ბევრს მუშაობენ და ცოტას “ჭამენ“: საუკეთესო ჰიბრიდები აშშ-დან შემოსატანად
როდესაც საქმე ეხება ახალი ავტომობილის შეძენას, ტრადიციონალისტები უყურებენ მანქანებს შიდა წვის ძრავებით, მოწინავე ავტომობილისტები კი - ახალ ელექტრომობილებს, ხოლო ყველაზე პრაქტიკული და საღად მოაზროვნე მძღოლები - ჰიბრიდებს.
ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს Сolumbus -ის გაყიდვების სტატისტიკა 2023 წელს. როგორც თვლიან ჩვენი კომპანიის კლიენტები, ჰიბრიდები წარმოადგენენ გონივრულ კომპრომისს შიდაწვის ძრავითა და ელექტრომობილების მანქანებს შორის და ყველაზე უკეთ შეეფერება საქართველოში ექსპლუატაციის პირობებს. არსებობს რამდენიმე მიზეზი: სვლის დიდი მარაგი (ყველაზე არსებითი არგუმენტი პირობებში, როდესაც დამტენი სადგურების ქსელი არ არის ძალიან განვითარებული), "სუფთა" ელექტრომობილების ბატარეების მაღალი ღირებულება და ეკონომიურობა, რომელსაც უზრუნველყოფს ორი სხვადასხვა ტიპის ძალური დანადგარი.
ჩვენ შევადგინეთ ჩვენს მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარული „ჰიბრიდების“ სია, რომლებიც მათ გასულ წელს ჩამოიტანეს აშშ-დან.
1. TOYOTA PRIUS (2019)
-
ძრავა : 1.8 ლ + ელექტრო, 121 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : წინა, სრული
-
საწვავის მოხმარება: 4,1 – 4,9 ლ/100 კმ (გზატკეცილი – ქალაქი)
ყოველწლიურად ბაზარზე სულ უფრო მეტი ჰიბრიდი ჩნდება, მაგრამ მათი წინაპარი Toyota Prius კვლავ მწყობრშია. შეგახსენებთ, რომ პირველი Toyota-ს ჰიბრიდი 1997 წელს გაჩნდა, 2000 წლიდან კი დაიწყო მისი გაყიდვა აშშ-ში $19 995. მისი მემკვიდრე გამოირჩევა საწვავის ფენომენალური ეკონომიურობით (4.1 - 4.4 ლ/100 კმ წინა ამძრავით), კომფორტული სვლით და კლასის სტანდარტით დიდი საბარგულით. ჰეჩბეკი სახელგანთქმულია თავისი იაპონური საიმედოობითა და არაპრეტენზიულობით.
მანქანა რამდენჯერმე იქნა მოდერნიზებული (2022 წლიდან ბაზარზე "პირველის" უკვე მეხუთე თაობა გამოვიდა), მას სულ უფრო ახალი ფუნქციები ემატება. 2019 სამოდელო წელს Prius პირველად იძენს სრულ ამძრავს (AWD სურვილისამებრ). ის ავტომატურად ირთვებოდა ორ შემთხვევაში: ადგილიდან დაძვრისას 10 კმ/სთ სიჩქარის მიღწევამდე და კვლავ, წინა ბორბლების წაბუქსავების აღმოჩენისას დაფიქსირდა 117 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე. ამასთანავე საწვავის მოხმარება არც ისე გაიზარდა (4,5-4,9 ლ/100 კმ-მდე). ასეთი მანქანა სარგებლობდა განსაკუთრებით დიდი პოპულარული აშშ-ს ჩრდილოეთ შტატებში მცხოვრებ მძღოლებს შორის.
თუმცა, ერთგან პოულობ, ხოლო სხვაგან- კარგავ: Prius არც განსაკუთრებით სწრაფია (განსაკუთრებით გზატკეცილზე) და არც განსაკუთრებით მოხერხებული. მას არც საინფორმაციო-გასართობ სისტემაში ამერიკული ფავორიტი ინტეგრაცია , Apple CarPlay/Android Auto მოწყობილობების მხარდაჭერა, რაც საშუალებას აძლევს კონკურენტებს (მაგალითად, Honda Insight) დაეწიონ ჰიბრიდს.
თუ ადრე Toyota აღნიშნავდა Prius-ის კომპლექტაციებს ციფრებით (მაგალითად, Toyota Prius One, Two და ა.შ.), 2019 წლიდან ყველაფერი შეიცვალა - კომპანიამ მოახდინა კომპლექტაციების დასახელებების სტანდარტიზაცია. 2019 წელს იყო 4: L Eco, LE, XLE და Limited. სრული ამძრავი მონტაჟდებოდა მხოლოდ LE და XLE მოდელებზე.
საბაზო კომპლექტაცია L Eco - ყველაზე ეკონომიურია. ის კარგად აღჭურვილია: ავტომატური კლიმატ-კონტროლი, გასაღების გარეშე წვდომა (მძღოლის კარზე), აუდიო სისტემა 6 დინამიკით, უკანა ხედის კამერა, მსუბუქშენადნობი დისკები. აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარების სისტემების ნაკრები Toyota-ს Safety Sense P აქცევს L Eco-ს შესანიშნავ არჩევანად უმეტესი მყიდველებისთვის.
მათ, ვისაც მეტი ელექტრონული ასისტენტი სჭირდება, შეუძლიათ განიხილონ LE-ს შეძენა პარკირების სენსორებით და დამატებითი უსაფრთხოების სისტემებით, ხოლო მათთვის ვისაც მეტი კომფორტი სურს, უნდა გირჩიოთ XLE კომპლექტაცია - სალონის SofTex-ის სინთეტიკური ტყავის მოპირკეთებით, წინა სავარძლებისა და საჭის გათბობით, წვიმის სენსორით და გაზრდილი დიამეტრის მსუბუქშენადნობი დისკებით. შერჩევითი პარამეტრის სახით შეიძლება შეგხვდეთ ადაპტირებული ფარები, საპროექციო დისპლეი და ლუქი სახურავში.
ფასი საქართველოში: $21500-დან
ამერიკიდან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: 17100$-დან
2. HONDA INSIGHT (2019)
-
ძრავა : 1.5ლ + ელექტრო, 151 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : წინა
-
საწვავის მოხმარება : 4.3 – 5.2 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
2019 სამოდელო წელს სრულად განახლებული მესამე თაობის სედანი Honda Insight არის Toyota Prius-ის ერთ-ერთი უძლიერესი კონკურენტი. მანქანები თითქმის იდენტურია, განსხვავებები მხოლოდ კოსმეტიკურია.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ Insight-ის შიდა წვის ძრავა მოცულობით უფრო მცირეა ვიდრე Prius-ის შემთხვევაში, მისი i-MMD ძალური დანადგარი 30 ცხენის ძალით უფრო ძლიერია ვიდრე Prius-ის. მართალია, ეს აისახება სვლაზე. ისიც ოდნავ მეტია - 4,3 - 4,8 ლ/100 კმ ფარგლებში.
Insight-ში არ არის გათვალისწინებული სრული ამძრავის არსებობა.
თუმცა ტრანსმისია უზრუნველყოფს მანქანის დამაჯერებელ აჩქარებას შუქნიშანზე და გზატკეცილებზე გადასწრებისას. Insight მდოვრედ დადის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს Honda არ არის ისეთი მოხერხებული, როგორც მისი ზოგიერთი კონკურენტი “არაჰიბრიდული“ ბანაკიდან, მანქანა რჩება სტაბილურად მედეგი და მართვადი და კონტროლირებადი მიხვეულ-მოხვეულ გზებზე.
ბევრი სხვა ჰიბრიდის მსგავსად, Insight აღჭურვილია რეკუპერაციული მუხრუჭებით, ასე რომ ტრადიციულ დამუხრუჭებასთან ერთად, მასში შესაძლებელია მოძრაობის მართვა ერთი პედლითაც (როგორც ელექტრო მანქანებში). ავტომობილი დაიწყებს შენელებას სრულ გაჩერებამდე, როგორც კი ფეხს აიღებ გაზის პედლიდან.
2019წ. Insight-ს აქვს სამი კომპლექტაცია: LX, EX და Touring.
საბაზო LX აღჭურვილია საინფორმაციო-გასართობი სისტემის 5-დიუმიანი დისპლეით, Bluetooth, USB პორტით, აუდიო სისტემით 6 დინამიკით, ავტომატური კლიმატ-კონტროლით, უკანა ხედის კამერით და Honda Sensing აქტიური უსაფრთხოების სისტემების ნაკრებით.
EX-ში 5-დიუმიანი დისპლეი 8-დიუმიანი სენსორული დისპლეით არის აღჭურვლი, დამატებულია Apple CarPlay/Android Auto მხარდაჭერა, აუდიო სისტემა იღებდა 8დინამიკს 6 ნაცვლად, დამონტაჟებულია სატელიტური რადიო, HD-რადიო, დისტანციური დაქოქვა, კიდევ ერთი USB-პორტი და დასაკეცი უკანა სავარძელი.
Touring-ს გამოირჩევა სალონის ტყავის მოპირკეთებით, წინა სავარძლების გათბობით, ლუქით სახურავში, ნავიგაციით და აუდიო-სისტემით 10 დინამიკით.
საინტერესოა, რომ სამივე კომპლექტაციის შემთხვევაში ერთნაირი ტრანსმისია არსებობისას, Touring-ის საწვავის მოხმარება ოდნავ მეტია LX/EX-თან შედარებით - 4.6-დან 5.2 ლ/100 კმ-მდე.
ფასი საქართველოში: $23 000-დან
ამერიკიდან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: 14 000$
3. LINKOLN MKZ (2019)
-
ძრავა : 2.0 ლ, 188 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : წინა
-
Საწვავის მოხმარება : 5.6 - 6.0 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
2000-იანი წლების დასაწყისში MKZ იქმნებოდა, როგორც Lincoln-ის სამოდელო რიგის ყველაზე კომპაქტური (ამერიკული სტანდარტებით) სედანი შიდა წვის ძრავით. მეორე თაობაში, 2013 წლიდან, მასში ინტეგრირებული იყო ჰიბრიდული ძალური დანადგარი, რომელიც შედგებოდა 2-ლიტრიანი iVCT ატმოსფერული ძრავისა და ელექტროძრავისგან (საერთო სიმძლავრით 188 ცხ.ძ.). ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პრემიუმ კლასის სედანს საშუალება მისცა 5,6 ლ/100 კმ-ზე ნაკლები საწვავის მოხმარებას მიეღწია.
ერთადერთი, რაც MKZ Hybrid-ს არ ერგო მემკვიდრეობით თავისი ბენზინის კოლეგებისგან - სრული ამძრავია. დანარჩენში, ის საკმაოდ თანაბარია მათთან.
2019 წლის MKZ-ს ჰქონდა სამი კომპლექტაცია: Base, Reserve I და Reserve II. არსებობდა ასევე Black Label-ის აწყობა, მაგრამ ის მოიხსნა წარმოებიდან 2019 წლიდან.
MKZ Base-ის სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის საინფორმაციო-გასართობი სისტემა SYNC 3 Apple CarPlay/Android Auto მხარდაჭერით, 8-დიუმიანი სენსორული დისპლეი, სტერეოსისტემა 11 დინამიკით, 2 USB პორტი, Bluetooth, ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, 10 პოზიციაში რეგულირებადი წინა სავარძლები გათბობით, სინთეზური ტყავის მოპირკეთება, გასაღების გარეშე წვდომა, ძრავის დისტანციური დაქოქვა, უკანა პარკირების სენსორები, ასევე აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების სისტემების ნაკრები Lincoln Co-Pilot360.
Reserve I-ის კომპლექტაციაში ამ სიკეთეებს ემატება ნავიგაცია, კიდევ 2 USB პორტი (უკან), ადაპტირებულ კრუიზ-კონტროლი, სავარძლების ნატურალური ტყავის მოპირკეთება და საბარგულის სახურავი ელექტროამძრავით. ხვდება მოდელები უკანა სავარძლების გათბობით და საჭით და ასევე ლუქით სახურავში.
Reserve II კომპლექტაციამ, ზედა სიის გარდა მიიღო წინა პარკირების სენსორები, სავარძლები პერფორირებული ტყავის მოპირკეთებით და მასაჟის ფუნქციით, ასევე უკანა გვერდითა ფანჯრებზე მზისგან დამცავი ფარდები ელექტროამძღავით. სურვილისამებრ, მონტაჟდებოდა პანორამული ლუქი (რომელიც სამწუხაროდ ამცირებს თავისუფალ ადგილს უკანა სავარძლების მაღალი მგზავრებისთვის) და ადაპტური საკისარი.
ჰიბრიდის სუსტი წერტილია კლასში არც ისე დიდი საბარგული. ვინაიდან, ავტომანქანას უკანა ნაწილში განლაგებულია 1.4 კვტ/სთ ტევადობის ლითიუმ-იონური აკუმულატორი, ბარგისთვის მას 120 ლიტრით ნაკლები ტევადობა აქვს, ვიდრე MKZ Hybrid-ის ბენზინის “ნათესავებს“, და შეადგენს 314 ლ.
ფასი საქართველოში: $22 900-დან
ამერიკიდან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: 16 000$-დან.
4. TOYOTA COROLLA HYBRID (2020)
-
ძრავა : 1.5 ლ, 121 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : წინა
-
საწვავის მოხმარება : 8.1 - 10.2 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
თუ თაქვენ მოგწონთ Toyota Prius-ის ეკონომიურობა, მაგრამ კატეგორიულად არ მოგწონთ მისი დიზაინი, ამ მანქანის შესანიშნავი შემცვლელი შეიძლება გახდეს Corolla Hybrid (იწარმოება 2019 წლიდან, 2020 სამოდელო წელი). მას აგრეთვე იგივე ჰიბრიდული ძალური დანადგარი და უზრუნველყოფს საწვავის ანალოგიურ მოხმარებას.
Corolla არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი იაპონური მანქანა; მისი 12 თაობა უკვე გამოიშვა. უახლესი თაობა, დროის სულისკვეთებით, ჰიბრიდით შეივსო. Prius-ის ძალურ დანადგარის ჩვეულებრივ Corolla-ში ინტეგრაციის შედეგად გამოვიდა კომპაქტური სედანი, რომელსაც აქვს სვლის რეკორდული მარაგი (რომლის შედარებაც შეიძლება მხოლოდ Insight-თან ან უფრო ძვირადღირებულ Accord Hybrid მოდელთან).
მყიდველებში Corolla Hybrid-მა პოპულარობა მოიპოვა სტანდარტული აღჭურვილობის ვრცელი სიის, პასიური უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლებისა და ინტერიერის გამო, რომლის ხარისხი აღემატება ამ ფასის კლასის ყველა მოლოდინს.
ჰიბრიდული ტრანსმისია უზრუნველყოფს ავტომობილის საკმარის სიმძლავრესა და სიმდოვრეს ქალაქის ქუჩებში მოძრაობისას. ხოლო გზატკეცილზე გასვლისას სიმძლავრე აღარ არის საკმარისი მკვეთრი აჩქარებისთვის. თუმცა, ეს დამახასიათებელია ჰიბრიდების უმეტესობისთვის და მათი ეკონომიურობის უარყოფითი მხარეა.
Corolla სტაბილურია მოსახვევში, არ ეშინია უსწორო გზის და რბილად იმართება. ავტომობილი მკვეთრად ამუხრუჭებს - ალბათ ამას გარკვეული შეჩვევა დასჭირდება.
2020 წლის Corolla Hybrid გამოვიდა მხოლოდ ერთ LE კომპლექტაციაში, რაც ძალიან აადვილებს ამ მოდელის მეორეული ავტომობილების შეძენას, რადგან ისინი ყველა ერთნაირია.
LE-ის სტანდარტული აღჭურვილობა მოიცავს საინფორმაციო-გასართობ სისტემას 8-დიუმიანი სენსორული ეკრანით და Apple CarPlay-ისა და Amazon Alexa-ს მხარდაჭერით (არ აქვს Android Auto!), Wi-Fi წვდომის წერტილი, Bluetooth, 2 USB პორტი, აუდიო-სისტემა 6 დინამიკით, ძრავის ღილაკით დაქოქვა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი, სავარძლების ქსოვილით მოპირკეთება, ხელით რეგულირებადი წინა სავარძლები, დასაკეცი უკანა სავარძელი, შუქდიოდის ფარები, უკანა ხედის კამერა და 15-დიუმიანი მსუბუქშენადნობი დისკები.
Toyota Safety Sense 2.0 აქტიური უსაფურთხოების სისტემების პაკეტი მოიცავს პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილების, ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენის, საგანგებო დამუხრუჭების, ზოლიდან გადავლის შესახებ გაფრთხილების, მოძრაობის ზოლის შენარჩუნებაში დახმარების, საგზაო ნიშნების ამოცნობის, ადაპტირებულ კრუიზ-კონტროლის და ფარების ავტომატურ შორი ნათების სისტემებს.
ფასი საქართველოში: $20 000-დან
ამერიკიდან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: 19 000$-დან.
5. TOYOTA CAMRY (2019)
-
ძრავა : 2.5 ლ, 208 ცხ.ძ
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : წინა
-
Საწვავის მოხმარება : 4.4 - 5.3 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
ამერიკაში არსებობს მოსაზრება, რომ დღეს Toyota Camry-ს ჰიბრიდი უფრო ხშირად გხვდებათ გზებზე, ვიდრე ბენზინის Camry, რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა პოპულარული საოჯახო სედანის რეპუტაცია.
2018 წელს განახლებული Camry Hybrid დატვირთულია თანამედროვე აღჭურვილობით, რაც საშუალებას აძლევს კონკურენცია გაუწიოს გაცილებით პატარა სედანებსა და ჰეჩბეკებს, როგორიცაა Prius საწვავის ეკონომიურობაში. ჰიბრიდული Camry-ის საწვავის მოხმარება მერყეობს 4,4-დან 5,3 ლიტრამდე ას კილომეტრზე. ის "დარბის" სხვადასხვა კომპლექტაციაში გამოყენებული ბატარეის მიხედვით, მაგრამ უმნიშვნელოდ.
ამავდროულად, ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე აღემატება 200 „მერანს“. ავტომობილის დინამიკა სასიამოვნოდ გაგაოცებთ: ის აღწევს ას კილომეტრს თავის ბენზინის დაზე უფრო სწრაფად - სულ რაღაც 7,5 წამში!
Camry არც ქალაქგარეთ გზატკეცილზე ცდება, რაც უპრობლემოდ აჩქარებისა და გადასწრების საშუალებას აძლევს. მართალია, მაღალ სიჩქარეზე საჭე კარგავს ინფორმატიულობას.
სალონში საკმარისი ადგილია ხუთი მოზრდილის კომფორტულად მოთავსებისთვის. კარგად გააზრებული განლაგების წყალობით, Camry Hybrid ინარჩუნებს დიდ საბარგულს, რომლის ნაწილი არ დაიკავა, როგორც ჩვეულებივ, ბატარეამ.
განახლებული საინფორმაციო-გასართობი სისტემა Entune 3.0 IRS ოდნავ ზორზოხია, მაგრამ სამაგიეროდ 2019 წლიდან მან საბოლოოდ დაამატა Apple CarPlay-ისა და Amazon Alexa-ს მხარდაჭერა (თუმცა Android Auto-ის გარეშე). აქტიური უსაფრთხოების ბევრი მნიშვნელოვანი სისტემა, გაერთიანებული Toyota Safety Sense პაკეტში, რომელიც წარმოდგენილია სედანის საბაზო კომპლექტაციაშიც კი.
Camry Hybrid-ის სამი კომპლექტაცია არსებობს: LE, SE და XLE. ყველაზე სასურველია საბაზო LE კომპლექტაცია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს ძირითადი აღჭურვილობის დიდი ნაკრები. ეს კომპლექტაცია ყველაზე ეკონომიურია (4,4-4,6 ლ/100კმ) მასში დამონტაჟებული ლითიუმ-იონური ბატარეის წყალობით. SE-სა და XLE-ში ეს ნიკელ-ლითონჰიდრიდულია, რის გამოც ამ მოდელების საწვავის მოხმარება ოდნავ მაღალია (5,0-5,3 ლ/100კმ).
LE-ის სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, წინა სავარძლების გათბობა, გასაღებების გარეშე წვდომა, ძრავის დაქოქვა ღილაკით, საინფორმაციო-გასართობი სისტემის 7-დიუმიანი სენსორული ეკრანი, 6 დინამიკიანი აუდიო-სისტემა, ნავიგაცია, Wi-Fi წვდომის წერტილი და უკანა ხედის კამერა.
Toyota Safety Sense-ის პაკეტში შედის პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილების, ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენის, მოძრაობის ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილების, ფარების ავტომატური შორი ნათებისა და ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლის სისტემები.
უფროსს SE და XLE კომპლექტაციებში შემოთავაზებული იყო სავარძლების ხელოვნური ან ნატურალური ტყავით მოპირკეთება, სატელიტური და HD-რადიო, საინფორმაციო-გასართობი სისტემა ხმის ამოცნობის ფუნქციით და უფრო დიდი 8-დიუმიანი ეკრანით და აგრეთვე მძღოლის დამხმარე დამატებითი სისტემები.
ფასი საქართველოში: $27 000-დან
ამერიკიდან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: 22 000$-დან.
6. HONDA CR-V HYBRID (2020)
-
ძრავა : 2.0 ლ, 212 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : სრული
-
საწვავის მოხმარება : 5,9 - 6,7 ლ/100 კმ (გზატკეცილი- ქალაქი)
2020 წელს CR-V Hybrid იყო ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სიახლე აშშ-ს ბაზარზე. 2017 წელს განახლებულ მეხუთე თაობის ბენზინის მოდელის CR-V-ზე დაფუძნებულმა ჰიბრიდულმა კროსოვერმა არ გაუცრუა იმედი მოდელის თაყვანისმცემლებს. თითქმის ყველაფერი, რაც მათ ასე უყვარდათ ბენზინის ვერსიაში, გადაიტანეს Hybrid -ში - ელეგანტური გარეგნობა, მაღალი კლასი და ფართო სალონი, დიდი სატვირთო განყოფილება და ა.შ. Მათთან ერთად, გადაინაცვლეს ქრაშ-ტესტების შესანიშნავი შეფასება პასიურ უსაფრთხოებაში.
CR-V-ის ჰიბრიდული ძალური დანადგარი უზრუნველყოფს ენერგიულ აჩქარებს ქალაქში (ას კილომეტრამდე სიჩქარის მიღწევას სულ რაღაც 8 წამი სჭირდება) და საწვავის კარგ ეკონომიას. ბენზინის ძრავა იმდენად ჩუმად და მდოვრედ მუშაობს, რომ ძნელია იმის თქმა, როდის ირთვება და როდის ითიშება ის. მაგრამ გაქანებისას მისი ხმა მკვეთრად მატულობს, რაც შეიძლება ყველას არ მოეწონოს.
ჰიბრიდის საჭე რეაგირებს, ხოლო საკისარი კარგად მორგებულია - მანქანა მინიმალურად იხრება მოსახვევებში. მუხრუჭები მჭიდეა და იგრძნობა როგორც შიდაწვის ძრავის ავტომობილების შემთხვევაში.
2020 წლის CR-V-ს ჰქონდა 4 კომპლექტაცია: LX, EX, EX-L და Touring. ყველა აღჭურვილი იყო ერთი და იგივე 212 ცხ.ძ. სიმძლავრის ჰიბრიდული სისტემით და სრული ამძრავით. იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბაზაში არსებული აღჭურვილობა არ არის ყველაზე მდიდარი და მყიდველებმა სჯობს ყურადღება მიაქციონ EX და უფრო მაღალ კომპლექტაციებს.
CR-V Hybrid-ს საწყის კომპლექტაციაში მოყვება საინფორმაციო-გასართობი სისტემის 5-დიუმიანი ეკრანი, Bluetooth, USB პორტი, 4 დინამიკიანი აუდიო-სისტემა, უკანა ხედის კამერა, გასაღების გარეშე წვდომა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი, Honda Sensing აქტიური უსაფრთხოების სისტემების საბაზო ნაკრები, სავარძლების ქსოვილით მოპირკეთება და 17-დიუმიანი თვლები.
EX-ს უკვე ჰქონდა საინფორმაციო-გასართობი სისტემის 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი, Apple CarPlay-ისა და Android Auto-ს მხარდაჭერა, HD და სატელიტური რადიო, რვა დინამიკი, სამი USB პორტი, ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, წინა სავარძლების გათბობა, ლუქი სახურავში, ნისლსაწინააღმდეგო ფარები და 18-დიუმიანი. დისკები.
EX-L კომპლექტაციაში დაემატა სავარძლების ტყავის მოპირკეთება, სავარძლების ელექტრო რეგულირება (ორივე წინა სავარძელი), საჭის თვალი გათბობით და საბარგულის განყოფილების კარის ელექტროამძრავი.
ტოპ-კომპლექტაცია Touring, პროგრესის ჩამოთვლილი ნაყოფის გარდა, შეიძლება დაიკვეხნოს ნავიგაციით, 9 დინამიკიანი აუდიო-სისტემით, მოწყობილობების უსადენო დამუხტვით, წრიული პარკირების სენსორებით და 19 დიუმიანი მსუბუქშენადნობი დისკოთი.
ფასი საქართველოში: $31 500-დან
ამერიკიდან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: 25 000$-დან
7. BMW X5 XDRIVE40E (2017)
-
ძრავა : 2.0 ლ, 308 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი : სრული
-
საწვავის მოხმარება : 4.2 ლ/100 კმ (შერეული რეჟიმი)
ცნობილი X5 ნაწილობრივ ელექტრიფიცირებულ იქნა 2016 წელს და გახდა მიერთებული ჰიბრიდი, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 20 კმ გავლა ელექტროწევაზე.
Მისი ჰიბრიდული ძალური დანადგარი შედგება 2-ლიტრიანი ძრავისგან და ელექტროძრავისგან (ჯამური სიმძლავრით 308 ცხ.ძ.), დაწყვილებული 8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და 9 კვტ/სთ ტევადობის აკუმულატორის ბატარეასთან, რომელიც მდებარეობს სატვირთო განყოფილების იატაკის ქვეშ.
BMW-ში აცხადებენ, რომ ეს კომბინაცია საშუალებას აძლევს მანქანას აჩქარდეს ას კილომეტამდე სულ რაღაც 6,5 წამში, ხოლო 220 ვოლტიანი დენცქვიტიდან სრულ დამუხტვას არაუმეტეს 3 საათი სჭირდება. საწვავის მოხმარება ელექტროძრავის გამოყენებისას არის 4.2 ლიტრი ას კილომეტრზე შერეულ რეჟიმში და დაახლოებით 10 ლ/100 კმ მხოლოდ ბენზინზე მოძრაობისას.
აღჭურვილობის მხრივ ჰიბრიდული X5 დიდად არ განსხვავდება ბენზინის ტყუპებისგან, თუმცა გარკვეული ნიუანსები მაინც არის. მაგალითად, სტანდარტული აღჭურვილობის სახით მანქანას აქვს უკანა პნევმატური საკისარი და რეგულირებადი ამორტიზატორები, რაც სხვა X5-ების შერჩევით პარამეტრს წარმოადგენს.
ბატარეის საბარგულის იატაკის ქვეშ მოთავსების ხარჯზე მისი მოცულობა, რომელიც შეადგენს 968 ლიტრს (ბენზინის ვერსიების 1013 ლიტრთან შედარებით) მცირდება. გარდა ამისა, Xdrive40e-ს აქვს სპეციალური „ჰიბრიდული“ მოწყობილობათა პანელი და საინფორმაციო-გასართობი სისტემის მენიუს სპეციფიკური პუნქტები.
ჰიბრიდული აწყობის სტანდარტული აღჭურვილობა მოიცავს 19-დიუმიან თვლებს, ადაპტირებულ ქსენონის ფარებს, შუქდიოდის ნისლსაწინააღმდეგო ფარებს, სარკეებს ელექტრო ამძრავით და გათბობით, ავტომატურ საწმენდებს, პანორამულ ლუქს სახურავში, რელსებს, საბარგულის განყოფილების კარს ელექტროამძრავით და წინა და უკანა პარკირების სენსორებს.
სალონში, თქვენ მიიღებთ ორზონიან ავტომატურ კლიმატ- კონტროლს, სავარძლებსა და საჭეს ელექტრო რეგულირებით , პრემიუმ კლასის ვინილის მოპირკეთებას, Bluetooth, საინფორმაციო-გასართობ სისტემას 10.2-დიუმიანი დისპლეით და ხმით მართვის ფუნქციით, BMW iDrive ტექნოლოგიურ ინტერფეისს, სანავიგაციო სისტემას რეალური დროის რეჟიმში ტრაფიკის შესახებ ინფორმაციაით, HD რადიოს, აუდიო-სისტემას 9 დინამიკით და... CD პლეერით!
ფასი საქართველოში: $33 900-დან
ამერიკიდან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: 28 000$-დან
8. MERCEDES-BENZ GLC 350E (2019)
-
ძრავა : 2.0 ლ, 320 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი : სრული
-
საწვავის მოხმარება : 4.2 - 9.4 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
ბევრ ავტომობილს არ შეუძლია შეეჯიბროს GLC-ს მოპირკეთების სიმდიდრეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველგანმავალი არ არის ისეთი მოხერხებული, როგორც მისი კონკურენტების უმეტესობა, ის იგებს კომფორტით, რომლითაც უზრუნველყოფს თავის მგზავრებს. გარდა ამისა, GLC-ს აქვს ქრაშ-ტესტის შესანიშნავი შედეგები და აქტიური უსაფრთხოების ფუნქციების ვრცელი სია.
350e მიერთებული ჰიბრიდი გამოჩნდა GLC-ს სამოდელო ხაზში 2018 წელს. იგი აღჭურვილია 320 ცხ. ძ. ჯამური სიმძლავრის 2-ლიტრიანი ბენზინის ძრავისა და ელექტროძრავისგან შემდგარი ძალური დანადგარით.
მიეწოდება სტანდარტული ძარით და სრული ამძრავით ა4Matic AWD, მაშინ, როდესაც დანარჩენ GLC-ში საბაზო არის უკანა ამძრავი, ხოლო სრული ხელმისაწვდომია მხოლოდ შერჩევით. ჰიბრიდის გადაცემათა კოლოფი არის 7-საფეხურიანი, ავტომატური, შექმნილი სპეციალურად ამ მოდელისთვის. ბევრი სხვა ჰიბრიდის მსგავსად, მანქანა აღჭურვილია რეგენერაციული მუხრუჭებით.
მანქანის მხოლოდ ელექტრო წევაზე სვლის მარაგი მცირეა, დაახლოებით 15 კმ, ხოლო საწვავის მოხმარება არის დაახლოებით 4,2 ლიტრი ას კილომეტრზე შერეულ გზატკეცილი-ქალაქის რეჟიმში მართვისას და 9,4 ლიტრი - ქალაქში.
აკუმულატორის ბატარეის სრულ დატენვას 220 ვოლტიდან დაახლოებით 2 საათი 15 წუთი დასჭირდება.
350e-ს აქვს მხოლოდ ერთი კომპლექტაცია. ეს ნაკლი კომპენსირდება იმით, რომ მწარმოებელი გთავაზობთ პარამეტრებისა და პაკეტების ფართო არჩევანს, რაც საშუალებას გაძლევთ მოარგოთ მანქანა მყიდველების კონკრეტულ (მათ შორის ესთეტიკურს) საჭიროებებსც.
GLC 350e-ის აღჭურვილობა თითქმის იგივეა, რაც მისი ბენზინის ნათესავი GLC 300-ს შემთხვევაში, ანალოგიური 2-ლიტრიანი ძრავით: 18-დიუმიანი თვლები, სახურავის რელსები, სარკეები ელექტროამძრავით, ავტომატური საწმენდები.
სალონში - ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, უკანა ხედის სარკე ავტომატური დაბურვით, მძღოლის სავარძელი და საჭის თვალი ელექტრული რეგულირებით, წინა სავარძლების გათბობა, უკანა სავარძლების დაკეცვის ელექროამძრავი, 115 ვოლტიანი საყოფაცხოვრებო დენცქვიტა, MB-Tex ხელოვნური ტყავის მოპირკეთება, ძრავის ღილაკით დაქოქვა, საინფორმაციო-გასართობი სისტემა 7-დიუმიანი დისპლეით და Mbrace Connect ფუნქციით სმარტფონების დასაკავშირებლად, 2 USB პორტი, HD რადიო და აუდიო სისტემა 8 დინამიკით.
აქტიური უსაფრთხოების სისტემების ნაკრები მოიცავს უკანა ხედის კამერას, გაფრთხილებას პირისპირ შეჯახების შესახებ, ავტონომიურ საგანგებო დამუხრუჭებას და მძღოლის მდგომარეობის კონტროლის სისტემებს.
ფასი საქართველოში: $36 000-დან
ამერიკიდან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: 24 000$-დან
9. LEXUS UX 250H (2020)
-
ძრავა : 2.0 ლ, 181 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : სრული
-
საწვავის მოხმარება : 5.7 - 6.2 ლ/100 კმ (მაგისტრალი - ქალაქი)
მოხერხებული და მრავალფუნქციური Lexus UX 250h არის შედარებით იაფი პრემიუმ კლასის ყველგანავალი, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც სუბკომპაქტური. ის კონკურენციას უწევს ამ სეგმენტის ისეთი მოდის კანონმდებლებს, როგორიცაა BMW X1 და Audi Q3, მაგრამ გთავაზობს იმას, რაც მათ არ გააჩნიათ - აკუმულატორი და ელექტროძრავა.
Lexus UX Hybrid-ის გაყიდვები აშშ-ში 2019 წელს დაიწყო, ასე რომ, 2019 და 2020 წლების მოდელები ტყუპი ძმებივით ჰგვანან ერთმანეთს. ერთადერთი შესამჩნევი ცვლილება 2020 წლისთვის იყო Android Auto-ს მხარდაჭერის დამატება ავტომობილის ყველა კომპლექტაციაში.
UX Hybrid 2020-ს ჰქონდა სამი კომპლექტაცია - UX 250h, UX 250h Luxury და UX 250h F Sport. ისინი აღჭურვილი იყო ერთნაირი ჰიბრიდული ძალური დანადგარით, რომელიც შედგებოდა 2-ლიტრიანი ბენზინის ძრავისა და 181 ცხ.ძ. საერთო ტევადობის ორი ელექტროძრავისგან. ყველაფერზე სტანდარტულად მონტაჟდებოდა ვარიატორი და სრული ამძრავი.
სავსებით შესაძლებელია საბაზისო UX 250h-ის აღება - მას უკვე აქვს „სასურველი პარამეტრების“ და მძღოლების ყველაზე მოთხოვნადი ფუნქციების უმეტესობა. მაგალითად,
ხელოვნური ტყავით სავარძლების, საჭისა და გადაცემათა გადამრთველის სახელურების მოპირკეთება, წინა სავარძლები ელექტრორეგულირებით, გარე სარკეები გათბობით, გასაღებების გარეშე წვდომა, ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, 7იდიუმიანი ელექტრონული მოწყობილობების პანელი, უკანა ხედის კამერა, 6-დინამიკიანი აუდიო-სისტემა, Wi-Fi წვდომის წერტილი Fi, Bluetooth, 4 USB პორტი, საინფორმაციო-გასართობი სისტემის 7-დიუმიანი დისპლეი, Android Auto / Apple CarPlay / Amazon Alexa მხარდაჭერითა და ხმის ამოცნობით.
UX 250h სტარდარტულ კომპლექტაციაში ასეე შედის Lexus Safety System+ 2.0 მძღოლის დახმარების სისტემების ნაკრები. პაკეტში შედის პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილება, ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭების, ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენის, მოძრაობის ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილების, მოძრაობის ზოლის შენარჩუნებაში დახმარების, საგზაო ნიშნების ამოცნობის სისტემები, ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი და ფარების ავტომატური შორი ნათება.
Premium პარამეტრების პაკეტი ამატებდა ამ ტექნოლოგიების ზეიმს წინა სავარძლების გათბობას და ვენტილაციას, ლუქს სახურავში, წვიმის სენსორული საწმენდებს, ბრმა ზონის მონიტორიგის და უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემებს.
UX 250h გამოირჩევა მდოვრე, კომფორტული სვლით, ამასთანავე ის ნელია - ადგილიდან აჩქარება ნულიდან ას კილომეტრამდე 10 წამს იკავებს. ჰიბრიდის საჭის მართვა მკაფიოა; ზოგადად, UX გზაზე ქცევით მოგვაგონებს Toyota Corolla-ს (რომელთანაც ის პლატფორმის ნათესავია), იმ განსხვავებით, რომ Lexus-ის უფრო მაღალი ძარისა და წონის გამო ის ოდნავ მეტს იხრება მოსახვევებში.
მთლიანობაში, UX Hybrid - საინტერესო ავტომობილია, რომელიც ყველაზე უკეთ ქალაქის ქუჩებში გრძნობს თავს - გზატკეცილზე მას შეიძლება ოდნავ არ ჰყოფნიდეს სიმძლავრე. ჰიბრიდის ვერსიის ეკონომიურობა (6,2 ლ/100 კმ) თითქმის ბენზინის დონეზე რჩება (6,4 ლ/100 კმ).
ფასი საქართველოში: $28 500-დან
ამერიკიდან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: 24 500$-დან
10. VOLVO XC90 T8 (2020)
-
ძრავა : 2.0 ლ, 400 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი : წინა, სრული
-
საწვავის მოხმარება : 8.4 - 11.8 ლ/100 კმ (გზატკევილი - ქალაქი)
2020 წელს, საშუალო ზომის ყველგანმავალმა XC90-მა განიცადა მსუბუქი ფეისლიფტი და დაემატა რამდენიმე მოდიფიკაცია. მაგრამ აღჭურვილობის თვალსაზრისით, არც ბენზინის მოდელებმა და არც T8-ის მიერთებულმა ჰიბრიდმა არ გაგვახარა რაიმე ინოვაციებით.
2020 T8 კვლავ აერთიანებს T6-ის მოდელის 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავს, რომელიც ჯამურად აწარმოებს შთამბეჭდავ 400 ცხ.ძ. ისინი მუშაობენ 8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან წყვილში, რომელიც ერთნაირია XC90-ს მთელი სამოდელო ხაზისთვის.
10 კვტ/სთ ტევადობის აკუმულატორი უზრუნველყოფს 28-30 კმ სვლის მარაგს მხოლოდ ელექტრო წევაზე. დამუხტვა საყოფაცხოვრებო დენცქვიტიდან დაახლოებით სამ საათს იკავებს.
XC90-ს გამოირჩევა მდორე სვლით და (კომფორტის საფასური!) არც თუ ისე მკვეთრი მართვით. საკისარი შთანთქავს გზის უსწორობის უმეტეს ნაწილს, თუმცა 21-22-დიუმიანი თვლების დაყენება (სურვილისამებრ) მანქანას უფრო ხისტს ხდის, რაც არ უნდა დავივიწყოთ შესაფერისი მანქანის ძიებისას.
მძლავრი ძალური დანადგარის წყალობით, XC90 სწრაფად აჩქარდება, მაგრამ გაურკვეველი საწის მართვის გამო ძნელია "ოთხმოცდაათიანი წლების" სპორტული ხასიათის ავტომობილის დასახელება: ბოლოს და ბოლოს, ეს არის კომფორტული მოძრაობისთვის და არა გზაზე სლალომისათვის განკუთვნილი მანქანა.
XC90-ს აქვს სამი კომპლექტაცია - Momentum, R-Design და Inscription. Momentum-იც კი კარგი არჩევანია, ამ აწყობაში ხელმისაწვდომია უფროსი კომპლექტაციების დანადგარების უმეტესობა.
თავად განსაჯეთ - სტანდარტულად მიეწოდება 12.3-დიუმიანი ციფრული მოწყობილობათა პანელი, საინფორმაციო-გასართობი სისტემა 9-დიუმიანი სენსორული ეკრანით და Android Auto/Apple CarPlay-ის მხარდაჭერით, სატელიტური რადიო, აუდიო-სისტემა 10 დინამიკით, 2 USB პორტი, Bluetooth, ნავიგაცია, პარკირების სენსორები, ხელოვნური ტყავის სავარძლები, ოთხზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, ლუქი სახურავში, 19-დიუმიანი დისკები და აქტიური უსაფრთხოების სისტემების კარგი ნაკრები - ბრმა ზონების მონიტორინგი, პირისპირ შეჯახების შესახებ გაფრთხილება, უკან ჯვარედინ მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემები და ა.შ.
R-Design-ში მოპირკეთება უკვე ნატურალური ტყავისაა, გაუმჯობესებული ნავიგაციის სისტემა, წინა პარკირების სენსორები, გადაცემათა საწის ქვეშ გადამრთველები და სპორტული აქცენტები ექსტერიერს ადა ინტერიერში, როგორიცაა CamCis formis წინა სავარძლები და 20-დიუმიანი მსუბუქშენადნობი დისკები.
გაითვალისწინოთ, რომ ამ კომპლექტაციაში არ არის სათადარიგო საბურავი, არის მხოლოდ საბურავების შეკეთების ნაკრები.
ტოპ-კომპლექტაციაში დამატებულია წინა სავარძლების გათბობა და ვენტილაცია. გარდა ამისა, შერჩევითი პარამეტრის სახით არის სავარძლები მასაჟით და მეორე რიგის სავარძლების გათბობა.
ფასი საქართველოში: $47 000-დან
აშშ-დან მიწოდების სრული პაკეტის ფასი: $39000-დან
წყაროები: Cars.usnews.com, Edmunds.com
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში