გამოიწერეთ ბიულეტენი

10 ავტომობილი, რომელმაც იმედები გააცრუა 2023 წელს

10 ავტომობილი, რომელმაც იმედები გააცრუა 2023 წელს

ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო ონლაინ გამოცემის Driving.ca-ის ექსპერტებმა გაგვიზიარეს თავისი აზრები ავტომობილებზე, რომლების მათთვის მთავარი იმედგაცრუება გახდა მიმდინარე წელს.

Cadillac Lyriq 2023 წ.


სტეფანი უოლკკრაფტი: – ღმერთი მოწმეა, მე მინდოდა შემეყვარა Cadillac Lyriq. როდესაც მის წარმოებაში გაშვებას ამზადებდნენ ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ეს იქნებოდა შესანიშნავი ავტომობილი - მოდური, თანამედროვე და შედარებით ხელმისაწვდომი. Lyriq ახლაც ამართლებს მასში ჩადებულ ფულს: სასტარტო ფასი შეადგენს მხოლოდ $69 798 502 კილომეტრამდე შთამბეჭდავი მარაგის პირობებში.

ტესტირებისას ჩვენ აღმოვაჩინეთ აწყობის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის გამოც რთულია ამ ავტომობილისთვის რეკომენდაციის გაწევა, ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერსპექტივაში. 

არათანაბრად განლაგებული პანელები, არამჭიდროდ დამაგრებული საჭის სვეტის გარსაცმი, ცენტრალური კონსოლის სახურავის გაჭედილი ჩანართი, მარცხენა უკანა კარი, რომელიც გრუხუნებს გახსნისა და დახურვისას, თითქოს პანელებს შორის რაღაც გაიჭედა - პრობლემების ძალიან გრძელი სია, რომ არ მივიღოთ მხედველობაში.

თუმცა აწყობის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დროებით ხასიათს ატარებენ. როგორც კი პრობლემები გადაწყდება, ჩვენ კვლავ გამოვცდით Lyriq-ს და შევაფასებთ მის ღირსებებს.

 

Kia Carnival 2024 წ.


მეთიუ გაი: – დაე მაპატიობ ბიჭებმა Kia-დან, მაგრამ მათმა მინივენმა Carnival მოახერხა კონკურენტებისათვის უამრავ პარამეტრით წაგება და მხოლოდ ზოგიერთ პარამეტრში აჯობა.

მაშინ, როდესაც Chrysler Pacifica-ს მეორე რიგის სავარძლები იკეცება იატაკში, Carnival დასჯერდა  «წინ-უკან» ვებერთელა გასაწევ სისტემას. უკანა სავარძლების დიდი სამაგრები რჩება გახსნილი მესამე რიგის დაკეცვის (მოუხერხებელი) შემდეგ. 

ტრანსმისიაც აგრეთვე არ არის ძალიან ეფექტური, განსაკუთრებით ბენზინზე მომუშავე Toyota Sienna-თან შედარებით. 

ნუ, ფასი მაინც არის სწორი.

 

Hyundai Ioniq 6 2023 წლის


გრემ ფლეტჩერი: – მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ Hyundai Ioniq 6 სიმძლავრის, მართვისა და კომფორტის თვალსაზრისით არ არის ცუდი ავტომობილი. ანომალიები დაკავშირებულია მის შიდა დაგეგმარებასთან. 

ყველა მართვის ორგანო, რომელიც ჩვეულებრივ განლაგებულია მძღოლის კარზე – ელექტროსაკეტი, მინის ამწევი მექანიზმის ღილაკები და სარკეების პარამეტრები ცუდად არის გადატანილი.

მაგალითად, სარკეებით მართვის ორგანოები ელექტროამძრავით ახლა განლაგებულია მძღოლის მუხლთან. მას უწევს მიწვდომა. შედეგად, სარკეების სწორად აწყობა იქცევა რთულ ამოცანად. ელექტრო მინის ამწევი მექანიზმები და ბლოკირების ფუნქციები აგრეთვე განლაგებულია ეგზოტიკურ ადგილას - ავტომობილის შუაში. 

ვფიქრობ, რომ თანამედროვე ეპოქაში (Jeep Wrangler-ის გარდა, სადაც შეიძლება კარის მოხსნა, ღილაკების გადაადგილება სავალდებულოა) არ არსებობს კონსტრუქტორების მსგავსი ექსპრომტების საპატიო მიზეზები.

იტყვით წვრილმანია? მაგრამ ის გავლენას ახდენს არჩევანზე. მე სიამოვნებით ავიღებდი Ioniq 6, თუკი მართვის ყველა ელემენტი თავის ადგილზე იქნებოდა!

 

Alfa Romeo Tonale PHEV 2024 წ.


ენდრიუ მაკკრედი: – უნდა გაგაფრთხილოთ: იმის მიუხედავად, რომ Alfa Romeo Tonale PHEV 2024 წლის მე ცოტა გამიცრუა იმედები, ეს უფრო დაკავშირებულია გაზრდილ მოლოდინთან. 

მე არ ვარ «ალფას» ფანი (მართლა ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის ვატარე), ამიტომ მე დამჭირდა გარკვეული დრო მის თავისებურებებში - “ხელსაწყოების პანელის“ ინტერფეისთან და მართვის ელემენტებში გასარკვევად.

ვიცოდი, რომ Alfa Romeo – დინამიკური ავტომობილია და მე ძალიან მომეწონა Tonale-ის სრულიად ელექტრო რეჟიმში მართვა. მაგრამ მე იმედგაცრუებული ვიყავი, რომ 70 კმ/სთ სიჩქარის მიღწევისას ამუშავდა ბენზინის ძრავა. ბევრი ახალი PHEV მუშაობს სრულიად ელექტრო რეჟიმში სიჩქარის ზღვრის მიღწევამდე … მხოლოდ არა Alfa Romeo Tonale PHEV!

ბენზინის ძრავას ხმაური მომეჩვენა ზედმეტად აბეზარი. ასევე არ მომეწონა მანქანის გაქანება. გადაცემათა ავტომატური გადართვა აღმოჩნდა არც ისე მდორე, როგორც მე მოველოდებოდი. 

მე გამოვიყენე e-Save რეჟიმი გზატკეცილზე მოძრაობისას აკუმულატორის მუხტის შენარჩუნებისათვის - შესანიშნავი ფუნქცია. მაგრამ მე მენდომებოდა EV რეჟიმის ღილაკის არსებობა იმის ნაცვლად, რომ ავტომობილმა თავად განსაზღვროს თუ როდის გადავიდეს სრულიად ელექტრო რეჟიმზე. 

ხო, და აი კიდევ რა. უსაფრთხოების ღვედის შეკვრის აუცილებლობის თაობაზე Tonale-ში ახსენებს ხმამაღალი და არასასიამოვნო ხმა. უქენით რამე ამ სასტვენს!

 

Honda Odyssey 2023 წ.


რენიტა ნარეინი: – მე მიყვარს მინივენები. მაგრამ მინივენების ბაზარი ამერიკაში საკმაოდ ჩავარდა, თუმცა ოდესღაც სასწაულად ყვაოდა. შესაძლოა მიზეზი ინჟინრების კონსერვატიულობაში, ახალი გადაწყვეტილების ძიების მათი სურვილის არარსებობაში.

Honda Odyssey-ს კვლა აქვს უპირატესობები, რომლებიც ხდიან მას ძალიან კარგ, პრაქტიკულ საოჯახო გადამზიდად. მაგრამ ჩემი 2014წ, გამოშვების Odyssey დიდად არ განსხვავდება 2023 წლის მოდელისაგან. ამაშია საქმე.

 

Mercedes-AMG C 43 4Matic 2023 წ.


ბრაიენ ჰარპერი: – 2023 წლის გამოშვების Mercedes-AMG C 43 4Matic, რომელზეც მე ცოტა ხნის წინ ვიარე - ველური ჯიშისაა. AMG მოახერხა მნიშვნელოვანი სიმძლავრის მოხსნა - 402 ცხ.ძ. —2,0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავისგან F1 ტექნოლოგიასთან გარკვეული მანიპულაციის წყალობით. 

შთამბეჭდავ აჩქარებას ავსებს შესანიშნავი მართვადობა (მადლობა უკანა თვლებით მართვის შესაძლებლობისათვის). ავტომობილის სპორტული ინტერიერი აუცილებლად დატოვებს ბედნიერ ღიმილს GTA V-ს თაყვანისმცემელთა რიგებში. 

და ერთი «მაგრამ» — ყოველდღიურ ცხოვრებაში C43-ის გამოყენების მოხერხებულობა. უფრო სწორად, უხედრხულობა. საკისარი ხისტია “კომფორტის“ რეჟიმშიც კი და უზრუნველყოფს მოძრაობას ხმაურით და ნჯღრევით. ტრანსმისიას არ უყვარს უსაქმურობა, განსაკუთრებით საცობებში. ადრე ირთვება მომატებულ გადაცემაზე, შეიძლება თვითნებურად გადავიდეს 1-2-3 – ხან დაბლა, ხან მაღლა. 

რა თქმა უნდა, სწორ და ცარიელ გზაზე თქვენ შეაფასებთ ძრავას ზედა ბრუნს, მუხრუჭების ხარისხს და ეფექტურად შეხვალთ მოსახვევში. მაგრამ $90 ათ. ღირებულების სპორტული სედანისაგან ელი რაღაც მეტს და არა ამ ფოკუსებს. 

 

Genesis GV60 2023 г. და Polestar 2 2024 წ.


ჯილ მაკინტოში: – არაფერი იმ ავტომობილებიდან, რომელიც მე გამოვცადე არ იქცა:  «ღმერთებო, ამ ბოროტების გამოსყიდვა შეუძლებელია!». მაგრამ რამდენიმე ავტომობილმა მაიძულა ამის თქმა: «ნუთუ ამ უმსგავსობის შესამჩნევად უნდა იყო ზეადამიანი?»

კარის სახელურები ელექტროავტომობილებზე ადრეც იწვევდა ჩემს გაღიზიანებას. მათი უმეტესობა დამონტაჟებულია თანპირად აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად და იწევა, როდესაც მძღოლი უახლოვდება ავტომობილს. 

მაგრამ სახელურები, რომლებითაც დაკომპლექტებულია Genesis GV60 – სრული ფიასკოა: გრძელი, ვიწრო, ის გვერდზე გამოდის, ისე რომ თქვენ თითქოს ჯოხის მომრგვალებულ ბოლოს კიდებთ ხელს. თუ ეს თოვლიან დღეს ხდება, როდესაც სახელური სველია, დაგჭირდებათ რამდენიმე ცდა ამ ოდერი კარის გასაღებად.

მზიან დღეს კოლორადოში მე ვატარებდი Polestar 2-ს შტურმან ბრაიენ ჰარპერთან ერთად და ორივეს გვქონდა მხედველობის პრობლემა იმიტომ, რომ მასიური, ოდნავ ტონირებული ლუქი სახურავში იყო ფარდის გარეშე. კომპანია Polestar-თვის უკვე ცნობილია პრობლემის თაობაზე და მალე, სავარაუდოდ ის რამეს მოიფიქრებს. ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება ზეწარი, რომლითაც დაიფარება მინა $60 000 მეტის ღირებულების მანქანაში.  

 

Toyota Sienna 2023 წლის


ჯონატან იარკონი: – ამის გამო ალბათ ვინმე მიმასაკლავებს, მაგრამ გასული წლის ყველაზე იმედგაცრუებულ მანქანად მე დავასახელებ Toyota Sienna. სწორად გამიგეთ, ეს ძალიან კარგი ავტომობილია. ის სუპერ აქტიურია, კომფორტული, ეფექტური და ხელმისაწვდომი გონივრულ ფასად, თუ შევადარებთ მის ფასს Chrysler Pacifica-თან ან Honda Odyssey-თან.

მე ვფიქრობდი, Sienna აერთიანებს ამ თვისებებს ასატან მართვასთან, მაგრამ შევცდი. Kia Carnival-იც, და Chrysler Pacifica-იც აჩვენებენ, რომ მინივენების მართვა უკეთ არის შესაძლებელი. ამასთანავე მანქანა იმდენად ხმაურიანია, რომ მე ეს მუდმივად მაღიზიანებდა; საინფორმაციო-გასართობი სისტემა ჩამორჩება ერთი კი არა, ორი თაობით. 

მოკლედ, მე ვთვლი, რომ Toyota-ს შეეძლო და უნდა მიეღწია მეტის ამ ჰიბრიდული ტრანსმისიით, საქები სრული ამძრავით და ელექტრონიკით.

 

Kia EV6 GT 2023 წლის


ბრენდან მაკალირი: – მანქანების უმეტესობა, რომლითაც მე ვიარე გასულ წელს, სულ მცირე იყო საშუალო. რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანზე იყო ჩივილები, მაგრამ ვერ ერთმა ვერ გაქაჩა გარიგების პირობების დამრღვევის წოდებამდე. და მაინც იყო ერთი მოულოდნელი იმედგაცრუება, რომლის არსიც არის არა ტექნიკურ პარამეტრებში, არამედ შეგრძნებებში.

Kia EV6 — ზოგადად შესანიშნავი ავტომობილია.  EV6 GT კი გულგრილი დამტოვა. კი, ის სწრაფია, მაგრამ მისი ყველა 576 ცხ.ძ. ჩვენება რთულია ქალაქის პირობებში. გარდა ამისა მანქანას აღმოაჩნდა მოქმედების ნაკლები რადიუსი სხვა მოდელებთან შედარებით.

თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თუ რატომ Kia-მ შექმნა ეს კომპლექტაცია და ის უდავოდ კონკურენტუნარიანი თავის სეგმენტში, მაგრამ ის არ გაჩუქებთ სიამოვნებას ტარებისაგან. 

თუმცა, ჰორიზონტზე მისი ახლო ნათესავი  Ioniq 5 N გამოჩნდება. ვნახოთ, მოახერხებენ თუ არა Hyundai-ს სპეციალისტები ამ პლატფორმის უპირატესობის დახვეწას.

 

წყარო: Driving.ca, Motortrend.com.

(77)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge