გამოიწერეთ ბიულეტენი

CR ანგარიში: შიდა წვის ძრავის ავტომანქანებთან შედარებით «ელექტრომანქანები» ნაკლებად საიმედოა

CR ანგარიში: შიდა წვის ძრავის ავტომანქანებთან შედარებით «ელექტრომანქანები» ნაკლებად საიმედოა

ცნობილი ამერიკული სამომხმარებლო გამომცემლობა Consumer Reports-ის (CR) მიერ ჩატარებული ავტომობილების საიმედოობის ყოველწლიური კვლევის თანახმად, საშუალოდ ელექტრომობილებს (EV) 79%-ით (!) მეტი პრობლემა აქვს შიდა წვის ბენზინის ძრავებთან შედარებით.

ავტომობილის პროგნოზირებადი საიმედოობა ფასდებოდა CR-ის წევრების მათი ავტომობილების წინა წელს ექსპლუატაციისას წარმოშობილ პრობლემებთან დაკავშირებული პასუხების საფუძველზე. 

2023 წლის გამოკითხვა მოიცავდა მონაცემებს 2000–2023 სამოდელო წლების 330 000 მეტ ავტომობილზე. კვლევამ მოიცვა ფართო სპექტრის მონაცემები, მათ შორის ძრავის და ტრანსმისიის არა საგარანტიო შეკეთება, ელექტრომობილის აკუმულატორთან, დამუხტვასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა “უსიამოვნება“, როგორიცაა მუხრუჭის.

«ელექტრო მობილები ჯერ კიდევ იმყოფებიან ჩანასახის მდგომარეობაში, არ არის გასაკვირი, რომ მწარმოებლები, ზოგადად, აგრძელებენ შეცდომებზე მუშაობას, – ამბობს ჯეიკ ფიშერი, CR-ის ავტო ტესტირების უფროსი დირექტორი. – ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ სწორი მიმართულებით სვლის ნიშნებს. და მაინც, როგორც აჩვენებენ ჩვენი მონაცემები, მომხმარებლებმა, რომლებიც ზრუნავენ საიმედოობაზე, უმჯობესია უარი თქვან სრულიად ახალ ავტომობილებზე მათი გამოშვების პირველ (სამოდელო) წელს».

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ელექტრომობილი იწარმოება აღიარებული ავტო მწარმოებლების მიერ, ტექნიკური თვალსაზრისით რჩებიან «ნედლი»: ძალიან ცოტა დრო გავიდა კონვეიერიდან პირველი “ელექტრომობილის“ ჩამოსვლის მომენტიდან. და რაღა უნდა ვთქვათ იმ კომპანიების მანქანებზე, რომლებიც სრული ახალბედები არიან სატრანსპორტო საშუალებების წარმოებაში (მაგალითად, როგორიცაა Rivian).  

ტოპ-10 ავტომწარმოებელი პროგნოზირებადი საიმედოობის მიხედვით

54 2.png

1) Lexus (79 საიმედოობის პროგნოზირებული 100 მაჩვენებლიდან), 

2) Toyota (76), 

3) Mini (71), 

4) Acura (70), 

5) Honda (70), 

6) Subaru (69), 

7) Mazda (67), 

8) Porsche (66), 

9) BMW (64),

10) Kia (61).

«შუაშისტები» პროგნოზირებადი საიმედოობის მიხედვით

11) Hyundai (56), 

12) Buick (55), 

13) Infiniti (53), 

14) Tesla (48), 

15) Ram (46), 

16) Cadillac (45), 

17) Nissan (45), 

18) Genesis (44), 

19) Audi (43),

20) Сhevrolet (43), 

21) Dodge (42) და

22) Ford (40).

ქვემოთ განთავსდნენ

23) Lincoln (38), 

24) GMC (36), 

25) Volvo (28), 

26) Jeep (26), 

27) Volkswagen (26), 

28) Rivian (24), 

29) Mercedes-Benz (23) 

30) Chrysler.

თანაბარი მაჩვენებლების მქონე ავტო მწარმოებლები ჩამოთვლილია ანბანის მიხედვით. СR-მ განაცხადა, რომ მას არ აქვს საკმარისი მონაცემები Alfa Romeo, Fiat, Jaguar, Land Rover, Lucid, Maserati, Mitsubishi და Polestar-ის რანჟირებისთვის.

გამომცემლობა CR-მ აგრეთვე აღნიშნა, რომ დამუხტვასა და აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები ჩვეულებრივია ელექტრომობილის მომხმარებლებისათვის, მაგრამ  «Tesla ეწინააღმდეგება ამ ტენდენციას შედარებით ნაკლები რაოდენობის პრობლემებით», ხოლო Model Y და Model 3-მა მიიღეს CR-ის მიერ «რეკომენდირებულის» სტატუსი. 

გამომცემლობამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ Tesla და СR-ის პროგნოზირებადი საიმედოობის რეიტინგით მეორე ამერიკული ავტომწარმოებელი Buick-ის შემდეგ, მას ჯერ კიდევ აქვს ძარას დანადგარებთან, საღებავთან და სალონის მოპირკეთებასთან და აგრეთვე კლიმატის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები й. 

ელექტრომობილებს შორის Ford Mustang Mach-E-მა «აჩვენა საკმარისი გაუმჯობესება აკუმულატორში და ელექტრომობილის დამუხტვის სისტემაში», რათა ჰქონდეს CR-ის «რეკომენდირებული» სტატუსის უფლება.

სრული ზომის პიკაპები განთავსდნენ ბრენდების რეიტინგის ბოლოში.

Надежность гибридов, электромобилей и подключаемых гибридов

ჰიბრიდების, ელექტრომობილებისა და მიერთებული ჰიბრიდების საიმედოობა. გრაფიკა: CONSUMER REPORTS

 

ახალი ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების წარმოების მასშტაბის გათვალისწინებით, CR-მა დაამატა თავის კვლევებში სამი ახალი ფაქტორი: ელექტროძრავი, ელექტრომობილი/ჰიბრიდული აკუმულატორი და ელექტრომობილის დამუხტვა (ავტომობილთან და არა დასამუხტ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემები). 

ახლა შიდა წვის ძრავის ავტომობილები ფასდება CR-ის მიერ 17 პოტენციური პრობლემური დარგით, ხოლო ელექტრომობილი – მხოლოდ 12 მაჩვენებლით, ვინაიდან მათთვის არ არის დამახასიათებელი არსებითი პრობლემები ძრავთან და ტრანსმისიასთან. 

ჰიბრიდები ფასდება იგივე 17 კრიტერიუმით, რაც შიდა წვის ძრავის შემთხვევაში პლუს კიდევ ორი - ელექტროძრავი და აკუმულატორი. 

PHEV დალაგებულია 20 პარამეტრით — ყველა პრობლემა შიდა წვის ძრავთან, ელექტროძრავთან, აკუმულატორთან და დამუხტვასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ძრავის ელექტროამძრავთან გაერთიანების დამატებითი სირთულე PHEV-ში ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში ამ ავტომობილთან მიმართებაში «შეიძლება რამე აირიოს», აღნიშნავს CR.

ცალკე აღებულ მოდელებს შორის Toyota 4Runner აღიარებულია ყველაზე საიმედოდ, ხოლო Camry და Highlander აღმოჩნდნენ ყველაზე საიმედოთა რიცხვში. 

Tundra აღმოჩნდა საშუალოზე დაბალი შეფასების მქონე ერთადერთი Toyota იმის გამო, რომ მისი მფლობელები ატყობინებდნენ ძარას დანადგარებთან, შეღებვასთან და მოპირკეთებასთან, ელექტრონიკასა და მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. 

Lexus-ის მოდელების უმეტესობა – საიმედოობის საშუალო მაჩვენებელზე «მაღალი» ან «მნიშვნელოვნად მაღალია».

პირველ ათეულში შემავალ სხვა ბრენდებს შორის Honda-ს მოდელების უმეტესობამ მიიღო საშუალო შეფასება, გარდა Accord Hybrid და CR-V – «საშუალოზე მაღალი». HR-V-მ დაიმსახურა უმაღლესი ქულები. ამავდროულად Pilot-ის მფლობელებს ჰქონდათ ძარას დანადგარებთან, შეღებვასთან და მოპირკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები; Odyssey-ს და Passport-ს – აღენიშნებოდა ხარვეზები საავტომობილო ელექტრონიკაში. 

Subaru-მ დააგროვა «საშუალოზე მაღალი» ქულა BRZ, WRX, Forester და Crosstrek-თვის. მაგრამ Outback-ს და Legacy-ს აღმოაჩნდა საავტომობილო ელექტრონიკასთან დაკავშირებული პრობლემები; Ascent-ის მფლობელებს ხშირად აქვს პრეტენზიები კლიმატური სისტემის და მუხრუჭების მიმართ, ხოლო Solterra EV-ს აქვს დამუხთვასთან დაკავშირებული პრობლემები. 

Mazda-მ მიიღო «საშუალოზე მაღალი» ქულა ყველა თავისი მოდელისათვის, მაშინ, როდესაც Kia-ს ყველა მოდელმა – «საშუალო» ან «საშუალოზე მაღალი» ქულა.

პირველ ათეულში შემავალი გერმანელი ავტო მწარმოებლისთვის, Mini-ს მოდელებმა მიიღეს «საშუალოზე მაღალი» შეფასება, BMW-ს მოდელებმა კი – «საშუალო» ან «საშუალოზე მაღალი» ქულა. მხოლოდ X5 შევიდა ყველაზე საიმედო მოდელების ათეულში. 

Porsche-მ აიღო «საშუალოზე მაღალი» ქულა Cayenne-ის და Macan-ს მოდელებისთვის.

CR-ის შკალას ქვედა ნაწილში წარმოდგენილია Volkswagen, რომელმაც მიიღო «საშუალოზე დაბალი» შეფასება ყველა თავისი მოდელისათვის, ამავდროულად  Taos გამოკითხვაში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად საიმედო ავტომობილად. 

Mercedes-Benz-ის ყველა მოდელმა მიიღო «საშუალოზე დაბალი» ან «საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი» შეფასება. 

Chrysler არის ბოლო ავტო მწარმოებელი სიაში, მისი Pacifica Hybrid PHEV აღიარებულა ყველაზე ნაკლებად საიმედო ავტომობილად. მისი მფლობელები ატყობინებდნენ ელექტრო/ჰიბრიდულ აკუმულატორთან, დამუხტვასტაბნ, ამძრავის სისტემასთან და საავტომობილო ელექტრონიკასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.

წყაროები: Driving.ca, Consumerreports.org

(65)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge