კარტოფილი.
აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: $19 000-დან
ფასი საქართველოში: $29 900-დან $39 000+-მდე
2. FORD MUSTANG (2019)
-
ძრავა: 2,3 ლ
-
გადაცემათა კოლოფი: მექანიკური გადაცემათა კოლოფი/ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი: წინა
-
საწვავის ხარჯი: 11,2 ლ/100 კმ (ქალაქი)
Ford Mustang-ის სპორტული მანქანის მეექვსე თაობა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ თავის კლასში: მანქანას აქებენ შესანიშნავი მართვის, ძრავების შესანიშნავი ხაზის, პასიური და აქტიური უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლების გამო. თავისი კლასისთვის საბარგულიც კი არც ისე პატარა აქვს – 382 ლ.
2019 წელს Mustang-ს ჰქონდა 4 სტანდარტული კომპლექტაცია: EcoBoost, EcoBoost Premium, GT და GT Premium. თითოეული მათგანი მიეწოდებოდა ფასტბეკ-კუპეს და კაბრიოლეტის ძარებით. პირველ ორს ჰქონდა 2,3 ლ მოცულობის 310 ცხ.ძ. სიმძლავრის საბაზო ძრავი, ბოლო ორში 5-ლიტრიანი 460-ძალური V8 «მონსტრები».
EcoBoost-ის საბაზო კომპლექტაციაში გათვალისწინებულია სავარძლების ქსოვილის ზედაპირი, საინფორმაციო-გასართობი სისტემა SYNC 3 4,2-დუიმიანი დისპლეით, ექვსი დინამიკით, Bluetooth და ორი USB პორტით.
EcoBoost Premium-თვის დამახასიათებელია ტყავის სავარძლები, წინა სავარძლების გათბობისა და ვენტილაციის სისტემა ელექტროამძრავით, პარკირების უკანა გადამწოდები, ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, თანამგზავრის რადიო, 8-დუიმიანი სენსორული დისპლეი, 9 დინამიკის ნაცვლად ექვსის Apple CarPlay/Android Auto მხარდაჭერა.
გადაცემათა კოლოფი – 6-საფეხურიანი «მექანიკა» ან 10-საფეხურიანი «ავტომატი». საწვავის ხარკი, რაც საინტერესოა, ორივე კოლოფის შემთხვევაში ქალაქში ერთნაირია – 11,2 ლ/100 კმ. მექანიკური გადაცემათა კოლოფი ოდნავ იგებს ეკონომიურობაში გზატკეცილზე მოძრაობისას, მას გააჩნია საპასპორტო ხარჯი 7,4 ლ ავტომატიკის 7,6 ლ/100 კმ შედარებით.
Mustang სთავაზობს ათლეტიზმისა და კომფორტის შესანიშნავ კომბინაციას. თავად ამერიკელები თვლიან მას Chevrolet Camaro-ის მთავარ (და დომინანტ) კონკუტენტად.
აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: $20 000.
ფასი საქართველოში: $27 500 – $58 000.
3. DODGE CHARGER SXT (2019)
-
ძრავა: 3,6 ლ
-
გადაცემათა ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი: უკანა/წინა
-
საწვავის ხარჯი: 12,4 ლ/100 კმ (ქალაქი)
2019 წელს Dodge-მა ორჯერ შეამცირა მისი Charger-ის სედანების სამოდელო რიგი და დატოვა გაყიდვაში თორმეტი კომპლექტაციიდან მხოლოდ ექვსი: SXT, SXT AWD, GT, R/T, Scat Pack და SRT Hellcat. მათთვის, ვინც ეძებს არა მრბოლის ავტომობილს, არამედ ყოველდღიურ მანქანას სპორტული ხასიათით, შეგვიძლია ვურჩიოთ ორი მისი კომპლექტაციიდან ერთ-ერთი – საბაზო SXT ან უფრო ძვირადღირებული სრულამძრავიანი SXT AWD.
ორივე აღჭურვილია 3,6-ლიტრიანი V6 ძრავით, მართალია, სხვადასხვა სიმძლავრის – ბაზაში V6-ს აქვს 292 ცხ.ძ., SXT AWD სრულამძრავიან ვერსიაში მას დაუმატეს «მერანი». ორივე შიდა წვის ძრავი მუშაობს ბმაში 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და ანიჭებს სედანს საკმაოდ კარგ აჩქარებას - გინდ “შუქნიშნიდან“ დაძვრისას, გინდ გზატკეცილზე გადასწრებისას.
სტანდარტული აღჭურვილობა SXT მოიცავს საინფორმაციო-გასართობი სისტემას Uconnect с 7-დუიმიანი სენსორული ეკრანით (SXT AWD-ში –8,4-დუიმიანი), Android Auto/ Apple CarPlay-ის მხარდაჭერას, Bluetooth, სტერეო სისტემას ექვსი დინამიკით, ორ USB პორტს, ხმის ამოცნობის სისტემას და თანამგზავრის რადიოს.
ორივე კომპლექტაციისათვის სტანდარტულია ქსოვილის ზედაპირი, წინა სავარძლები ელექტროამძრავით, საჭის და გადაცემათა გადართვის სახელურის ტყავის შემონაწნავი, მსუბუქშენადნობი დისკოები, უკანა ხედის კამერა და უკანა პარკირების გადამწოდი.
მძლავრი საბაზო ძრავი, დაბალანსებული სპორტული მართვა და ფართო სალონი აქცევენ Charger-ს პრაქტიკულ არჩევნად მძლავრი მანქანების მოყვარულებისათვის, რომლებსაც მობეზრდათ უმეტესი თანამედროვე სპორტული მანქანების ხაზგასმით “სპორტული“ დიზაინი.
აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: $23 000-დან.
ფასი საქართველოში: $37 000-დან.
4. DODGE CHALLENGER SXT (2019)
-
ძრავა: 3,6 ლ
-
გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი: უკანა
-
საწვავის ხარჯი: 12,4 ლ/100 კმ (ქალაქი)
Dodge-ის ორკარიან კუპეს აქვს V6 და V8-ს მძლავრი ძრავების ფართო ხაზი. მაგრამ საბაზო 305-ძალური V6 ძრავიც კი უზრუნველყოფს ფანტასტიკურ წევას, დროსელ-საფრის სწრაფ რეაქციას და მდოვრე მუშაობას დაბალ ბრუნვებზე. 8-საფეხურიან «ავტომარტთან» კომბინაციაში ის დამაჯერებლად აქანებს Challenger-ს მაქსიმალურ სიჩქარემდე საწვავის ხარჯის მატების გარეშე.
გზაზე Challenger ვერ გრძნობს თავს ისეთივე სწრაფს, როგორც მისი ძირითადი მოწინააღმდეგეები Mustang და Camaro – ბოლოს და ბოლოს ეს დიდი 2-ტონიანი კუპეა, მაგრამ მისი მართვა მაინც სასიამოვნოა. სალტები კარგად იკავებენ მანქანებს მოსახვევში, აქვს მჭიდე მუხრუჭები, საჭით მართვა ადვილი და მგრძნობიარე, ხოლო საკისარი ენერგოტევადი და კომფორტული.
Challenger-ის ინტერიერი გამოირჩევა ხარისხიანი მოპირკეთებით: მისი მასალები პრემიალურ ხარისხთან მიახლოებულია. შიგნიდან ავტომობილი გამოიყურება თანადროულად და ამავდროულად ინარჩუნებს ძველი კეთილი Muscle car-ს გარეგნობას.
SXT-ს საბაზო კომპლექტაციაში უკვე არის ყველაფერი, რაც სჭირდება ნებისმიერ მძღოლს. აღჭურვილობის სხვა ვარიანტები ითვალისწინებენ უფრო მძლავრი ძრავების და ტექნოლოგიური ხელსაწყოების მონტაჟს, რომლებიც აუმჯობესებენ ავტომობილის სვლის მახასიათებლებს და მის წარმადობას.
სტანდარტული აღჭურვილობა მოიცავს საინფორმაციო-გასართობი სისტემას Uconnect с 7-დუიმიანი სენსორული ეკრანით, Apple CarPlay/Android Auto-ს მხარდაჭერას, ორ USB პორტს, Bluetooth, სტერეო სისტემას ექვსი დინამიკით, უკანა ხედის კამერას, უკონტაქტო წვდომას, ორზონიან ავტომატურ კლიმატ-კონტროლს, ქსოვლის ზედაპირს, 18-დუიმიან მსუბუქშენადნობ თვლებს.
ოპციების შორის არის – 8,4-დუიმიანი სენსორული ეკრანი, ნავიგაცია, ტყავის სავარძლები და წინა სავარძლების გათბობა, საჭის თვლის გათბობა, ლუქი სახურავზე, ბრმა ზონების მონიტორინგი, პარკირების უკანა გადამწოდები, პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილების სისტემა, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი და ფარების ავტომატური შორი ნათება.
აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: $21 000-დან
ფასი საქართველოში: $37 000-დან
5. FORD MUSTANG MACH-E (2023)
- ძრავა: ელექტრო, 1-2 ც.
- გადაცემათა კოლოფი: არა
- ამძრავი: უკანა/სრული
- დამუხტვის დრო (220-240В): 11-15 საათი
Muscle car შესაძლებელია უყოს ელექტრო - დამტკიცებულია Ford Mustang Mach-E-ის მიერ, რომლის გაყიდვებიც ამერიკაში ბოლო წელს ნელ-ნელა იზრდება. ასე რომ, თუკი 2021 წელს გაიყიდა ასეთი 27 ათასი მანქანა, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში– უკვე 31 ათასი.
Mustang Mach-E მიეკუთვნება კომპაქტური კროსოვერების კლასს. მას გააჩნია რამდენიმე მოდიფიკაცია, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენენ სვლის თავისი მარაგით (ზოგიერთში –502 კმ-მდე), ტარების ცოცხალი დინამიკით (ძრავის სიმძლავრიდან გამომდინარე გაქანება ასამდე სულ რაღაც 3,5-6,1 წამში), ფართო ხარისხიანი სალონით , მრავალი სასარგებლო ფუნქციით და სტანდარტული აღჭურვილობის ფართო არჩევანით საბაზო კომპლექტაციაშიც კი.
სულ ავტომობილს აქვს 4 ძირითადი კომპლექტაცია – Select, Premium, California Route 1 და GT. თითოეულ მათგანს ასარჩევად აქვს ბატარეის ორი ტიპი (Standard Range ან Extended Range –Select-ის კომპლექტაციის გარდა, სადაც ხელმისაწვდომია მხოლოდ სტანდარტული ბატარეა), ამძრავის ორი პიტი (უკანა ან სრული ორი ძრავით – GT და California Route 1-ის გარდა, სადაც 2023 სამოდელო წლიდან ხელმისაწვდომია მხოლოდ სრული ამძრავი) და რამდენიმე ძრავი, რომელიც განსხვავდება თავისი სიმძლავრით (266-დან 480 ცხ.ძ.-მდე).
საერთო Select-ის საბაზო კომპლექტაციაში არის ხელსაწყოების 10,2-დუიმიანი ციფრული პანელი, საინფორმაციო-გასართობი სისტემის 15,5-დუიმიანი სენსორული დისპლეი, რომელიც ზომებით უდრის არც ისე პატარა ნოუთბუკის ეკრანის ზომებს, სანავიგაციო სისტემა, Apple CarPlay/Android Auto-ს მხარდაჭერა, მძღოლისა და მგზავრებისათვის განკუთვნილი უსადენო სატენი, Wi-Fi წვდომის წერტილი, თანამგზავრის რადიო, აუდიო სისტემა ექვსი დინამიკით, Bluetooth, 4 USB პორტი, გასაღების გარეშე წვდომა, ღილაკით ძრავის ამუშავება, ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, მოპირკეთება ხელოვნური ტყავით, სავარძლების ხელით დარეგულირება 18-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკოები.
საბაზო კომპლექტაციაში აგრეთვე შედის უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების Ford Co-Pilot 360 Assist 2.0 სისტემების პაკეტი პირისპირ შეჯახების, ფეხით მოსიარულეს აღმოჩენის თაობაზე, ავტონომიური საგანგაშო დამუხრუჭების, მოძრაობის ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილების, საგზაო ნიშნების გარჩევის, ბრმა ზონების მონიტორინგის სისტემებით. ავტომობილში გათვალისწინებულია უკანა ხედის კამერა, პარკირების უკანა გადამწოდები, შუქდიოდის ფარები ავტომატური შორი ნათებით და ადაპტიური კრუიზ-კონტროლი მოძრაობის ზოლში ავტომობილის ცენტრირებით.
აღსანიშნავია, რომ Select კომპლექტაცია აღჭურვილია ხელის დახმარების გარეშე მართვის სისტემით BlueCruise (მას შეუძლია ააჩქაროს და შეანელოს კროსოვერი და აგრეთვე მართოს საჭე) და პარკირების კამერების სისტემით და პანორამული ხედით. მაგრამ ეს ფუნქციები შეზღუდულია 90-დღიანი უფასო საცდელი ვერსიით, მათი სრული აქტივაცია ღირს კიდევ $1900.
70 კვტ*სთ სტანდარტული ბატარეა უზრუნველყოფს გარბენას ერთი დამუხტვით 360-დან (სრული ამძრავისთვის) 397 კმ-მდე (უკანაამძრავისთვის), ხოლო 91 კვტ*სთ ტევადობის გაფართოებული ბატარეა 418-დან 502 კმ-მდე გარბენით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მხოლოდ უფრო მაღალ Premium-დან კომპლექტაციებში.
სრული ამძრავი აძლევს მძღოლს შესაძლებლობას უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს თავი სოფლის შარაგზაზე ან ზამთრის გზაზე, მაგრამ $2700 უფრო ძვირს ხდის მანქანას. ამასთანავე, მეორე ძრავის მონტაჟის ხარჯზე ის "ჭამს" სვლის მარაგის დაახლოებით 35-37 კმ ერთ დამუხტვაზე. იგივეა ძრავების სიმძლავრეზეც – რაც უფრო ნელა გაქანდება მანქანა, მით უფრო შორს წახვალთ Mach-E-ით.
ელექტრო Mustang-ის "სახალხო " ვერსია Select-ის კომპლექტაციაში სტანდარტული ბატარეით და უკანა ამძრავით დაჯდება აშშ-ში $46 895. უფრო იაფია ასეთივე მანქანის პირდაპირ ჩინეთში კომპანიის ქარხანაში შეძენა. გირჩევთ მეორე ვარიანტს: InterCargo მოგაწვდით ამ მოდელს საქართველოში დაახლოებით 55 900 დოლარად.
ჩინეთიდან 2023 წლის გამოშვების მოდელის მიწოდების სრული პაკეტის ფასი: $55 900-დან.
2021წ. გამოშვების მოდელის: $57 000-დან.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში