გამოიწერეთ ბიულეტენი

იდეალური ავტომობილები ამერიკიდან Uber-თან მუსაობისთვის

იდეალური ავტომობილები ამერიკიდან Uber-თან მუსაობისთვის

მანქანების ჩამოყვანა აშშ-დან და კანადიდან არის სწორი გადაწყვეტილება მათთვის, ვინც გეგმავს მუშაობას Uber-ის მობილურ აპლიკაციასთან. Columbus-ის ექსპერტთა გუნდმა დაასახელა მათი აზრით საუკეთესო მანქანები სხვადასხვა ფასთა კატეგორიაში ამ და სხვა ტაქსის სერვისებთან მუშაობისათვის.

როგორც ცნობილია, კომპანია Uber იტოვებს მგზავრების მიერ მგზავრობაში გადახდილი თანხის 20-25% და მხოლოდ 80% – 75% რჩება მძღოლს. ზოგიერთ ქვეყანაში საკომისიოს თანხა ღწევს 33%. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტია. რომ არ გაკოტრდეს ტაქსისტი კარგად უნდა დაფიქრდეს თუ რომელი სატრანსპორტო საშუალებით დაკავდეს ამ საქმიანობით. სულ მცირე ეს უნდა იყოს ეკონომიური და მგზავრისთვის კომფორტული ავტომობილი. 

გონივრული გადაწყვეტილება იქნება აშშ-ში გარბეინიანი მანქანის შეძენა: ამერიკის აუქციონებზე ის 30-40%-ით ნაკლები ღირს ანალოგიურ მოდელებზე არსებულ ფასთან შედარებით. გრჩებათ მხოლოდ შეარჩიოთ შესაფერისი ეგზემპლიარი სხვადასხვა ფასთა კატეგორიაში. ქვემოთ მოყვანილია Columbus-ის სპეციალისტების არით ტაქსში მუშაობისთვის ავტომობილის საუკეთესო მოდელები ამერიკიდან.

მიკრო- და მცირე ბიზნეს კლასის ავტომობილები 


  • Mitsubishi Mirage –Mitsubishi Colt-ის ტყუპისცალი, კომპაქტური ხეჩბეკი, რომელიც შესანიშნავად იმართება, აქვს მყარი საკისარი, ჩუმი ძრავი და ქალაქში ხარჯავს მხოლოდ 4-4,5 ლ/100 კმ ბენზინს. 

  • Chevrolet Spark – A კლასის მოდელი, ჩვენთან ცნობილი Daewoo Matiz-ის მოდიფიკაცია. საწვავის ხარჯი ქალაქის ციკლში შეადგენს 7,3 ლ/100 კმ (ძრავი 0.8 ლ). მანქანის მცირე ზომები საუკეთესოდ გამოდგება თბილისის ძველი ვიწრო ქუჩებისათვის. 

  • Honda Fit – საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ეს მოდელი ცნობილია Jazz-ის სახელწოდებით. თუმცა ნუ მოგატყუებთ «პაწიას» გარეგნობა. ის ბაზრობის ჩანთას ჰგავს: თითქოს არ იკავებს დიდ ადგილს, მაგრამ უამრავი რამეს ჩატევა შეიძლება. საჭე მანქანაში ზუსტია, საკისარი კომფორტული, გადამეტებითაც იტანს დატვირთვას. საფირმო სისტემა i-VTEC თითქოს ხსნის 100 ცხ.ძ. ძრავში მეორე სუნთქვას. 

  • Volkswagen Jetta – მოდური და საკმაოდ ეკონომიური სედანი (საწვავის ხარჯი 2.0/115 ცხ.ძ. ძრავის შემთხვევაში შეადგენს ქალაქში 9.3 ლ/100 კმ, ხოლო გზატკეცილზე კი – 6.7 ლ/100 კმ). მანქანას აქვს მარტივი და ფუნქციონალურობის თვალსაზრისით სრულიად გამართლებული ძარის კონსტრუქცია, დიდი საგზაო ღრეჩო, კარის გაღების ფართო კუთხე. უკანა საკისარი უზრუნველყოფს სვლის «პრემიალურ სიმდოვრეს».

  • Chevrolet Cruze – აკურატული და ადვილად მოსახმარი ხეჩბეკი, რომელიც კარგად იტანს ხანგრძლივ ექსპლუატაციას. Cruze-ის ბენზინის ძრავები მოიხმარენ 8-8,3 ლიტრამდე ბენზინს ქალაქის ციკლში (გადაცემათა მექანიკური კოლოფი). მყიდველებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოების შესანიშნავი დონე. Euro NCAP-ის ქრაშ-ტესტებში მანქანამ მიიღო ყველაზე მაღალი ქულები და ცნობილია ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მანქანად თავის კლასში 2009 წელს. საბარგულის მოცულობა (425 ლ) იძლევა რამდენიმე ჩემოდნის გადატანის შესაძლებლობას.

საშუალო და ბიზნეს-კლასის ავტომობილები


  • Ford Fusion – პირველი სერიული სედანი ოთხ ვარიანტში: ბენზინის ძრავით, EcoBoost ძრავით, ჰიბრიდული მოდელის და მიერთებული Ford Fusion Energi ჰიბრიდული ვერსიის სახით. Fusion-ის ავტომობილებს ყოველთვის აქვს რბილი საკისარი, კარგი ხმის იზოლაცია, ტევადი საბარგული. მათ აფასებენ საიმედოობის, მანევრირების, სალონის მოხერხებული ტრანსფორმაციის, კარგი საგზაო ღრეჩოს გამო. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მათ არასდროს აქვთ სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებული არავითარი პრობლემები!

  • Toyota Corolla – იაპონური ბრენდის სამოდელო რიგის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. შეიძლება ითქვას სახალხო. ავტომობილს აქვს ტავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებლები: მწარმოებლური ძრავა (132 ცხ.ძ.-მდე), საწვავის ხარჯი დაახლოებით 6,2 ლ სვლის შერეულ ციკლში, საბარგულის განყოფილების მოცულობა 471 ლ, საკმარისი საგზაო ღრეჩო (150 მმ). ყველა გაგებით კომფორტული ავტომობილი, რომელიც შესანიშნავად გამოდგება ტაქსისთვის.

  • Honda Accord (ჩვეულებრივ, VIII თაობის) – ვარიანტი მათთვის, ვინს გეგმავს მუშაობას მაღალი ტარიფით. ავტომობილს აქვს პრეზენტაბელური სალონი, რომელიც პასუხობს ყველაზე პრეტენზიული მგზავრების მოთხოვნებსაც კი. მანქანა გახარებთ სვლის მდოვრე აკრეფით, სათანადო მოვლის პირობებში საიმედოა (ავტომატური გადაცემათა კოლოფი გადის 200-300 ათ.კმ, თუკი დროულად გამოცვლით სოლენოიდებს), ტაქსისტებს ნამდვილად გაახარებს 464ლ. მოცულობის Accord-ის საბარგული.

  • BMW მე-5 სერიის. არ საჭიროებს დამატებით ქებას. ამერიკულ აუქციონებზე ხვდებიან ექსკლუზიური კომპლექტაციით, “პროფესიული“ კოკპიტით, სხვადასხვა ასისტენტით, სპორტული მოდერნიზაციით. მანქანების აწყობა ხდება მხოლოდ გერმანიაში, ასე რომ მათი ხარისხი გარანტირებულია.  

  • Lexus ES – დახვეწილობის, წარმადობისა და მანევრირების კომბინაცია. ავტომობილს აქვს დეტალურად გააზრებული დიზაინი, შესანიშნავი აეროდინამიკური მახასიათებლები, ტევადი სალონი. 2018 წელს Lexus ЕС-მ აჩვენა თავის კლასში საიმედოობის საუკეთესო შედეგები Euro NCAP-ის ტესტში.

"ელექტრომობილი" для Uber-ში მუშაობისათვის


  • Nissan Leaf – შესაძლოა, საუკეთესო არჩევანი მათთვის, ვინც გეგმავს Uber-ში სრული დატვირთვით მუშაობას. სვლის მარაგი ეყოფა დაახლოებით 230-250 კმ-ზე. მოდელის ღირსებებს შეიძლება მივაკუთვნოთ ხმის დაბალი დონე, მედეგობა გზაზე (ბატარეის დაბალი განლაგების წყალობით), 100 კმ/სთ-მდე სწრაფი აკრეფა 9 წამში. აშშ-დან საქართველოში ჩამოაქვთ 80-85% ტევადობის საავტომობილო ბატარეებით – ისინი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუტანენ შემოსავალს ტავის მფლობელებს. 

  • Volkswagen E-Golf – გამოდგება მათთვის, ვისაც არ მოსწონს Nissan Leaf-ის ძარას ნოვატორული დიზაინი. რიგი პარამეტრით ელეტრო გოლფი არ განსხვავდება კლასიკური ბენზინის ვერსიისაგან. მაგალითად, აქვს ასეთივე მახვილი საჭე. ავტომობილი Tesla 3-ზე უფრო რბილია, თითქმის ისეთივე სწრაფი, იძლევა საწვავზე მნიშვნელოვნად დაზოგვის შესაძლებლობას. ერთი დამუხტვით მანქანა გადის 190 კმ-მდე.

ჰიბრიდული ავტომობილები


  • Toyota Prius – ჭეშმარიტად ლეგენდარული ჰიბრიდი. გარბენიანი ავტომობილების ბაზარზე, როგორც წესი, წარმოდგენილია მანქანის III თაობა. სვლის 100 კმ-ზე Prius ხარჯავს დაახლოებით 4 ლ საწვავს. მას აქვს სიცოცხლისუნარიანი ბატარეა, მარტივი და საიმედო ტრანსმისია, პრაქტიკული სალონი. გასაკვირიც კია, რომ ავტომობილი არ არის შექმნილი გერმანიაში.

  • Chevrolet Malibu – დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა Chevy-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი. მისი კაშკაში ოდნავ დაჩრდილეს კონკურენტებმა – Honda Accord და Toyota Camry. გამოდგება, თუკი ტაქსისტი აპირებს მუშაობას უფრო ძვირადღირებულ შეკვეთებზე. 2019 წლიდან Malibu გახდა ჰიბრიდი. მანქანას აქვს ახალი საინფორმაციო-გასართობი სისტემა, ვარიატორმა შეცვალა ექვს საფეხურიანი გადაცემათა ავტომატური კოლოფი. მანქანა იძლევა დაზოგვის შესაძლებლობას: 1,5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი ტურბოჩაბერვით ხარჯავს ქალაქში სულ რაღაც 8,1 ლ/100 კმ. სულაც არ არის ცუდი მძლავრი (250 ცხ. ძ. ძრავით), კომფორტული და ფართო ავტომობილისთვის.

  • Chevrolet Volt.  მფლობელთა დაკმაყოფილების ხარისხით ეს Plug-in Hybrid  უსწრებს General Motors-ის ნებისმიერ გაყიდულ ავტომობილს, რაზეც მოწმობს Statista-ის მონაცემები. ბატარეის განმუხტვისას ჩართული 1,4 ლ შიდა წვის ძრავის ხარჯზე II თაობის მანქანის სვლის მარაგი შეადგენს 480-500 კმ-ს. ელექტრომობილის რეჟიმში ავტომობილი მარტივად გაივლის 65 კმ-მდე მანძილს. კიდევ რა უნდა ტაქსის მძღოლს?

SUV და ყველგანმავლები


  • Ford Escape – Ford-ის ლეგენდარული და პოპულარული კროსოვერი. იაფი სერვისი, მაღალი ჩასმა, ტევადი საბარგული და ფართო სალონი არის ავტომობილის უდაო პლუსები. ძრავი მადიანად მიირთმევს А92 ბენზინს (სხვათა შორის, მექანიკოსები აქებენ ავტომობილს კაპოტის ქვეშ აგრეგატების განლაგების გაო). აღჭურვილი საჭირო თანაშემწეებით, ადვილად ერგება საგზაო პირობებს. 1,5-ლიტრიანი ძრავა გადის 400 ათ. კმ-მდე. გაითვალისწინეთ, რომ წინა ამძრავი კომპლექტაცია უფრო ეკონომიურია.

  • Chevrolet Equinox — აშშ-ში ძალიან პოპულარული საშუალო ზომის კროსოვერი. 2017 წელს შესამჩნევად "გახდა", დაკარგა წონა და გაბარიტები, სამაგიეროდ თავიდან ბოლომდე განახლდა (ძალური აგრეგატების ნაკრებიდან დიზაინსა და ელექტრონულ შიგთავსამდე). შიდა წვის ძრავის ხაზი სრულად შედგება ტურბოჩაბერვიანი ძრავებისაგან. ორლიტრიანი მანქანისათვის განკუთვნილია ცხრა საფეხურიანი «ავტომატი», დანარჩენი ორისთვის — ექვს საფეხურიანი. მანქანაშია თანამედროვე ავტომობილის ფუნქციების სრული ნაკრები CarPlay-სა და კამერებიდან სრულ ამძრავამდე და სტაბილიზაციის სისტემამდე. ამას აუცილებლად შეაფასებენ როგორც მძღოლები, აგრეთვე მგზავრები.

***

Columbus-ის გუნდი დაგეხმარებათ ამერიკულ საავტომობილო აუქციონებზე ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ავტომობილისა და აგრეთვე ჩვენს ტოპ-10-ში შესული ავტომობილის მოძიებაში. 

კომპანიის თანამშრომლებთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე +(995) 596 00 00 45 ან Columbus-ის ქართული საიტის ონლაინ-ჩათში.

(588)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge