დაუფასებლები: 10 ხელმისაწვდომი ავტომობილი, რომელიც ამერიკელმა მყიდველებმა ვერ შეამჩნიეს

მიკროჩიპების გლობალურმა დეფიციტმა გამოიწვია მომხმარებლების გადასვლა მეორადი ავტომობილების ბაზარზე. ეს "სრულყოფილი ქარიშხალი" არის მიზეზი იმისა, თუ რატომ იყიდება ზოგიერთი ავტომობილი მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ საცალო ფასზე მაღალ ფასად. თუმცა, მიუხედავად გაბერილი ფასებისა, შესაძლებელია აირჩიოთ საიმედო და დაუფასებელი ბრენდი მისაღებ ფასად.
წარმოგიდგენთ ხელმისაწვდომ მანქანებს, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველია მყიდველებისთვის, თუმცა ისინი დიდად არ ჩამოუვარდებიან „გაპიარებულ“ ავტომობილებს.
1/10. Pontiac Vibe.
გამოშვების წლები: 2003 წლიდან - 2010 წლამდე
დღესდღეისობით გაუქმებული ამერიკული ბრენდი იყო ცნობილი თავისი არასაიმედოობით, მაგრამ Vibe გამონაკლისია, რადგან ის ფაქტობრივად, არის Toyota Matrix-ის კოპია. ცნობილია, რომ 2002-2010 წლებში General Motors-მა Toyota-სთან თანამშრომლობა დაიწყო. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგი გახდა Vibe და Matrix, ორი ხელმისაწვდომი, კომპაქტური და თითქმის იდენტური ჰეჩბეკი. მათი ყიდვისას, იაპონურ მანქანას იღებთ ტოიოტას ბრენდის გადასახადის გარეშე.
2/10. Mazda 6.
გამოშვების წლები: 2002 წლიდან - დღემდე. იდან - დღემდე.
ყველამ იცის Mazda 3, რომელიც პირდაპირ კონკურენციას უწევს "Civic-ებს" და "კოროლებს". თუმცა, ცოტა უფრო ძლიერი Mazda 6 ჩრდილოეთ ამერიკაში რატომღაც ნაკლებად პოპულარულია. დიახ, მანქანას აქვს პრობლემები ხმის იზოლაციაზე უხეში სავალი ნაწილი და სედანებიც გადის მოდიდან. თუმცა არ არის შემთხვევითი, რომ ჟურნალი Car and Driver ყოველწლიურად 2017 წლიდან Mazda 6-ს "რედაქციის არჩევანს" და საშუალო ზომის სედანების მეფეს უწოდებს, რომლებიც სიამოვნებას იწვევენ მართვისას.
3/10. Nissan Leaf.
გამოშვების წლები: 2011 წლიდან - დღემდე.
Nissan-ის ავტომობილები ცნობილია როგორც, ნაკლებად სანდო და ხარისხიანი, ვიდრე სხვა იაპონელები. მაგრამ სრულიად ელექტრონული Nissan Leaf - გამონაკლისია.
მას შემდეგ, რაც Consumer Reports-მა გამოაქვეყნა თავისი პირველი Nissan Leaf-ის მიმოხილვა, მანქანა მუდმივად ახდენდა შთაბეჭდილებას მშენებლობის ხარისხით, გამოიმუშავა 4/5 ან 5/5 საიმედოობისთვის.
მართალია, ბაზარზე დიდი შესაძლებლობების მქონე ელექტრო მანქანები გამოდიან, მაგრამ ქალაქის მაცხოვრებლებს 3-5 წლის Leaf-ი ერთ წელიწადზე მეტ ხანს ემსახურება.
4/10. Scion iA.
მოდელის წელი: 2016 წელი.
Scion iA არის ნამდვილი მარგალიტი ნაგვის გროვაში, რომელიც იყიდება ავტო აუქციონებზე. ეს ტოიოტას შვილობილია, რომელიც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იყიდებოდა, არის გადაკეთებული Mazda 2-ის ვერსია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას აქვს უმაღლესი საიმედოობა, მართვისა და საწვავის ეკონომიურობა. და ეს ყველაფერი ტოიოტას ან მაზდას შიგთავსის გარეშე, რომლებიც ფასს აჭარბებენ. ამერიკაში საბოლოოდ იწყებენ ამ მანქანის დაფასებას, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება Scion iA-ს იაფად შეძენა.
5/10. Scion iM.
მოდელის წელი: 2016 წელი.
iA-ს მსგავსად, iM-იც არის გადაკეთებული იაპონური ავტომობილი. iM-ი ანაწილებს თავის პლატფორმას ძველ Toyota Corolla-სთან. ეს არის საიმედო, იაფი და კომპაქტური მანქანა. მისი მართვა ცოტა დამღლელია, მაგრამ ქალაქში და მოკლე მანძილებზე უკეთეს ავტომობილს ვერ იპოვით.
6/10. Scion tC.
გამოშვების წლები: 2004 წლიდან - 2016 წლამდე
Scion tC-ს შეძენისას თქვენ იღებთ სტილურ ავტომობილს Toyota-სგან, რომელმაც დაიმსახურა მაღალი შეფასებები საიმედოობისთვის და მანევრირებისათვის. მფლობელები (განსაკუთრებით ახალგაზრდები)გახარებულნი არიან იმით, რომ მანქანას არ გააჩნია პრობლემები ნაწილებთან მიმართებაში. კონკურენტებთან შედარებით Scion tC-ს წვა უფრო მაღალი აქვს.
7/10. Volkswagen Jetta TDI (დიზელი).
გამოშვების წლები: 1980 წლიდან - დღემდე.
აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა აღმოაჩინეს, რომ ასი-ათასობით Volkswagen-ის დიზელის ძრავის მქონე ავტომობილი (მათ შორის Jetta TDI) იყიდებოდა «დაცვის მოწყობილობით», რომელიც გამოიყენებოდა ეკოლოგიური ნორმების დასარღვევად ატყდა ერთი ამბავი, რომელმაც ბრენდის რეპუტაციაზე ცუდი გავლენა მოახდინა. მიუხედავად ამისა, Jetta TDI კვლავ მაღალტექნოლოგიური, საიმედო მანქანაა. გარდა ამისა, Volkswagen-ის დიზელის გამონაბოლქვის პრობლემა დიდი ხნის მოგვარებულია.
8/10. Volkswagen Golf TDI.
გამოშვების წლები: 1974 წლიდან - დღემდე.
Golf TDI ასევე ჩართული იყო "დიზელგეიტში", ამიტომ მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ მანქანის VIN ნომერი და დარწმუნდნენ, რომ ძრავი მოდერნიზებულია. დანარჩენში Golf TDI, Motor Trend-ის ზუსტი განმარტებით, წარმოადგენს «შესანიშნავ ბალანსს პროდუქტიულობასა და ეფექტურობის შორის».
9/10. Ford Focus (მექანიკა).
გამოშვების წლები: 2000 წლიდან - დღემდე.
Ford-ი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 2019 წელს კომპანიის შიდა დოკუმენტები გამოქვეყნდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია თავისი ავტომატური გადაცემათა კოლოფების PowerShift-ის ნაკლის შესახებ (ამ მიზეზის გამო გირჩევთ თავი შეიკავოთ "ავტომატური კოლოფის მქონე" "Focus" და "Fiesta"-გან). მაგრამ აქ Focus-მა მექანიკური გადაცემათა კოლოფით თავი დაიმკვიდრა როგორც საიმედო და გამძლე მანქანად ყოველდღიური მართვისთვის, რეკომენდაციას ვუწევ.
10/10. Lincoln Town Car.
გამოშვების წლები: 1981 წლიდან - 2011 წლამდე
Lincoln Town Car, დიდი, მაღალი წვის მქონე "ავტორიტეტული" სედანია, ბრენდის ოქროს დღეებს გვიხსენებს, როდესაც ბენზინი იაფი იყო და კრუიზერები მოდის პიკზე იყვნენ. მიუხედავად ამისა, ეს მდიდრული ავტომობილი ჯერ კიდევ საიმედო, კომფორტული და ქარიზმატულია. რთულია ცუდი შეფასების პოვნა Town Car-ზე.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში