გამოიწერეთ ბიულეტენი

სუპერ-ხუთეული აშშ-დან ტაქსის სამსახურისთვის

სუპერ-ხუთეული აშშ-დან ტაქსის სამსახურისთვის

ეძებთ ოპტიმალურ ავტომობილს ტაქსაობისთვის? ბიზნეს-იდეების ამერიკულმა პორტალმა profitableventure.com-მა შეაგროვა გარბენიანი მანქანები, რომლებიც ყველაზე უკეთ გამოდგება ტაქსის სახით ექსპლუატაციისათვის. Columbus-ის სპეციალისტები ადასტურებენ: ეს შესანიშნავი ავტომობილებია, რომლებსაც კარგი რეპუტაცია არამხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპაშიც აქვთ.

ინდივიდუალური ტაქსისტის ან ტაქსო-პარკის მფლობელის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ შეიძინოს და გამოიყენოს ავტომობილები, რომლებიც ყველაზე უკეთ გამოდგება ბიზნესისათვის. მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების ხანგამძლეობა, საწვავის ხარჯი, კომფორტი, სათადარიგო ნაწილების, შეკეთების და ტექნიკური მომსახურების ღირებულება. შემდეგი 5 ავტომობილი შეესაბამება ტაქსის სამსახურის ყველაზე მკაცრ მოთხოვნებსაც კი. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ხელმისაწვდომია აშშ-ს ყველა ავტო აუქციონზე.

1. 2019 Toyota Camry Hybrid


ერთ-ერთი საუკეთესო სედანი კომერციული ექსპლუატაციისათვის. ამ ავტომობილის მნიშვნელოვანი უპირატესობაა –  საწვავის მცირე ხარჯი: 5,2 ლ/100 კმ ქალაქში და 4.4 ლ/100 კმ გზატკეცილზე. არ მოგიწევთ გადაცემათა გადართვაზე ფიქრი: Camry Hybrid-ში დამონტაჟებულია უსაფეხურო e-CVT გადაცემათა კოლოფი. ძრავი მძლავრი, 178 ცხ.ძ. მანქანას არ აქანავებს გზაზე, საკისარი არის არც ზედმეტად რბილი, მაგრამ არც ზედმეტად ხისტი. სალონში სიწყნარეა: ჰიბრიდული აგრეგატის ხმა გაცილებით დაბალია ვიდრე იგივე Prius-ის შემთხვევაში.

Camry-ის ინტერიერები ყოველთვის სახელგანთქმულია მართვის ელემენტების მოხერხებული განლაგებით და 2019 წლის ჰიბრიდი არ წარმოადგენს გამონაკლისს. სალონის მასალები გაცილებით უკეთესია ვიდრე ადრეულ ვერსიაში, განსაკუთრებით ეს ეტყობა კარებისა და მართვის პანელის მოპირკეთებას. მგზავრებისათვის მანქანაში კომფორტული პირობებია, საკმარისი ადგილია ფეხებისა და თავის კომფორტულად მოკალათებისათვის. ჩვეულებრივ Camry-ზე ოდნავ უფრო ვიწროა მხოლოდ საბარგულში – იქ დამონტაჟებული ბატარეის გამო.


2. 2019 Honda Civic


სხვა ავტომობილი, რომელიც ასევე შესანიშნავად გამოდგება ტაქსაობისთვის - 2019 წლის Honda Civic. 

გარდა იმისა, რომ ეს მოდელი განსხვავდება მაღალი საწვავის ეკონომიურობით (5.7 ლ./100 კმ ქალაქგარეთ ციკლში), ის უფრო ხელმისაწვდომია ფასით ამავე კლასის სხვა ავტომობილებთან შედარებით. რომ ვთქვათ ავტომობილების ბუკლეტების ენაზე, ამ მანქანით სიარული აერთიანებს კომფორტსა და ათლეტიზმს.

2019 წელს მანქანა განახლდა, შეიძინა კიდევ უფრო თანამედროვე დიზაინი და უამრავი სასარგებლო ფუნქცია.

სალონში გაჩნდა 7-დუიმიანი სენსორული ეკრანი და მულტიმედიური სისტემის გაუმჯობესებული ვერსია. გარდა ამისა მანქანა აღჭურვეს Honda Sensing უსაფრთხოების უნიკალური კომპლექსით, რომლის ამოცანაცაა - სხვა ავტომობილთან შეჯახების, ფეხით მოსიარულეთა დაზიანებისა და საგზაო ნიშნების გამოტოვების თავიდან აცილება. "უსაფრთხოების პაკეტით" დაკომპლექტებულია ყველაზე მარტივი LX მოდელიც კი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ კლიმატ-კონტროლზეც.

მოდელისათვის საბაზო 158 ცხ. ძ. სიმძლავრის 2-ლიტრიანი ძრავია. ექვსსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი საკმაოდ სწრაფია; დამატებითი პარამეტრის სახით მონტაჟდება აგრეთვე ვარიატორი. თუმცა ავტომფლობელები არ აქებენ ამ უკანასკნელს და ურჩევენ Civic-ს მექანიკური გადაცემათა კოლოფით.

მანქანა წინა ამძრავიანია, მარტივია მართვასა და მომსახურებაში; მისი სათადარიგო ნაწილები საკმაოდ ხელმისაწვდომია ფასის მიხედვით.


3. 2019 Toyota Prius


იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს კონკურენტებს, 2019 წელს Toyota Prius-მა განაახლა დიზაინი, დაამატა ახალი ფუნქციები და უსაფრთხოების სისტემა Safety Sense P.

Prius L Eco-ს საბაზო მოდელის სტანდარტული აღჭურვილობის ჩამონათვალი მოიცავს ორ 4.2-დუიმიან ფერად დისპლეის, 6.1-დუიმიან ფერად სენსორულ ეკრანს, აუდიო AM/FM/CD Entune-ს 6 დინამიკზე, 2.0 USB პორტს, Bluetooth, 15-დუიმიან ადვილდნობად თვლებს, უგასაღებო წვდომას, კრუიზ-კონტროლს, კუთხითა აწყობილ საჭეს, გვერდითა სარკეების გათბობას, უკანა ხედის კამერას, ანტიბუქსაობის სისტემას და უსაფრთხოების რვა ბალიშს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სრული ამძრავის სისტემა – ეს შესანიშნავი თანაშემწეა დაბალ (10 კმ/სთ-მდე) სიჩქარეზე. მას აუცილებლად დააფასებენ ზამთარში მომუშავე ტაქსისტები.

მაგრამ როგორც უწინ ჰიბრიდის მთავარი ღირსება - საწვავის ხარჯია: 3.0 ლ/100კმ. გაქანება არ აქვს განსაკუთრებული, მაგრამ ტაქსისთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას - ასამდე მანქანა გაქანდება 10 წამში.

ძარას განივი ქანაობა მინიმუმამდეა დაყვანილი; საჭის მართვა არ არის ისეთი კარგი როგორც Mazda3 ან Honda Civic-ის შემთხვევაში, მაგრამ აგრეთვე ახარებს სიმარტივითა და სიზუსტით. 

ეს ხანგამძლე ავტომობილია მისი “ფაქიზი“ ფუტურისტული დიზაინის მიუხედავად. ამასთანავე ადვილია მისთვის სათადარიგო ნაწილების შოვნა, რაც ტაქსის შემთხვევაში - მარადიული ღირებულებების რიცხვშია.


4. 2019 Volkswagen Passat


კიდევ ერთი ტაქსისტებში ძალიან პოპულარული ავტომობილი. შესაძლოა, ყველაზე ეკონომიური არ არის, სამაგიეროდ საიმედო და მტკიცე ხასიათით.

2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოდიზელი ორ ვერსიაში პასუხისმგებელია ამ “მერანის“ სიმძლავრეზე. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია 220 ცხ.ძ. და 350 ნმ. საწვავის ხარჯი ზომიერია: 7.8 ლ/100კმ ქალაქის, 5.3ლ/100კმ ქალაქგარეთ ციკლებში. მეორე ვარიანტი მგზავრებისათვის, რომლებიც აეროპორტში აგვიანებენ: გაქანება ასამდე – 5.5 წამში, საწვავის ხარჯი – 9.0 ლ/100კმ ქალაქის ციკლში.

2019 წელს Volkswagen-მა შეამცირა Passat-ის კომპლექტაციების რაოდენობა ორამდე: Wolfsburg Edition და SE R-Line. ორივეში ხელმისაწვდომია შესაძლო შეჯახების და უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემები, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება, ბრმა ზონების მონიტორინგი. საინფორმაციო-გასართობი სისტემა სთავაზობს Apple CarPlay-ს და Android Auto-ს.

Passat-ის სედანს და უნივერსალს სათანადოდ შეაფასებენ არამხოლოდ მძღოლები, არამედ მგზავრებიც: დადიან ეს მანქანები მდოვრედ, სალონი ფართო აქვთ - მეტი რა უნდა ინატრო?


5. Ford Fusion (Mondeo)


ლაქშერის სამყაროში Mondeo-ს არ უკავია მთავარი როლი, მაგრამ ტაქსის მძღოლებს შორის დიდი წილად ის ფასობს კარგად მოპირკეთებული სალონის, ფართო უკანა სავარძლის და “თანაკლასელებზე“ უფრო დიდი საბარგულის განყოფილების გამო. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკული Ford Fusion (ევროპაში ამ მოდელს იცნობენ Mondeo-ს სახელით) სარგებლობს დიდი პოპულარობით. ითვლება, რო მისი მოპირკეთება და ძრავი უკეთესია ვიდრე ძველი სამყაროს მისი მოძმის შემთხვევაში.

Fusion-ის უკვე სასტარტო «S» ვერსია აღჭურვილია  2,5 ლიტრის მოცულობის, 175 ცხ. ძ. სიმძლავრის ძრავით. მაგრამ ტაქსის მძღოლებში უფრო ფასდება 1,6-ლიტრიანი შიდა წვის ძრავი EcoBoost, სიმძლავრით 179 ცხ. ძ. საწვავის ხარჯის მისი მაჩვენებელი მხოლოდ 6,8 ლ/100 კმ (შერეულ ციკლში).

EcoBoost იძლევა დაზოგვის შესაძლებლობას იმის გამოც, რომ აღჭურვილია Start-Stop სისტემით. როგორც ცნობილია, ამ ტექნოლოგიის წყალობით ძრავი წყვეტს მუშაობას ავტომობილის გაჩერებისთანავე.

ყველაზე ეკონომიური ადამიანებისთვის შეგვიძლია გირჩიოთ 2-ლიტრიანი ბენზინის ძრავით აღჭურვილი ჰიბრიდული მოდელი. ასეთი Fusion ხარჯავს არაუმეტეს 5,5 ლიტრ საწვავს გზის 100 კმ-ზე. 

და ბოლოს, შემაჯამებელი არგუმენტის სახით: Ford Fusion არის უსაფრთხო ავტომობილი. მანქანა აღჭურვილია IIHS სისტემით და გაიარა ყველა საჭირო ქრაშ-ტესტი.

შეჯამებისას, შეიძლება ითქვას, რომ Fusion გამოადგება ტაქსის მძღოლს ყველაზე გაუვალ “ქვის ჯუნგლებშიც“ კი.

ტაქსში მუშაობისთვის ტოპ-10 მანქანა Columbus-სგან

  1. 2019 Toyota Camry Hybrid.

  2. 2019 Honda Civic.

  3. 2019 Toyota Prius.

  4. 2019 Volkswagen Passat.

  5. 2019 Ford Mondeo.

  6. 2019 Mercedes E 200d.

  7. 2019 Cadillac CT6.

  8. 2019 Kia Soul.

  9. 2019 Skoda Octavia.

  10. 2019 Lincoln MTK 2016.

(315)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge