გამოიწერეთ ბიულეტენი

National Powersport Auctions (NPA): "ძალოვნები" აუქციონების სამყაროში

National Powersport Auctions (NPA): "ძალოვნები" აუქციონების სამყაროში

უკვე ორ ათწლეულზე მეტი National Powersport Auctions (NPA) ინარჩუნებს Powersport-ს აუქციონების მსოფლიო ლიდერის პოზიციას.

Powersports, ან ძალოვან სახეობებში აშშ-ში იგულისხმება ტრანსპორტის განსაკუთრებული (სპორტული) კატეგორია, რომელიც შეიცავს მოტოციკლებს, კვადროციკლებს, ყველგანმავალებს (ATV), თოვლმავლებს, ტრანსპორტის საზღვაო სახეობებს, სკუტერებსა და სხვ.

2017 წელს NPA შეუერთდა Copart-ის ბრენდების ოჯახს აშშ-ში, სადაც დღეს შედიან CrashedToys, DRIVE Auto Auctions და CashForCars.com. დარგში 25 + წლიანი გამოცდილების მქონე NPA სთავაზობს სპორტის ძალოვანი სახეობების დილერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აუქციონებთან დაკავშირებული მომსახურების ფართო სპექტრს.

ყოველ თვე NPA ატარებს "ცოცხალ" აუქციონებს მთელს ქვეყანაში – სან-დიეგოში, საკრამენტოში, დალასში, ატლანტასა და ფილადელფიაში.

"ცოცხალ" გაყიდვებთან ერთად NPA სთავაზობს სამ ონლაინ-აუქციონს: NPA eSale, NPA Black Market და NPA Insurance.

NPA eSale-ის პლატფორმის მეშვეობით შეგიძლიათ 24/7 რეჟიმში დადოთ ფსონები.

«პლატფორმა NPA eSale სპეციალურად შემუშავებულია იმ დილერებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მეორეული საქონლის გაყიდვა ჩვენს "ცოცხალ" აუქციონებს შორის შუალედში, — განმარტავს რაიან კიფი, NPA-ს ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის დარგში.

დისტანციური წვდომა


Simulcast-ს სისტემის გამოჩენის მომენტიდან, ანუ უკვე ათ წელზე მეტი, NPA სთავაზობს დილეირებს დისტანციური წვდომას. COVID-19-ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა ტრანსპორტის “ძალოვანი“ სახეობების ქვეყანაში უმსხვილესი რემარკეტინგის კომპანიას სასწრაფოდ შეემუშავებინა და წარმოედგინა ახალი მობილური აპლიკაცია როგორც iOS-თვის, აგრეთვე Android-სთვის.

ეხლა წარმატების მიღწევის ინსტრუმენტები ფაქტობრივად დილერების თითის გულებზეა. NPA Diler-ის აპლიკაციის წყალობით მათ შეუძლიათ დაათვალიერონ აუქციონის ინვენტარი, ანგარიშები სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობის შესახებ, შექმნან დაკვირვების სიები და განათავსონ პროქსი-ფსონები (შუამავლის მეშვეობით) ნებისმიერ მათთვის საინტერესო სატრანსპორტო ერთეულებზე.

რაიან კიფის თქმით, , «NPA-ს შეფასების სახელმძღვანელოზე წვდომით დილერებს აღარ ეშინიათ გაცვლის გარიგებების განხორციელება. ფასის წარმოქმნის ეს ყოვლად მომცველი ინსტრუმენტი სთავაზობს მიმდინარე საბაზრო ფასებს დროის რეალურ რეჟიმში და ეხარება ბიზნესის შემოსავლიანობის პროგნოზირებაში».

ახალი პროგრამული უზრუნველყოფა აძლევს "პირდაპირ ეთერში" - მობილური მოწყობილობიდან ან პლანშეტიდან ფსონის დადების შესაძლებლობას, იგვე ფუნქციებით, რაც ხელმისაწვდომია კომპიუტერზე დაყენებულ Simulcast-ში. სატრანსპორტო საშუალების შესაძენად საკმარისია «ფსონის» ღილაკზე ორჯერ დაწკაპება.

დილერები დღესვე დაგეხმარებიან აპლიკაციის დაყენებაში iTunes App Store ან Google Play-ის მეშვეობით. აპლიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე www.npauctions.com.


როგორ დავიწყოთ მუშაობა National Powersport-ის აუქციონებთან

  1. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა აუქციონის საიტზე. 
  2. მისი გაგზავნის შემდეგ თქვენ მიიღებთ სარეგისტრაციო პაკეტს ელექტრონული ფოსტით.
  3. შეავსეთ „დილერის პაკეტი“ და გაგზავნეთ Adobe Sign-ის ან ელ. ფოსტით [email protected]ზე.
  4. დაელოდოთ 24 საათი. ეს დრო საჭიროა რეგისტრაციის გასააქტიურებლად.
  5. NPA-სგან დადასტურების მიღებისტანავე, შეგიძლიათ შეუდგეთ სატრანსპორტო საშუალებების “ძალოვანი“ სახეობების შეძენას.

Nota Bene


NPA-ის ვაჭრობაში მონაწილეობა ხელმისაწვდომია არამხოლოდ დილერებისათვის, არამედ ავტომობილების ჩვეულებრივი მოყვარულთათვის. მიმართეთ Соlumbus-ის სპეციალისტებს და ისინი მოგცემენ აუქციონზე კომპანიის ანგარიშის გამოყენების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ავტომობილი იაფად (ან დილერის ფასდაკლებით). გარდა ამისა, Сolumbus იზრუნებს ავტომობილის/მოტოციკლის/სკუტერისა და ა. შ. ხმელეთით ან წყლით მიწოდებაზე, ტექნიკის საქართველოში შემდგომ რეგისტრაციასა და შეკეთებაზე.

უფასო კონსულტაციისათვის დატოვეთ განაცხადი ონლაინ ან დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს.

(93)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge