გამოიწერეთ ბიულეტენი

"ხელიდან გლიჯავენ": 7 მინივენი აშშ-დან, რომელიც პოპულარულია საქართველოში

"ხელიდან გლიჯავენ": 7 მინივენი აშშ-დან, რომელიც პოპულარულია საქართველოში

Columbus-ის სპეციალისტებმა განსაზღვრეს 7 გარბენიანი მინივენი აშშ-დან, რომელიც ყველაზე პოპულარულია ქართველებში. ვიხსენებთ "მინი-ფურგონების" ისტორიას და ვადარებთ მათი ამერიკიდან მიწოდების მასს საქართველოს ავტობაზარზე არსებულ ფასებთან!

პირველი ავტომობილი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მინივენი (ინგ. «მცირე ბურგონი»), გაჩნდა იტალიაში 100 წელზე მეტი ხნის წინ. 1913 წელს კომპანია A.L.F.A. (სწორედ ის, რომელიც მოგვიანებით გახდება Alfa Romeo) წარმოადგინა თავისი ფუტურისტული სამგზავრო ფურგონი A.L.F.A. 40/60 HP Aerodinamica. 

ეს იყო პირველი მანქანა, რომლის ზარაც აგებული იყო იმჟამინდელი თვითმფრინავთმშენებლობაში გამოყენებული აეროდინამიკის კანონებთან სრულ შესაბამისობაში. 5,5-მეტრიანი წვეთის მაგვარი ავტომობილი ჰგავდა ფანტასტიკური რომანის ილუსტრაციას და, ბუნებრივია, საზოგადოებას არაპრაქტიკული მოეჩვენა.

თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა, რომ ინჟინრები კვლავ დაბრუნებულიყვნენ მინივენების იდეას – მსუბუქ ავტომობილების ერთიანი ძარითა და კაპოტის გარეშე (უფრო იშვიათად - ვაგონის) ან ნახევრად კაპოტიანი დაკომპლექტებით. მათი პირველი ცალკეული მოდელები სხვადასხვა მწარმოებელთან გაჩნდა 1960-იან წლებში – Fiat Multipla 600, VW Transporter, Toyota Liteace… ამ მანქანების წარმატებამ საშუალება მისცა 1970-იან წლებში ახალ მოდელებზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. ხანგრძლივი ეჭვებისა და გაანგარიშების შემდეგ, მინივენების წარმოება დაიწყეს 80-იან წლებში.

მანქანების ახალი კლასი, რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი ჩვეულებრივ მსუბუქ ავტომობილებსა და მიკროავტობუსებს შორის, გაფორმდა 1984 წელს, როდესაც რამდენიმე კომპანიამ პრაქტიკულად ერთდროულად წარმოადგინა თავისი პირველი მსხვილი სერიის მინივენების ნიმუშები იმ სახით, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ: Renault Espace I, Dodge Caravan და მისი ტყუპისცალი Plymouth Voyager.

ოჯახისა და მუშაობისთვის

ძარასთან, კარებთან, ძრავასთან და მსგავსი ავტომობილების სხვა დეტალებთან ექსპერიმენტების წლების განმავლობაში გამოიკვეთა თანამედროვე მინივენის ტიპიური «პორტრეტი». 

ეს არის არც ისე დიდი ერთიანი ფურგონი ძარას შემინვის დიდი ფართობითა და მომატებული მგზავრთა ტევადობით (ხშირად სალონში 7-9 ადგილიანი სამი რიგი სავარძლებით). მისი მთავარი დანიშნულებაა - ტევადი საოჯახო ავტომობილი და ამ ლოგიკას მანქანაში აბსოლუტურად ყველაფერი ექვემდებარება.

თუმცა, მინივენებს აგრეთვე იყენებს როგორც ტვირთის გადასატან მსუბუქ ფურგონს, ანუ მსხვილ გაბარიტიანი ტრანსპორტის ნაკლებად ძვირადღირებულ ალტერნატივას.

რაც არ უნდა იყოს, მინივენების არსებობის უფლებას არავინ ედავება. მათ სიამოვნებით ყიდულობენ და უპირატესობას ანიჭებენ გარბენიან მანქანებს. ეს არც არის გასაკვივრი, რადგან, როგორც წესი, მათ არა “სამარიაჟოთ“, არამედ პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე იყენებენ.

ეხლა შევხედოთ მინივენების თუ რომელ მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოს მოქალაქეები  Сolumbus-ში მათი აშშ-დან მიწოდებით სრული პაკეტის შეკვეთისას.

 

1. DODGE JOURNEY SE (2019)

  • ძრავა: 2,4 ლ
  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  • ამძრავი: წინა/სრული
  • ადგილების რაოდენობა: 7
  • საწვავის ხარჯი: 12,4 ლ/100 კმ  (ქალაქი)


ჩვეულებრივიო მუშა “რაში“ Dodge-გან – როგორც იტყვიან, ყველაფერი სადად, მაგრა გემოვნებით არის მასში. სალონი ფართო და მოხერხებული, ხელმისაწვდომია ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. საინფორმაციო-გასართობი სისტემა Uconnect-ს პროგნოზირებადად არ გააჩნია Apple CarPlay და Android Auto-ს მხარდაჭერა, 2,4-ლიტრიანი ძრავა (173 ცხ.ძ.) – არ არის ყველაზე მძლავრი. სამაგიეროდ სახეზეა დროით გამოცდილი საიმედო 4-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

2019 სამოდელო წლის ავტომობილს ჰქონდა 4 კომპლექტაცია: SE Value, SE, Crossroad და სრული ამძრავიანი GT, რომელთა შორის «ოქროს შუალედი» იყო SE, რომელიც სარგებლობდა ყველაზე დიდი მოთხოვნით მყიდველებში. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს იყო ყველაზე დაბალი კომპლექტაცია სრული ამძრავით და V6 ძრავით. სამწუხაროდ, 2020 სამოდელო წლის მანქანებში ის უკვე არ არის წარმოდგენილი. სახეზეა მხოლოდ საბაზო  SE Value ან «გაჯერებული» Crossroad. 

SE-ს სტანდარტული აღჭურვილობა მოიცავს  4,3-დუიმიან სენსორულ ეკრანს, აუდიოსისტემას 6 დინამიკით, USB პორტს, სავარძლების ქსოვილის მოპირკეთებას, სამ ზონიამ კლიმატ-კონტროლს, უკანა ხედის კამერას, გასაღების გარეშე წვდომას, Start/Stop სისტემას, ნისლსაწინააღმდეგო ფარებსა და უკანა შუქდიოდის განათებას.

 

2. MERCEDES-BENZ METRIS (2019)

  • ძრავა: 2,0 ლ
  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  • ამძრავი: უკანა
  • ადგილების რაოდენობა: 7
  • საწვავის ხარჯი: 12 ლ/100 კმ  (ქალაქი)


ამერიკელი Metris ჩვენთვის ცნობილია ევროპული სახელწოდებით Mercedes-Benz Vito. ევროპული Vito-სგან განსხვავებით ამერიკელს აქვს მხოლოდ ერთი ძრავა – 211 ცხ.ძ. სიმძლავრის 2-ლიტრიანი ბენზინის ძრავა, რომელიც მუშაობს 7-საფეხურიან 211 ცხ.ძ., ავტომატური გადაცემათა კოლოფი 7G-Tronic-თან წყვილში.

დანარჩენში ეს ფაქტობრივად Vito-ს სრული კლონია, ზოგიერთი წვრილი დეტალი სალონში (მაგალითად, ცენტრალური კონსოლის ძირში დამატებული ჭიქის დასადგამები) არ ითვლება.

ამერიკულ ბაზარზე წარმოდგენილია Metris-ის ორი მოდიფიკაცია – სატვირთო Cargo Van და სამგზავრო Passenger Van. თავის მხრივ, სამგზავროს აქვს 2 ვერსია: უფრო მარტივი Worker და ოდნავ უფრო ძვირადღირებული – Standard. ეს უკანასკნელი უფრო მოხერხებულია, კერძოდ, მასში რეალიზებულია სამგზავრო სავარძლების მესამე მოსახსნელი რიგი.

მანქანის სტანდარტული აღჭურვილობა მოიცავს უსაფრთხოების 6 ბალიშს ფურგონისთვის და 8 – მიკროავტობუსისთვის, საბურავში წნევის კონტროლის გადამწოდებს, ESP, მძღოლის მდგომარეობის კონტროლის, შეჯახების პრევენციის სისტემას და აგრეთვე გვერდითი ქარის ზემოქმედების კორექტირების რეჟიმს, რომელიც ეხმარება მძღოლს მოძრაობის დროს ავტომობილის სტაბილიზაციის შესაძლებლობას. 

Standard-ის კომპლექტაციაში ამ ჩამონათვალს ემატება ბრმა ზონების მონიტორინგი და მოძრაობის ზოლის შეკავების აქტიური სისტემა.

 

3. DODGE GRAND CARAVAN SXT (2019)

  • ძრავა: 3,6 ლ
  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  • ამძრავი: წინა
  • ადგილების რაოდენობა: 7
  • საწვავის ხარჯი: 13,8 ლ/100 კმ  (ქალაქი)


გარვენიანი მინევენებს შორის 2019 წლის Dodge Grand Caravan, ალბათ ყველაზე იაფფასიანი. მიზეზი ცხადია: ის ძალიან მარტივია. ავტომობილის ზედა კომპლექტაციებშიც კი არ არის კონკურენტებისათვის ხელმისაწვდომი ბევრი ფუნქცია (მაგალითად, არ არის Apple CarPlay/Android Auto მხარდაჭერა, არ არის Wi-Fi წვდომის წერტილი, ხოლო Bluetooth არის შერჩევითი პარამეტრი). მანქანის სალონი მაქსიმალურად ასკეტურია, ხოლო 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი იმდენად ნელია, რომ ადგილიდან ქიქდაუნის დროს შეიძლება … ჩააქროს ძრავა!

ხოლო 3,6-ლიტრიანი V6 ძრავა, რომელიც აგრეთვე მონტაჟდება ჩვენს “გრანტზე“  ძალიან კარგია: მძლავრი (283 ცხ.ძ.), უპრეტენზიო და საიმედო. მფლობელები აქებენ მანქანის ფართო და რაც მთავარია პრაქტიკულ სალონს მეორე და მესამე რიგების იატაკში დასაკეცი სავარძლებით (სისტემა Stow 'N Go), რაც იძლევა ავტომობილის საბარგულის სტანდარტული 880 ლიტრიდან შთამბეჭდავ (თუმცა არა მაქსიმალური კლასში) 3 964 ლიტრამდე გაზრდის შესაძლებლობას.

2019 სამოდელო წლის მანქანას სულ 3 კომპლექტაცია აქვს: SE, SE Plus და SXT. ჩვენ გირჩევთ SXT. ეს არის ერთადერთი კომპლექტაცია, რომელშიც ხელმისაწვდომია ნავიგაცია, სამზონიანი კლიმატ-კონტროლი, წინა სავარძლების და საჭის თვლის გათბობა. გარდა ამისა, "ასორტიმენტშია"  სალონის ტყავის მოპირკეთება თალათინის (“ზამშის“) ჩანართებით, მძღოლის სავარძელი რვა მიმართულებით ელექტრორეგულირებით, დისტანციური დაქოქვა, უკანა ხედის კამერა, საბარგულის კარი ელექტროამძრავით, საინფორმაციო-გასართობი სისტემა Uconnect 6,5-დუიმიანი სენსორული ეკრანით, აუდიოსისტემა ექვსი დინამიკით, თანამგზავრის რადიო, USB პორტი და Bluetooth.

 
4. TOYOTA SIENNA XLE (2019)

  • ძრავა: 3,5 ლ
  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  • ამძრავი: წინა
  • ადგილების რაოდენობა: 7
  • საწვავის ხარჯი: 12,4-13,1 ლ/100 კმ  (ქალაქი)


მოხერხებული, ხარისხიანი და მძლავრი მინივენი ცნობილი იაპონელი მწარმოებლისგან, რომელმაც მოიპოვა საიმედო და უპრეტენზიო საოჯახო ავტომობილის სახელი.

მას აქვს ენერგოეფექტური  საკისარი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას დანგრეულ გზებზეც კი, და ყველაზე მძლავრი ძრავი (296 ცხ.ძ.) კონკურენტებს შორის.  8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან წყვილში ძრავა მარტივად უმკლავდება თავის ამოცანებს მანქანის მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, ამასთანავე მაღალ სიჩქარეზეც კი ის პრაქტიკულად არ ისმის სალონში. 

2019 წლის Sienna-ს ჰქონდა 5 ძირითადი კომპლექტაცია: L, LE, SE, XLE და Limited. ჩვენს მყიდველებს განსაკუთრებით მოსწონთ XLE – სულ უფრო მეტი ასეთი ავტომობილი დადის საქართველოს გზებზე. კომპლექტაცია შეიძლება აღწეროთ როგორც «თითქმის სრული კომპლექტი» – მანქანაში პრაქტიკულად ყველაფერია ლუქის, წინა პარკტრონიკის და საჭის გათბობის გარდა (ის გათვალისწინებულია მხოლოდ Limited კომპლექტაციაში).

Sienna-ს აღჭურვილობა XLE ვარიანტში შეუდარებელია. აქ არის სავარძლების ტყავის მოპირკეთებაც დათბობით, საინფორმაციო-გასართობი სისტემის 7-დუიმიანი სენსორული ეკრანი Apple CarPlay/Android Auto მხარდაჭერით, ხმის ამოცნობის სისტემა Amazon Alexa, აუდიოსისტემა ექვსი დინამიკით, 5 USB პორტი, Bluetooth, წვდომის წერტილი Wi-Fi, სამზონიანი კლიმატ-კონტროლი, უკონტაქტო წვდომა, უკანა ხედის კამერა, იმობილაიზერი და 6 (!) ჭიქის დასადები.

მოდიფიკაციიდან გამომდინარე ავტომობილი შეიძლება აღჭურვილი იყოს უსაფრთხოების  8 ბალიშით და აგრეთვე უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების სისტემების ნაკლებით. მათ შორის არის მოძრაობის ზოლის შეკავების, ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭების აქტიური სისტემები, ფარების ავტომატური შორი ნათება, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი და პარკირების უკანა გადამწოდები.

 

5. KIA SEDONA LX (2019)

  • ძრავა: 3,3 ლ
  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  • ამძრავი: წინა
  • ადგილების რაოდენობა: 7-8
  • საწვავის ხარჯი: 13,1 ლ/100 კმ  (ქალაქი)


2019 სამოდელო წლის Kia Sedona – ყველაფერში კარგი საშუალო მოდელია ერთის გარდა: მანქანა ძალია უპრეტენზიოდ და საიმედოდ ითვლება. დანარჩენი პარამეტრები – კომფორტი, მართვადობა, სალონის ხარისხი და საბარგულის მოცულობა - ტიპიურია მისი კლასისთვის. მანქანას საკმაოდ მძლავრი V6 (276 ცხ.ძ.) ძრავა აქვს, ადეკვატური 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი (2019 წლამდე გამოიყენებოდა ექვს საფეხურიანი), ზომიერად კომფორტული საკისარი და სავარძლების ფართო პირველი ორი რიგი.

В 2019 წელს Sedona-ს კომპლექტაციების რაოდენობა ხუთიდან ოთხამდე შემცირდა, გამოაკლდა ტოპ SX Limited მოდელი და დარჩა L, LX, EX და SX მოდელები.

აღჭურვილობითა და მოხერხებულობით მინიმალურად მისაღებად შეიძლება დასახელდეს LХ. ამ ვერსიაში მყიდველი იღებს მსუბუქშენადნობ დისკებს, 8-ადგილიან სალონს სავარძლების ქსოვილის მოპირკეთებით, მძღოლის სავარძელს ელექტრო რეგულირებით, საბარგულის განყოფილების კარს ელექტროამძრავით, უკანა ხედის კამერას და საინფორმაციო-გასართობ სისტემას 7-დუიმიანი სენსორული ეკრანით, Android Auto/Apple CarPlay მხარდაჭერით. და აგრეთვე აუდიო სისტემას ექვსი დინამიკით, USB პორტს და Bluetooth.

Kia Sedona-ს საბარგულის მოცულობა 960 ლ. მისი მაქსიმალურად 4 021 ლიტრამდე გაზრდა შესაძლებელია მესამე რიგის სავარძლების იატაკში ჩაკეცვით, ხოლო მეორე რიგის (სისტემა Slide-N-Stow) – წინ გამოწევის და პირველი რიგის სავარძლების საზურგეებთან მჭიდროდ დაკეცვის გზით. Sedona-ს სალონის ერთ-ერთი თავისებურება: კონკურენტებს სავარძლები არ სრულად ეხსნებათ (Mercedes-Benz Metris, Honda Odyssey), ან იატაკში იკეცება (Dodge Grand Caravan, Chrysler Pacifica).

 

6. CHRYSLER PACIFICA (2019).

  • ძრავა: 3,6 ლ
  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  • ამძრავი: წინა
  • ადგილების რაოდენობა: 7-8
  • საწვავის ხარჯი: 13,1 ლ/100 კმ  (ქალაქი)


მძლავრი 287-ძალური 3,6ლ მოცულობის V6 ძრავა, ადეკვატური საწვავის ხარჯი (8,4 ლ გზატკეცილზე და 13,1 ლ ქალაქში), მდორე 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, პარამეტრების დიდი რაოდენობა, მაღალი ხარისხის სალონი და მოხერხებული ტრანსფორმირებადი საბარგული იატაკის სპეციალურ ნიშაში დასაკეცი მგზავრების სავარძლებით Stow 'N Go – ესაა ამ მინივენის ძირითადი ღირსებები.

ახალი Chrysler Pacifica წარმოდგენილ იქნა ამერიკელებისთვის 2017 წელს, ასე რომ ორწლიანი მანქანა სრულიად აქტუალურად ითვლება. 2019 წელს Pacifica გამოიშვა ექვსი კომპლექტაციით: L, LX, Touring Plus, Touring L, Touring L Plus და ტოპ Limited. ყველა ერთნაირი V6 ძრავით და Start/Stop ფუნქციით იყო აღჭურვილი საწვავის მოხმარების დაზოგვისათვის (საბაზო L-ს გარდა).

ასევე “ბაზაში“ არ იყო გათვალისწინებული 8 ადამიანისთვის სავარძლების მონტაჟი და არ იყო მძღოლის დახმარების სისტემის Advanced SafetyTec Group ნაკრები, რომელიც ჩნდება მხოლოდ  Touring Plus და უფრო მაღალ კომპლექტაციაში.

უსაფრთხოების პაკეტი ძალიან შთამბეჭდავია: პარკირების წინა გადამწოდები, პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილების, ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭების, მოძრაობის ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილების სისტემები, გარების ავტომატური შორი ნათება, მინასაწმენდი წვიმის გადამწოდით, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, პარკირებისას დახმარების სიტემა და პარკირების კამერები პანორამული ხედვით.

თუმცა, საბაზო L კომპლექტაციაშიც Pacifica არც ისე ცუდია. კერძოდ ის აღჭურვილია საინფორმაციო-გასართობი სისტემით Uconnect 7-დუიმიანი სენსორული ეკრანით, Apple CarPlay/Android Auto მხარდაჭერით, Bluetooth, USB პორტით, აუდიოსისტემით ექვსი დინამიკით, ქსოვილის მოპირკეთებით, მესამე რიგის Stow 'N Go სავარძლებით, ბრმა ზონების მონიტორინგით, უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემით, პარკირების უკანა გადამწოდებით და უკანა ხედის კამერებით.

LX კომპლექტაციაში შეიძლება აღმოაჩინოთ სამზონიანი კლიმატ-კონტროლი, საჭის თვალზე აუდიოსისტემით მართვა, მძღოლის სავარძელი ელექტრო რეგულირებით, შუქდიოდის ფარები და  მსუბუქშენადნობ დისკები. ზოგიერთ LX მოდელს სურვილისამებრ შეიძლება ჰქონდეს DVD-პლეერი მგზავრებისათვის უკანა სავარძლებზე. უფრო მაღალ კომპლექტაციაში ის ნაგულისხმევად მონტაჟდება.

 
7. HONDA ODYSSEY (2019)

  • ძრავა: 3,5 л
  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  • ამძრავი: წინა
  • ადგილების რაოდენობა: 7-8
  • საწვავის ხარჯი: 12,4 ლ/100 კმ (ქალაქი)


2019 სამოდელო წლის Honda Odysseyარის ერთ-ერთი საუკეთესო მინივენი, რომელიც შეიძლება აღმოაჩინოთ აშშ-ში. ის უფრო მანევრირებადია ბევრ თავის “თანაკლასელთან“ შედარებით, გააჩნია ხელმისაწვდომი პარამეტრების უფრო დიდი ნაკრები და მძღოლის დახმარების სისტემები, გამოირჩევა 8-ადგილიანი სალონის ხარისხიანი შესრულებით და ფასი-ხარისხის შეფარდებით ითვლება იდეალურ ავტომობილად თავის კლასში.  

2019 წლის  Honda Odysseyგამოიშვება ხუთი კომპლექტაციით: LX, EX, EX-L, Touring და Elite.

 «ბაზაში» Odyssey LX აღჭურვილია ყველა კომპლექტაციისათვის სტანდარტული 280 ცხ.ძ. სიმძლავრის V6 ძრავით 280 ცხ.ძ. წინა ამძრავით და 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი (დაკომპლექტება – 7-ადგილიანი). სტანდარტულად მოდელი მიეწოდებოდა ქსოვილის მოპირკეთებით, წინა სავარძლებით ელექტრო რეგულირებით, 5-დუიმიანი დისპლეით, Bluetooth, ორი USB პორტით, რადიო შვიდი დინამიკით, უკანა ხედის კამერით, გასაღების გარეშე წვდომით და აგრეთვე 18-დუიმიანი თვლებით.

კომპლექტაცია EX ითვლება ყველაზე დაბალანსებულად.ის უკვე 8-ადგილიანია, წინა კომპლექტაციის სტანდარტულ პარამეტრებს დამატებულია დისტანციური დაქოქვა, 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი, Apple CarPlay/Android Auto მხარდაჭერა, თანამგზავრის რადიო, სამზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, უკანა სავარძლების გათბობა, უკანა  მზისგან დამცავი ფარდები, სარკეების გათბობა, ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ფარების ავტომატური შორი ნათება, ბრმა ზონების მონიტორინგი.

აგრეთვე Odyssey EX აღჭურვილია Honda Sensing უსაფრთხოების ფუნქციების პაკეტით. საუბარია პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილების, უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების, მოძრაობის ზოლის აქტიური დაკავების სისტემით და ადაპტიური კრუიზ-კონტროლით.

EX-L კომპლექტაციაში ამას ემატება სალონის ტყავის მოპირკეთება, ლუქი და საბარგულის კარ ელექტროამძრავით  .

კომპლექტაცია Touring ითვალისწინებს 10-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის, ნავიგაციის სიტემის, ჩამონტაჟებული მტვერსასრუტის (HondaVAC) მნტაჟს. გარდა ამისა აღჭურვილია Wi-Fi წვდომის წერტილით, საინფორმაციო-გასართობი სისტემით უკანა სავარძლების მგზავრებისათვის 10,2-დუიმიანი დისპლეით და პლეერით Blu-ray, შუქდიოდის ფარებით, პარკირების წინა და უკანა გადამწოდებით.

ხოლო Elite კომპლექტაციაში დამატებით შეიძლება წინა სავარძლების ვენტილაციის, საჭის თვლის გათბობის, აუდიოსისტემის 11 დინამიკით მონტაჟი, მოწყობილობების უსადენო დამუხტვის, მინასაწმენდი წვიმის გადამწოდით და 19-დუიმიანი თვლების მონტაჟი.

(108)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge