აუქციონი Copart: როგორ დავდოთ ფსონები და ვიყიდოთ

Copart — კომპანია, რომელიც აერთიანებს მყიდველებსა და გამყიდვლებს იგივე სახელწოდების ონლაინ-აუქციონების მეშვეობით. დაფუძნებულია 1982 წელს კალიფორნიაში.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში Copart გახდა ერთ-ერთი საუკეთესო სააუქციონო საიტი.
Copart-ის შტაბ-ბინა იმყოფება დალასში, ტეხასის შტატი, აშშ. კომპანიის წარმომადგენლობები განთავსებულია მსოფლიოს 11 მეტ ქვეყანაში.
დღესდღეობით Copart-ს ყოველდღიურად გამოაქვს გასაყიდად 175 000 მეტი ავტომობილი.
კომპანია სპეციალიზებულია მეორეული, მათ შორის ავარიული ავტომობილების აუქციონებზე, გადაყიდვაზე და მარკეტინგზე.
ბიზნეს-მოდელი განკუთვნილია ავტომობილების სხვადასხვა ტიპის გამყიდველებისთვის – მოყვარულებისათვის, ფინანსური დაწესებულებებისათვის, სადაზღვევო კომპანიებისათვის და ქალაქის ხელისუფლებასა და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვისაც კი. გარდა ამისა Copart-ის მიზნობრივ კლიენტებს შეიძლება მივაკუთვნოთ ძარას სახელოსნოები, დაშლის სახელოსნოები, ავტოდილერები.
ყოველწლიურად Copart-ის აუქციონებზე იყიდება ორ მილიონზე მეტი ავტომობილი!
როგორ მუშაობს Copart
თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, რომელსაც სურს გაყიდოს თავისი ავტომობილი Copart-ზე, თქვენ უნდა მიმართოთ CashForCars.com-ს —Copart-ის პარტნიორ-კომპანიას. ის ეხმარება მეორეული ავტომობილების - დაზიანებებითა და მათ გარეშე რეალიზებაში. სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ კომპანიის სპეციალისტები დაასახელებენ თქვენი ავტომობილის ფასს.
მომენტალური წინადადება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით. როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ დარეკოთ კომპანიაში ავტომობილის ღირებულების გასარკვევად. თუ თქვენ მიიღებთ კომპანიის ფასის წინადადებას, Copart ან მისი პარტნიორი CarForCars.com ჩაატარებენ ავტომობილის დათვალიერებას და გადაიხდიან შეთანხმებულ თანხას.
დილერებისთვის უფრო მომგებიანი მათი ავტომობილების გაყიდვა Copart-ის ვირტუალური ვაჭრობის ტექნოლოგიის დახმარებით.მისი მტავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ გასაყიდად შეიძლება გამოიტანოთ ნებისმიერ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი. გარდა ამისა, Copart-ის შერჩევით თქვენ მარტივად დაუკავშირდებით , 750 000 მეტ პოტენციურ მყიდველს 170 მეტ ქვეყანაში.
სასიამოვნო ბონუსი: ავტომობილს აუქციონზე გამოტანამდე Copart-ის თანამშრომლები გარეცხავენ და გაწმენდენ მას მტვერსასრუტით.
როგორ შეიძინოთ ავტომობილი Сopart-ზე
ავტო აუქციონზე ავტომობილის შეძენა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე გაყიდვა. უნდა იცოდეთ დაზიანებების კლასიფიკაცია, სხვადასხვა შტატში დოკუმენტების გაფორმების თავისებურებანი, იცოდეთ პირობითი აღნიშვნების წაკითხვა, ერკვეოდეთ ავტომობილის მოწყობილობაში, საიტის და სხვა ვირტუალური სამსახურების მიერ შემოთავაზებულ სერვისებში, ფლობდეთ შეკეთებისა და ტრანსპორტირების ღირებულების გაანგარიშების მეთოდიკას და უბრალოდ ფლობდეთ ინგლისურ ენას. მანქანის შეძენისას შეცდომების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მიმართოთ კომპანია Сolumbus-ის სპეციალისტების დახმარებას.
აუქციონის საკვანძო სერვისები/ფუნქციები
Copart ატარებს ონლაინ-აუქციონს კვირაში ხუთი დღე. მყიდველებმა შეიძლება დადონ წინასწარი ფსონები ინტერნეტში და ადგილებზე. ყოველდღიური ვაჭრობა იწყება 9:00 საათიდან.
თუ თქვენთვის მოუხერხებელია ყოველდღიური ფსონების დადება, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ Nightcap-ის ფასდაკლება.
VB3-ის ვირტუალური ვაჭრობის ტექნოლოგია
იძლევა თქვენი კომპიუტერიდან, ტელეფონიდან ან პლანშეტიდან ონლაინ-აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას. ტექნოლოგია გაძლევთ აუქციონებზე ვაჭრობასთან დაკავშირებული ზედმეტი ფორმალობების თავიდან აცილების საშუალებას.
მიწოდება და ტრანსპორტი
Copart თანამშრომლობს Columbus-თან. კომპანიები ერთობლივად აწყობენ ავტომობილის შიდა (აშშ-ს მასშტაბით) მიწოდების ორგანიზებას იმის მიუხედავად თუ სად იმყოფება იგი.
მოხერხებული დაგეგმარებისათვის შეიძლება გამოიყენოთ სატრანსპორტო აპლიკაცია, რომელიც აკონტროლებს ავტომობილს გზაში.
გადახდის რამდენიმე ხერხი
ფსონების ონლაინ დადებისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის ნებისმიერი სახეობა.
დაუცველი საშუალებები - საკრედიტო და სადებეტო ბარათები მობილური საფულისთვის.
უსაფრთხო საშუალებები (რეკომენდირებულია) — საბანკო გადარიცხვა, ფულადი გზავნილი, სალაროს ჩეკი, MoneyGram და სხვ.
როგორ დავიწყოთ ფსონების დადება Copart-ის აუქციონებზე?
1. შეუერთდით Copart-ს ვაჭრობის მონაწილის სახით.
თქვენ შეგიძლიათ უფასოდ დარეგისტრირდეთ სტუმრის სახით. თუმცა, ფსონების დასადებად უნდა გადახვიდეთ საბაზო ან პრემიუმ წევრობაში.
2. დაამატეთ დეპოზიტი და მიიღეთ პრემიუმ-სტატუსი
დეპოზიტის სახით შესატანია საიტზე დასადები ფსონების მაქსიმალური ღირებულების არანაკლებ 10% (ამასთანავე, არანაკლებ $600 ოდენობის თანხა).
როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ გადახვიდეთ პრემიუმ-წევრობაზე, რომლის ღირებულებაც შეადგენს $199 წელიწადში ან შეიტანოთ ერთიანი სრულად დაბრუნებადი დეპოზიტი არანაკლებ в 400% ოდენობით.
დილერის დახმარება
ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ფსონის დასადებად საჭიროა ბიზნეს-ლიცენზია. Columbus ეხმარება კლიენტებს ამ პრობლემის მოგვარებაში Copart-ზე მისი სადილერო ანგარიშის გამოყენების გზით.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში