გამოიწერეთ ბიულეტენი

ჩინეთმა დაიწყო დიდი "აკუმულატორის" რევოლუცია. რას უნდა ველოდოთ?

ჩინეთმა დაიწყო დიდი "აკუმულატორის" რევოლუცია. რას უნდა ველოდოთ?

აკუმულატორებისა და ავტომობილების ჩინელი მწარმოებლები გაერთიანდნენ მყარსხეულიანი აკუმულატორების ერთობლივი შემუშავებისა და წარმოებისთვის. იაპონიასა და დასავლეთს ტექნოლოგიის სფეროში "საუკუნის გამოწვევის" წინაშე დააყენეს.

ჯერ კიდევ იანვარში, პეკინმა შექმნა კონსორციუმი - ჩინეთის ერთობლივი ინოვაციური პლატფორმა - სრულად მყარსხეულიანი აკუმულატორების (CASIP) დანერგვის მიზნით, რომელმაც გააერთიანა მთავრობა, სამეცნიერო წრეები და მრეწველობა.

ალიანსის მიზანია 2030 წლისთვის შექმნას მყარსხეულიანი აკუმულატორების მიწოდების ჯაჭვი. CASIP-მა დაუყოვნებლივ გაააქტიურა შემდეგი თაობის აკუმულატორების კვლევები და შემუშავება ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით.

შეურიგებელი მეგობრები


ალიანსში მონაწილე აკუმულატორის მწარმოებლებს შორისაა CATL, BYD FinDreams Battery-ის შვილობილი კომპანია, CALB, EVE Energy და Gotion High-tech. ანუ მსოფლიოში 10 უმსხვილესი საავტომობილო აკუმულატორის მწარმოებლიდან 5!  

გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობენ ავტომწარმოებლები, ძირითადად სახელმწიფო საწარმოები, ასევე კერძო კომპანიები BYD და Nio.

პროექტი უნიკალურია იმით, რომ იგი პირველად აერთიანებს ყოფილ მეტოქეებს. მაგალითად, CATL და BYD აგრესიულად ეჯიბრებიან ერთმანეთს ლითიუმ-რკინა-ფოსფატის აკუმულატორების ბაზრის წილზე. CATL-მა CALB-ს და Sult Energy Technology-ს, კონსორციუმის აკუმულატორების კიდევ ერთ მწარმოებელს, სასამართლოში უჩივლა საპატენტო უფლებების დარღვევისთვის.

მაგრამ მეგობრების ჩხუბი ვის გაუგია.

ვინაიდან საქმე ჩინეთში ხდება, CASIP-ის წევრების სიაში შევიდნენ სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, როგორიცაა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გავლენიანი ფონდები.

იაპონური ფაქტორი


შეგახსენებთ, მრავალი წლის განმავლობაში Toyota Motor და სხვა იაპონური კომპანიები ლიდერობდნენ მაღალი სიმკვრივის მქონე მყარსხეულიანი აკუმულატორების კვლევებსა და განვითარებაში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიდნენ ელექტრო მანქანების სვლის მარაგს. გარდა ამისა ისინი ნაკლებად ცეცხლსაშიშია და უფრო კომპაქტური, რაც კონსტრუქტორებს მნიშვნელოვან თავისუფლებას ანიჭებს.

Toyota გეგმავს 2027-2028 წლებში მყარსხეულიანი აკუმულატორებით აღჭურვილი ელექტრო მანქანების გამოშვებას, Nissan Motor სავარაუდოდ დაიწყებს მათ გაყიდვას 2028 ფისკალურ წელს. 

ევროპელი ავტომწარმოებლები, როგორიცაა Volkswagen და BMW, ასევე ჩქარობენ აკუმულატორის ახალი სახეობის დანერგვას, სტარტაპებთან აშშ-ში და არა მხოლოდ თანამშრომლობით. 

ჩინეთი დევნაში ერთვება


ახლა ციური იმპერია აქტიურად შეუერთდა ელექტროძრავების რბოლას.

„ახალი ენერგიის წყაროზე არსებული ავტომობილების გაყიდვების თანაფარდობა ტრადიციულ ელექტრომობილების გაყიდვებთან 2025 ან 2026 წლისთვის ნახევარს გადააჭარბებს“, - დარწმუნებულია ცინგხუას უნივერსიტეტის პროფესორი ოუიან მინგაო, რომელიც სპეციალიზირებულია ავტომობილებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარებაში.  მისი თქმით, ჩინეთმა უნდა ისარგებლოს თავისი უზარმაზარი ავტო ბაზრის უპირატესობით და იყოს პირველი, ვინც დანერგავს მყარსხეულიანი აკუმულატორებს.

ჩინელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2030 წლისთვის ამ მიმართულებით გარღვევის მიღწევის მნიშვნელოვანი შანსი არსებობს. ანაზღაურდება თუ არა სასწაული ბატარეების შემუშავების „საყოველთაოდ ეროვნული“ მიდგომა - სხვა საკითხია.

გავლენიანი ჩინური მედია გამოცემის Yicai-ს მონაცემებით, Toyota ფლობს 1300-ზე მეტ მყარსხეულიანი აკუმულატორის პატენტს, ხოლო ჩინელ მწარმოებლებს მხოლოდ 100 აქვს. 

Რა თქმა უნდა, უცნობია შეძლებენ თუ არა ჩინურ კომპანიებს დაწინაურებას. მაგრამ უდავოა, რომ ისინი ბაზარს გაამდიდრებენ. 


წყაროები: Asia.nikkei.com, Yicaiglobal.com

(82)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge