გამოიწერეთ ბიულეტენი

10 ავტომობილი აშშ-დან ყველაზე დაბალი დაგაყიდვის ღირებულებით

10 ავტომობილი აშშ-დან ყველაზე დაბალი დაგაყიდვის ღირებულებით

ზოგიერთი ავტომობილი სხვადასხვა მიზეზით სხვა ავტომობილებზე  უფრო სწრაფად იკლებს ღირებულებას. ზოგიერთ ეს დაიცავს მათი შეძენისაგან, ზოგს კი პირიქით - შთააგონებს შენაძენს. მით უმეტეს, რომ ღირებულებაში სწრაფად კლებად ავტომობილებს შორის არის შესანიშნავი თანამედროვე და საიმედო ეგზემპლარები.

ამბობენ, რომ მოქცევა ყველა ნავს მაღლა წევს, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დროში მეორეული ავტომობილები იყიდება უპრეცენდენტოდ მაღალ ფასად, ყველა ახალი მოდელი ვერ ინარჩუნებს დიდხანს მაღალ ღირებულებას.

სტაბილურ პერიოდშიც კი რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა ეღირება კონკრეტული მანქანა  მისი სალონიდან გაყვანიდან სამ-ხუთ წელიწადში იყო არქირთული ამოცანა. სანდო მონაცემების მისაღებად 2022 წელს საავტომობილო საიტი CarEdge.com-ს ექსპერტებმა გაანალიზეს მილიონობით მონაცემები. ამან მისცა მათ შესაძლებლობა განესაზღვრათ თუ რომელ ახალი ავტომობილი უკეთ (ან უარესად) ინარჩუნებს თავის თავდაპირველ ღირებულებას. რვა წლის წინ ასეთივე სამუშაო ჩაატარა ფინანსურმა პორტალმა GOBankingRates. Columbus-ის სპეციალისტებმა შეაჯამეს ამ ორი წყაროს მონაცემები. ვიმედოვნებთ, რომ მკითხველებისთვის საინტერესო იქნება მათი შედარება.

10 ავტომობილი, რომელიც სხვებზე უფრო სწრაფად დაიკლებს თავის ღირებულებას: CarEdge-ის მონაცემები, 2022 წ.

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ყველაზე ნაკლებად გაუფასურდება ხუთწლიან პერიოდში არის საკულტო სპორტული ავტომობილი Porsche 911. CarEdge-ის პროგნოზების მიხედვით, საშუალოდ იგი ინარჩუნებს თავდაპირველი ღირებულების 85%. ყველაზე მეტად უფასურდება ყველგანმავალი Mercedes-Benz GLS-Class (შეინარჩუნებს მისი ღირებულების მხოლოდ 37,75% პირველი გაყიდვისას).

აღსანიშნავია, რომ ფასში სწრაფად კლებადი 10 მოდელიდან ერთის გარდა ყველა მიეკუთვნება ლუქს-ბრენდებს. დიდ წილად, ეს დაკავშირებულია მეორეულ ავტომობილებზე მყიდველთა მგრძნობელობასა და მაღალი კლასის ავტომობილების უფრო მაღალ დანახარჯებთან შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე.

ამ სხვაობის ილუსტრირებისათვის CarEdge.com გვაცნობებს, რომ გადაყიდვისას ყველაზე დაბალი ღირებულება, საშუალოდ 63,15%  აქვს Buick-ის მარკას. მდიდრულ ავტომობილებს შორის სპეციალისტები აღნიშნავენ Land Rover-ს, რომელიც 5 წლის შემდეგ ინარჩუნებს თავდაპირველი ღირებულების მხოლოდ 53,08%. 

შედარებისთვის: მაღალია ალბათობა, რომ Subaru-ს მოდელები გადაყიდვისას იმავე პერიოდში დაიბრუნებს თავდაპირველი ღირებულების მაქსიმალურ 78,65%.

ქვემოთ – 10 მოდელის დასახელება, რომლებიც, როგორც მოწმობენ CarEdge.com-ს მონაცემები, 5 წელიწადში კარგავენ მისი ღირებულების მაქსიმალურ პროცენტს. ყველა მონაცემები მოყვანილია კარგ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილებისათვის საშუალოდ გარბენით 12 000 მილი/წელი.

1. GLS-კლასის «Mercedes-Benz»


GLS — S-კლასის ყველგანმავალი, ანუ დიდი და ლამაზი, ელეგანტური ინტერიერით, დატვირთული უამრავი უჩვეულო ფუნქციით. ის მიეწოდება რამდენიმე კომპლექტაციით, მათ შორის მარალი წარმადობის AMG ვერსიით, და აგრეთვე "ულტრა-სათამასო" მოდიფიკაცია Maybach GLS 600. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში თითოეული მათგანი მკვეთრად იკლებს ფასში.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $116 680.

  • ხუთი წლის შემდეგ: $44 047.

  • ნარჩენი ღირებულება: 37,75%

2. Land Rover Range Rover


Land Rover-ის ხაზის ლიდერი იყო აშშ-ში გაყიდული პირველი ლაქშერი-ყველგანმავალი. ის ერთდროულად მდიდრული და უგზოობაზე ნამდვილი გმირობის ჩადენის შემძლეა. თუმცა, უნდა იყო ძალიან ეგზალტირებული ტიპი, რომ გააფუჭო ასეთი ძვირადღირებული მანქანა ქვებსა და გუბეებში სიარულისთვის. იმის მიუხედავად ახალია თუ მეორეულია ავტომობილი, მისი ფასი წარმოუდგენლად მაღალია.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $131 111.

  • ხუთი წლის შემდეგ: $57 623.

  • ნარჩენი ღირებულება: 43,95%

3. 7 სერიის BMW


ბრენდის ლიდერი სედანი მშვენიერია შიგნიდან და გარედანაც შესანიშნავია და აგრეთვე საკმაოდ ტევადია, რათა გამოიყენოთ ის წარმომადგენლობითი კლასის ავტომობილის სახით. სხვა ავტომობილებთან შედარებით უფრო სპორტული, ის აღჭურვილია რიგო მძლავრი ძრავით, მათ ღორის V-12 ძრავით ორმაგი ტურბოჩაბერვით. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს მშვენიერი "თვითმფრინავი" მნიშვნელოვნად იაფდება.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $107 657.

  • ხუთი წლის შემდეგ: $50 297.

  • ნარჩენი ღირებულება: 46,72%

Infiniti QX80


სრული ზომის Infiniti QX80 კომფორტით იტევს რვა მგზავრამდე და სრული ამძრავის შემთხვევაში შეუძლია უგზოობის გადალახვა. საკმაოდ ტექნოლოგიური, კარგად აჩქარდება, თუმცა ასევე სწრაფად კარგავს თავის ღირებულებას. 

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $77 737.

  • ხუთი წლის შემდეგ: $36 642.

  • ნარჩენი ღირებულება: 47,38%

5. Jaguar XF


ერთადერთი სედანი Jaguar ინარჩუნებს კლასიკური სტილისადმი ერთგულებას. ეს არის დიდი ავტომობილი მდიდარი სალონითა და ძრავის კარგი არჩევანით. თუმცა ის იკარგება აურზაურში, რომელიც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სიმდიდრის ბაზარი იხრება ყველგანმავლებისა და პრემიუმ-კლასის ელექტრომობილეებისაკენ.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $50 086.

  • ხუთი წლის შემდეგ: $29 289.

  • ნარჩენი ღირებულება: 49,57%

6. Porsche Cayenne


საშუალო ზომის ყველგანმავალი Porsche Cayenne ახარებს თვალს მარკის დიზაინის ცნობადი ელემენტებიანი ძარას ფორმით. ავტომობილის სალონში თავისუფლად ეტევა ხუთი მგზავრი. მანქანამ მემკვიდრეობით მიიღო Porsche 911-ს დნმ: ძალური აგრეგატები იწვევენ პატივისცემას, არსებობენ ჰიბრიდებიც. ამის მიუხედავად, Cayenne ვერ ინარჩუნებს თავის ღირებულებას ისევე დამაჯერებლად, როგორც 911 მოდელი.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $103 367.

  • ხუთი წლის შემდეგ: $55 219.

  • ნარჩენი ღირებულება: 53,42%

7. Audi А6


მდიდრული საშუალო ზომის სედანი Audi A6 - მდოვრე და მოდური ავტომობილი სტანდარტული სრული ამძრავით და უამრავი მაღალტექნოლოგიური ფუნქციით. S6 და RS6 — ყველაზე სწრაფი მოდელები ხაზში, აღჭურვილი V8 ძრავით ორმაგი ტურბოჩაბერვით. მაგრამ მათი მომსახურება საკმაოდ ბევ დანახარჯს მოითხოვს.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $66 377.

  • ხუთი წლის შემდეგ: $35 744.

  • ნარჩენი ღირებულება: 53,85%

8. S-კლასის Mercedes-Benz


Mercedes-Benz S-კლასის ფლაგმანი მოდელი არის ფუნქციებით ყველაზე "დატვირთული" და გაბარიტული სედანი Rolls-Royce-ის შემდეგ და შეიძლება აღჭურვილი იყოს უამრავი დამატებითი ფუნქციებით. სიმძლავრე უზრუნველყოფილია ექვს ცილინდრიანი, V8 ძრავით ტურბოჩაბერვით. და მთელი ეს ფუფუნება საკმაოდ ძვირი ჯდება. 

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $127 503.

  • ხუთი წლის შემდეგ: $68 852.

  • ნარჩენი ღირებულება: 54,00%

9. Porsche Panamera


ოდესღაც ოთხკარიანი Porsche-ს სედანი იდეა სისულელედ აღიქმებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, დიდი და მძლავრი Panamera არ გტოვებთ იმედგაცრუებულს. ერთადერთი გადაყიდვისას მისი დაბალი ღირებულების თვალსაზრისით. ფართო სამოდელო რიგი შეიცავს ოთხ კარიან ჰეჩბეკს, მოგრძო წარმომადგენლობით მოდელებსა და "უნივერსალურ" Sport Turismo-ს. ყველა აღჭურვილია მძლავრი ძრავებით და საკმაოდ ძვირადღირებულია მომსახურებაში. 

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $142 700.

  • ხუთი წლის შემდეგ: $77 058.

  • ნარჩენი ღირებულება: 54,00%

10. Nissan Leaf


საწვავის გაზრდილი ფასის გამო ელექტრომობილებზე მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, Nissan Leaf-ის ფასი ხუთ წელიწადში თითქმის ორჯერ დაიკლებს. იმ დროისათვის მისი ტექნოლოგიები და განსაკუთრებით სვლის მარაგი (149–226 მილი, ვერსიიდან გამომდინარე) ახალ მოდელებში უფრო მიმზიდველი იქნება.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $38 839.

  • ხუთი წლის შემდეგ: $21 575.

  • ნარჩენი ღირებულება: 55,55%

10 ავტომობილი, რომლებიც სხვაზე სწრაფად დაიკლებს ფასში: GOBankingRates-ის მონაცემები, 2014 წ.

მაშ ასე, ყველა ავტომობილი არ უფასურდება თანაბრად. ზოგიერთი მათგანი ინარჩუნებს ღირებულების 62%-მდე ხუთი წლის განმავლობაში. მდიდრულ ავტომობილებს ხშირად აქვს ამორტიზაციის უფრო ტემპი ვიდრე სხვა ავტომობილებს - უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ აშშ-ში მიღებულია მათი გაქირავება და არა გაყიდვა, რაც იწვევს სამი-, ოთხწლიანი ავტომობილების ნაკადს გარბენიანი ავტომობილების ბაზარზე. ხანდახან ავტომობილების ღირებულებას აქვეითებს მომხმარებელთა გამოხმაურება წინა წლების მოდელების შესახებ, რომელიც ძალიან შორსაა თანამედროვე ავტომობილების რეალური პლიუსებისაგან. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, შემდეგ 10 ავტომობილს აქვს საავტომობილო ბაზარზე ყველაზე დაბალი ღირებულება გადაყიდვისას.

1. Lincoln MKS

2014 წლის Lincoln MKS ხელმისაწვდომია ღირებულებით. თუმცა, ამ ავტომობილის შექმნისას გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგების (ორზონიანი კლიმატ-კონტროლის, პრემიუმ კლასის ტყავის სალონის და კომფორტის გაფართოებული პარამეტრების ჩათვლით) მიუხედავად, ავტომობილი ვერ ინარჩუნებს კარგად თავის ღირებულებას. ბევრი ახალგაზრდა თვლის  Lincoln-ს "ძალიან მოძველებულად", და უპირატესობას ანიჭებს მოდურ და დინამიურ ავტომობილებს. ეს იწვევს დაბალ საბაზრო მოთხოვნას. 

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $19 710-დან $34 090-მდე. 

  • 36 თვეში: 58%

2. Dodge Avenger

2014 წლის Dodge Avenger - კიდევ ერთი ხელმისაწვდომი ავტომობილი, მაგრამ უფრო პოზიტიური  გამოხმაურებით. მაგალითად, JD Power and Associates-გან მან მიიღო შეფასება "ორი ხუთიდან". საიმედო საშუალო ზომის სედანის იმიჯის მიუხედავად, ავტომობილი სწრაფად კარგავს ფასში.

ექსპერტები ბევრი რამის გამო აკრიტიკებდნენ ავტომობილს, მათ შორის ბენზინის დიდი ხარჯის, კომფორტის არარსებობისა და ზოგადი "გაუთლელობის" გამო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ ასეთი კორიფეების მოსაზრებამ გავლენა მოახდინა Dodge Avenger-ის ღირებულებაზე გადაყივისას. ჩვეულებრივი მომხმარებლები კარგად ახასიათებენ ამ ავტომობილს. 

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $10 007-დან $17 219-მდე.

  • 36 თვეში: 58%

3. Jaguar XJ

Jaguar XJ 2014 – ძვირადღირებული ავტომობილია. “რჩეულთათვის“ განკუთვნილი ავტომობილის რეპუტაციის მიუხედავად კატისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი სწრაფად უფასურდება.

პრობლემა შეიძლება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ მომხმარებლები არ მიიჩნევენ "Jaguar"-ს საიმედო ავტომობილად. ეს ფერხებს ბევრ მომხმარებელს მეორეული Jaguar-ის შეძენისაგან. ადამიანებს არ სურს ძვირის გადახდა ავტომობილის შეძენაში და შემდეგ კი მრავალრიცხოვანი შეკეთების მომსახურების ანგარიშების ანაზღაურება.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $35 056-დან $75 012-მდე

  • 36 თვეში: 58%

4. Volkswagen Touareg

ზოგადად, 2014 წლის Volkswagen Touareg-ს აქვს დადებითი გამოხმაურება, მაგრამ ის არ არის უნაკლო, რომელსაც უპირველეს ყოვლისა მიეკუთვნება ავტომობილის მაღალი ღირებულება.

უდავოდ, ეს საიმედო ავტომობილია, თუმცა მეორეული ავტომობილების მომხმარებლები (ყოველ შემთხვევაში აშშ-ში) არ არიან მზად გადაიხადონ ზედმეტად ბევრი მისი დამატებითი ფუნქციების სანაცვლოდ. მწარმოებლის მიერ თავდაპირველად რეკომენდირებული საცალო ფასი კი საერთოდ ძალიან მაღალი იყო.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: от $21 812 до $44 784. 

  • 36 თვეში: 58%

5. Mercedes-Benz CL-Class

2014 წლის Mercedes-Benz CL-Class არის სიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი. მაგრამ ეს არ იძლევა მისი ღირებულების სამი წლის შემდეგ შენარჩუნების გარანტიას. რაოდენ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს მიზეზი იმაშია, რომ ავტომობილი ზედმეტად კარგია საშუალო და არასაკმარისად - შეძლებული მომხმარებლისათვის.

ვინაიდან ავტომობილი მაღალტექნოლოგიურია, მისი შეკეთება ძვირი ჯდება; საშუალო მომხმარებლისათვის აღდგენის ღირებულება შეიძლება ძალიან ძვირი აღმოჩნდეს, ხოლო უფრო შეძლებულისთვის, სავარაუდოდ, მიმზიდველი იქნება უფრო მაღალი ლასის ავტომობილი, მაგალითად SL.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $49 562-დან $78 566-მდე. 

  • 36 თვეში: 58%

6. Kia Sedona (ევროპაში – Kia Carnival)

ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილი ამ სიაში. 2014 წლის Kia Sedona-მ მიიღო საშუალო შეფასება JD Power and Associates-გან — არც მხოლოდ დადებითი, არც უარყოფითი. თავის თავად ეს ფაქტი არ არის ავტომობილის სწრაფი ამორტიზაციის მიზეზი, მაგრამ მაინც ახდენს მასზე. 

გადაყიდვისას დაბალი ღირებულების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს Sedona-ს საწვავის მაღალი ხარჯი – 100 კილომეტრზე 12,5 ლიტრი ქალაქის ციკლში. ამასთანავე, Kia-მ ვერ მიაღწია ცნობადობის ისეთ დონეს როგორც BMW, Jaguar ან ნებისმიერმა სხვა კომპანიამ ამ სიაში.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $12 479-დან $22 371-მდე.

  • 36 თვეში: 58%

7. Nissan Titan

2014 წლის პიკაპი Nissan Titan უფასურდება დაჩქარებული ტემპებით. ნაწილობრივ ამაში ავტომობილის შესახებ მომხმარებელთა არც ისე სადიდებელი გამოხმაურება. გადაყიდვისას დაბალი ღირებულების სხვა მიზეზს წარმოადგენს ბენზინის დიდი მოხმარება - Titan ძალიან “მადიანი“ V-8 ძრავის პიკაპების ფონზეც კი. გარდა ამისა, პიკაპის მოდიფიკაციების შექმნისას Nissan-ის ინჟინერები არ იყენებენ ახალ იდეებს - ფაქტობრივად მრავალი წლის განმავლობაში კონვეიერიდან გამოდის ერთი და იგივე ავტომობილი. 

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $20 678-დან $36 662-მდე.

  • 36 თვეში: 59%

8. Ram

შესაძლოა, სიაში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი. 2014 წლის Ram სწრაფად კარგავს ფასში, თუმცა ექსპერტები ზოგადად დადებითად აფასებენ ამ პიკაპს (ან უფრო, მსუბუქ სატვირთო მანქანას). მანქანის აშკარა მინუსებიდან შეიძლება აღნიშნულ იქნას არასაკმარისი ხედვა კაბინიდან. ქალაქში საწვავის საშუალო ხარჯი - საკმაოდ მისაღებია ზემძლავრი მუშა აპარატისთვის (12,4 ლ/100 კმ).

არაფერი ამ პიკაპში არ ჭრის თვალს და არაფერი ახარებს. სავარაუდოდ, ამაში მდგომარეობს Ram-ის გაუფასურების მიზეზი. 

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $6 955-დან $19 155-მდე.

  • 36 თვეში: 60%

9. Chevrolet Impala Limited

2014 წლის გამოშვების Chevrolet Impala Limited ცუდად ინარჩუნებს თავის ღირებულებას. ამ სრულიად რიგით ავტომობილს ხშირად ქირაობენ აშშ-ში – მით უმეტეს, რომ მასზე დამონტაჟებულია 2,5-ძიანი ძრავი ხარჯავს ქალაქის ციკლში მისაღებ 10,7 ლ საწვავს 100 კილომეტრზე.

Chevrolet ადანაშაულებენ, რომ თანამედროვე Impala-მ დაკარგა უწინდელი ქარიზმა და პრაქტიკულად არ შეიცვალა 80-იანი წლებიდან. ნამდვილად, ავტომობილი მოძველებული ჩანს და ეს იწვევს პრობლემებს მის გამყიდველები.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $14 934-დან $28 054-მდე.

  • 36 თვეში: 60%

10. Chevrolet Captiva Sport

2014 წლის Chevrolet Captiva Sport-ს, შესაძლოა, აქვს გარბენიანი ავტომობილების ბაზარზე ყველაზე დაბალი ღირებულება გადაყივისას. ფასის შემცირების ცხადი მიზეზები არ არსებობს, მაგრამ ბევრ მიმოხილვაში თქვენ წაიკითხავთ,  რომ ამერიკელებს უყვართ ეს ავტომობილი. თუმცა, რაციონალური მყიდველები აუცილებლად დააფასებენ მის საუკეთესო თვისებებს, რომლებსაც შეიძლება მივაკუთვნოთ მისი დაბალი ღირებულებაც.

  • ახალი ავტომობილის რეკომენდირებული ფასი: $12 506-დან $20 738-მდე.

  •  36 თვეში: 62%

ფასები MSRP და ამორტიზაციის პროცენტები აღებულია საიტიდან Cars.com.

(195)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge