Nissan Rogue VS Ford Edge: რომლის აღება სჯობს აშშ-ში?
მძლავრი და ტევადი საშუალო ზომის ყველგანმავლის მოძიება მდიდარ ამერიკულ ბაზარზე არ წარმოადგენს პრობლემას. პრობლემაა უამრავი შემოთავაზებული ვარიანტიდან შერჩევა. მაგალითად, რას მიანიჭოთ უპირატესობა – 2021 წლის Nissan Rogue და Ford Edge? მარადიული კითხვაა!
ამ კითხვას არამხოლოდ ჩვენი ხალხი სვამს, რომლებმაც გადაწყვიტეს ახალი (3-წლიანი) ყველგანმავლის ყიდვა აშშ-ში, არამედ თავად ამერიკელებიც. იაპონელი თუ ამერიკელი? ორივე მანქანა პოპულარულია ამერიკაში და დიდი წილად ჰვანან ერთმანეთს. თუმცა, მათ შორის არის განსხვავებაც, რომლის შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში თქვენ გაგიადვილდებათ არჩევანის გაკეთება.
1. Ford Edge (2021)
ძრავები: 2,0 ლ (250 ცხ. ძ.), 2,7 ლ (335 ცხ. ძ.)
გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
ამძრავი: წინა, სრული
საწვავის ხარჯი:
- წინა ამძრავი: 8,1 - 11,2 ლ/100 კმ (გზატკეცილი – ქალაქი)
- სრული ამძრავი: 8,4 - 11,9 ლ/100 კმ (გზატკეცილი – ქალაქი)
- სრული ამძრავი V6-ით: 9,4-12,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი – ქალაქი)
Ford Edge – საშუალო ზომის 5-ადგილიანი ყველგანმავალია, რომელიც მწარმოებლის სამოდელო ხაზში მდებარეობს უფრო კომპაქტური Escape-ს და სამრიგიანი Explorer-ის შორის. მანქანა საკმაოდ დიდია, მაგრამ ამავდროულად მანევრირებადი და მძლავრი.
ძრავები და კომპლექტაცია
2021 წლის გამოშვების მოდელი Edge გამოდიოდა ხუთი კომპლექტაციით: SE, SEL, ST-Line, Titanium და ST, რომელთაგან თითოეული ხელმისაწვდომი იყო ძარას 9 ფერში და სალონის ორ ფერში.
ყველა კომპლექტაცია, გარდა ST, აღჭურვილია ერთნაირი 2-ლიტრიანი ტურბოძრავით (250 ცხ. ძ.), რომელიც მუშაობს 8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან წყვილში. ST-ზე მონტაჟდებოდა უფრო მძლავრი V6 მოცულობით 2,7 ლ (335 ცხ. ძ.) 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც იძლევა 1.5 ტონამდე მისაბმელის ან კემპერის თრევის შესაძლებლობას.
სტანდარტული ამძრავი – წინა თვლებზე. სრული ხელმისაწვდომი იყო გავრცელებული (მათ შორის საბაზო კომპლექტაციისათვის) პარამეტრის სახით, და აგრეთვე იყო სტანდარტული ST კომპლექტაციაში.
თუმცა საბაზო კომპლექტაცია SE კარგად აღჭურვილია – მასში შედის ისეთი დეტალები, როგორიცაა Apple CarPlay / Android Auto მხარდაჭერა, Wi-Fi წვდომის წერტილი, უკანა პარკტრონიკი და აქტიური უსაფრთხოების სისტემების საბაზო კომპლექტი Ford Co-Pilot360 Assist – უფრო ოპტიმალურად ითვლება SEL მოდელი სრული ამძრავით. Nissan Rogue-თან შედარებით ჩვენ უპირველეს ყოვლისა სწორედ მასზე გვექნება ორიენტაცია.
კომპლექტაცია SEL-მ მიიღო აღჭურვილობა, რომელსაც თქვენ ვერ ნახავთ «საბაზო ვერსიაში»: ხელოვნური ტყავის მოპირკეთება Active-X (ქსოვილის ნაცვლად), წინა სავარძლები ელექტრო ამძრავით და გათბობით, ქარხნული სიგნალიზაცია, დისტანციური დაქოქვა, გასაღების გარეშე წვდომის სისტემა Ford SecuriCode, და აგრეთვე საბაზო ვერსიასთან შედარებით გაფართოებული აქტიური უსაფრთხოების სისტემებისა და მძღოლის დახმარების Ford Co-Pilot360 Assist + სისტემების პაკეტი.
უკანასკნელში შედიან ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ბრმა ზონების მონიტორინგისა და ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენის სისტემები, გაფრთხილება პირისპირ შეჯახების შესახებ, ავტონომიური დამუხრუჭების, უკანა ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილება, მოძრაობის ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილება და ფარების ავტომატური შორი ნათება .
ხელმისაწვდომი პარამეტრები SEL-თვის მოიცავდნენ საჭის თვალს გათბობით, ნავიგაციას, მოწყობილობების უსადენო დამუხტვას, ლუქს სახურავში და საბარგულის ელექტრო ამძრავს.
სალონი და საბარგული
Edge-ის აქვს ფართო დიდი სალონი მოხერხებული სავარძლებით და მათი დარეგულირების ბევრი ვარიანტით. მძღოლის სავარძელი საჭის სვეტის რეგულირებულ დახრასთან და გამოწევასთან ერთად შეიძლება მოერგოს ნებისმიერი აღნაგობის მძღოლისთვის, მეხსიერება იძლევა ამ პარამეტრების სწრაფად შეცვლის შესაძლებლობას.
ადგილი საკმარისია როგორც წინ, აგრეთვე უკან მათ შორის მაღალი მგზავრებისათვის. უკან მჯდომი მგზავრები იღებენ 4,5 სმ-ით მეტ სივრცეს ვიდრე მაღლა Nissan Rogue-ის შემთხვევაში და დაახლოებით 7 სმ-ით მეტ სივრცეს ფეხებისათვის.
Edge-ის საბარგულის მოცულობა 76 ლ მეტია ვიდრე Rogue-ის შემთხვევაში (1110 ლ 1034 ლ შედარებით), თუმცა საერთო ტვირთტევადობა დაკეცილი უკანა სავარძლებით ოდნავ უკეთესია Nissan-ის შემთხვევაში – 2078 ლ - Edge, Rogue-ის 2098 ლ შედარებით (20 ლიტრი სხვაობა).
ოღონდ ამ ფიცრებზე შეხედვისას არ დაგავიწყდეთ, რომ ჩამოთვლილი მოცულობა აშშ-ში აქტუალურია ავტომობილის ბოლომდე დატვირთვისას.
უსაფრთხოება
საგზაო უსაფრთხოების ამერიკულმა სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) მიანიჭა კანადაში აწყობილ 2021 სამოდელო წლის Ford Edge-ს უსაფრთხოების შეფასება «კარგი» ექვსივე ჩატარებულ ქრეშ-ტესტში. ერთადერთი არადამაკმაყოფილებელი შეფასება - ექსპერტთა აზრით ავტომობილის ფარებით გზის არასაკმარისი განათების გამო.
აგრეთვე Edge-მა მიიღო IIHS-გან უმაღლესი შეფასება «შესანიშნავი» ავტომობილის აქტიური უსაფრთხოების სისტემის, კერძოდ პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილების სისტემის მუშაობაში.
უსაფრთხო საგზაო მოძრაობის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) მიანიჭა Edge 2021-ს უსაფრთხოების ზოგადი რეიტინგი 5/5, მათ შორის 5 ვარსკვლავი პირისპირ და გვერდით ქრეშ-ტესტებში და აგრეთვე 4 ვარსკვლავი გადატრიალების ტესტში.
უპირატესობები:
+ საბაზო ძრავის მოცულობა მხოლოდ 2 ლ.
+ Edge-ის 2-ძრავის სიმძლავრე უფრო მაღალია, ვიდრე, Rogue-ის 2.5ლ ძრავის (250 ცხ. ძ. 170 ცხ. ძ. წინააღმდეგ).
+ 12-დუიმიანი სენსორული ეკრანი (Rogue-ს შემთხვევაში – 8-დუიმიანი).
+ ფართო და მოხერხებული სალონი კარგი ხმის იზოლაციით.
+ Rogue-თან შედარებით უფრო დიდი საბარგული (76 ლიტრით მეტი).
მინუსები:
- საწვავის გაზრდილი ხარჯი სრული ამძრავის მქონე ვერსიებში
- ინტერიერი გარკვეულ წილად ძველმოდურად და მინიმალისტურად გამოიყურება.
- უკან ხილვა გართულებულია ფართო სადგამების გამო (კომპენსირდება ელექტრონული თანაშემწეებით).
- კლიმატ-კონტროლით მართვის ელემენტები განლაგებულია სენსორული ეკრანის ქვედა ნაწილში; გადაწყობის საჭიროებისას მძღოლის ყურადღება დუნდება.
ფასი აშშ-დან მიწოდებით: $17 900-დან
2. Nissan Rogue (2021)
ძრავა: 2,5 ლ, 181 ცხ. ძ.
გადაცემათა კოლოფი: CVT
ამძრავი: წინა, სრული
საწვავის ხარჯი:
- წინა ამძრავი: 6,9 - 9,0 ლ/100 კმ (გზატკეცილი – ქალაქი)
- სრული ამძრავი: 7,4 - 9,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი – ქალაქი)
საინტერესოა, რომ ამერიკულ ბაზარზე ამ მეგა პოპულარულ ყველგანმავალს იაპონელი მწარმოებელი პოზიციონირებს როგორც კომპაქტურს 4,65 მ სიგრძის, 1,84 მ სიგანის და 1,70 მ სიმაღლის პირობებში. თუმცა, Ford-ის კონკურენტთან შედარებით (მისი სიგრძე 4,8 მ, სიგანე 1,93 მ, ხოლო სიმაღლე 1,74 მ) ის ნამდვილად ოდნავ მოკლე და ვიწროა. ნაკვეთიოლი თვლის ბაზის წყალობით (2,71 მ Edge-ის 2,85 მ შედარებით), მანქანა გაცილებით უფრო მანევრირებადია, რაც უდავო პლუსია ქალაქში ექსპლუატაციისათვის.
ძრავები და კომპლექტაციები
2021 სამოდელო წელს Nissan Rogue-მა განიცადა სერიოზული განახლება. პოპულარული ყველგანმავლის მესამე თაობამ მიიღო ახალი, უფრო მძლავრი საბაზო 2,5-ლიტრიანი ძრავა (181 ცხ. ძ. 2020 წლის მოდელის 170 ცხ. ძ. შედარებით), 8 დუიმამდე გაზრდილი საინფორმაციო-გასართობი სისტემის სენსორული ეკრანი (უფროსს კომპლექტაციებში – 9 დუიმამდე), Apple CarPlay/Android Auto მხარდაჭერა, მოწყობილობების უსადენო დამუხტვა, ხელსაწყოების ციფრული პანელი და სამზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი უფროსს კომპლექტაციებში.
სულ Rogue-ს 2021 წელს ჰქონდა 4 კომპლექტაცია: S, SV, SL და Platinum. ყველა სტანდარტულად აღჭურვილია 181 ცხ. ძ. სიმძლავრის ძრავით, უსაფეხურო ვარიატორით და წინა ამძრავით. სრული ყველა კომპლექტაციაში დამატებითი პარამეტრის სახით იყო ხელმისაწვდომი.
Edgeის SEL კომპლექტაციის ანალოგი Nissan Rogue-ის შემთხვევაში არის SV. ისინი ჰგვანან ერთმანეთს აღჭურვილობით: მძღოლის სავარძელი ელექტრო რეგულირებით (Edge – ორივე წინა + გათბობა), სტერეოსისტემა 6 დინამიკით, Wi-Fi წვდომის წერტილი, ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, გასაღების გარეშე წვდომა, დისტანციური დაქოქვა (Edge-ის შემთხვევაში შერჩევითია) პლუს აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დახმარების სისტემების ნაკრები Nissan ProPilot Assist (ადაპტური კრუიზ-კონტროლი, მოძრაობის ზოლის შენარჩუნების, ბრმა ზონების მონიტორინგის, უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემები).
ხოლო სინთეტიკური ტყავისგან დამზადებული მოპირკეთება და წინა სავარძლების გათბობა (როგროც Edge-ში) SV-ის შემთხვევაში დამატებით ანაზღაურებადი პარამეტრია. ისეთივე, როგორც ლუქი სახურავში, საბარგულის კარის ელექტრო ამძრავი ორივე კომპლექტაციისათვის.
181-ძალური ძრავის დაკავშირება ვარიატორთან განაპირობებს განსაკუთრებით მშვიდ მოძრაობას, გაქანების მცდელობაზე მომატებული ხმაურით რეაგირებით. სამაგიეროდ CVT Rogue გამოყენების წყალობით ნაკლებ საწვავს ხარჯავს. სრული ამძრავი ავტომობილიც კი ქალაქში ხარჯავს 9,5 ლ ას კილომეტრზე. ალბათ, ამ მაჩვენებლით Rouge იკავებს მოწინავე პოზიციებს საშუალო ზომის ყველგანმავლების კლასში.
სალონი და საბარგული
Nissan-ის ყველგანმავლის სალონი საკმაოდ ფართო და კომფორტულია. ცალკე შექებას იმსახურებენ სავარძლები Zero Gravity, რომელთა შექმნისას დიზაინერებისა და ინჟინრების შთაგონების წყარო იყო NASA-ს სავარძლები – ისინი ნამდვილად მოხერხებულია, განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
Rogue-ის ინტერიერი თანამედროვედ, მოდურად და მდიდრულად გამოიყურება. მოპირკეთება არ არის ისეთი უტილიტარული, როგორც Ford-ის შემთხვევაში. სალონის დიზაინი და შეხებით რბილი ზედაპირები ბევრს მოსწონთ.
იმის მიუხედავად, რომ Edge-თან შედარებით უფრო პატარა საბარგული აქვს, მაგრამ ის კარგად ორგანიზებულია: ორდონიანი, ეგრეთ წოდებული ტვირთის განცალკევებით შენახვის სისტემით Divide-N-Hide.
უსაფრთხოება
IIHS რამდენიმე წელი ზედიზედ ასახელებდა Nissan Rogue-ს წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად და აჯილდოებდა ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდოთი Top Safety Pick+ რეიტინგით. და 2021 სამოდელო წლის Rogue არ გახდა გამონაკლისი. მან მიიღო ექვსი უმაღლესი შეფასება «კარგი» ექვს ქრაშ-ტესტში და აგრეთვე განგით მეორე შეფასება «მისაღები» განმეორებით გვერდით ქრაშ-ტესტში. Rogue-ის ფარების მუშაობამ აგრეთვე დაიმსახურა შეფასება «კარგი».
აქტიური უსაფრთხოების სისტემის მუშაობისათვის კი მანქანამ დაიმსახურა «შესანიშნავი».
NHTSA-მა მიანიჭა 2021 წლის Rogue-ს უსაფრთხოების ზოგადი რეიტინგი - 4 ვარსკვლავი შესაძლო 5-დან (4 ვარსკვლავი –გადაბრუნებით პირისპირ შეჯახების ტესტისთვის და 5 – გვერდითი ქრაშ-ტესტისთვის).
უპირატესობები:
+ Ford-თან შედარებით საწვავის უფრო დაბალი ხარჯი.
+ ავტომობილის უფრო კომპაქტური ზომა და უფრო მაღალი მანევრულობა.
+ ავტომობილის უსაფრთხოების უფრო მაღალი რეიტინგი.
მინუსები:
- Ford-თან შედარებით საბაზო ძრავის უფრო დიდი მოცულობა (2,5 ლ 2 ლ-თან შედარებით).
- ამასთანავე – საბაზო ძრავის ნაკლები სიმძლავრე (170 ცხ. ძ. 245 ცხ. ძ.-თან შედარებით)
- CVT-ის გამო ხმაურიანი ტრანსმისია.
ფასი აშშ-დან მიწოდებით: $19 350-დან
და რა უნდა ვიყიდოთ? შეჯამებისას შეიძლება ითქვას, რომ ორივე მანქანა იმსახურებს ყურადღებას. თუ თქვენ გჭირდებათ უფრო ფართო, მძლავრი და რითმული ავტომობილი, თქვენი არჩევანია – Ford. ეძებთ ეკონომიურ და უფრო ესთეტიკურ ვარიანტს - მიაქციეთ ყურადღება Nissan-ს. პარადოქსი: იმის მიუხედავად, რომ გარეგნულად იაპონელი უფრო სპორტულად გამოიყურება ამერიკელთან შედარებით, სინამდვილეში ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდ არის.
თუ კიდევ დაგრჩათ ეჭვები, მოდით Сolumbus-ის ოფისში, ჩვენი მენეჯერები დაგეხმარებიან საუკეთესო მოდელის შერჩევაში!
რას ამბობს ChatGPT
როგორც ეს ახლა მოდურია, ჩვენ ვიკითხეთ ხელოვნური ინტელექტის აზრი Nissan Rogue-ს და и Ford Edge-ს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებების შესახებ. აი როგორი პასუხი მივიღეთ.
Nissan Rogue:
1. ზომა და კლასი: ჩვეულებრივ, Nissan Rogue-ს მიაკუთვნებენ კროსოვერების კომპაქტურ კლასს და ის ოდნავ მცირეა ზომით Ford Edge-თან შედარებით.
2. ეკონომიურობა: Rogue ცნობილია თავისი საწვავის ეკონომიურობით უფრო მსხვილ კროსოვერებთან შედარებით.
3. ტექნოლოგიები: Rogue აღჭურვილია სხვადასხვა ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, როგორიცაა უსაფრთხოების სისტემები და მძღოლის სხვადასხვა სახის თანაშემწეები.
Ford Edge:
1. ზომა და კლასი: როგორც წესი, Ford Edge, მიეკუთვნება კროსოვერების საშუალო კლასს და სთავაზობს Rogue-თან შედარებით უფრო ფართო შიდა სივრცეს.
2. წარმადობა: Edge-მ შეიძლება შემოგთავაზოთ უფრო მძლავრი ძრავები და დამატებითი პარამეტრები მათთვის, ვინც აფასებს მაღალ წარმადობას.
3. პარამეტრები და კონფიგურაციები: როგორც წესი, Edge სთავაზობს დამატებითი პარამეტრებისა და კონფიგურაციების უფრო ფართო სპექტრს (მოპირკეთების სხვადასხვა დონეები და დამატებითი ფუნქციები).
«თქვენი არჩევანი Nissan Rogue-ს და Ford Edge-ს შორის, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ სურვილებსა და ბიუჯეტზე. რეკომენდებულია ორივე მოდელის ტესტ-დრაივის გავლა, რათა უკეთ შეფასდეს მათი მახასიათებლები და დაკმაყოფილდეს მოთხოვნები», – შეაჯამა რობოტმა.
წყარო: Akinsford.com, 94nissan.com
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში