Sort the damage: როგორი დაზიანებებით სჯობს აშშ-დან მანქანების წამოყვანა?

საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ში ავტომობილის შეძენა აუქციონზე შემდგომი შეკეთებით - უფრო მომგებიანი, ვიდრე ხილული პრობლემის გარეშე მანქანის შეძენა. ამ მიზეზით ამერიკაში ასე პოპულარულია სავაჭრო მოედნები Copart ან IAA, რომლებიც სთავაზობენ მანქანებს სხვადასხვა სახის დაზიანებით. ამ ავტომობილებს შორის ყველაზე პერსპექტიულის შერჩევა - თითქმის ხელოვნებაა. Columbus-ის სპეციალისტების რჩევები დაგეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
მხოლოდ ერთი საავტომობილო აუქციონი Copart ყოველდღიურად ყიდის რამდენიმე ათას ავტომობილს მინიმალური დაზიანებით – კომპანიის საიტზე ამ მანქანების ნახვა შესაძლებელია საძიებო ველში დაზიანების ტიპის – Low Damage ("მინიმალური დაზიანება") და შემდეგ ქვეკატეგორიის –Minor Dents/Scratches ("მცირე ჩანაჭყლეტი/ჩამონახეთქი") მითითების გზით.
IAA-ზე ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებისას ყურადღებით უნდა იყოთ: საძიებო ფილტრები იძლევიან მანქანის პირველადი/მთავარი ზიანით ("Primary Damage") მოძიების შესაძლებლობას. მაგალითად, მიღებული შეჯახებისას. ამ პარამეტრში არჩევანი ფართოა, წვრილმანი დეტალების ჩათვლით.
და რომელი დაზიანებები ან სხვა პრობლემები ხდიან ავტომობილს გაცილებით უფრო იაფს აუქციონზე, უპრობლემოდ აღმოიფხვრება ჩვენი სახელოსნოების პირობებში შეკეთებისას და მომგებიან გადაყიდვას გპირდებათ? შევადგინოთ პატარა რეიტინგი.
1. ძარას ჩამოსაკიდი ელემენტების დაზიანება
მცირე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას (ან უხეში მართვისას) დაზიანებულ ავტომობილებს, ჩვეულებრივ აქვთ უმნიშვნელო დაზიანებები. როგორც წესი, ის არ ეხება ძარას მზიდ კონსტრუქციებს (ხანდახან მათ ძალურს უწოდებენ) – სადგარი, ლონჟერონი, განივა, სახურავი, ზღურბლი, «სათადარიგოს» ნიში და ა. შ. და არ აყენებენ ზიანს მანქანის გეომეტრიას.
იდეალურია, როდესაც დარტყმა მოდის ძარას ჩამოსაკიდ ელემენტებზე (ბამპერები, ფრთები, კარი, კაპოტი, საბარგულის სახურავი ან კარი), განსაკუთრებით მხებით. ისინი ადვილად იცვლება ან, რაც უფრო იაფია - იზუსტება.
ავტომობილის აღდგენის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად აკეთებთ მანქანას. რა თქმა უნდა, მას ვერ უწოდებთ კოსმეტიკურს, მაგრამ ბიუჯეტისათვის გამანადგურებელიც ნამდვილად არ გახდება.
მნიშვნელოვანია ავტომობილის დაზიანებების სწორად შეფასება. უმჯობესია, თუ ამას გააკეთებს კვალიფიციური სპეციალისტი. მაგალითად, InterCargo სთავაზობს ამერიკაში პირდაპირ სავაჭრო მოედანზე მანქანის დათვალიერების შეღავათიან მომსახურებას, დამატებითი ფოტოფიქსაციით. პროფესიული დათვალიერება პრაქტიკულად 100% იძლევა პერსპექტიული ავტომობილის შეძენის გარანტიას.
2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ცხოველების მონაწილეობით
ცხოველები ამერიკაში მრავლდება, როგორც ამბობენ, ძალიან სწრაფი ტემპით და ამიტომ ხშირად ხვდებიან მანქანის ქვეშ. ამ დროს ავტომობილის დაზიანებების ხარისხი დამოკიდებულია ცხოველების ზომაზე და მასთან შეჯახების სიჩქარეზე. ერთია თუ გზატკეცილზე მოძრაობისას შეეჯახები გზის სავალ ნაწილზე უეცრად გამოსულ ირემს ან ლოსს და სულ სხვაა - შეეჯახო სოფლის გზაზე მაჩვის მაგვარ ცხოველს.
როგორც წესი, ყველა მსგავს ინციდენტში ზიანდება ავტომობილის წინა ნაწილი: ბამპერი, ფრთები, საქარე მინა. ხდება, რომ მწყობრიდან გამოდის გაგრილების სისტემა (მაგალითად, რადიატორი).
ჩვენი “უმცროსი ძმების“ მონაწილეობით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ხანდახან შემაშინებლად გამოიყურება, მაგრამ ხშირად არ ნიშნავს ძვირადღირებულ შეკეთებას.
3. გატაცების შემდეგ ნაპოვნი ავტომობილი
როგორც მთელ მსოფლიოში აშშ-ში მანქანებს აზღვევენ გატაცებისგან. შესაბამისი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურება ოპერატიულად ხდება.
ამასთანავე, თუ გატაცების შემდეგ ხერხდება ავტომობილის პოვნა, მას არ უბრუნებენ წინა მფლობელს. მანქანა ხდება სადაზღვევო კომპანიის საკუთრება, რომელსაც დაუყოვნებლის გააქვს “დანაკარგი“ საავტომობილო აუქციონზე, რათა აინაზღაუროს საკუთარი ზარალი.
გატაცებული ავტომობილების ლოტები მარკირებულია სპეციალური აღნიშვნით – Theft ("გატაცება"), Unrecovered Theft ან Recovered Thefts ("დაბრუნებულია გატაცების შემდეგ").
ასეთი მანქანების შეძენა მომგებიანი ორი მიზეზით. პირველი, ავტომობილის გატაცებას აშშ-ში იშვიათად ახლავს მისი დაზიანება - ის არ გაიტაცეს დასამტვრევად. მეორე, გამყიდველები არიან საიმედო სადაზღვევო კომპანიები. შესაბამისად, არ გექნებათ პრობლემა საქონლის გაფორმებასა და ამერიკიდან გატანასთან.
ერთი "მაგრამ": მანქანაში შეიძლება არ იყოს გასაღები. მაგრამ ეს მოგვარებადი პრობლემაა აშშ-შიც და ჩვენთანაც, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საუბარია ჩიპიან გასაღებზე.
4. მევალისგან ამოღებული ავტომობილი
აუქციონები ხშირად ყიდიან ბანკების მიერ მათი მფლობელების კრედიტზე ან სხვა გადასახადებზე დავალიანების გამო ჩამორთმეულ მანქანებს. ასეთ სატრანსპორტო საშუალებებს აქვთ აღნიშვნა Repossessed ("ჩამორთმეული"), ამასთანავე აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი და გამართულ მდგომარეობაშია. მათ შორის არის თითქმის ახალიც, მცირე გარბენიანი ავტომობილები, რადგან მეორეულ ავტომობილებს იშვიათად იღებენ კრედიტში.
ამოღებული მანქანები შეძენის მომგებიანი ვარიანტია. მაგრამ აქაც არის ნიუანსები. ასეთ მანქანას ყოფილი მფლობელის მაქინაციების გამო შეიძლება ჰქონდეს ფარული დეფექტები.
ხშირად აუქციონზე წარმოდგენილ ჩამორთმეულ ავტომობილებს განსაკუთრებული სახეობის აღნიშვნა აქვს Abandonment Paperwork ("გაფორმებულია როგორც მიტოვებული"). ეს არის აშშ-ს სახელმწიფო სამსახურების მიერ როგორც საზოგადოებრივ ადგილებზე, აგრეთვე კერძო ტერიტორიაზე ჩამორთმეული ავტომობილები. როგორც წესი ეს ხდება იმის გამო, რომ ისინი დიდი ხნით მიატოვეს.
შეძენის საინტერესო ვარიანტია, მაგრამ ავტომობილის წინასწარი დათვალიერება ადგილზე უკვე სასურველი კი არა, სავალდებულოა.
5. ავტომობილი დაზიანების გარეშე
ამ შესაძლებლობაზეც ღირს თქმა. მანქანა დაზიანების გარეშე შესაძლებელია შეიძინოთ ნებისმიერ აუქციონზე – როგორც წესი, ისინი აღნიშნულია როგორც Normal wear (ბუნებრივი ცვეთა). ასეთი ავტომობილების ყველაზე ფართო არჩევანი და ყველაზე მისაღები ფასები Manheim-ის აუქციონზეა, რომელიც პოზიციონირებს როგორც უმსხვილესი არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში აუქციონი (ავტომობილების გაყიდვები აღწევენ წელიწადში 6 მლნ ერთეულს). აქ ყიდიან მანქანებს ვადაგასული გარანტიით, ლიზინგში შეძენილ, სადაზღვევო კომპანიების, ბანკების მიერ ამოღებულ მანქანებს, ლიკვიდირებული საწარმოდან შემოსულ მანქანებს და ა. შ.. მათ აერთიანებს მექანიკური ან რაიმე სხვა კრიტიკული დაზიანებების არარსებობა.
აუქციონის პლუსი მდგომარეობს იმაში, რომ მასზე გაყიდული ყველა ავტომობილი ექვემდებარება სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების პროცედურას, რომელსაც ატარებენ Manheim-ის ინსპექტორები. მინუსიც იგივეა: მანქანები, რომლებზეც ხარჯავენ თავის დროს აუქციონის თანამშრომლები კონკურენტებთან შედარებით უფრო ძვირი ღირს.
როგორც ყოველთვის არჩევანი მყიდველზეა.
წყარო: Copart.com, Iaai.com.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში