გამოიწერეთ ბიულეტენი

ხუთი ავტომობილი, რომელიც არ იჟანგება VS ხუთი "ჟანგიანი ტაშტი"

ხუთი ავტომობილი, რომელიც არ იჟანგება VS ხუთი "ჟანგიანი ტაშტი"

გეყოთ ოხვრა ბაბუის «ვოლგა»-ზე, რომელიც არ იჟანგება «მოკალული ძარას» და «მილიმეტრიანი» ლითონის გამო. თანამედროვე მოდელებსაც აქვთ სიამაყის მიზეზი. თუმცა აქვთ სირცხვილის მიზეზიც. მაგრამ მივყვეთ რიგრიგობით.

საავტომობილო პორტაი Hotcars.com-ის ჟურნალისტებმა შეამოწმეს ავტომობილების ბაზარი და 5 მანქანა, რომელიც იჟანგებოდა, იჟანგება და დაიჟანგება, როგორც გინდათ მოუაროთ მას. და კიდევ 5 ავტომობილი, რომელიც პრაქტიკულად არ განიცდის ჟანგვას, ვინაიდან მწარმოებლებმა იზრუნეს მისი ძარის დაცვაზე.

დავიწყოთ. როგორც წესია, ცუდი ამბებით, ანუ "ჟანგიანი ტაშტებით".

1. Saturn Relay


კომპანია General Motors აწარმოებდა Saturn Relay-ს სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში –2005-დან 2007 წლამდე პერიოდში. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ავტომობილი ასე ცოტა ხნით იყო კონვეიერზე არის მისი ძარას პირდაპირ წარმოუდგენელი მიდრეკილება ჟანგვისადმი. დაახლოებით $22 ათ. ღირებულების მანქანა იფარებოდა ჟანგვის ლაქებით სულ რაღაც რამდენიმე თვეში. ზომიერი ფასიც კი ვერ გახდიდა მიმზიდველს ამ სწრაფად ჟანგვად ტაშტს, რომელმაც გაანადგურა მყიდველების ნდობა ამ მოდელის მიმართ. 

2. Ford Ka


როდესაც ამერიკულმა მწარმოებელმა დაიწყო Ford Ka-ს დაპროექტება, ის აპირებდა პატარა, მარტივი და საიმედო ქალაქის ავტომობილის შექმნას. მაგრამ გამოვიდა ვიწრო, შეუხედავი და: 1,3-ლიტრიანი ძრავი ავითარებდა "ასს" მთელ 13 წამში. გარდა ამისა, ლოკოკინა-ავტომობილი საკმაოდ სწრაფად იჟანგებოდა, ვინაიდან მწარმოებელმა დაზოგა ძარას ანტიკოროზიულ დამუშავებაზე (პაწუკა იგეგმებოდა მაქსიმალურად იაფფასიანი).

3. Ford Focus


Ford ყველაფერი კარგად აქვს პიკაპების და ტრადიციულად ცუდად სედანების ანტიკოროზიულ მედეგობისთან. აშშ მომხმარებელთა კავშირის ჟურნალი Consumer Reports უკვე რამდენიმე წელი ზედიზედ რთავს Focus-ს ყველაზე ნაკლებად საიმედო ავტომობილების სიაში. კვანძებისა და აგრეგატების ექსპლუატაციის ვადასთან დაკავშირებული პრობლემები ერთადერთ არ არის, რასაც აწყდებიან Focus-ის მფლობელები. როგორც ბევრ სხვა Ford-ის იაფფასიან მსუბუქ ავტომობილს ამას აქვს დაბალი ანტიკოროზიული მედეგობა. ასე რომ Focus-ის შეძენისას, ნუ გიკვირთ, თუ აღმოაჩენთ ჟანგს ავტომობილის ზარას ქვედა ნაწილებში (მცირე გარბენიან ავტომობილებშიც კი). მანქანა ზიანდება კიდევ ერთი არასასიამოვნო პრობლემის: ლაქსაღებავის საფარის აქერცვლის გამო. სავარაუდოდ დეფექტი დაკავშირებულია ძარას პანელების შეღებვის ქარხნული ტექნოლოგიების არასრულყოფილებით.

4. Toyota RAV-4


Toyota მრავალი წელია აწარმოებს საიმედო ავტომობილებს. იგი რეგულარულად ფიგურირებს Consumer Reports-ის ყველაზე საიმედო ავტომობილების სიაში, რაც გახადა ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი აშშ-სა და კანადაში. და მაინც RAV-4-ის ანტიკოროზიულ დამუშავებას ვერ დაარქმევთ სანიმუშოს, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება 2-4 თაობებს. ყველგანმავლები ზიანდება კოროზიისაგან შედარების «ახალგაზრდა» ასაკში. იჟანგება «საფარი» რადიატორის გისოსის ქვეშ, უკანა კარის ზესადები, ზღურბლი, რომლებიც მუშავდება «სილაჭავლურ დამუშავებას». თუ პრობლემურ ზონებს დროულად არ შეღებავთ, ჩნდება ჟანგვის უამრავი კერა.

5. Land Rover Range Rover Sport


ის, ვისაც ბევრი ფული აქვს უამრავ პლუსს პოულობს ამ მანქანაში, რომლის გამოიშვება 2005 წლიდან. თუმცა მოდელის ყველაზე გულწრფელი თაყვანისმცემლებიც კი აღიარებენ: RRS აქვს სუსტი ქარხნული ანტიკოროზიული მომზადება, განსაკუთრებით ეს მანქანის ძირს ეხება. რასაკვირველია, მანქანა ბოლომდე არ იჟანგება, მაგრამ ჟანგის მსხვილი კერები ასაკოვან (10 წელი +) ეგზემპლარებზე პრაქტიკულად გარანტირებულია. 

Range Rover Sport ჟანგისგან ზიანდება თვლის თაღი, საბარგულის კარი, სახურავის პირაპირი საქარე მინასთან და კარის ქვედა პირი. მართალია, გარე ალუმინის პანელებთან დაკავშირებით (თუ არ დაირღვა ტექნოლოგია მათი შეღებვის (შეკეთებისას)), ჩვეულებრივ, პრობლემები არ არის.

უხილავი ფრონტის მებრძოლები 

ეხლა კი გავიცნოთ ის ხუთი მოდელი, რომელიც გვაოცებს თავისი ანტიკოზორიული მედეგობით.  

1. Lexus LS


ყველაზე უკეთ ანტიკოროზიულ მედეგობასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვეტილ აქვთ "იაპონელებს". ასე რომ, თუ გინდათ მანქანა, რომელიც ჟანგთან დაკავშირებულ ზედმეტ პრობლემებს არ მოგაყენებთ, შეგიძლიათ დააკვირდეთ იაპონურ ბრენდებს. რასაკვირველია, ნებისმიერი წესიდან არსებობს გამონაკლისი მაგრამ წარმოგიდგენთ ნამდვილ მოწინავეს Lexus LS – წარმომადგენლობითი კლასის სრული ზომის სედანი (LS სწორედ ასე იშიფრება – Luxury Sedan) – ბრენდის ლიდერი მოდელი, რომელმაც 1989 წლიდან უკვე ხუთი თაობა გამოუშვა. არც ერთმა მათგანმა არ გამოიწვია სერიოზული ჩივილები ჟანგვაზე.

2. Volvo S60


ის, რომ შვედებმა იციან უსაფრთხო ავტომობილების შექმნა - ჩვენ ვიცით. ხოლო ის, რომ მისი ავტომობილები საიმედოდ არის დაცული ჟანგვისგან - ნაკლებად ცნობილი ფაქტია. შეგახსენებთ, რომ 2000 წელს Volvo-მ წარმოადგინა  S60 - კომპაქტური და კომფორტაბელური სედანი, რომელმაც ჩაანაცვლა S70. მას შემდეგ გამოიცვალა მანქანის სამი თაობა. უკანასკნელს შვედები აწყობენ თავი ქარხანაში აშშ-ში (რიჯვილი, სამხრეთ კაროლინა). დღესდღეობით ეს არის S60-ს ერთადერთი გლობალური მიმწოდებელი მას შემდეგ, რაც 2019 წელს შეწყდა ამ მოდელის ჩინეთში წარმოება. მაგრამ მნიშვნელოვანი ეს კია არა, არამედ ის, რომ არც S60 ორ პირველ “ჩინურ“, არც “ამერიკულ“ თაობას არ აქვს ჟანგვასთან დაკავშირებული პრობლემები ძარას ხარისხიანი ანტიკოროზიული დამუშავების გამო.

3. Volkswagen Golf


Volkswagen-მა გამოუშვა თავისი MK1, რომელიც აშშ-ში ცნობილია როგორც Volkswagen Rabbit, 1974 წელს. ავტომობილი მაშინვე გახდა წარმატებული. იაფი, ეკონომიური 8,6 ლ/100კმ ხარჯი მიზერულად ითვლებოდა) და მარტივი – მეტი რა უნდა ისურვო?

ევროპაში მანქანა საერთოდ გახდა ჰიტი, რომელიც ორჯერ იყო აღიარებული ევროპის წლის ავტომობილად (European Car of the Year ჯილდო). 

კონვეიერზე ლეგენდარული «ჟუკის» შეცვლისას, Golf უბრალოდ ვალდებული იყო ბევრი მაჩვენებლით მის გაუმჯობესებას - და მას ნამდვილად გამოუვიდა ეს. Golf-მა აჯობა ვეტერანს ჟანგვისადმი მედეგობის საკითხშიც ძარას უმრავლესი ელემენტების სავალდებულო მოთუთიების წყალობით.

4. KIA Forte (К3)


სამხრეთ კორეის ბაზარი იცნობს Forte-ს K3 სახელწოდებით და გზებზე გვხდება 2008 წლიდან. თავდაპირველად KIA-მ განაცხადა, რომ შეიმუშავა Forte ახალგაზრდა მყიდველების მოზიდვისთვის, რომლებსაც სჭირდებოდათ ავტომობილი თვალში საცემი დიზაინი. გარეგნული იერის გამო მოუწიათ მანქანის რამდენიმე ტექნიკური მახასიათებლების (მაგალითად, ძრავის სიმძლავრე) მსხვერპლად შეწირვა.

სამაგიეროდ, იმისათვის, რომ ავტომობილი რაც შეიძლება დიდხანს ახარებდეს თავის პატრონს, კომპანიამ დიდი ყურადღება მიაქცია ანტიკოროზიულ დაცვას. KIA Forte ძარა მოთუთიებულა და ნამდვილად დიდხანს გემსახურებათ.

5. Hyundai Accent


იაფფასიანი ავტომობილებიც წარმატებით უმკლავდებიან ჟანგვას, რაც დაამტკიცა ჩრდილოკორეული მწარმოებლის მოკრძალებულმა სედანმა Accent, რომელიც იწარმოება 1994 წლიდან. 2008 წელს კომპანია JD Power and Associates-მა დაასახელა იგი როგორც წლის ყველაზე საიმედო ავტომობილი. მათ შორის მათ შორის სხეულის ანტიკოროზიული დაცვის წყალობით Accent-ის ძარას ანტიკოროზიული დაცვის წყალობით, რომელიც ექვემდებარება ელექტროლიტურ მოთუთიებას. შემდეგ მასზე დაიტანება გრუნტი და შესაბამის ადგილებში კი (მაგალითად, თვილს წაღოში) ქარხნული წესით დაიტანება ანტიკოროზიული მასტიკა.

(97)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge