გამოიწერეთ ბიულეტენი

Business class: აშშ-დან მიწოდების 5 ლიდერი

Business class: აშშ-დან მიწოდების 5 ლიდერი

ცნება თუ რომელი ავტომობილები მიეკუთვნება ბიზნეს-კლასს ჩვენთან და ოკეანეს მიღმა განსხვავდება. ჩვენთან ზოგიერთისთვის Toyota Camry-ც ჰგონიათ «ტოპ-მოდელი», როდესაც ეს ავტომობილი ოკეანეს მიღმა ითვლება რიგით ოჯახურ სედანად. ამის მიუხედავად, ესეც business class-ია, რომელმაც ოდნავ ვერ მიაღწია წარმომადგენლობით დონეს. ხსენებული კლასიფიკაციის რომელი ავტომობილები ჩამოჰყავთ ჩვენთან ყველაზე ხშირად?

Coumbus-ის ექსპერტებმა შეისწავლეს კომპანიის ბოლო სამი წლის სტატისტიკა და განსაზღვრეს ტოპ-5 ყველაზე პოპულარული Executive cars, რომლებიც ამერიკიდან ევროპაში ჩამოვიდნენ. 

როგორც ყოველთვის, ჩვენ განვიხილავთ «სამწლიან» – 2019-2020 გამოშვების წლის ავტომობილებს (როგორც შემდგომი გაყიდვისათვის ყველაზე მომგებიანი ავტომობილები) მინიმალური დაზიანებებით.


1. BMW 750і (2019)

  • ძრავა: 2,0 ლ, 3,0 ლ, 4,4 ლ, 6,6 ლ, 320 - 601 ცხ.ძ.

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი 

  • ამძრავი: უკანა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 8,1-18,1 ლ/100 კმ (გზატკეცილი-ქალაქი)


მეშვიდე სერიის BMW გამოირჩევა სასიამოვნო სვლით, სპორტული მართვით, მძლავრი ძრავით და მაღალი კლასის სალონით. მისი საინფორმაციო-გასართობი სისტემა გაძლევთ ზარზე პასუხის გაცემის ან პირდაპირ სიტყვის ამ მნიშვნელობით ხელის ერთი გაქნევით ხმის დონის დარეგულირების შესაძლებლობას, ხოლო სავარძლები ორივე რიგში ანებივრებს მგზავრს სივრცით და ისეთი კომფორტით, როგორიცაა ჩამონტაჟებული მასაჟი და ვენტილაცია.

2019 წელს ამ სერიის სედანებს უშვებდნენ ხუთი კომპლექტაციით: 740i, 740e iPerformance, 750i, Alpina B7 და M760i. საბაზო კომპლექტაცია კარგად აღჭურვილია, ამიტომ სხვა კომპლექტაციაზე ყურადღების მიქცევის ძირითადი მიზეზია - უფრო მძლავრი ძრავები ან ზოგიერთი სპეციფიკური ფუნქციების არსებობა.

თითოეულ კომპლექტაციას შეესაბამება საკუთარი ძალური დანადგარი. საბაზო 740i-ში ეს არის 3-ლიტრიანი  ტურბოჩაბერვიანი ძრავა V6. მიერთებულ ჰიბრიდში 740e – 2-ლიტრიანი + ელექტროძრავი ჯამური სიმძლავრით 322 ცხ.ძ. მოდელი 750i აღჭურვილია 4,4-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავა V8, სიმძლავრით 445 ცხ.ძ., Alpina B7 – ასეთივე V8-ით, მაგრამ ორმაგი ტურბოჩაბერვით, რაც იძლევა უკვე 600 ცხ.ძ. სიმძლავრეს. ტოპ M760i მოდელში დამონტაჟებულია 6,6-ლიტრიანი  V12 ძრავა სიმძლავრით 601 ცხ.ძ. გადაცემათა კოლოფი ყველგან ერთნაირია – 8-საფეხურიანი «ჭკვიანი» ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

სრული ამძრავის სისტემა BMW xDrive არის შერჩევითი 740i და 750i კომპლექტაციისათვის და სტანდარტული - ყველა დანარჩენისთვის.

ამ მოდელებს შორის 750i არის «ოქროს შუალედი» როგორც სიმძლავრის და საწვავს ხარჯვის (9-13 ლ ას კილომეტრზე) მაჩვენებლებით, აგრეთვე აღჭურვილობით. სხვა სტანდარტული ფუნქციების გარდა, რომლებიც არის საბაზო საბაზო 740-ე მოდელში (პნევმატური საკისარის, 10,2-დუიმიანი სენსორული ეკრანის, ნავიგაციის, Wi-Fi წვდომის წერილის, მოწყობილობების უსადენო დამუხტვის, გასაღების გარეშე წვდომის სისტემის, პანორამული ლუქის და მრავალი სხვა გარდა) 750i-მა მიიღო ტყავის სალონი Nappa, წინა სავარძლები 20 მიმართულებით ელექტრო რეგულირებით და დიდი ზომის მსუბუქშენადნობი დისკოები. აგრეთვე 750i არის პირველი კომპლექტაცია, რომელიც სთავაზობს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა უკანა სავარძლები და მათი მისაყუდებელი ელექტროამძრავით, დასაკეცი მაგიდა ჭიქის დასადებით და გასართობი სისტემის 7-დუიმიანი ეკრანები მგზავრებისათვის.

მე-7 სერიის მინუსად თამამად შეგვიძლია დავასახელოთ მისი ფლობის მაღალი ღირებულება და ზოგიერთი სასარგებლო ტექნიკური ფუნქციების არარსებობა (მაგალითად, Android Auto-ს მხარდაჭერა). რაც შეეხება სალონის პრემიუმ-ხარისხს, ის მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა ამერიკაში ბევრი ავტომობილია, რომელმაც შეიძლება უფრო მაღალი კლასი აჩვენოს ვიდრე ამ ბუმერმა.

ფასი აშშ-დან მიწოდებით: $37 500-დან


2. AUDI Q8 (2020)

  • ძრავა: 3,0 л, 4,0 л, 335 – 591 ცხ.ძ.

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი 

  • ამძრავი: სრული

  • საწვავის ხარჯი: 11,2-18,1 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)

2020 წლის ყველგანმავალი Q8 გამოირჩევა მაღალი კლასის სალონით, რომელშიც სახურავის დაბალი დახრული სახურავის მიუხედავად საკმარისზე მატი ადგილია ხუთი მოზრდილისათვის. Q8 აერთიანებს კომფორტსა და მანევრირებას. ადაპრტიური საკისარი უზრუნველყოფს მდოვრე სვლას დანგრეულ ასფალტზეც კი, მკაფიო საჭის მართვა, საბაზო ძრავის სიმძლავრე საკმარისზე მეტია. მათთვის, ვისთვისაც 335 ცხ. ძ. ცოტა მოეჩვენება, არსებობს ორი უფრო მძლავრი Audi SQ8 და Audi RS Q8 500 და 591 ცხ. ძ. ძრავით და ნულიდან ასამდე სიჩქარის 3,7 წამში აღების შესაძლებლობით.

Audi უშვებდა 2020 წლის ჩვეულებრივ Q8-ს სამ კომპლექტაციაში: Premium, Premium Plus და Prestige. ძრავი ყველა კომპლექტაციაში ერთნაირია, 335-ძალური V6 და სრული ამძრავი Quattro. Audi SQ8 და RS Q8 გამოიშვება მხოლოდ Premium Plus და Prestige კომპლექტაციაში და აღჭურვილია ორმაგი ტურბოჩაბერვიანი V8 ძრავით.

საბაზო კომპლექტაცია - შესანიშნავი არჩევანია მყიდველთა უმეტესობისათვის, ვინაიდან კარგად აღჭურვილია და სხვებზე გაცილებით ნაკლები ღირს. 

Premium მიიწოდება 10,1- და 8,6-დუიმიანი სენსორული ეკრანებით, ხელსაწყოების ციფრული პანელით (Audi Virtual Cockpit), ნავიგაციით, აუდიო სისტემით 10 დინამიკით, თანამგზავრის რადიოთი, HD-რადიოთი, Bluetooth-ით, USB-ი ოთხი პორტით, სამზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლით, გასაღების გარეშე წვდომით, ტყავის სავარძლებით (გათბობით), უკანა კარის ელექტრო ამძრავით, პანორამული ლუქით სახურავში და მსუბუქშენადნობი დისკოებით.

არ დაივიწყეს Audi-ს ინჟინრებმა არც უსაფრთხოების სისტემების საფირმო ნაკრებები Audi Pre Sense Basic და Audi Pre Sense Front, და აგრეთვე უკანა ხედის კამერა, ავტომატური შორი განათება და პარკტრონიკი  «წრეზე».

რამაც შეიძლება დაანაღვლოს Q8-ის მფლობელი, ეს არის საწვავის ხარჯი და მცირე საბარგული. სხვა მხრივ ეს მდიდრული საშუალო ზომის ყველგანმავალი - უნაკლოა. 

ფასი აშშ-დან მიწოდებით: $50 000-დან

3. LEXUS LS (2019)

  • ძრავა: 3,5 ლ, 354 – 416 ცხ.ძ.

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი 

  • ამძრავი: უკანა, სრული

  • საწვავის ხარჯი: 7,1 - 13,1 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


Lexus LS სედანებმა დაიმსახურეს აშშ-ში პრემიუმ-კლასის საიმედო ავტომობილის სახელი ფასი-ხარისხის კარგი შეფარდებით. მოდელს აქვს საკმაოდ მძლავრი 3,5 ლიტრის მოცულობის მძლავრი საბაზო ძრავი (ეკონომიის მოყვარულებისათვის არსებობს ჰიბრიდული ვერსია), მოდური და კარგად გააზრებული ინტერიერი მოხერხებული სავარძლებითა და უამრავი ფუნქციით.

2019 წლის Lexus LS გამოიშვებოდა სამ კომპლექტაციაში 2019: LS 500, ჰიბრიდული LS 500h და LS 500 F Sport.

სამივე აღჭურვილია 354-ძალური V6 ძრავით ორმაგი ტურბოჩაბერვით და 10-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ჰიბრიდული ძალური  დანადგარი 500 ავსებს V6 ძრავს ორი ელექტროძრავით (ჯამური სიმძლავრე აღწევს 416 ცხ.ძ.), ავტომატური გადაცემათა კოლოფი შეცვლილია უსაფეხურო ვარიატორით. უკანა ამძრავი შედის ყველა კომპლექტაციის სტანდარტულ კომპლექტაციაში, სრული – არჩევითია.

ვინაიდან ყველა LS კარგად აღჭურვილია, მანქანის შერჩევისას ძირითადი საკითხია თუ რომელი ვერსია შეიძინოთ - ბენზინის თუ ჰიბრიდული. ამავდროულად არ არსებობს F Sport-ის კომპლექტაციის შეძენის აუცილებლობა: ის დიდად არ განსხვავდება საბაზოსგან (საკისარის სპორტული ელემენტები, დამუშავებული საჭის მართვა, უფრო მძლავრი მუხრუჭები და ა. შ.). მეტიც – მასში შეუძლებელია მრავალი პარამეტრის დამატება, რომელიც ხელმისაწვდომის ორი სხვა კომპლექტაციისათვის.

LS 500-ს სტანდარტულ აღჭურვილობას მიეკუთვნება სალონის ტყავის მოპირკეთება, წინა სავარძლები გათბობით, ვენტილაციითა ელექტრორეგულირებით 16 მიმართულებით, საჭის თვლის გათბობა, ორზონიანი კლიმატ-კონტროლი, ლუქი სახურავში. საინფორმაციო-გასართობი სისტემა დაკომპლექტებულია 12,3 დიუმის დიაგონალის დისპლეით, იმართება ტაჩპადით Remote Touch, რომელიც განლაგებულია ავტომატური გადაცემათა კოლოფის სელექტორთან  (მისი გამოყენების მოხერხებულობას მრავალი ექსპერტი ეჭვ ქვეშ აყენებს), გააჩნია ხმოვანი ბრძანებების მხარდაჭერა.

გარდა ამისა ავტომობილში დამონტაჟებულია პრემიუმ კლასის აუდიო სისტემა 12 დინამიკით, ნავიგაცია, არსებობს Wi-Fi-ის წვდომის წერტილი, Apple CarPlay-ს მხარდაჭერა, Amazon Alexa-ს ინტეგრაცია Lexus Enform-ის აპლიკაციების პაკეტი 10-წლიანი უფასო გამოწერით, რომელიც მოიცავს საგანგებო დახმარების გამოძახების ღილაკს (SOS), ავტომატური შეტყობინებები შეჯახებისა და ავტომობილის გატაცების შესახებ.

აქტიური უსაფრთხოების სტანდარტულ სისტემებს მიეკუთვნება უკანა ხედის კამერა, წინა და უკანა პარკტრონიკი, პირდაპირი შეჯახების, ქვეითი მოსიარულეთა აღმოჩენის შესახებ გაფრთხილება, ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭების, მოძრაობის ზოლის დაცვის, მოძრაობის ზოლიდან გადასვლის შესახებ შეტყობინების შესახებ გაფრთხილება, ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი და ავტომატური ფარების შორის ნათება.

ფასი აშშ-დან მიწოდებით: $40 300-დან

4. AUDI A8 (2019)

  • ძრავა: 3,0 ლ, 335 ცხ.ძ.

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი 

  • ამძრავი: სრული

  • საწვავის ხარჯი: 8,7 - 12,4 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


2019 წლის წარმომადგენლობითი სედანი Audi A8 ხელმისაწვდომია ერთადერთ კომპლექტაციაში და აღჭურვილია 3-ლიტრიანი V6 ძრავით ტურბოჩაბერვით, 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და სრული ამძრავით ​​ Quattro. თუმცა ზოგიერთ კონკურენტს უფრო მძლავრი ძრავები აქვთ, А8-ს ზედმეტი «მერნები» არაფრად სჭირდებათ – მანქანა განკუთვნილია მდოვრე და კომფორტული სვლისთვის. ამასთანავე ავტომობილში ინტეგრირებულია რბილი ჰიბრიდული სისტემა «სტოპ-სტარტი», რომელიც ზრდის მაბრუნ მომენტს A8-ს უფრო დინამიური გაქანებისთვის.

სტანდარტული სრული ამძრავი უზრუნველყოფს შესანიშნავ გადაბმულობას გზასთან. მართვადობა ამ Audi-ს მშვიდი აქვს. მანქანა შესანიშნავად დადის დანგრეულ გზებზეც კი. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩავთვალოთ მინუსად არის A8-ს გრძელი თვლის ბაზა, რომლის გამოც მძღოლს გაურთულდება მანევრირება შეზღუდულ სივრცეში. თუმცა, არსებობს «ხრიკი», რომელიც ამარტივებს ამ ამოცანას და ამცირებს დატრიალების რადიუსს – საჭით მართვა ყველა თვლით.

ავტომობილის სალონი მოდური და მოხერხებულია, მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის მასალებით. სავარძლები გადაკრულია ნატურალური ტყავით Valetta, აღჭურვილია გათბობის სისტემით და 18-პოზიციანი ელექტრო რეგულირებით. ავტომობილში დამონტაჟებულია ოთხზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი და აგრეთვე მზისგან დამცავი ფარდები გვერდითა და უკანა მინებზე (ელექტროამძრავებით).

კომპლექტში – პანორამული ლუქი, გასაღების გარეშე წვდომა, საბარგულის კარის ელექტროამძრავი, საქარე მინის მინასაწმენდი წვიმის სენსორებით, 12,3-დიუმიანი ციფრული ხელსაწყოების პანელი და საინფორმაციო-გასართობი სისტემა ორი ეკრანით. დამონტაჟებულია პრემიუმ-კლასის აუდიო სისტემა Bang & Olufsen 17 დინამიკით, HD-რადიო, თანამგზავრის რადიო, ნავიგაცია, Bluetooth, USB პორტი, აგრეთვე Apple CarPlay და Android Auto-ს მხარდაჭერა.

აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების სტანდარტული სისტემები მოიცავენ წინა და უკანა პარკტრონიკს, უკანა ხედის კამერას, ფარების ავტომატური შორი განათება, პირისპირ შეჯახების გაფრთხილებისა და ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭების.

აგრეთვე A8 შეიძლება იყოს აღჭურვილი ერთ-ერთი შემდეგი პაკეტით  – Executive, Luxury, Executive Rear Seat Comfort და ასე შემდეგ, პარამეტრების პაკეტით ცივი ამინდისათვის ან მძღოლის დახმარების დამატებითი სისტემებით. პაკეტში შეიძლება შედიოდეს ვენტილაციისა და მასაჟის წინა სავარძლები, გათბობა და მასაჟი უკანა სავარძლებისთვის, წრიული ხედვის პარკინგის კამერების, ბრმა ზონების მონიტორინგის, უკან ჯვარედინი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების, მოძრაობის ზოლის დაცვისა და ზოლიდან გადასვლის გაფრთხილების სისტემა.

ფასი აშშ-დან მიწოდებით: $44 000-დან


5. LAND ROVER RANGE ROVER VELAR (2019)

  • ძრავა: 2,0 ლ, 3,0 ლ, 180 - 380 ცხ.ძ.

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური გადაცემათა კოლოფი 

  • ამძრავი: სრული

  • საწვავის ხარჯი: 8,7 - 13,1 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)


საშუალო ზომის Land Rover Velar-ს გააჩნია შესანიშნავი ყველგანმავალი თვისებები და ავტომობილზე დაყენებული ძრავის ტიპის მიუხედავად ის გვახარებს დინამიური სვლით ჩვეულებრივ გზაზე. მანქანას შერჩევით აქვს ოთხი ძრავი: 2-ლიტრიანი ტურბო - სიმძლავრით 247 ცხ.ძ. (არ არის ყველაზე მძლავრი, მაგრამ უზრუნველყოფს მანქანის ღირსეულ დინამიკას), 3-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავები 340 და 380 ცხ.ძ. სომძლავრით. და ყველაზე სუსტი (180 ცხ.ძ.), მაგრამ მძლავრი და ეკონომიური 2-ლიტრიანი  დიზელი. სალონი შესრულებულია მაღალი კლასის მასალებისგან და აღჭურვილია რბილი კომფორტული სავარძლებით როგორც მძღოლისთვის, აგრეთვე მგზავრებისათვის.

2019 წლის Range Rover Velar გამოიშვებოდა ოთხ კომპლექტაციაში: Velar (базовая), S, R-Dynamic SE და R-Dynamic HSE. ყველა აღჭურვილია სრული ამძრავით და მდოვრედ მომუშავე 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ​.

საკმაოდ ეკონომიური 247-ძალიანი 2-ლიტრიანი ძრავი არის საბაზო და სტანდარტული ყველა კომპლექტაციისათვის გარდა HSE, რომელიც აღჭურვილი იყო 380-ძალიანი V6 ძრავით. S და SE-ს შერჩევითი პარამეტრების სახით ხელმისაწვდომი იყო 340-ძალიანიV6, ხოლო S-თვის დამატებით შემოთავაზებული იყო ტურბოდიზელი.

როგორც ხედავთ, ძალური აგრეგატების საუკეთესო არჩევას (სამი) სთავაზობდა S კომპლექტაცია, რაც მას ყველაზე ოპტიმალურ არჩევნად აქცევს შეძენისას. 

სტანდარტული ადაპტირებული საკისარის წყალობით Velar უპრობლემოდ ლახავს დანგრეულ გზებს და აგრეთვე ენერგიულად და ზედმეტი დახრის გარეშე გადის მოსახვევს.

მანქანის ყველგანმავალი თვისებები ერთ-ერთი საუკეთესოა კლასში, თუმცა Velar არ არის ამ კუთხით Land Rover-ის ყველაზე “ნიჭიერი“ მოდელი. ამის მიუხედავად, სრული ამძრავი, გორაკებიდან ჩამოსვლის კონტროლი და ადგილმდებარეობის რელიეფზე რეაგირების სისტემა – «ეკო», «კომფორტი», «ბალახი-ხრეში-თოვლი», «ტალახი-ხრეშიანი გზა», «ქვიშა» და «სინამიური» რეჟიმებით, – შედის ავტომობილის უკვე სტანდარტულ კომპლექტაციაში.

შერჩევით ხელმისაწვდომია უგზოობისთვის განკუთვნილი ისეთი ფუნქციებიც, როგორიცაა უკანა ბლოკირებული დიფერენციალი და მოდერნიზებული სისტემა Terrain Response 2, რომელიც ავტომატურად აკონტროლებს გზის პირობებს და შესაბამისად ერგება ყველგანმავლის მოძრაობის რეჟიმს.

ზოგადად, მანქანა ყველა მხრივ შესანიშნავია; შთაბეჭდილებას მხოლოდ მისი ექსპლუატაციის არც ისე ჰუმანური ღირებულება აფუჭებს.

ფასი აშშ-დან მიწოდებით: $44 000-დან


Columbus-ის ცნობა

ევროპული ეკონომიკური კომისიის მსუბუქი ტრანსპორტის კლასიფიკაცია

ევროპული ეკონომიკური კომისიის კლასიფიკაცია (ECE) ორიენტირებულია უფრო მიზნობრივი ბაზრის სეგმენტაციაზე ვიდრე ავტომობილის რომელიმე კონკრეტული მახასიათებლების აღწერაზე; ჩარჩოები სეგმენტებს შორის წარეცხილია და არ შემოიფარგლება ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა გაბარიტები ან წონა. სეგმენტაციის ფაქტორი აგრეთვე შეიცავს ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა ფასი, სახეობა, ოპციების კომპლექტი და სხვა პარამეტრები.

ზოგადად, სამგზავრო ავტომობილების ბაზარი იყოფა შემდეგ სეგმენტებად.

  • A: Mini cars (ევროპული განსაკუთრებით მცირე კლასი =; მიკროავტომობილები)

  • B: Small cars (ევროპული მცირე კლასი; კომპაქტური კლასი)

  • C: Medium cars (ევროპული უმდაბლესი საშუალო კლასი; «გოლფ-კლასი»)

  • D: Larger cars (ევროპული საშუალო კლასი; საოჯახო კლასი)

  • E: Executive cars (ევროპული უმაღლესი საშუალო კლასი; «ბიზნეს-კლასი»)

  • F: Luxury cars (ევროპული ზედა კლასი; წარმომადგენლობითი კლასი)

  • J: Sport utility (SUV, «ყველგანმავლები»)

  • M: Multipurpose cars (მინივენები და მომატებული ტევადობის უნივერსალი)

  • S: Sport coupe (სპორტული კუპე)

წყარო: Cars.usnews.com, Edmunds.com

(88)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge