გამოიწერეთ ბიულეტენი

Nissan ამერიკიდან: ვირჩევთ ყველაზე მომგებიანს

Nissan ამერიკიდან: ვირჩევთ ყველაზე მომგებიანს

Nissan-ის ავტომობილებს აფასებენ მათი დიზაინის, ტექნოლოგიურების, კომპონენტების ხარისხის გამო. ძირითადად მანქანები, რომლებიც დადიან აშშ-ში, აწყობილია აშშ-ში და მექსიკაში. მათ აქვთ გარკვეული განსხვავება ევროპული მანქანებისგან - სხვა დასახელება, აღჭურვილობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - უფრო მიმზიდველი ფასი.

თქვენს წინაშეა – Nissan-ის ყველაზე პოპულარული მოდელების ტოპ-5, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩამოჰყავდათ Columbus-ის კლიენტებს 2023 წელს ამერიკიდან საქართველოში. ქართველებში ამ მოდელების პოპულარობის მთავარი მიზეზი ორია: პირველი, თქვენ დაზოგავთ Nissan-ის შეძენაზე; მეორე, ასეთი მანქანა პირნათლად გემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში. 


1. NISSAN LEAF (2019)

  • ძრავა: ელექტრო, 147-214 ცხ.ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: არა

  • ამძრავა: წინა

  • სვლის მარაგი: 240-360 კილომეტრამდე (ერთ დამუხტვაზე)


Nissan Leaf, ალბათ ყველაზე პოპულარული ავტომობილია ჩვენთან. და არა მხოლოდ ჩვენთან. პირველი თაობის დაბალი ფასი, უსაფრთხოების კარგი მაჩვენებლები და ხელმისაწვდომობა ყველა შტატში გახადა ეს მოდელი №1 აშშ-ში – ქვეყანაში, სადაც, თითქოს უსაზღვროდ ბატონობს Tesla. 

დროთა განმავლობაში მანქანამ, რომლის სვლის მარაგი “ელექტრომანქანების ერის“ დასაწყისში შეადგენდა მხოლოდ 117 კმ, შეიძინა უფრო მძლავრი აკუმულატორი. ახლა ის დამაჯერებლად უწევს მეტოქეობას ისეთ ძლიერ კონკურენტებს, როგორიცაა Tesla Model 3, Hyundai Kona Electric და Chevrolet Bolt.

2017 წელს სრული რედიზაინის შემდეგ 2019 წლის საბაზო Leaf სთავაზობს 240 კმ სვლის მარაგს ერთ დამუხტვაზე. კი, კონკურენტებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ გარბენის მანძილი ელექტრომობილების ერთადერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არ არის. მით უმეტეს, რომ მეტი ტევადობის აკუმულატორის (62 კვტ·სთ 42-ის ნაცვლად) წყალობით მოდელი Leaf Plus უზრუნველყოფს უკვე 360 კმ სვლის მარაგს. ამ მანქანის ძრავაც უფრო მძლავრია – 214 ცხ.ძ.  “საბაზო“ 147 ცხ.ძ. ნაცვლად.

თუმცა, საწყისი დონის Leaf კი კარგი არჩევანია, ხოლო 240კმ - სვლის ნორმალური მარაგია, რომელიც დააკმაყოფილებს უმეტეს ავტომფლობელთა მოთხოვნებს (სამუშაოზე და სამუშაოდან წამოსვლა, სუპერმარკეტში წასვლა და ა. შ.). გარდა ამისა ავტომობილს აქვს კვანძებისა მაღალი საიმედოობა და აგრეთვე მომსახურების დაბალი ხარჯი. და ბოლოს, მანქანის ფასი გაცილებით ნაკლების ვიდრე Bolt, Kona და Model 3 შემთხვევაში. 

Leaf-ის (ორი მოდელი) ყველაზე დაბალანსებული კომპლექტაცია არის SV. ის აღჭურვილია ინტუიციურად გასაგები საინფორმაციო-გასართობი სისტემით NissanConnect, რომელიც არ არის საბაზო S კომპლექტაციაში. სურვილისამებრ SV აღჭურვილია იგივე აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების სისტემებით, რაც ტოპ SL კომპლექტაცია.

SV-ში დამონტაჟებულია 7-დუიმიანი სენსორული დისპლეი (S კომპლექტაციაში არსებული 5-დუიმიანის ნაცვლად), აუდიოსისტემა 6 დინამიკით («საბაზოში» – 4), თანამგზავრის და HD-რადიო, USB 2 პორტი, არის Bluetooth, გასაღების გარეშე წვდომა, დისტანციური დაქოქვა, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, Android Auto და Apple CarPlay მხარდაჭერა, ნავიგაცია, მეორე USB პორტი და  6,6 კვტ სიმძლავრის პორტატიული ბორტის დასამუხტი მოწყობილობა.

დამატებითი თანხის სანაცვლოდ მონტაჟდებოდა ფარების ავტომატური შორი ნათება, მძღოლის სავარძელი ელექტრო რეგულირებით 8 მიმართულებით და აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების ProPilot Assist სისტემების სხვადასხვა კომბინაციები.

თუმცა Leaf-ის 147 ცხ.ძ. სიმძლავრე არ ჩანს ძალიან შთამბეჭდავი, მაბრუნი მომენტის მყისიერი გადაცემა ელექტროძრავისგან თვლებზე ეხმარება მანქანას სწრაფად აჩქარებაში - როგორც ადგილიდან, აგრეთვე გზატკეცილზე გადასწრებისას. დაბალი სიმძიმის ცენტრის და მკაფიო საჭის მართვის კომბინაცია ეხმარება ამ ავტომობილს მაღალ სიჩქარეზე დამაჯერებლად შეგრძნებაში. 
Nissan-ს ალბათ ერთი მინუსი აქვს - არ იკეცება უკანა სავარძლები. ამავდროულად, Leaf-ის საბარგულში ადგილი გაცილებით მეტია, ვიდრე მის “თანაკლასელების“ უმეტესობას.

ფასი ხელზე საქართველოში: $18 000-დან

ფასი აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტით: $15 500-დან

2. NISSAN KICKS (2020)

  • ძრავა: 1,6 ლ, 122 ცხ.ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: CVT

  • ამძრავა: წინა

  • საწვავის ხარჯი: 6,5 - 7,6 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


მარკეტოლოგები პოზიციონერებენ Nissan Kicks როგორც მცირე კომპაქტურ ყველგანმავალს. სინამდვილეში - მისი ასე დასახელება - გადაჭარბებულია. სრული ამძრავი ამ მოდელისათვის შერჩევითაც კი არ იყო შემოთავაზებული, ხოლო  საგზაო ღრეჩო (170 მმ) შეპირისპირებული დონის ხეჩბეკზე მხოლოდ ერთი სანტიმეტრით მეტია. ამის მიუხედავად ჩვენს წინაშეა ღირსეული და მოდური მანქანაა. 

Kicks-ში საკმარისი ადგილია სალონში, გამოყენებაში მარტივი საინფორმაციო-გასართობი სისტემა 7-დუიმიანი სენსორული ეკრანით. მფლობელები აუცილებლად შეაფასებენ ავტომობილის ფლობის დაბალ ღირებულებას და თავის კლასში საწვავის დაზოგვის ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს.

2020 წელს ავტომობილი გამოიშვებოდა სამ სტანდარტულ კომპლექტაციაში: S, SV და SR. საბაზო S კომპლექტაციას აქვს აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დახმარების რამდენიმე სისტემა (მათ შორის ბრმა ზონების მონიტორინგი და უკანა პარკტრონიკი). არ აქვს მხოლოდ Android Auto და Apple CarPlay მხარდაჭერა. მის მისაღებად საჭიროა უფრო მაღალი კომპლექტაციის შერჩევა.

SV კომპლექტაციაში შედის გასაღების გარეშე წვდომა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი, დისტანციური დაქოქვა, თანამგზავრის რადიო, რეილინგი სახურავზე, სარკეები გათბობით და 17-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკოები.

ტოპ SR კომპლექტაციაში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ისეთი ფუფუნების ელემენტები, როგორიცაა შუქდიოდის ფარები, ტყავის საჭე, წრიული მონიტორინგის კამერების სისტემა, სავარძლების ხელოვნური ტყავის  მოპირკეთება და პრემიუმ-კლასის აუდიოსისტემა Bose რვა დინამიკით (სტანდარტული ექვსის ნაცვლად).

მცირე გაბარიტების წყალობით Kicks მარტივად მანევრირებს საცობებში და ჩერდება ვიწრო ქალაქის ქუჩებში. საკისარი მარტივად «ყლაპავს» გზის უსწორობას, საჭის მართვა ზომიერად მგრძნობიარე, სალონი პრაქტიკული. საბარგულში საკმაოდ ადგილია, ამასთანავე უკანა სავარძლები იკეცება 60/40 შეფარდებით. მანქანა მიმზიდველია ფასი/ხარისხის შეფარდების თვალსაზრისით და შესანიშნავად გამოდგება ქალაქში მუდმივი ექსპლუატაციისათვის.

სხვათა შორის, მოდელი იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ 2023 წელს ჩაანაცვლა Nissan-ის ამერიკულ ხაზში უფრო დიდი Rogue Sport (მოხსნილია წარმოებიდან 2022 წლის დეკემბერში).

ფასი ხელზე საქართველოში: $13 500-დან

ფასი აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტით:  $16 500-დან

3. NISSAN ROGUE (2020)

  • ძრავა: 2,5 ლ, 170 ცხ.ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: CVT

  • ამძრავა: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 7,1 - 9,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


ამერიკული თვალსაზრისით კომპაქტური ყველგანმავალი Rogue (ჩვენთან ცნობილია, როგორც X-Trail), სარგებლობს ამერიკელებში პოპულარობით მისი 2007 წელს ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან. მას შემდეგ მოდელმა განიცადა ორი რეინკარნაცია– 2014 და 2020 წელს (2021 სამოდელო წელი). 2020 წლის შემოდგომამდე გამოშვებული მანქანები ახლა შეიძლება შეიძინოთ გაცილებით უფრო იაფად ვიდრე მესამე დინასტიის მისი უფრო ახალგაზრდა მემკვიდრეების შემთხვევაში.

Rogue-ის პოპულარობის საიდუმლო მარტივია. მას აქვს მოხერხებული და დიდი სალონი, მოპირკეთებული ხარისხიანი მასალებით საბაზო კომპლექტაციაშიც კი, მოცულობითი საბარგული საფირმო ორგანაიზერით Divide-N-Hide და აგრეთვე უსაფრთხოების სტანდარტული სისტემებისა და მძღოლის დახმარების ფუნქციების დიდი რაოდენობა (ყველა კომპლექტაციაში).

სულ არსებობს Rogue-ის სამი კომპლექტაცია - S, SV და SL. მათი შერჩევისას სრულიად მისაღებია შეჩერდეთ საბაზო S კომპლექტაციაზე. მაგრამ მისი შემდეგი SV კომპლექტაცია ითვლება უფრო დაბალანსებულად.ის არამხოლოდ ამატებს “საბაზო“ კომპლექტაციაში წარმოუდგენელ ზოგიერთ სასარგებლო ფუნქციებს (მაგალითად, წინა სავარძლების გათბობა), მაგრამ შეიძლება იტრაბახოს შერჩევითი გაუმჯობესებით SL-ის ნაკრებიდან.

მაგრამ Nissan Rogue-ზე დგინდება ძრავის მხოლოდ ერთი ვარიანტი  170 ცხ.ძ. სიმძლავრის 2,5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა, რომლის სიმძლავრე საკმარისია ქალაქში.

უსაფეხურო გადაცემათა კოლოფის წყალობით Nissan Xtronic у მანქანას აქვს საწვავის დაზოგვის კარგი მაჩვენებლები (განსაკუთრებით – ძრავის მოცულობის გათვალისწინებით). სრული ამძრავიანი ვერსიაც კი ხარჯავს 9,5 ლ საწვავს ას კილომეტრზე ქალაქში და 7,1 ლ – გზატკეცილზე. წინაამძრავიანი მოდელები კიდევ უფრო მომგებიანია ექსპლუატაციაში.

თუმცა Rogue არ არის ყველაზე დინამიკური ავტომობილი, მაგრამ საკმაოდ კომფორტულია. მიდის და ამუხრუჭებს მდორედ. როგორც ბევრი პატარა ზომის ყველგანმავალი - ადვილად მანევრირებს და არ იხრება გვერდზე მოსახვევში. 

ხარისხიანი ავტომობილი საკუთარი ფულით! 

ფასი ხელზე საქართველოში: $26 000-დან

ფასი აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტით: $22 000-დან


4. NISSAN ROGUE SPORT (2020)

  • ძრავა: 2,0 ლ, 1341 ცხ.ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: CVT

  • ამძრავა: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 8,1 - 10,2 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)



ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა დამატებითი სარგებლის მიღება ამერიკულ ბაზარზე Nissan Rogue-ის პოპულარობიდან და გამოუშვა მოდელის «შემცირებული» ვერსია» - Rogue Sport (იგივე– Qashqai). გარეგნული მსგავსების მიუხედავად, Rogue და Rogue Sport – ორი განსხვავებული მანქანაა.

მაშინ, როდესაც უფროსს ძმას აქვს ინტერიერში ფუფუნების ელემენტებით ძვირადღირებული ავტომობილის წოდების პრეტენზია, Rogue Sport-ის მთავარი ღირსება პრაქტიკულობაა. საერთოდა მანქანებს ალბათ ფართო საბარგული აქვს. კომპაქტურობის მიუხედავად Sport-ში საკმარისზე მეტი ადგილია. უკან, მოზრდილი მგზავრების თავზეც კი რჩება საკმაო მარაგი; ფეხებისთვის სივრცე მეტია ვიდრე Hyundai Kona და Kia Soul შემთხვევაში.

Sport-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოებას: სამივე კომპლექტაცია (S, SV და SL) სტანდარტულად მიეწოდებოდა მძღოლის დახმარების ფუნქციების კარგი ნაკრებით Nissan Safety Shield 360.

საბაზო S კომპლექტაცია გამოდგება მყიდველთა უმეტესობისათვის, რადგან მასში არის ყველაფერი:  გასაღების გარეშე წვდომა, საინფორმაციო-გასართობი სისტემა 7-დუიმიანი სენსორული ეკრანით, ხმის ამოცნობით და Apple CarPlay / Android Auto მხარდაჭერით და აგრეთვე Bluetooth, USB პორტი, აუდიოსისტემა 4 დინამიკით, თანამგზავრის რადიო, უკანა ხედის კამერა, ფარების ავტომატური შორი ნათება, უკანა პარკტრონიკი.

უკვე საბაზო კომპლექტაციაში - საგანგებო ავტონომიური დამუხრუჭების (როგორც წინ, აგრეთვე უკან მოძრაობისას), მგზავრების აჭმოჩენის, პირისპირ შეჯახების & უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემა, ბრმა ზონების მონიტორინგის და მოძრაობის ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილების სისტემა.

უფროსი SV და SL კომპლექტაციები სთავაზობენ კომფორტის უფრო მაღალ დონეს. კერძოდ, გათვალისწინებულია სალონის ტყავის მოპირკეთება, რეილინგები სახურავზე, ელექტრონული სადგომის მუხრუჭი, წრიული მონიტორინგის პარკირების კამერების სისტემა, სავარძლების ელექტრორეგულირება და სატვირთო სისტემა Nissan Divide-N-Hide (საბარგულის ორგანაოიზერი). ამასთანავე ისინი გაცილებით ძვირი ღირს და არ გააჩნიათ საბაზო მოდელის მსგავსად ფასი/ხარისხის ასეთი შესანიშნავი შეფარდება.

2-ლიტრიანი 141-ძალური ძრავით (რომელიც ერთნაირია ყველა კომპლექტაციაში) და ვარიატორით Rogue Sport არ გამოირჩევა სპორტული ხასიათით. მაგრამ გზაზე დარწმუნებულია საკუთარ ძალებში; ხისტი საკისარის წყალობით სტაბილურია მოსახვევების გასვლისას. საჭის მართვას ზუსტს ვერ უწოდებ, მაგრამ ამის მიუხედავად კროსოვერი კარგად მანევრირებს საცობებში და ვიწრო პარკინგზე. მუხრუჭები კარგად დარეგულირებულია და უზრუნველყოფს მდორე გაჩერებას.

ზოგადად, ღირსეული ავტომობილია და ფასის გათვალისწინებით - იაფი გადაადგილების საშუალების შესანიშნავი ვარიანტია ყოველდღიური მოძრაობისთვის.

ფასი ხელზე საქართველოში: $14 000-დან

ფასი აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტით:  $17 800-დან

5. NISSAN MURANO (2020)

  • ძრავა: 3,5 ლ, 260 ცხ.ძ. 

  • გადაცემათა კოლოფი: CVT

  • ამძრავა: წინა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 8,4 - 11,8 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)



საშუალო ზომის ყველგანმავალი Murano გამოირჩევა თავისი გარეგნობით Nissan-ის არატრივიალურ რიგშიც კი. გარდა ამისა ის შთაბეჭდილებას ახდენს მძლავრი ძრავით და გახარებს კომფორტული საკისარით.

Murano-ს ყველგანმავლად წოდება შეიძლება მხოლოდ დათქმით, სამაგიეროდ ის შესანიშნავად გამოიჩენს თავს იქ, სადაც ჩვეულებრივ იბნევიან ჯიპები. თუნდაც ძარას დიზაინს რომ შევხედოთ. მისი დაბალი აეროდინამიული კოეფიციენტის წყალობით მანქანას აქვს საწვავის დაზოგვის შთამბეჭდავი მაჩვენებლები. V6 ძრავა Xtronic ვარიატორთან კომბინაციაში – პრაქტიკულად იდეალური გადაბმაა ტრანსმისიისათვის. მოდელის ყველაზე ძლიერ მხარეთ თვლიან მის სავარძლებს,  რომლებზეც უფრო კომფორტული კონკურენტებს ნამდვილად არ აქვთ.

Nissan უშვებდა Murano-ს 2020 წელს ოთხ კომპლექტაციაში: S, SV, SL და Platinum. V6 ძრავა, ვარიატორი და წინა ამძრავი სტანდარტულია ყველა კომპლექტაციისათვის (სრული ამძრავით შერჩევითი ვარიანტის სახით).

ტრადიციულად Nissan-თვის საბაზო კომპლექტაცია კარგად აღჭურვილია. მაგრამ თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ელექტრონული თანაშემწეები უმჯობესია შეარჩიოთ SV. «სრული კომპლექტის» მოყვარულებისათვის რეკომენდებულია SL და Platinum. ამ უკანასკნელებში წარმოდგენილია სალონის ძვირადღირებული მოპირკეთება, ლუქი სახურავში, საჭის სვეტის ელექტრორეგულირება და ცივილიზაციის სხვა სიკეთეები.  

საბაზო S კომპლექტაციის სტანდარტული აღჭურვილობა მოიცავს სავარძლების ქსოვილის მოპირკეთებას, 8-დუიმიან სენსორულ ეკრანს, საინფორმაციო-გასართობ სისტემას Apple CarPlay / Android Auto მხარდაჭერით, აუდიოსისტემას ექვსი დინამიკით, თანამგზავრის რადიოს, Bluetooth, 4 USB პორტს, გასაღების გარეშე წვდომას, ორზონიან ავტომატურ კლიმატ-კონტროლს, უკანა ხედის კამერას და მსუბუქშენადნობი დისკოებს.

SV კომპლექტაციაში დამატებულია წინა სავარძლები ელექტრორეგულირებით, საჭის ტყავის შემონაწნავი, ძრავის დისტანციური დაქოქვა, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი და უკანა პარკტრონიკი.

სტანდარტულ 3,5-ლიტრიან V6 ძრავს გააჩნია საკმარისზე მეტი სიმძლავრე (260 ცხ.ძ.) ყველა საგზაო სცენარისთვის, უზრუნველყოფს კარგ აჩქარებას როგორც ადგილიდან დაძვრისას, აგრეთვე გზატკეცილზე გადასწრებისას. მანქანა კრეფს სიჩქარეს და მიდის მდორედ, გზაზე მდგრადია და უეცარ მოსახვევში მხოლოდ ოდნავ იხრება. საჭის მართვა მარტივია, ტრანსმისია თითქმის არ ისმის, რაც იშვიათობაა CVT-ით აღჭურვილი მანქანებისთვის.

ავტომობილის ერთადერთი მინუსია - კონკურენტებთან შედარებით არც ისე დიდი საბარგული. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ Murano-ს მოწინააღმდეგეები ზომით უფრო დიდებია (და ხშირად აქვთ სავარძლების სამი რიგი, რაც მას უფრო ვიწროს ხდის) ეს მინუსი წვრილმანად მოგეჩვენებათ. მძღოლების უმეტესობას სრულიად ყოფნით 454 ლ მოცულობის საბარგული. 

ფასი ხელზე საქართველოში: $31 000-დან

ფასი აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტით:  $27 000-დან

წყარო: Cars.usnews.com, Edmunds.com

(211)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge